მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე
"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

"ტფი­ლი­სის ჰამ­ქრის" წევ­რი, ცირა ელი­საშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გია ყან­ჩე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პოსტს აქ­ვეყ­ნებს. აი, რას წერს ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე გე­ნი­ა­ლუ­რი კომ­პო­ზი­ტო­რის შე­სა­ხებ:

"ყვე­ლას ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს "თბი­ლი­სო­ბის" მი­მართ და, რა თქმა უნდა, მეც. თუმ­ცა, ეს სხვა თე­მაა. ამ 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში (სწო­რედ ამ­დე­ნი გა­ვი­და პირ­ვე­ლი თბი­ლი­სო­ბი­დან), წლე­ვან­დე­ლი მგო­ნია, რომ ყვე­ლა­ზე სევ­დი­ა­ნი და ჩუ­მია. ამას ახ­სნა აქვს: გუ­შინ თბი­ლი­სი გია ყან­ჩელს გა­მო­ე­თხო­ვა.

სა­ერ­თოდ ვფიქ­რობ, რომ ეს ორი ფე­ნო­მე­ნი, ყან­ჩე­ლი და თბი­ლი­სი ერ­თმა­ნეთს გვა­ნან. თუ ვინ­მეს შე­ეძ­ლო ეთ­ქვა "მე ვარ თბი­ლი­სი" (არა­სო­დეს უთ­ქვამს), ეს გია ყან­ჩე­ლია. და, თუ ვინ­მეს შე­უძ­ლია თქვას "მე ვარ ყან­ჩე­ლი", ეს თბი­ლი­სია. (ერთხელ, ბრო­სეს ქუ­ჩი­დან რუს­თა­ვე­ლის­კენ მივ­დი­ო­დი, ოპე­რას­თან გა­ჩე­რე­ბულ მან­ქა­ნას­თან იდ­გნენ ჯან­სუღ კა­ხი­ძე, გია ყან­ჩე­ლი და გოგი ალექ­სი-მეს­ხიშ­ვი­ლი, რა­ტომ­ღაც ყვე­ლას შა­ვე­ბი ეც­ვათ და მათი ჭა­ღა­რა მძაფ­რად აღიქ­მე­ბო­და. იმ მო­მენ­ტში ოპე­რას­თან იდგა მთე­ლი ეპო­ქა. ამას­თან ეს ეპო­ქა ძა­ლი­ან თბი­ლი­სუ­რად, ლა­მის პლე­ხა­ნო­ვუ­რად იდგა. იდაყ­ვამ­დე აწე­უ­ლი პე­რან­გის სა­ხე­ლო­ე­ბით და ცოტა დარ­დი­მან­დუ­ლად. ფოტო ვერ გა­და­ვუ­ღე, მა­შინ მო­ბი­ლუ­რე­ბი მგო­ნი არც იყო. თუმ­ცა, რომც მქო­ნო­და ალ­ბათ ვერ გავ­ბე­დავ­დი).

სა­დაც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ყო­ველ­თვის სახ­ლში ბრუნ­დე­ბო­და.. თბი­ლის­ში, პლე­ხა­ნოვ­ზე, ტოვსტო­ნო­გო­ვის ქუ­ჩა­ზე. ამი­ტო­მაც მგო­ნია, რომ "ყვი­თე­ლი ფოთ­ლე­ბი" თბი­ლი­სის ჭად­რე­ბია! არც ნე­კერ­ჩხა­ლი, არც მუხა, არც რა­ი­მე სხვა.. მხო­ლოდ ჭა­და­რი და ისიც თბი­ლი­სის. "დავ­დი­ვარ მარ­ტო, უმი­სა­მარ­თოდ..." თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ზეა... და სა­ერ­თოდ, იმ ახალ­გაზ­რდა გო­გოს (ყვე­ლას­თვის ცნო­ბილ ფილმში აყ­ვა­ვე­ბუ­ლი რტო­თი ხელ­ში რომ და­დის) გე­პე­ის, ან მზი­უ­რის ნი­შის ტოტი უჭი­რავს ხელ­ში...

