სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან პოლიციელები, რომლებიც რუსთავში მოკლული 35 წლის მამაკაცის საქმეზე დააკავეს
ვინ არიან პოლიციელები, რომლებიც რუსთავში მოკლული 35 წლის მამაკაცის საქმეზე დააკავეს

რუს­თავ­ში 35 წლის მა­მა­კა­ცის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე შსს-მ ხუთი პირი და­ა­კა­ვა, მათ შო­რის ორი მოქ­მე­დი და ერთი ყო­ფი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლია.

ერთი პირი და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი (1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი გ.ა.), ხოლო სა­მარ­თალ­მდაც­ვე­ლე­ბი ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის ბრალ­დე­ბით მი­ეც­ნენ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში. კი­დევ ერთ და­კა­ვე­ბულს, 1989 წელს და­ბა­დე­ბულ გი­ორ­გი გე­თი­აშ­ვილს კი, რო­მე­ლიც მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცის მე­გო­ბა­რია, ბრა­ლად ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა ედე­ბა.

გე­თი­აშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძის თქმით, და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრალს ოფი­ცი­ა­ლუ­რად ხვალ წა­რუდ­გე­ნენ.

უფ­ლე­ბადმცველ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლის ვი­ნა­ო­ბა და­ა­სა­ხე­ლა:

"ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს ბრა­ლად ედე­ბა სსკ-ის 370-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლი, რაც ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას გუ­ლის­ხმობს და 3-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა სა­მარ­თალ­დაც­ვე­ლებს, მათ სსკ-ის 143-ე მუხ­ლით ედა­ვე­ბი­ან, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს.

ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი რუს­თა­ვე­ლია, ჩემი ახ­ლო­ბე­ლია. 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მი­ხე­ილ ღუ­ბი­ა­ნუ­რი. კი­დევ ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი მოქ­მე­დი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლიც მისი თა­ნამ­შრო­მე­ლია რუს­თა­ვი­დან" - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ი­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

AMBEBI.GE-ს წყა­რომ და­ნარ­ჩე­ნი ორი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლის ვი­ნა­ო­ბის შე­სა­ხე­ბაც მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია. თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დიტო დუ­ღაშ­ვი­ლია. ხოლო კი­დევ ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი მოქ­მე­დი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლია - ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრო­მე­ლი 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი და­ვით მი­რო­ტა­ძე.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მკვლე­ლო­ბა გახ­სნი­ლად გა­მო­ა­ცხა­და. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლის სქე­მა ასე­თია:

გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბულ­მა გ.ა.-მ და მის­მა თა­ნამ­ზრახ­ველ­მა - 1983 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ზ.ჯ.-მ, წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, 35 წლის მა­მა­კა­ცის მკვლე­ლო­ბა და­გეგ­მეს.

მსხვერ­პლის ქა­ლა­ქი­დან მო­ტყუ­ე­ბით გაყ­ვა­ნის მიზ­ნით, მათ დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თეს ცრუ ჩვე­ნე­ბის­თვის ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი გე­თი­აშ­ვილს, ორ პო­ლი­ცი­ელს და ყო­ფილ სა­მარ­თალ­დამ­ცველს (მი­ხე­ილ ღუ­ბი­ა­ნურს, და­ვით მი­რო­ტა­ძე და დიტო დუ­ღაშ­ვილს).

"მიმ­დი­ნა­რე წლის 1 ოქ­ტომ­ბერს, გ.გ-მ (გი­ორ­გი გე­თი­აშ­ვი­ლი) გლ­დან­ში, თა­ვის კუთ­ვნილ ავ­ტო­მო­ბილ­ში ჩა­ის­ვა 35 წლის მა­მა­კა­ცი - დ.მ. გლ­დან­ში ავ­ტო­მო­ბი­ლით მოძ­რა­ო­ბის დროს, ისი­ნი ვი­თომ შემ­თხვე­ვით შეხ­ვდნენ პო­ლი­ცი­ის ფორ­მა­ში მყოფ სამ პირს. მათ ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან გად­მო­იყ­ვა­ნეს დ.მ, უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ჩა­იყ­ვა­ნეს რუს­თავ­ში და გა­დას­ცეს ზ.ჯ-ს და გ.ა.-ს.

აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა დ.მ. ჩა­იყ­ვა­ნეს მტკვრის ნა­პირ­ზე და ცივი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნეს მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა. კვა­ლის და­მალ­ვის მიზ­ნით, გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი მდი­ნა­რე მტკვარ­ში გა­და­აგ­დეს.

