პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვება უმძიმეს განსაცდელზე მსახიობი, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა - "ამ ისტორიით ბევრს მივცემ ძალას, სანამ ცოცხალი ხართ არ გაბედოთ სიკვდილი!"
რას ყვება უმძიმეს განსაცდელზე მსახიობი, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა - "ამ ისტორიით ბევრს მივცემ ძალას, სანამ ცოცხალი ხართ არ გაბედოთ სიკვდილი!"

მსა­ხი­ო­ბი ვეკო ბუ­ჩუ­კუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ წლე­ბის წინ რე­ა­ლი­თი შო­უ­დან "ჯე­ო­ბა­რი" გა­იც­ნო. შოუს დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მსა­ხი­ო­ბი აკე­თებ­და საყ­ვა­რელ საქ­მეს, და­ო­ჯახ­და, შე­ე­ძი­ნა შვი­ლი და მა­შინ, რო­დე­საც მის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ტკი­ვილ­მა შე­ა­წუ­ხა...

დი­აგ­ნო­ზი მძი­მე აღ­მოჩ­ნდა - ლე­ი­კე­მია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ბო­ლომ­დე ვერ და­ა­მარ­ცხა და სა­ში­ნელ სენ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად საფ­რან­გეთ­ში მო­უ­წია სა­მუ­და­მოდ გა­დას­ვლა.

AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ვეკო ბე­ჩუ­კუ­რი იმ მძი­მე პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს, რომ­ლის გა­და­ტა­ნაც და­ა­ვა­დე­ბის გამო მო­უხ­და, თუმ­ცა ამა­ზე ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რით, სურს სხვე­ბის­თვის კარგ მა­გა­ლი­თად იქ­ცეს:

"ყო­ველ ჯერ­ზე ვფიქ­რობ, ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი ბო­ლოა-თქო, მაგ­რამ ვხვდე­ბი, რომ ამ ის­ტო­რი­ით ბევ­რს მივ­ცემ ძა­ლას, რომ სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხართ, არ გა­ბე­დოთ სიკ­ვდი­ლი! ჩემი ის­ტო­რია, ალ­ბათ, ფილ­მის სი­უ­ჟეტს უფრო ჰგავს, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ ამ­ბავს.

2014 წლის მარ­ტში ძვლე­ბის ტკი­ვილ­მა შე­მა­წუ­ხა, ამას თან ერ­თვო­და სი­ცხე, სი­სუს­ტე და ყე­ლის ტკი­ვი­ლი, სიმპტო­მი იყო თით­ქოს გა­ცი­ე­ბუ­ლი ხარ. მა­შინ მსა­ხი­ო­ბო­ბის გარ­და, და­მა­ტე­ბით ცეკ­ვის ტრე­ნე­რად ვმუ­შა­ობ­დი. სი­სუს­ტის გამო ვი­ფიქ­რე, დრო­ე­ბით შევ­წყვეტ ვარ­ჯიშს და და­ვის­ვე­ნებ­მეთ­ქი, რა ვი­ცო­დი ჩემი დას­ვე­ნე­ბა დიდხ­ნი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდე­ბო­და...

ბევ­რი ანა­ლი­ზე­ბი­სა და ექი­მებ­თან ვი­ზი­ტის შემ­დგომ, მი­ვე­დი ჰე­მა­ტო­ლოგ­თან, არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ექიმ­თან თა­მარ მა­კა­ლა­თი­ას­თან, რო­მელ­თა­ნაც დღემ­დე ვმე­გობ­რობ. სა­ბო­ლოო დი­აგ­ნო­ზი ოქ­ტომ­ბერ­ში და­ის­ვა. მახ­სოვს კად­რი, ფურ­ცე­ლი - ეკა­ტე­რი­ნე ბუ­ჩუ­კუ­რი 29 წლის, დი­აგ­ნო­ზი მწვა­ვე ლიმ­ფობ­ლას­ტუ­რი ლე­ი­კე­მია B2...

იმ წუ­თას მთელ­მა ჩემ­მა ცხოვ­რე­ბამ კად­რე­ბად ჩა­ი­ა­რა, გაქ­ცე­ვა მინ­დო­და სხვა სამ­ყა­რო­ში, სა­დაც ჩემი ის­ტო­რი­ის ეს ნა­წი­ლი სხვა­ნა­ი­რად და­ი­წე­რე­ბო­და. ჩემი მე­გობ­რე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბის, მე­ზობ­ლე­ბის თვა­ლებ­ში შიშს ვხე­დავ­დი, აი, რომ გი­ყუ­რე­ბენ და ეცო­დე­ბი იმი­ტომ, რომ გან­წი­რუ­ლი გო­ნი­ხარ ყვე­ლას, ჩუ­მად გა­მი­გია კი­დეც ლა­პა­რა­კი - "აუ, რა ცო­დოა, ჯერ ახალ­გაზ­რდაა"...