გია ყან­ჩე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღე გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის და­ბა­დე­ბის დღეს და­ემ­თხვა. აქაც, მგო­ნია, რომ ეს ორი ადა­მი­ა­ნი ერ­თმა­ნეთს გვა­ნან, იმით, რომ ისი­ნი ცამ­დე მარ­თლე­ბი იყ­ვნენ სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბის და ქვეყ­ნის წი­ნა­შე. ამ დღე­ებ­ში ზუს­ტად გა­მოჩ­ნდა, რომ ყან­ჩე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო არა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბით, არა­მედ მისი სა­ოც­რად ზუს­ტი და სა­მარ­თლი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი და სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცი­ით. ის აქ არის... აწი, ის ყო­ველ­თვის აქ იქ­ნე­ბა, გუ­შინ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­დან ოპე­რამ­დე უწყვე­ტი ტა­შით და­წყე­ბუ­ლი, ჩვე­ნი­ვე მო­ბი­ლუ­რებ­ზე და­ყე­ნე­ბუ­ლი ყან­ჩე­ლი­სე­უ­ლი მე­ლო­დი­ით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ასე, რომც არ იყოს, თბი­ლისს გია ყან­ჩე­ლი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ გა­ახ­სენ­დე­ბა. პირ­ვე­ლად მა­შინ, როცა სა­დღაც თე­ბერ­ვალ­ში, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად და ამა­ვე დროს კა­ნონ­ზო­მი­ე­რად თეთ­რად იფეთ­ქებს გე­პე­ის ნუში და მე­ო­რედ შე­მოდ­გო­მა­ზე - როცა პირ­ვე­ლი ყვი­თე­ლი ფო­თო­ლი მო­წყდე­ბა ჭა­დარს. მე მინ­და თბი­ლისს ვუ­სურ­ვო ყან­ჩე­ლი­სე­ბუ­რი სიმ­შვი­დე. იმი­ტომ, რომ ეს სიმ­შვი­დე მას­თან ამავდრო­უ­ლად ფიქ­რია. და­ფიქ­რე­ბით მო­ვე­პყრათ თბი­ლის­საც. ნუ გა­მო­ვე­კი­დე­ბით სტა­ტის­ტი­კას, იმი­ტომ რომ ქა­ლა­ქი სტა­ტის­ტი­კით არ იზო­მე­ბა. ნუ ვი­სა­უბ­რებთ იმა­ზე, რამ­დე­ნი გა­ვა­კე­თეთ ("რამ­დე­ნი" სტა­ტის­ტი­კაა), ვთქვათ, რომ დღე­საც ვა­კე­თებთ (ანუ პრო­ცეს­ში ვართ) ამ შემ­თხვე­ვა­ში ნაკ­ლებ შეც­დო­მას და­ვუშ­ვებთ და ჩვე­ნი ქმე­დე­ბე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რად არ იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კონ­კრე­ტულ თა­რი­ღებ­თან. ნუ დავ­თვლით, რამ­დე­ნი თბი­ლი­სო­ბა მო­ვა­წყვეთ (ესეც სტა­ტის­ტი­კაა). ეს "თბი­ლი­სო­ბა" ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყოს ქა­ლაქთან მი­მარ­თე­ბა­ში და ასე, მშვი­დად ვიზ­რუ­ნოთ თბი­ლის­ზე.

ამ დღე­ებ­ში გე­ნი­ა­ლუ­რი გრა­ფი­კა გავ­რცელ­და: შორს მი­მა­ვა­ლი გია ყან­ჩე­ლი ყვი­თე­ლი ფოთ­ლე­ბის ფონ­ზე..

