პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."
ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."

ვანო ზარ­დი­აშ­ვი­ლი დე­პუ­ტა­ტის მან­დატს ტო­ვებს. ამის შე­სა­ხებ ვანო ზარ­დი­აშ­ვი­ლი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„2016 წლი­დან მქონ­და პა­ტი­ვი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მე-9 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პარ­ლა­მენ­ტო გუნ­დის წევ­რი, სა­დაც ბევ­რი ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად ხე­დავს, რომ სხვა­დას­ხვა მხრი­დან თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის მი­მართ მუდ­მი­ვად მი­დის ტა­ლა­ხის სრო­ლა, თუმ­ცა ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე, სხვა­დას­ხვა გა­რე­მო­ე­ბის გამო, ამ გუნდში მეც აღ­მოვ­ჩნდი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 2003-2012 წლებ­ში ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი თა­ნამ­დე­ბო­ბა გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სო­ბა იყო, მე ამო­მარ­ჩი­ეს იმ დროს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შავი პი­ა­რის სა­მიზ­ნედ.

ამის­და მი­უ­ხე­და­ვად ამ სამ­წლი­ა­ნი ბინ­ძუ­რი, ნე­გა­ტი­უ­რი კამ­პა­ნი­ის ფონ­ზე ვერ მო­ი­ძი­ეს ვერც ერთი ფაქ­ტი, ვერც ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ რა­ი­მე კა­ნო­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან რამე ცუდი ჩა­მე­დი­ნოს. სამ­წუ­ხა­როდ, პო­ლი­ტი­კა­ში მრავ­ლად აღ­მოჩ­ნდნენ ასე­თი კამ­პა­ნი­ის ავ­ტო­რი ადა­მი­ა­ნე­ბი - ხალ­ხი, რომ­ლებ­საც არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­რა­ლი არ გა­აჩ­ნი­ათ. სხვის პი­რად მო­რალს არც არას­დროს შევ­ხე­ბი­ვარ და არც დღეს ვა­პი­რებ ამის გა­კე­თე­ბას. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მოს­ვლის შემ­დეგ სამ წელ­ზე მეტი ვი­მუ­შა­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი აუ­დი­ტო­რის პირ­ველ მო­ად­გი­ლედ და ყვე­ლამ იცის, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბიც მქონ­და, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, მა­შინ შავი პი­ა­რის სა­მიზ­ნე არ ვი­ყა­ვი. გან­ტე­ვე­ბის ვა­ცის გა­მოყ­ვა­ნა ჩემ­გან მხო­ლოდ პარ­ლა­მენ­ტში შე­მოს­ვლის შემ­დეგ გა­ნიზ­რა­ხეს. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა რო­გო­რი ბინ­ძუ­რი გზე­ბით შეძ­ლეს ჩემი და­კავ­ში­რე­ბა კონ­კრე­ტულ თე­მებ­თან თუ გა­მო­გო­ნილ ინ­ტე­რე­სებ­თან. დღეს, პირ­ველ რიგ­ში ჩემს უკან დგას ჩემი ოჯა­ხი და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ამ ყვე­ლაფ­რის გამო ყო­ველ­დღი­უ­რად უდი­დე­სი სტრე­სის გა­და­ტა­ნა უწევთ. ღირ­სე­ბა და ადა­მი­ა­ნუ­რი მხა­რე ჩემ­თვის ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა დგას. ასე­ვე, ჩემს უკან არის გუნ­დი, რო­მელ­საც ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად სი­მარ­თლის­თვის ბრძო­ლაც უწევს ყო­ველ­დღი­უ­რად. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სი­მარ­თლე კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­შიც ჩემს მხა­რე­საა, ნამ­დვი­ლად არ მინ­და ვიყო პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის წყა­რო იმ ადა­მი­ა­ნე­ბის თუ პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ტი­კუ­რი დღის­წეს­რი­გის შექ­მნას და პო­ზი­ტი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას ჩემ­ზე შე­ტე­ვით თუ ტა­ლა­ხის სრო­ლით ცდი­ლო­ბენ. დგე­ბა მო­მენ­ტი, რო­დე­საც ვალ­დე­ბუ­ლი ხარ გა­უფრ­თხილ­დე სა­კუ­თარ ოჯახს და შენს გუნდს. აქამ­დე მე ვი­ცხოვ­რე ისე, რომ არას­დროს შემ­რცხვე­ბა სხვის­თვის თვა­ლებ­ში ჩა­ხედ­ვის და ასე ვი­ცხოვ­რებ მო­მა­ვალ­შიც, სხვებს კი მო­ვუ­წო­დებ ნაკ­ლე­ბი სი­ძულ­ვი­ლი და მეტი საქ­მე აკე­თონ პო­ლი­ტი­კა­ში და გა­ა­კე­თონ ეს ღირ­სე­უ­ლად.