- ძა­ლი­ან მძი­მე იქ­ნე­ბო­და ამის გა­და­ტა­ნა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად...

- იმ მო­მენ­ტში ყვე­ლა­ფერ­მა ფასი და­კარ­გა მხო­ლოდ სი­ცო­ცხლის წყურ­ვი­ლი მახ­რჩობ­და და ჩემს შვილ­ზე ფიქ­რი. რა მოხ­დე­ბა მე რომ მოვ­კვდე? ვფიქ­რობ­დი ჩემს გან­ვლილ გზა­ზე, არ მინ­დო­და ვინ­მეს შევ­ცო­დე­ბო­დი, არ მინ­დო­და ვინ­მეს ვეგლო­ვე, თავი ფილ­მის გმი­რი მე­გო­ნა, სა­დაც ბრძო­ლა­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი აუ­ცი­ლებ­ლად მე უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

ამ ფიქ­რებ­ში პირ­ვე­ლი ქი­მი­ის კურ­სიც მო­ახ­ლოვ­და, რო­მე­ლიც ზურ­გის ტვინ­ში გა­კეთ­და. "ეს დაც­ვი­თია"- მი­თხრა ექიმ­მა, რომ ძვლის ტვი­ნი­დან სიმ­სივ­ნე უკან არ გა­და­სუ­ლი­ყო. ტი­რილ­ში ვა­თე­ნებ­დი, მინ­დო­და დიდ­ხანს მე­ყუ­რე­ბი­ნა ჩემი შვი­ლის­თვის, რო­მე­ლიც მა­შინ 1,7 წლის იყო.

ერთ დღეს ჩა­ვი­ხე­დე სარ­კე­ში და ვთქვი: ვეკო შენ გა­ი­მარ­ჯვებ, შენ ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ხარ, შენ ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ხარ, პრედ­ლი­ზო­ლო­ნი? ქი­მია? არა­ფე­რია ესეც ხომ უნდა გე­ცა­და... და და­ი­წყო მკურ­ნა­ლო­ბის გრძე­ლი გზა

თვე­ში ერთხელ ქი­მია, ქი­მი­ის მერე აპ­ლა­ზია და ისევ სა­ა­ვად­მყო­ფო... გული მე­კუმ­შე­ბო­და იქა­უ­რო­ბის სუნ­ზე, სა­წოლ­ზე. გა­რეგ­ნუ­ლად რამ­დე­ნი­მე თვე­ში ძა­ლი­ან შე­ვიც­ვა­ლე, თმა გამ­ცვივ­და, სახე და მუ­ცე­ლი და­მი­სივ­და. რომ ვუ­ყუ­რებ­დი ჩემს თავს, სხვა მე­გო­ნა, ამან ახა­ლი დეპ­რე­სი­ის ტალ­ღა წა­მო­ი­ღო, სახ­ლი­დან აღარ მინ­დო­და გას­ვლა.

- სა­ქარ­თვე­ლო­დან საფ­რან­გეთ­ში რო­გორ მოხ­ვდი?

- ზუს­ტად არ მახ­სოვს რამ­დე­ნი ხანი ვიმ­კურ­ნა­ლე სა­ქარ­თვე­ლო­ში, 1,5 წელი ალ­ბათ, შე­დე­გი კარ­გი იყო. იყო სრუ­ლი რე­მი­სია. უარი ვთქვი ქი­მი­ის და­ნარ­ჩენ კურ­სზე და შევ­წყვი­ტე, უბ­რა­ლოდ აღარ შე­მეძ­ლო. ვი­ფიქ­რე, მორ­ჩა ეს მე შევ­ძე­ლი, თუმ­ცა ექიმ­მა გა­მაფრ­თხი­ლა, რომ და­ა­ვა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო და შემ­დეგ აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ძვლის ტვი­ნის გა­და­ნერგვა.

ორი წელი "ვი­გუ­ლა­ვე". ჩავ­დე­ქი ისევ ფორ­მა­ში, და­ვი­კე­ლი წო­ნა­ში, მი­ვე­დი ფიტ­ნეს დარ­ბაზ­ში, და­ვი­წყე აქ­ტი­უ­რად ვარ­ჯი­ში. მოკ­ლედ, ამა­ყი ვი­ყა­ვი ჩემი თა­ვით, რომ იმან ვერ გა­ი­მარ­ჯვა ჩემ­ზე, მაგ­რამ გულ­ში სულ რა­ღაც მი­ღი­ტი­ნებ­და, ვგრძნობ­დი რომ რა­ღაც მქონ­და წინ...