ქა­ლა­ქის პერ­სო­ნი­ფი­ცი­რე­ბა თუ შე­იძ­ლე­ბა, მგო­ნია, რომ თბი­ლი­სი ასა­კო­ვა­ნი მა­მა­კა­ცია, ჭა­ღა­რა თმით, ოდ­ნავ მხრებ­ში მოხ­რი­ლი, შე­იძ­ლე­ბა ჯოხზე დაყ­რდნო­ბი­ლიც, რო­მე­ლიც მი­დის.. სულ მე­ში­ნია, ერთხელ თბი­ლი­სი მარ­თლა არ წა­ვი­დეს.. ეს, რომ არ მოხ­დეს, უნდა გა­ვიც­ნოთ ჩვე­ნი ქა­ლა­ქი. ამი­სათ­ვის უნდა ვი­ა­როთ დიდ­ხანს, ვი­ა­როთ ფე­ხით, უმი­სა­მარ­თოდ და ეს ქა­ლა­ქი თა­ვად შე­გიყ­ვანთ კონ­კრე­ტულ მი­სა­მარ­თებ­ზე, სა­დაც აღ­მო­ა­ჩენთ სა­კუთ­რივ თქვენს თბი­ლისს და თქვენს თავს ამ ქა­ლაქ­ში. ამ დროს გია ყან­ჩე­ლის მუ­სი­კა­საც თუ გა­ი­გებთ არ გა­გიკ­ვირ­დეთ... ეს არის თბი­ლი­სი.

P.S. მე მას არ ვიც­ნობ­დი. ერ­თა­დერ­თი, რისი თქმაც პირ­ვე­ლად და უკა­ნას­კნე­ლად მის­თვის შე­მიძ­ლია, არის მად­ლო­ბა - მად­ლო­ბა სი­ცო­ცხლი­სათ­ვის, ბა­ტო­ნო გია!"

eka
0

შესანიშნავია. გულის ამაჩუყებელი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

"ტფილისის ჰამქრის" წევრი, ცირა ელისაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე გია ყანჩელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. აი, რას წერს ხელოვნებათმცოდნე გენიალური კომპოზიტორის შესახებ:

"ყველას ჩვენი დამოკიდებულება გვაქვს "თბილისობის" მიმართ და, რა თქმა უნდა, მეც. თუმცა, ეს სხვა თემაა. ამ 40 წლის განმავლობაში (სწორედ ამდენი გავიდა პირველი თბილისობიდან), წლევანდელი მგონია, რომ ყველაზე სევდიანი და ჩუმია. ამას ახსნა აქვს: გუშინ თბილისი გია ყანჩელს გამოეთხოვა.

საერთოდ ვფიქრობ, რომ ეს ორი ფენომენი, ყანჩელი და თბილისი ერთმანეთს გვანან. თუ ვინმეს შეეძლო ეთქვა "მე ვარ თბილისი" (არასოდეს უთქვამს), ეს გია ყანჩელია. და, თუ ვინმეს შეუძლია თქვას "მე ვარ ყანჩელი", ეს თბილისია. (ერთხელ, ბროსეს ქუჩიდან რუსთაველისკენ მივდიოდი, ოპერასთან გაჩერებულ მანქანასთან იდგნენ ჯანსუღ კახიძე, გია ყანჩელი და გოგი ალექსი-მესხიშვილი, რატომღაც ყველას შავები ეცვათ და მათი ჭაღარა მძაფრად აღიქმებოდა. იმ მომენტში ოპერასთან იდგა მთელი ეპოქა. ამასთან ეს ეპოქა ძალიან თბილისურად, ლამის პლეხანოვურად იდგა. იდაყვამდე აწეული პერანგის სახელოებით და ცოტა დარდიმანდულად. ფოტო ვერ გადავუღე, მაშინ მობილურები მგონი არც იყო. თუმცა, რომც მქონოდა ალბათ ვერ გავბედავდი).

სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა.. თბილისში, პლეხანოვზე, ტოვსტონოგოვის ქუჩაზე. ამიტომაც მგონია, რომ "ყვითელი ფოთლები" თბილისის ჭადრებია! არც ნეკერჩხალი, არც მუხა, არც რაიმე სხვა.. მხოლოდ ჭადარი და ისიც თბილისის. "დავდივარ მარტო, უმისამართოდ..." თბილისის ქუჩებზეა... და საერთოდ, იმ ახალგაზრდა გოგოს (ყველასთვის ცნობილ ფილმში აყვავებული რტოთი ხელში რომ დადის) გეპეის, ან მზიურის ნიშის ტოტი უჭირავს ხელში...