მე მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დავ­ტო­ვო სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი და დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტი. ამით კი­დევ ერთხელ მი­ვა­ნიშ­ნებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბა არის მხო­ლოდ სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­ად­გე შენს ქვე­ყა­ნას და ემ­სა­ხუ­რო თი­თო­ულ მო­ქა­ლა­ქეს. აქვე მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩვე­ნი გუნ­დის თი­თო­ე­ულ წევ­რს, ვუ­სურ­ვო მათ წარ­მა­ტე­ბა და მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ვუ­ცხა­დო ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."

ვანო ზარდიაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ ვანო ზარდიაშვილი განცხადებას ავრცელებს.

„ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2016 წლიდან მქონდა პატივი ვყოფილიყავი მე-9 მოწვევის პარლამენტის და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდის წევრი, სადაც ბევრი ღირსეული ადამიანი გავიცანი. საზოგადოება ყოველდღიურად ხედავს, რომ სხვადასხვა მხრიდან თითოეული მათგანის მიმართ მუდმივად მიდის ტალახის სროლა, თუმცა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, სხვადასხვა გარემოების გამო, ამ გუნდში მეც აღმოვჩნდი. მიუხედავად იმისა, რომ 2003-2012 წლებში ჩემი ყველაზე დიდი თანამდებობა განყოფილების უფროსობა იყო, მე ამომარჩიეს იმ დროსთან დაკავშირებული შავი პიარის სამიზნედ.

ამისდა მიუხედავად ამ სამწლიანი ბინძური, ნეგატიური კამპანიის ფონზე ვერ მოიძიეს ვერც ერთი ფაქტი, ვერც ერთი მტკიცებულება, რომ რაიმე კანონის საწინააღმდეგო ან რამე ცუდი ჩამედინოს. სამწუხაროდ, პოლიტიკაში მრავლად აღმოჩნდნენ ასეთი კამპანიის ავტორი ადამიანები - ხალხი, რომლებსაც არანაირი პოლიტიკური მორალი არ გააჩნიათ. სხვის პირად მორალს არც არასდროს შევხებივარ და არც დღეს ვაპირებ ამის გაკეთებას. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ სამ წელზე მეტი ვიმუშავე საქართველოს მთავარი აუდიტორის პირველ მოადგილედ და ყველამ იცის, რომ სერიოზული პოზიტიური შედეგებიც მქონდა, მაგრამ როგორც ჩანს, მაშინ შავი პიარის სამიზნე არ ვიყავი. განტევების ვაცის გამოყვანა ჩემგან მხოლოდ პარლამენტში შემოსვლის შემდეგ განიზრახეს. არ აქვს მნიშვნელობა როგორი ბინძური გზებით შეძლეს ჩემი დაკავშირება კონკრეტულ თემებთან თუ გამოგონილ ინტერესებთან. დღეს, პირველ რიგში ჩემს უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები, რომლებსაც ამ ყველაფრის გამო ყოველდღიურად უდიდესი სტრესის გადატანა უწევთ. ღირსება და ადამიანური მხარე ჩემთვის ყველაფერზე მაღლა დგას. ასევე, ჩემს უკან არის გუნდი, რომელსაც ქვეყნის განვითარებასთან ერთად სიმართლისთვის ბრძოლაც უწევს ყოველდღიურად. მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე კონკრეტულ შემთხვევაშიც ჩემს მხარესაა, ნამდვილად არ მინდა ვიყო პროვოკაციების წყარო იმ ადამიანების თუ პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც პოლიტიკური დღისწესრიგის შექმნას და პოზიტიური პროცესების დაზიანებას ჩემზე შეტევით თუ ტალახის სროლით ცდილობენ. დგება მომენტი, როდესაც ვალდებული ხარ გაუფრთხილდე საკუთარ ოჯახს და შენს გუნდს. აქამდე მე ვიცხოვრე ისე, რომ არასდროს შემრცხვება სხვისთვის თვალებში ჩახედვის და ასე ვიცხოვრებ მომავალშიც, სხვებს კი მოვუწოდებ ნაკლები სიძულვილი და მეტი საქმე აკეთონ პოლიტიკაში და გააკეთონ ეს ღირსეულად.

მე მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო საქართველოს პარლამენტი და დეპუტატის მანდატი. ამით კიდევ ერთხელ მივანიშნებ საზოგადოებას, რომ თანამდებობა არის მხოლოდ საშუალება გამოადგე შენს ქვეყანას და ემსახურო თითოულ მოქალაქეს. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ვუსურვო მათ წარმატება და მხარდაჭერა გამოვუცხადო ქვეყნის განვითარების საქმეში“, - ნათქვამია განცხადებაში.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"როცა კაცი ჯერ დასაფლავებული არ არის, შსს-ს გუშინდელი საქციელი ამაზრზენი იყო..." - ალეკო ელისაშვილი

"ძალადობისკენ მოწოდება მათ შორის, ეკლესიიდან არის დასაგმობი... ცალკეული მამაოების გამოთქმები ეკლესიაზე არ უნდა განვაზოგადოთ" - გახარია