2018 წლის მარ­ტში გა­მიჩ­ნდა სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი სხე­ულ­ზე, უკვე მივ­ხვდი რაც იყო, მაგ­რამ არ მინ­დო­და ამის და­ჯე­რე­ბა. მი­ვე­დი ისევ თა­მარ მა­კა­ლა­თი­ას­თან, გა­ვი­კე­თე ძვლის ტვი­ნის ბი­ოფ­სია და ტე­ლე­ფონ­მა და­რე­კა - ექი­მის ხმა: "ვეკო, ლიმ­ფო­ცი­ტო­ზია და­წყე­ბუ­ლი, მოდი და­ვი­ლა­პა­რა­კოთ..."

სა­ქარ­თვე­ლო­ში ძვლის ტვი­ნის გა­და­ნერგვა არ კეთ­დე­ბა... გავ­რცელ­და ისევ სტა­ტი­ე­ბი, ფო­ტო­ე­ბი, და­ვეხ­მა­როთ ვეკო ბუ­ჩუ­კურს. გული მე­კუმ­შე­ბო­და ამას რომ ვხე­დავ­დი... ეთო გუ­გა­ვამ, რო­მე­ლიც ჩემი ნათ­ლი­აა, დადო პოს­ტი თა­ვის გვერ­დზე. ამის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა ეთოს მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც ცხოვ­რობ­და საფ­რან­გეთ­ში და ახლა ჩემი მე­გო­ბა­რი­ცაა. მან მირ­ჩია რომ წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მირ­ჩია კი არა, და­მა­ძა­ლა - რომ არა გი­გას და ნა­ტა­ლი­ას ლა­პა­რა­კი, მე ალ­ბათ აქ არ ჩა­მო­ვი­დო­დი.

სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყდა და 16.04.2018-ში 14:40 წუთ­ზე თვითმფრი­ნა­ვი დაფ­რინ­და შარლ დე გო­ლის აე­რო­პორ­ტში. ჩა­მო­ვე­დი სულ მარ­ტო, არა­ვინ არც ოჯა­ხის წევ­რი, არც მე­გო­ბა­რი, არა­ვინ არ მყავ­და აქ. მხო­ლოდ მა­მა­ჩე­მის მე­გო­ბა­რი მა­ნუ­ჩარ ოშ­ხა­რე­ლი დამ­ხვდა, ვინც და­მეხ­მა­რა ყვე­ლაფრ­ში, რის­თვი­საც დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი მას და მის ოჯახს.

- საფ­რან­გეთ­ში რო­გორ მი­გი­ღეს?

- მე­ო­რე დი­ლით მოვხდი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ანა­ლი­ზე­ბი ძა­ლი­ან ცუდი იყო ბლას­ტი (სიმ­სივ­ნუ­რი უჯრე­დი) 90% იყო სის­ხლში, სა­ა­ვად­მყო­ფომ აღარ გა­მო­მიშ­ვა, იწყე­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბის სა­ერ­თოდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ეტა­პი, მაგ­რამ მე არ მე­გო­ნა, რომ აქ ცხოვ­რე­ბა მო­მი­წევ­და, ვამ­ბობ­დი, გა­და­ვი­ნერ­გავ და წა­ვალ.

10-დღი­ა­ნი ანა­ლი­ზე­ბის და გა­მოკ­ვლე­ვის შემ­დეგ, ექიმ­მა მი­თხრა, რომ გა­დარ­ჩე­ნის 20% არ­სე­ბობ­და, თუმ­ცა მხო­ლოდ იმას ამ­ბობ­დნენ, რომ გა­და­ნერგვა ჩემ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, იმი­ტომ რომ აუ­ცი­ლებ­ლად დაბ­რუნ­დე­ბო­და ბლას­ტო­მა.

სამ დღე­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს სტე­რი­ლურ ოთახ­ში. ავ­დი­ვარ მე­სა­მე სარ­თულ­ზე, ჰე­მა­ტო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, ყვე­ლა შე­ფუ­თუ­ლი მხვდე­ბა, კარ­თან დუში იყო, გა­ვი­ხა­დე და და­ვი­ბა­ნე და მომ­ცეს სტე­რი­ლუ­რი პი­ჟა­მო­ე­ბი, ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, თით­ქოს სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში შევ­დი­ო­დი. და­მე­წყო ის­ტე­რი­კუ­ლი ტი­რი­ლი. მივ­ხვდი, რომ თა­ვის გა­დარ­ჩე­ნა იყო, ჩემი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და წიგ­ნე­ბის კი­თხვა. შეჭ­მუ­ლი მყავ­და მე­გობ­რე­ბი, ხან ვის ვუ­რე­კავ­დი, ხან ვის.

