სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა
პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

პრინ­ცი ენ­დრი­უს და­სახ­ვედ­რად ავ­სტრა­ლი­ა­ში, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის მხო­ლოდ ერთი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი მი­ვი­და, ინ­ფორ­მა­ცი­ას „დე­ი­ლი მე­ი­ლი“ ავ­რცე­ლებს. ენ­დრი­უს იმი­ჯი პე­დო­ფილ ჯეფ­რი ეპშ­ტე­ინ­თან კავ­ში­რე­ბის გამო არა მხო­ლოდ სამ­შობ­ლო­ში, არა­მედ - მსოფ­ლიო მას­შტა­ბით შე­ი­ლა­ხა.

ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, აგო­რე­ბუ­ლი სკან­და­ლის ფონ­ზე, შე­საძ­ლოა, ავ­სტრა­ლი­ა­ში ჰერ­ცო­გის ვი­ზი­ტი გან­გებ გა­ა­სა­ი­დუმ­ლო­ეს.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ პრინ­ცი ავ­სტრა­ლი­ა­ში „შე­ი­პა­რა“, მის­თვის არც დახ­ვედ­რა მო­უ­წყვი­ათ, ვი­ზი­ტი მე­დი­ას არ გა­უ­შუ­ქე­ბია.

პრინ­ცი ხელს უქ­ნევს ერ­თა­დერთ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც უნი­ვერ­სი­ტეტ­თან დახ­ვდა

59 წლის ენ­დრი­უ­სა და მი­ლი­არ­დე­რი ფი­ნან­სის­ტის, ჯეფ­რი ეფშტე­ი­ნის მე­გობ­რო­ბას მთე­ლი მსოფ­ლიო გა­ნი­ხი­ლავს - პე­დო­ფი­ლი­ა­სა და ბავ­შვე­ბის ტრე­ფი­კინ­გში ბრალ­დე­ბულ­მა ეფშტე­ინ­მა სა­კან­ში თავი ჩა­მო­იხ­რჩო.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრინ­ცის კავ­ში­რებს ეპშ­ტე­ინ­თან აშშ-ს გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­რო (FBI) სწავ­ლობს.

სექს-ტრე­ფი­კინ­გის ბრალ­დე­ბით ეპშ­ტე­ი­ნი 6 ივ­ლისს და­ა­პა­ტიმ­რეს. ბრალ­დე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2002-2005 წლებ­ში არას­რულ­წლო­ვან გო­გო­ნებს ფულს უხ­დი­და და მათ­თან სექ­სუ­ა­ლურ კავ­შირს ამ­ყა­რებ­და. მი­ლი­არ­დე­რი მათ ნიუ-იორკსა და ფლო­რი­და­ში მდე­ბა­რე სახ­ლებ­ში ეპა­ტი­ჟე­ბო­და.

გო­გო­ნებს, რომ­ლებს შო­რი­საც 14 წლის მო­ზარ­დე­ბიც იყ­ვნენ, ეპშ­ტე­ი­ნი სექ­სის­თვის ასო­ბით დო­ლარს უხ­დი­და.

დო­კუ­მენ­ტებ­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ფი­გუ­რი­რებს, მათ შო­რის მისი ყო­ფი­ლი მე­გო­ბა­რი ქალი, გის­ლე­ინ მაქსვე­ლი.

ეპშ­ტე­ი­ნის ერთ-ერთი სა­ვა­რა­უ­დო მსხვერ­პლი ვირ­ჯი­ნია რო­ბერტსი ამ­ბობს, რომ 15 წლის იყო, რო­დე­საც მაქსველ­მა ის მა­სა­ჟის­ტად მო­ამ­ზა­და. იმა­ვე დო­კუ­მენ­ტში ქალი ამ­ტკი­ცებს, რომ მაქსველ­მა პრინ­ცი ენ­დრიუ გა­აც­ნო და უბიძ­გა, პრინცთან სექ­სი ჰქო­ნო­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ში ვირ­ჯი­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 2001 წელს მოხ­და, რო­დე­საც ის 17 წლის იყო და ლონ­დონ­ში გის­ლე­ინ მაქსვე­ლის სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და.

„ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი. გის­ლე­ინ­მა გა­მაღ­ვი­ძა და მი­თხრა, დღეს პრინცს უნდა შეხ­ვდეო. არ ვი­ცო­დი, თუ მას­თან სექ­სი უნდა მქო­ნო­და. იმ ღა­მით ის გის­ლე­ი­ნის სახ­ლში მო­ვი­და, წა­ვე­დით კლუბ­ში. პრინცმა ენ­დრი­უმ ალ­კოჰო­ლი მომ­ცა, VIP სექ­ტორ­ში ვი­ყა­ვით. მგო­ნი, არა­ყი იყო...