გია ყანჩელის გარდაცვალების დღე გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეს დაემთხვა. აქაც, მგონია, რომ ეს ორი ადამიანი ერთმანეთს გვანან, იმით, რომ ისინი ცამდე მართლები იყვნენ საკუთარი შემოქმედების და ქვეყნის წინაშე. ამ დღეებში ზუსტად გამოჩნდა, რომ ყანჩელი ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ საკუთარი შემოქმედებით, არამედ მისი საოცრად ზუსტი და სამართლიანი ეროვნული და სამოქალაქო პოზიციით. ის აქ არის... აწი, ის ყოველთვის აქ იქნება, გუშინ რუსთაველის თეატრიდან ოპერამდე უწყვეტი ტაშით დაწყებული, ჩვენივე მობილურებზე დაყენებული ყანჩელისეული მელოდიით დამთავრებული. ასე, რომც არ იყოს, თბილისს გია ყანჩელი გარანტირებულად წელიწადში ორჯერ გაახსენდება. პირველად მაშინ, როცა სადღაც თებერვალში, სრულიად მოულოდნელად და ამავე დროს კანონზომიერად თეთრად იფეთქებს გეპეის ნუში და მეორედ შემოდგომაზე - როცა პირველი ყვითელი ფოთოლი მოწყდება ჭადარს. მე მინდა თბილისს ვუსურვო ყანჩელისებური სიმშვიდე. იმიტომ, რომ ეს სიმშვიდე მასთან ამავდროულად ფიქრია. დაფიქრებით მოვეპყრათ თბილისსაც. ნუ გამოვეკიდებით სტატისტიკას, იმიტომ რომ ქალაქი სტატისტიკით არ იზომება. ნუ ვისაუბრებთ იმაზე, რამდენი გავაკეთეთ ("რამდენი" სტატისტიკაა), ვთქვათ, რომ დღესაც ვაკეთებთ (ანუ პროცესში ვართ) ამ შემთხვევაში ნაკლებ შეცდომას დავუშვებთ და ჩვენი ქმედებები ხელოვნურად არ იქნება დაკავშირებული კონკრეტულ თარიღებთან. ნუ დავთვლით, რამდენი თბილისობა მოვაწყვეთ (ესეც სტატისტიკაა). ეს "თბილისობა" ჩვენი ყოველდღიური დამოკიდებულება იყოს ქალაქთან მიმართებაში და ასე, მშვიდად ვიზრუნოთ თბილისზე.

ამ დღეებში გენიალური გრაფიკა გავრცელდა: შორს მიმავალი გია ყანჩელი ყვითელი ფოთლების ფონზე..

ქალაქის პერსონიფიცირება თუ შეიძლება, მგონია, რომ თბილისი ასაკოვანი მამაკაცია, ჭაღარა თმით, ოდნავ მხრებში მოხრილი, შეიძლება ჯოხზე დაყრდნობილიც, რომელიც მიდის.. სულ მეშინია, ერთხელ თბილისი მართლა არ წავიდეს.. ეს, რომ არ მოხდეს, უნდა გავიცნოთ ჩვენი ქალაქი. ამისათვის უნდა ვიაროთ დიდხანს, ვიაროთ ფეხით, უმისამართოდ და ეს ქალაქი თავად შეგიყვანთ კონკრეტულ მისამართებზე, სადაც აღმოაჩენთ საკუთრივ თქვენს თბილისს და თქვენს თავს ამ ქალაქში. ამ დროს გია ყანჩელის მუსიკასაც თუ გაიგებთ არ გაგიკვირდეთ... ეს არის თბილისი.

P.S. მე მას არ ვიცნობდი. ერთადერთი, რისი თქმაც პირველად და უკანასკნელად მისთვის შემიძლია, არის მადლობა - მადლობა სიცოცხლისათვის, ბატონო გია!"

"მის ნევადა 2021", ისტორიაში პირველად, ტრანსგენდერი ქალი გახდა - ვინ არის კატალუნა, რომელიც 21 კონკურსანტს შორის სილამაზის დედოფლად აღიარეს (ფოტოები)

"საავტორო უფლებათა ასოციაციის" ინოვაციური ონლაინპლატფორმა

"ერთ-ერთი შეტევა თეატრში დამემართა, სათანადო ადგილზე რომ არ ვმჯდარიყავი, გონებასაც დავკარგავდი..." - რას იხსენებს სოფიკო შევარდნაძე და რა კითხვით მიმართავს საზოგადოებას