მერე და­ვი­წყე ლა­ი­ვე­ბის ჩა­წე­რა, აქ­ტი­უ­რი გავ­ხდი "ფე­ის­ბუქ­ზე" რომ დრო გა­მეყ­ვა­ნა, მაგ­რამ დღე­ე­ბი უსას­რუ­ლოდ იწე­ლე­ბო­და. არ შე­იძ­ლე­ბო­და და­ბა­ნა, მწმენ­დნენ, ვიც­ვლი­დი ყო­ველ­დღე პი­ჟა­მოს. იყო ძა­ლი­ან დი­ე­ტუ­რი კვე­ბა. პირ­ვე­ლი ქი­მი­ის კურ­სი რომ ჩა­ვამ­თავ­რე, ექიმ­მა მი­თხრა - გი­ლო­ცავ, რე­მი­სი­ა­ში ხარო. აღარ იყო სიმ­სივ­ნუ­რი უჯრე­დი ორ­გა­ნიზ­მში, მაგ­რამ გა­და­სა­ნერ­გად დო­ნორს ვერ შო­უ­ლობ­დნენ.

- რთუ­ლი პრო­ცე­დუ­რაა ძვლის ტვი­ნის გა­და­ნერგვა

- დიახ, 2018 წლის ივ­ლი­სის ბო­ლომ­დე ქი­მი­ე­ბი მი­კე­თეს და შემ­დეგ ოთხი დო­ნო­რი მი­პო­ვეს. ხალ­ხი წლე­ბი ელო­დე­ბა დო­ნორს... ოპე­რა­ცი­ის­თვის სხვა ქა­ლაქ­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს. იქ დამ­ხვდა ერთი ქარ­თვე­ლი გოგო - ლალი თე­დი­აშ­ვი­ლი და ის დღეს ჩემს გვერ­დით არის რო­გორც დედა, და, ღმერ­თმა გა­მო­მიგ­ზავ­ნა და მას ყო­ველ­თვის მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი!

2018 6 სექ­ტემ­ბერს გა­და­მი­ნერ­გეს, ჩემი დო­ნო­რი 30 წლის ამე­რი­კე­ლი ბი­ჭია. 15-20 წუთი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და პრო­ცე­დუ­რა და რომ დამ­თავ­რდა გა­ვი­თი­შე - ერთი კვი­რა მე­ძი­ნა. იმ დღე­ებ­ში მხო­ლოდ დე­და­ზე ვფიქ­რობ­დი, რო­მე­ლიც რვა წლის წინ და­ი­ღუ­პა, ასე­ვე ჩემ შვილ­ზე, რომ­ლის­თვი­საც უნდა მე­ცო­ცხლა.

15 ოქ­ტომ­ბრამ­დე სტე­რი­ლურ ოთახ­ში ვი­ყა­ვი, ბავ­შვი უნდა ჩა­მო­მეყ­ვა­ნა, მაგ­რამ რომ მე­გო­ნა ამის მერე კარ­გად ვიქ­ნე­ბო­დი, პი­რი­ქით, ყვე­ლა­ზე მძი­მე პე­რი­ო­დი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. სრუ­ლი­ად უმოქ­მე­დო ვი­ყა­ვი. გა­რეგ­ნუ­ლად სა­შინ­ლად ვი­ყა­ვი შეც­ვლი­ლი, 13 ნო­ემ­ბერს ჩემი შვი­ლი ჩა­მო­ვი­და და ბავ­შვი რომ ჩა­მო­ვი­და, ვერ მიც­ნო, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ეს რამ­ხე­ლა ტკი­ვი­ლი იყო? მი­ჭირ­და სი­ა­რუ­ლი, დაჯ­დო­მა, ად­გო­მა, ვერ ვბა­ნა­ობ­დი.

სახ­ლში რომ გა­მომ­წე­რეს, 50 მეტრსაც ვერ გავ­დი­ო­დი. სულ წოლა მინ­დო­და. საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბამ გა­მო­მი­ყო დამ­ლა­გე­ბე­ლი, კვი­რა­ში ორ­ჯერ მო­დი­ო­და და სახ­ლს მი­ლა­გებ­და. რომ არა ჩემი შვი­ლი, უფრო გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. სა­ბო­ლო­ოდ მივ­ხვდი, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ვარ მარ­ტო, ღმერ­თთან ერ­თად. არა­ვინ მყავს, დედა გარ­და­იც­ვა­ლა, მა­მას თა­ვი­სი ოჯა­ხი აქვს და ჰყავს ძა­ლი­ან კარ­გი ცოლი.