მი­თხრა, მოდი ვი­ცეკ­ვო­თო. დავ­თან­ხმდი. შემ­დეგ კლუ­ბი­დან გა­ვე­დი და ჩავ­ჯე­ქი გის­ლე­ი­ნის მან­ქა­ნა­ში. მან მი­თხრა, რომ სახ­ლში დავ­ბრუნ­დე­ბო­დით და იგი­ვე უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა პრინცთან, რა­საც ჯეფ­რის­თან ვა­კე­თებ­დი.

პრინცმა სამ­ჯერ გა­მა­უ­პა­ტი­უ­რა“ - იხ­სე­ნებს ქალი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები
ავტორი:

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

პრინცი ენდრიუს დასახვედრად ავსტრალიაში, უნივერსიტეტში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მხოლოდ ერთი თაყვანისმცემელი მივიდა, ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს. ენდრიუს იმიჯი პედოფილ ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების გამო არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ - მსოფლიო მასშტაბით შეილახა.

ექსპერტების თქმით, აგორებული სკანდალის ფონზე, შესაძლოა, ავსტრალიაში ჰერცოგის ვიზიტი განგებ გაასაიდუმლოეს.

სოციალურ ქსელებში წერენ, რომ პრინცი ავსტრალიაში „შეიპარა“, მისთვის არც დახვედრა მოუწყვიათ, ვიზიტი მედიას არ გაუშუქებია.

პრინცი ხელს უქნევს ერთადერთ ადამიანს, რომელიც უნივერსიტეტთან დახვდა

59 წლის ენდრიუსა და მილიარდერი ფინანსისტის, ჯეფრი ეფშტეინის მეგობრობას მთელი მსოფლიო განიხილავს - პედოფილიასა და ბავშვების ტრეფიკინგში ბრალდებულმა ეფშტეინმა საკანში თავი ჩამოიხრჩო.

მედიის ინფორმაციით, პრინცის კავშირებს ეპშტეინთან აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) სწავლობს.

სექს-ტრეფიკინგის ბრალდებით ეპშტეინი 6 ივლისს დააპატიმრეს. ბრალდების ინფორმაციით, 2002-2005 წლებში არასრულწლოვან გოგონებს ფულს უხდიდა და მათთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა. მილიარდერი მათ ნიუ-იორკსა და ფლორიდაში მდებარე სახლებში ეპატიჟებოდა.

გოგონებს, რომლებს შორისაც 14 წლის მოზარდებიც იყვნენ, ეპშტეინი სექსისთვის ასობით დოლარს უხდიდა.

დოკუმენტებში ბევრი ადამიანი ფიგურირებს, მათ შორის მისი ყოფილი მეგობარი ქალი, გისლეინ მაქსველი.

ეპშტეინის ერთ-ერთი სავარაუდო მსხვერპლი ვირჯინია რობერტსი ამბობს, რომ 15 წლის იყო, როდესაც მაქსველმა ის მასაჟისტად მოამზადა. იმავე დოკუმენტში ქალი ამტკიცებს, რომ მაქსველმა პრინცი ენდრიუ გააცნო და უბიძგა, პრინცთან სექსი ჰქონოდა.

მოგვიანებით, სატელევიზიო ინტერვიუში ვირჯინიამ განაცხადა, რომ პირველი შემთხვევა 2001 წელს მოხდა, როდესაც ის 17 წლის იყო და ლონდონში გისლეინ მაქსველის სახლში იმყოფებოდა.

„ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. გისლეინმა გამაღვიძა და მითხრა, დღეს პრინცს უნდა შეხვდეო. არ ვიცოდი, თუ მასთან სექსი უნდა მქონოდა. იმ ღამით ის გისლეინის სახლში მოვიდა, წავედით კლუბში. პრინცმა ენდრიუმ ალკოჰოლი მომცა, VIP სექტორში ვიყავით. მგონი, არაყი იყო...

მითხრა, მოდი ვიცეკვოთო. დავთანხმდი. შემდეგ კლუბიდან გავედი და ჩავჯექი გისლეინის მანქანაში. მან მითხრა, რომ სახლში დავბრუნდებოდით და იგივე უნდა გამეკეთებინა პრინცთან, რასაც ჯეფრისთან ვაკეთებდი.

პრინცმა სამჯერ გამაუპატიურა“ - იხსენებს ქალი.

სოციალური დისტანცია და მხოლოდ 30 ადამიანი სამლოცველოში - პრინც ფილიპეს დაკრძალვა კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარდა

"ნავალნის შესაძლოა თირკმლის უკმარისობა დაემართოს, ეს გამოიწვევს მწვავე პათოლოგიას და შეიძლება გულის გაჩერება მოხდეს" - ექიმთა ალიანსის პროფკავშირი

რუსული მედიის ინფორმაციით, "ეფესბემ" უკრაინის კონსული დააკავა