სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია
შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

„ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“ – ეს არის პო­ე­მა, რო­მე­ლიც არამ­ხო­ლოდ ქარ­თულ, ასე­ვე მთე­ლი მსოფ­ლი­ოს სა­გან­ძურს წა­მო­ად­გენს. შოთა რუს­თა­ვე­ლი კი დღემ­დე რჩე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე დიდ პო­ე­ტად, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც თვალ­სა­ჩი­ნო ად­გილს იკა­ვებს.

რუს­თა­ვე­ლის პორ­ტრე­ტი არა­ერთ ცნო­ბილ მხატ­ვარს შე­უქ­მნია (ს. ქო­ბუ­ლა­ძე, ი. თო­ი­ძე, ვ. იო­ჰან­სე­ნი, ლ.გუ­დი­აშ­ვი­ლი...) მაგ­რამ ამ­ჯე­რად ჩვენ მისი პორ­ტრე­ტის ციფ­რულ ვერ­სი­ას ვი­ხი­ლავთ, რო­მელ­ზეც წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ „ბიბ­ლუ­სის“ გრა­ფი­კულ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა, შოთა გო­ჩი­ტაშ­ვილ­მა იმუ­შა­ვა.

შო­თას დიდი პო­ე­ტის და­სა­ხა­ტად ბევ­რი შრო­მა დას­ჭირ­და. მან ი.თო­ი­ძის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი შავ–თეთ­რი პორ­ტრე­ტით იხელ­მძღვა­ნე­ლა და სცა­და მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ზუს­ტით გად­მო­ე­ცა პო­ე­ტის სახე, სა­მო­სი, თვა­ლის ფე­რიც კი.

– რო­გო­რი იყო რუს­თა­ვე­ლის პორ­ტრეტ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი?

– თა­ვი­დან­ვე დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ­დი, რად­გან რო­დე­საც იმ პო­ე­ტის პორ­ტრე­ტის ხატ­ვას იწყებ, რო­მე­ლიც ყვე­ლამ იცის და ყვე­ლა უდი­დეს პა­ტივს სცემს, კრი­ტი­კის­თვი­საც მზად უნდა იყო. ამას­თა­ნა­ვე, ნამ­დვი­ლად სა­ჭი­რო იყო რუს­თა­ვე­ლის ფე­რა­დი, თა­ნა­მედ­რო­ვე, პორ­ტრე­ტის შექ­მნა, ამი­ტომ ვი­ფიქ­რე, რომ ეს აუ­ცი­ლებ­ლად ციფ­რუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ვცდი­ლობ­დი ნა­ხა­ტის ყო­ვე­ლი დე­ტა­ლი კარ­გად შე­მეს­წავ­ლა, სწო­რედ წარ­მო­მედ­გი­ნა ფე­რე­ბი, სა­მო­სის ქსო­ვი­ლი და შემ­დეგ ეს ყვე­ლა­ფე­რი ციფ­რუ­ლი სა­ხით წარ­მო­მედ­გი­ნა.

– მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში მთა­ვა­რი სირ­თუ­ლე რა იყო?

– ყვე­ლა­ზე შრო­მა­ტე­ვა­დი სა­მო­სის დე­ტა­ლე­ბის გად­მო­ტა­ნა იყო. ვე­ცა­დე, მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ზუს­ტით გა­მე­მე­ო­რე­ბი­ნა ის დე­ტა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ძვე­ლად მდიდ­რულ სა­მოსს ჰქონ­და. ბეწ­ვის ფაქ­ტუ­რის შე­საქ­მნე­ლად ასო­ბით პა­ტა­რა დე­ტა­ლი დამ­ჭირ­და, რომ­ლე­ბიც ხე­ლით და­ვა­მუ­შა­ვე და გა­ვა­ერ­თი­ა­ნე. ხე­ლით­ვეა მო­ხა­ტუ­ლი მწვა­ნე ფე­რის სა­მო­სი, რო­მე­ლიც შო­თას პორ­ტრეტ­ზე აც­ვია. მე­კი­თხე­ბი­ან ხოლ­მე, რა­ტომ აქვს შო­თას მწვა­ნე თვა­ლე­ბი. ნა­ხატს რომ და­ვაკ­ვირ­დი, მივ­ხვდი, რომ მუქი თვა­ლე­ბი არ ექ­ნე­ბო­და და ვი­ფიქ­რე, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად მხატ­ვარ­მა მწვა­ნე ჩა­ი­ფიქ­რა.

შოთა რუს­თა­ვე­ლის­პორ­ტრე­ტი ბლოკ­ნოტ­სა და კალ­მის ბუ­დეს ამ­შვე­ნებს. მის ფონ­ზე კი „ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ პირ­ვე­ლი სტრო­ფე­ბი იკი­თხე­ბა, რომ­ლე­ბიც ოქ­როს­ფე­რი გრა­ვი­რე­ბით არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. ბლოკ­ნო­ტის ყვე­ლა გვერდს „ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ აფო­რიზ­მე­ბი ამ­შვე­ნებს.ასე­ვე, ოქ­როს­ფე­რი გრა­ვი­რე­ბი­თაა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი პო­ე­მის პირ­ვე­ლი სტრო­ფის პირ­ვე­ლი სტრი­ქო­ნი, რო­მე­ლიც კა­ლამ­ზე და­ტა­ნი­ლი.