სან­დრო მა­ნამ­დე ბე­ბი­ას­თან იყო, ჩემს ყო­ფილ დე­დამ­თილ­თან. შვი­დი თვის მან­ძილ­ზე იქ ცხოვ­რობ­და. მე დ ჩემ­მა ქმარ­მა ვერ გა­ვუ­გეთ ერ­თმა­ნეთს და არ ვართ ახლა ერ­თად. ჯო­ბია ასე ვი­ყოთ და შო­რი­დან მო­ვი­კი­თხოთ ერ­თმა­ნე­თი...

- ვეკო, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რჩა, რომ მი­ტო­ვე­ბუ­ლად გრძნობ­დი თავს საფ­რან­გეთ­ში მკურ­ნა­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში.

- მე­გობ­რე­ბის­გან ეს არა­სო­დეს მიგ­რძვნია, დღემ­დე აქ­ტი­უ­რად ჩემს გვერ­დით არი­ან, მაგ­რამ იყო გუ­ლის­ტკი­ვი­ლი და დღემ­დე გრძელ­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ზოგი ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ამას ვერ ხვდე­ბა. რა­ტომ­ღაც ფიქ­რობს, რომ არა­ფე­რიც არ მჭირს, თავს "მო­ნე­ბად" გრძნო­ბენ, რო­დე­საც შენ მათი დახ­მა­რე­ბა გჭირ­დე­ბა და კარს კე­ტა­ვენ, ბოქ­ლომს ადე­ბენ და გარ­ბი­ან შენი ცხოვ­რე­ბი­დან, რომ კი­დევ რა­ი­მე დახ­მა­რე­ბა არ სთხო­ვო. შენ ისევ მარ­ტო რჩე­ბი შენს ფიქ­რებ­თან, ეს სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა...

- ახლა რა სტა­ტუ­სით ცხოვ­რობ საფ­რან­გეთ­ში?

- ვე­ლო­დე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო სა­ბუთს, ამის შემ­დეგ შე­მიძ­ლია ყველ­გან წა­ვი­დე, მაგ­რამ საფ­რან­გეთ­ში მკურ­ნა­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს. სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას აღარ ვა­პი­რებ, იმ­დე­ნად ეკ­ლი­ა­ნი გზა გა­ვი­ა­რე, რომ არ მინ­და... ვსწვა­ლობ ფრან­გულს, გეგ­მე­ბი მაქვს ჩემი პრო­ფე­სი­ით და ვნა­ხოთ თუ გა­მო­მი­ვა.

ჩემი მი­ზა­ნია, რომ ჯან­მრთე­ლი ვიყო, ჩემს შვილს ჰყავ­დეს დედა და ქარ­თვე­ლებს ჰყავ­დეთ კი­დევ ერთი გა­დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნი, იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან ბევ­რი მათ­გა­ნი და­მეხ­მა­რა!

ანი
0

ჯანმრთელობა ვეკო შენ.კარგად იქნები ყველაფერს შეძლებ .ერთ რამეს დავაკვირდი მამას ოჯახი აქო ქმარუ გამშორდაო ...მოკლედ კაცების იმედუ არ უნდა გვქონდეს ქალებო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რას ყვება უმძიმეს განსაცდელზე მსახიობი, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა - "ამ ისტორიით ბევრს მივცემ ძალას, სანამ ცოცხალი ხართ არ გაბედოთ სიკვდილი!"

რას ყვება უმძიმეს განსაცდელზე მსახიობი, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა - "ამ ისტორიით ბევრს მივცემ ძალას, სანამ ცოცხალი ხართ არ გაბედოთ სიკვდილი!"

მსახიობი ვეკო ბუჩუკური საზოგადოებამ წლების წინ რეალითი შოუდან "ჯეობარი" გაიცნო. შოუს დამთავრების შემდეგ, მსახიობი აკეთებდა საყვარელ საქმეს, დაოჯახდა, შეეძინა შვილი და მაშინ, როდესაც მის ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იყო, მოულოდნელად ტკივილმა შეაწუხა...

დიაგნოზი მძიმე აღმოჩნდა - ლეიკემია, რომელიც საქართველოში ბოლომდე ვერ დაამარცხა და საშინელ სენთან საბრძოლველად საფრანგეთში მოუწია სამუდამოდ გადასვლა.

AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ვეკო ბეჩუკური იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, რომლის გადატანაც დაავადების გამო მოუხდა, თუმცა ამაზე ხმამაღლა საუბრით, სურს სხვებისთვის კარგ მაგალითად იქცეს:

"ყოველ ჯერზე ვფიქრობ, ამ თემაზე ლაპარაკი ბოლოა-თქო, მაგრამ ვხვდები, რომ ამ ისტორიით ბევრს მივცემ ძალას, რომ სანამ ცოცხალი ხართ, არ გაბედოთ სიკვდილი! ჩემი ისტორია, ალბათ, ფილმის სიუჟეტს უფრო ჰგავს, ვიდრე უბრალოდ ამბავს.