დ.მ.-ს ცხე­და­რი 5 ოქ­ტომ­ბერს, რუს­თა­ვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მტკვარ­მა გა­მო­რი­ყა.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია 5 პირი, ხოლო გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე, წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ჯ.-ს და­კა­ვე­ბის მიზ­ნით ტარ­დე­ბა აქ­ტი­უ­რი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის და ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 109-ე, 143-ე და 370-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ვინ არიან პოლიციელები, რომლებიც რუსთავში მოკლული 35 წლის მამაკაცის საქმეზე დააკავეს

ვინ არიან პოლიციელები, რომლებიც რუსთავში მოკლული 35 წლის მამაკაცის საქმეზე დააკავეს

რუსთავში 35 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე შსს-მ ხუთი პირი დააკავა, მათ შორის ორი მოქმედი და ერთი ყოფილი სამართალდამცველია.

ერთი პირი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული (1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ა.), ხოლო სამართალმდაცველები ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით მიეცნენ პასუხისგებაში. კიდევ ერთ დაკავებულს, 1989 წელს დაბადებულ გიორგი გეთიაშვილს კი, რომელიც მოკლული მამაკაცის მეგობარია, ბრალად ცრუ ჩვენების მიცემა ედება.

გეთიაშვილის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის თქმით, დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ.

უფლებადმცველმა AMBEBI.GE-სთან საუბარში ერთ-ერთი დაკავებული სამართალდამცველის ვინაობა დაასახელა:

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალად ედება სსკ-ის 370-ე მუხლის მესამე ნაწილი, რაც ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს და 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო რაც შეეხება სამართალდაცველებს, მათ სსკ-ის 143-ე მუხლით ედავებიან, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ერთ-ერთი დაკავებული სამართალდამცველი რუსთაველია, ჩემი ახლობელია. 1992 წელს დაბადებული მიხეილ ღუბიანური. კიდევ ერთი დაკავებული მოქმედი სამართალდამცველიც მისი თანამშრომელია რუსთავიდან" - განაცხადა კობაიძემ AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

AMBEBI.GE-ს წყარომ დანარჩენი ორი სამართალდამცველის ვინაობის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებული ყოფილი პოლიციელი 1989 წელს დაბადებული დიტო დუღაშვილია. ხოლო კიდევ ერთი დაკავებული მოქმედი სამართალდამცველია - შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომელი 1981 წელს დაბადებული დავით მიროტაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა. უწყების ინფორმაციით, დანაშაულის სქემა ასეთია:

გამოძიებით დგინდება, რომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულმა გ.ა.-მ და მისმა თანამზრახველმა - 1983 წელს დაბადებულმა ზ.ჯ.-მ, წარსულში არსებული დაპირისპირებისა და შურისძიების მოტივით, 35 წლის მამაკაცის მკვლელობა დაგეგმეს.

მსხვერპლის ქალაქიდან მოტყუებით გაყვანის მიზნით, მათ დახმარებისთვის მიმართეს ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულ გიორგი გეთიაშვილს, ორ პოლიციელს და ყოფილ სამართალდამცველს (მიხეილ ღუბიანურს, დავით მიროტაძე და დიტო დუღაშვილს).

"მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, გ.გ-მ (გიორგი გეთიაშვილი) გლდანში, თავის კუთვნილ ავტომობილში ჩაისვა 35 წლის მამაკაცი - დ.მ. გლდანში ავტომობილით მოძრაობის დროს, ისინი ვითომ შემთხვევით შეხვდნენ პოლიციის ფორმაში მყოფ სამ პირს. მათ ავტომობილიდან გადმოიყვანეს დ.მ, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ჩაიყვანეს რუსთავში და გადასცეს ზ.ჯ-ს და გ.ა.-ს.

აღნიშნულმა პირებმა დ.მ. ჩაიყვანეს მტკვრის ნაპირზე და ცივი იარაღით მიაყენეს მრავლობითი დაზიანება. კვალის დამალვის მიზნით, გარდაცვლილის ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდეს.

დ.მ.-ს ცხედარი 5 ოქტომბერს, რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვარმა გამორიყა.

მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკვე დაკავებულია 5 პირი, ხოლო განზრახ მკვლელობაში მონაწილე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ.-ს დაკავების მიზნით ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 109-ე, 143-ე და 370-ე მუხლებით მიმდინარეობს.

"ყვიროდა, ყველანი მოვკვდებით, აქ ვერ გადავრჩებითო" - რას ჰყვება თვითმხილველი ბათუმის საკარანტინე სივრცეში მომხდარ ამბავზე

"მარიამ გოგორელიანმა ბოდიში მოიხადა, პროკურორი საქმეს ჩამოაცილეს" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

რუსთავის ციხეში პატიმარმა პროტესტის ნიშნად საპარსი სამართებელი - ე.წ. "ბრიტვა" გადაყლაპა