ასე რომ, შოთა რუს­თა­ვე­ლის ციფ­რუ­ლი პორ­ტრე­ტი უკვე არ­სე­ბობს. მისი მი­ხედ­ვით შექ­მნი­ლი ბლოკ­ნო­ტე­ბი­სა თუ კალ­მე­ბის შე­ძე­ნა კი წიგ­ნის მა­ღა­ზია „ბი­ბბ­ლუ­სის“ ფი­ლი­ა­ლებ­ში შე­გიძ­ლი­ათ. „ვე­ფხის­ტყა­ოს­ნით“ შთა­გო­ნე­ბუ­ლი ბლოკ­ნო­ტე­ბი­სა და კალ­მე­ბის კო­ლექ­ცი­ა­სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბა ყველსთვის, ვის­თვი­საც „ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“, რო­გორც ეროვ­ნუ­ლი სა­გან­ძუ­რი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

„ვეფხისტყაოსანი“ – ეს არის პოემა, რომელიც არამხოლოდ ქართულ, ასევე მთელი მსოფლიოს საგანძურს წამოადგენს. შოთა რუსთაველი კი დღემდე რჩება ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდ პოეტად, რომელიც მსოფლიო ლიტერატურაშიც თვალსაჩინო ადგილს იკავებს.

რუსთაველის პორტრეტი არაერთ ცნობილ მხატვარს შეუქმნია (ს. ქობულაძე, ი. თოიძე, ვ. იოჰანსენი, ლ.გუდიაშვილი...) მაგრამ ამჯერად ჩვენ მისი პორტრეტის ციფრულ ვერსიას ვიხილავთ, რომელზეც წიგნების მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ გრაფიკულმა დიზაინერმა, შოთა გოჩიტაშვილმა იმუშავა.

შოთას დიდი პოეტის დასახატად ბევრი შრომა დასჭირდა. მან ი.თოიძის მიერ შესრულებული შავ–თეთრი პორტრეტით იხელმძღვანელა და სცადა მაქსიმალური სიზუსტით გადმოეცა პოეტის სახე, სამოსი, თვალის ფერიც კი.

– როგორი იყო რუსთაველის პორტრეტზე მუშაობის პროცესი?

– თავიდანვე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, რადგან როდესაც იმ პოეტის პორტრეტის ხატვას იწყებ, რომელიც ყველამ იცის და ყველა უდიდეს პატივს სცემს, კრიტიკისთვისაც მზად უნდა იყო. ამასთანავე, ნამდვილად საჭირო იყო რუსთაველის ფერადი, თანამედროვე, პორტრეტის შექმნა, ამიტომ ვიფიქრე, რომ ეს აუცილებლად ციფრული უნდა ყოფილიყო. ვცდილობდი ნახატის ყოველი დეტალი კარგად შემესწავლა, სწორედ წარმომედგინა ფერები, სამოსის ქსოვილი და შემდეგ ეს ყველაფერი ციფრული სახით წარმომედგინა.

– მუშაობის პროცესში მთავარი სირთულე რა იყო?

– ყველაზე შრომატევადი სამოსის დეტალების გადმოტანა იყო. ვეცადე, მაქსიმალური სიზუსტით გამემეორებინა ის დეტალები, რომლებიც ძველად მდიდრულ სამოსს ჰქონდა. ბეწვის ფაქტურის შესაქმნელად ასობით პატარა დეტალი დამჭირდა, რომლებიც ხელით დავამუშავე და გავაერთიანე. ხელითვეა მოხატული მწვანე ფერის სამოსი, რომელიც შოთას პორტრეტზე აცვია. მეკითხებიან ხოლმე, რატომ აქვს შოთას მწვანე თვალები. ნახატს რომ დავაკვირდი, მივხვდი, რომ მუქი თვალები არ ექნებოდა და ვიფიქრე, რომ თავდაპირველად მხატვარმა მწვანე ჩაიფიქრა.

შოთა რუსთაველისპორტრეტი ბლოკნოტსა და კალმის ბუდეს ამშვენებს. მის ფონზე კი „ვეფხისტყაოსნის“ პირველი სტროფები იკითხება, რომლებიც ოქროსფერი გრავირებით არის შესრულებული. ბლოკნოტის ყველა გვერდს „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმები ამშვენებს.ასევე, ოქროსფერი გრავირებითაა შესრულებული პოემის პირველი სტროფის პირველი სტრიქონი, რომელიც კალამზე დატანილი.

ასე რომ, შოთა რუსთაველის ციფრული პორტრეტი უკვე არსებობს. მისი მიხედვით შექმნილი ბლოკნოტებისა თუ კალმების შეძენა კი წიგნის მაღაზია „ბიბბლუსის“ ფილიალებში შეგიძლიათ. „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული ბლოკნოტებისა და კალმების კოლექციასაუკეთესო საჩუქარი იქნება ყველსთვის, ვისთვისაც „ვეფხისტყაოსანი“, როგორც ეროვნული საგანძური, მნიშვნელოვანია.

„დიდი ვიზუალური ენციკლოპედია“  ყველასთვის  - გაზეთ  "კვირის პალიტრასთან" ერთად

სხვანაირი წიგნის 8 ალტერნატიული დასასრული გამოსულია! - რა საინტერესო თავგადასავალი ელის "ფენიქსის" მკითხველს

„ყველა იუნგას - კაპიტნობა სურს“ – დავით ჩომახიძის გზა იუნგობიდან კაპიტნობამდე ანუ ლიტერატურული კონკურსიდან გამოცემულ წიგნამდე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"