2014 წლის მარტში ძვლების ტკივილმა შემაწუხა, ამას თან ერთვოდა სიცხე, სისუსტე და ყელის ტკივილი, სიმპტომი იყო თითქოს გაციებული ხარ. მაშინ მსახიობობის გარდა, დამატებით ცეკვის ტრენერად ვმუშაობდი. სისუსტის გამო ვიფიქრე, დროებით შევწყვეტ ვარჯიშს და დავისვენებმეთქი, რა ვიცოდი ჩემი დასვენება დიდხნიანი აღმოჩნდებოდა...

ბევრი ანალიზებისა და ექიმებთან ვიზიტის შემდგომ, მივედი ჰემატოლოგთან, არაჩვეულებრივ ექიმთან თამარ მაკალათიასთან, რომელთანაც დღემდე ვმეგობრობ. საბოლოო დიაგნოზი ოქტომბერში დაისვა. მახსოვს კადრი, ფურცელი - ეკატერინე ბუჩუკური 29 წლის, დიაგნოზი მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია B2...

იმ წუთას მთელმა ჩემმა ცხოვრებამ კადრებად ჩაიარა, გაქცევა მინდოდა სხვა სამყაროში, სადაც ჩემი ისტორიის ეს ნაწილი სხვანაირად დაიწერებოდა. ჩემი მეგობრების, ახლობლების, მეზობლების თვალებში შიშს ვხედავდი, აი, რომ გიყურებენ და ეცოდები იმიტომ, რომ განწირული გონიხარ ყველას, ჩუმად გამიგია კიდეც ლაპარაკი - "აუ, რა ცოდოა, ჯერ ახალგაზრდაა"...

- ძალიან მძიმე იქნებოდა ამის გადატანა ფსიქოლოგიურად...

- იმ მომენტში ყველაფერმა ფასი დაკარგა მხოლოდ სიცოცხლის წყურვილი მახრჩობდა და ჩემს შვილზე ფიქრი. რა მოხდება მე რომ მოვკვდე? ვფიქრობდი ჩემს განვლილ გზაზე, არ მინდოდა ვინმეს შევცოდებოდი, არ მინდოდა ვინმეს ვეგლოვე, თავი ფილმის გმირი მეგონა, სადაც ბრძოლაში გამარჯვებული აუცილებლად მე უნდა ვყოფილიყავი.

ამ ფიქრებში პირველი ქიმიის კურსიც მოახლოვდა, რომელიც ზურგის ტვინში გაკეთდა. "ეს დაცვითია"- მითხრა ექიმმა, რომ ძვლის ტვინიდან სიმსივნე უკან არ გადასულიყო. ტირილში ვათენებდი, მინდოდა დიდხანს მეყურებინა ჩემი შვილისთვის, რომელიც მაშინ 1,7 წლის იყო.

ერთ დღეს ჩავიხედე სარკეში და ვთქვი: ვეკო შენ გაიმარჯვებ, შენ ყველაზე ძლიერი ხარ, შენ ყველაზე მაგარი ხარ, პრედლიზოლონი? ქიმია? არაფერია ესეც ხომ უნდა გეცადა... და დაიწყო მკურნალობის გრძელი გზა

თვეში ერთხელ ქიმია, ქიმიის მერე აპლაზია და ისევ საავადმყოფო... გული მეკუმშებოდა იქაურობის სუნზე, საწოლზე. გარეგნულად რამდენიმე თვეში ძალიან შევიცვალე, თმა გამცვივდა, სახე და მუცელი დამისივდა. რომ ვუყურებდი ჩემს თავს, სხვა მეგონა, ამან ახალი დეპრესიის ტალღა წამოიღო, სახლიდან აღარ მინდოდა გასვლა.

- საქართველოდან საფრანგეთში როგორ მოხვდი?

- ზუსტად არ მახსოვს რამდენი ხანი ვიმკურნალე საქართველოში, 1,5 წელი ალბათ, შედეგი კარგი იყო. იყო სრული რემისია. უარი ვთქვი ქიმიის დანარჩენ კურსზე და შევწყვიტე, უბრალოდ აღარ შემეძლო. ვიფიქრე, მორჩა ეს მე შევძელი, თუმცა ექიმმა გამაფრთხილა, რომ დაავადება შეიძლება დაბრუნებულიყო და შემდეგ აუცილებელი იქნებოდა ძვლის ტვინის გადანერგვა.

ორი წელი "ვიგულავე". ჩავდექი ისევ ფორმაში, დავიკელი წონაში, მივედი ფიტნეს დარბაზში, დავიწყე აქტიურად ვარჯიში. მოკლედ, ამაყი ვიყავი ჩემი თავით, რომ იმან ვერ გაიმარჯვა ჩემზე, მაგრამ გულში სულ რაღაც მიღიტინებდა, ვგრძნობდი რომ რაღაც მქონდა წინ...

2018 წლის მარტში გამიჩნდა სისხლჩაქცევები სხეულზე, უკვე მივხვდი რაც იყო, მაგრამ არ მინდოდა ამის დაჯერება. მივედი ისევ თამარ მაკალათიასთან, გავიკეთე ძვლის ტვინის ბიოფსია და ტელეფონმა დარეკა - ექიმის ხმა: "ვეკო, ლიმფოციტოზია დაწყებული, მოდი დავილაპარაკოთ..."

საქართველოში ძვლის ტვინის გადანერგვა არ კეთდება... გავრცელდა ისევ სტატიები, ფოტოები, დავეხმაროთ ვეკო ბუჩუკურს. გული მეკუმშებოდა ამას რომ ვხედავდი... ეთო გუგავამ, რომელიც ჩემი ნათლიაა, დადო პოსტი თავის გვერდზე. ამის შემდეგ გამოჩნდა ეთოს მეგობარი, რომელიც ცხოვრობდა საფრანგეთში და ახლა ჩემი მეგობარიცაა. მან მირჩია რომ წავსულიყავი, მირჩია კი არა, დამაძალა - რომ არა გიგას და ნატალიას ლაპარაკი, მე ალბათ აქ არ ჩამოვიდოდი.

საბოლოოდ გადაწყდა და 16.04.2018-ში 14:40 წუთზე თვითმფრინავი დაფრინდა შარლ დე გოლის აეროპორტში. ჩამოვედი სულ მარტო, არავინ არც ოჯახის წევრი, არც მეგობარი, არავინ არ მყავდა აქ. მხოლოდ მამაჩემის მეგობარი მანუჩარ ოშხარელი დამხვდა, ვინც დამეხმარა ყველაფრში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას და მის ოჯახს.

- საფრანგეთში როგორ მიგიღეს?

- მეორე დილით მოვხდი საავადმყოფოში. ანალიზები ძალიან ცუდი იყო ბლასტი (სიმსივნური უჯრედი) 90% იყო სისხლში, საავადმყოფომ აღარ გამომიშვა, იწყება ჩემი ცხოვრების საერთოდ განსხვავებული ეტაპი, მაგრამ მე არ მეგონა, რომ აქ ცხოვრება მომიწევდა, ვამბობდი, გადავინერგავ და წავალ.

10-დღიანი ანალიზების და გამოკვლევის შემდეგ, ექიმმა მითხრა, რომ გადარჩენის 20% არსებობდა, თუმცა მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ გადანერგვა ჩემთვის აუცილებელია, იმიტომ რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა ბლასტომა.

სამ დღეში გადამიყვანეს სტერილურ ოთახში. ავდივარ მესამე სართულზე, ჰემატოლოგიის განყოფილებაში, ყველა შეფუთული მხვდება, კართან დუში იყო, გავიხადე და დავიბანე და მომცეს სტერილური პიჟამოები, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს საკონცენტრაციო ბანაკში შევდიოდი. დამეწყო ისტერიკული ტირილი. მივხვდი, რომ თავის გადარჩენა იყო, ჩემი სოციალურ ქსელთან ურთიერთობა და წიგნების კითხვა. შეჭმული მყავდა მეგობრები, ხან ვის ვურეკავდი, ხან ვის.

მერე დავიწყე ლაივების ჩაწერა, აქტიური გავხდი "ფეისბუქზე" რომ დრო გამეყვანა, მაგრამ დღეები უსასრულოდ იწელებოდა. არ შეიძლებოდა დაბანა, მწმენდნენ, ვიცვლიდი ყოველდღე პიჟამოს. იყო ძალიან დიეტური კვება. პირველი ქიმიის კურსი რომ ჩავამთავრე, ექიმმა მითხრა - გილოცავ, რემისიაში ხარო. აღარ იყო სიმსივნური უჯრედი ორგანიზმში, მაგრამ გადასანერგად დონორს ვერ შოულობდნენ.

- რთული პროცედურაა ძვლის ტვინის გადანერგვა

- დიახ, 2018 წლის ივლისის ბოლომდე ქიმიები მიკეთეს და შემდეგ ოთხი დონორი მიპოვეს. ხალხი წლები ელოდება დონორს... ოპერაციისთვის სხვა ქალაქში გადამიყვანეს. იქ დამხვდა ერთი ქართველი გოგო - ლალი თედიაშვილი და ის დღეს ჩემს გვერდით არის როგორც დედა, და, ღმერთმა გამომიგზავნა და მას ყოველთვის მადლობას გადავუხდი!

2018 6 სექტემბერს გადამინერგეს, ჩემი დონორი 30 წლის ამერიკელი ბიჭია. 15-20 წუთი მიმდინარეობდა პროცედურა და რომ დამთავრდა გავითიშე - ერთი კვირა მეძინა. იმ დღეებში მხოლოდ დედაზე ვფიქრობდი, რომელიც რვა წლის წინ დაიღუპა, ასევე ჩემ შვილზე, რომლისთვისაც უნდა მეცოცხლა.

15 ოქტომბრამდე სტერილურ ოთახში ვიყავი, ბავშვი უნდა ჩამომეყვანა, მაგრამ რომ მეგონა ამის მერე კარგად ვიქნებოდი, პირიქით, ყველაზე მძიმე პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. სრულიად უმოქმედო ვიყავი. გარეგნულად საშინლად ვიყავი შეცვლილი, 13 ნოემბერს ჩემი შვილი ჩამოვიდა და ბავშვი რომ ჩამოვიდა, ვერ მიცნო, წარმოგიდგენიათ ეს რამხელა ტკივილი იყო? მიჭირდა სიარული, დაჯდომა, ადგომა, ვერ ვბანაობდი.

სახლში რომ გამომწერეს, 50 მეტრსაც ვერ გავდიოდი. სულ წოლა მინდოდა. საფრანგეთის მთავრობამ გამომიყო დამლაგებელი, კვირაში ორჯერ მოდიოდა და სახლს მილაგებდა. რომ არა ჩემი შვილი, უფრო გამიჭირდებოდა. საბოლოოდ მივხვდი, რომ ცხოვრებაში ვარ მარტო, ღმერთთან ერთად. არავინ მყავს, დედა გარდაიცვალა, მამას თავისი ოჯახი აქვს და ჰყავს ძალიან კარგი ცოლი.

სანდრო მანამდე ბებიასთან იყო, ჩემს ყოფილ დედამთილთან. შვიდი თვის მანძილზე იქ ცხოვრობდა. მე დ ჩემმა ქმარმა ვერ გავუგეთ ერთმანეთს და არ ვართ ახლა ერთად. ჯობია ასე ვიყოთ და შორიდან მოვიკითხოთ ერთმანეთი...

- ვეკო, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მიტოვებულად გრძნობდი თავს საფრანგეთში მკურნალობის პერიოდში.

- მეგობრებისგან ეს არასოდეს მიგრძვნია, დღემდე აქტიურად ჩემს გვერდით არიან, მაგრამ იყო გულისტკივილი და დღემდე გრძელდება. სამწუხაროდ, ზოგი ძალიან ახლობელი ადამიანი ამას ვერ ხვდება. რატომღაც ფიქრობს, რომ არაფერიც არ მჭირს, თავს "მონებად" გრძნობენ, როდესაც შენ მათი დახმარება გჭირდება და კარს კეტავენ, ბოქლომს ადებენ და გარბიან შენი ცხოვრებიდან, რომ კიდევ რაიმე დახმარება არ სთხოვო. შენ ისევ მარტო რჩები შენს ფიქრებთან, ეს სამწუხარო რეალობაა...

- ახლა რა სტატუსით ცხოვრობ საფრანგეთში?

- ველოდები სამედიცინო საბუთს, ამის შემდეგ შემიძლია ყველგან წავიდე, მაგრამ საფრანგეთში მკურნალობის საშუალება მაქვს. საქართველოში დაბრუნებას აღარ ვაპირებ, იმდენად ეკლიანი გზა გავიარე, რომ არ მინდა... ვსწვალობ ფრანგულს, გეგმები მაქვს ჩემი პროფესიით და ვნახოთ თუ გამომივა.

ჩემი მიზანია, რომ ჯანმრთელი ვიყო, ჩემს შვილს ჰყავდეს დედა და ქართველებს ჰყავდეთ კიდევ ერთი გადარჩენილი ადამიანი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მათგანი დამეხმარა!

"სამწუხაროდ, პირველი აცრის შემდეგ გვყავს გარდაცვლილები… მხედველობაში მაქვს კოვიდით გარდაცვალება” - ამირან გამყრელიძე

"დაუყოვნებლივ საყურადღებოა ფასის უფრო მკაცრი რეგულირება..." - რა წერია ჯანმოს ანგარიშში, რომელიც საქართველოში ჯანდაცვის მომსახურებას ეხება?

"საქართველო არ არის ამერიკა, რომ სუპერ კომპიუტერული სისტემები ჰქონდეს, როგორიც ნასა-ს ან პენტაგონს აქვს - გუშინ იყო 500 000 მცდელობა" - ცერცვაძე