პოლიტიკა
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პალიტრანიუსის" დირექტორის და მისი ოჯახის ოთხფეხა მეგობრების ამბავი - "ეს ის სიყვარულია, რომელსაც ფულით ვერ იყიდი"
"პალიტრანიუსის" დირექტორის და მისი ოჯახის ოთხფეხა მეგობრების ამბავი - "ეს ის სიყვარულია, რომელსაც ფულით ვერ იყიდი"

ცხო­ვე­ლე­ბი მშობ­ლებ­მა შე­აყ­ვა­რეს, ისიც თა­ვი­დან­ვე გულ­მოდ­გი­ნედ უვ­ლი­და თა­ვის დო­ბერ­მანს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ძაღლზე ზრუნ­ვის გა­რე­შე თით­ქმის არ უცხოვ­რია, გა­მოც­დი­ლე­ბას კი, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, უკვე სხვებ­საც უზი­ა­რებს. მთა­ვა­რი ის არის, ძაღლს მათ სახ­ლში ოჯა­ხის წევ­რის სტა­ტუ­სი აქვს.

ჩვე­ნი სტუ­მა­რია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი­სა" და "რა­დი­ო­პა­ლიტ­რის" დი­რექ­ტო­რი ინგა და­დი­ა­ნი, რო­მე­ლიც ში­ნა­ურ ცხო­ველ­ზე, რო­გორც ოჯა­ხის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან წევ­რზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ჩვენს ოჯახ­ში ძაღ­ლი სრუ­ლუფ­ლებ­ი­ანი წევ­რია და ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის წესს გან­სა­ზღვრავს. ჩემი შვი­ლი გა­თხო­ვი­ლია და ქმარ­თან ცხოვ­რობს, შინ მე, ჩემი მე­უღ­ლე და მე­ტი­სი ლილუ ვართ. ლილუ ჩვენ­თვის ძაღლზე და სა­ერ­თოდ, ცხო­ველ­ზე მე­ტია.

ბავ­შვო­ბა­ში მშობ­ლებ­მა ძაღ­ლი მო­მიყ­ვა­ნეს და ამიხ­სნეს, რომ მე უნდა მეზ­რუ­ნა მას­ზე. ასე გაჩ­ნდა ჩემ­ში ცხო­ვე­ლის სიყ­ვა­რუ­ლი. ყვე­ლა ჯი­შის ძაღ­ლი მიყ­ვარს, მაგ­რამ დო­ბერ­მა­ნი ჩემი რჩე­უ­ლია. პირ­ვე­ლიც, მიკა, დო­ბერ­მა­ნი იყო. სხვე­ბიც მყო­ლია, მაგ­რამ უპი­რა­ტე­სო­ბას ყო­ველ­თვის დო­ბერ­მანს ვა­ნი­ჭებ­დი.

პირ­ვე­ლი ერ­თობ­ლი­ვი ძაღ­ლი, რო­მე­ლიც მე და ჩემს მე­უღ­ლეს გვყავ­და, დო­ბერ­მა­ნი დერ­ბი, "გოგო" იყო. პა­რა­ლე­ლუ­რად მალე ოჯახ­ში გერ­მა­ნუ­ლი ნა­გა­ზი გოშა გაჩ­ნდა - მე­ზო­ბელს ლეკ­ვი ჰყავ­და, ერთ დღეს ეზო­დან გა­მო­ვარ­და და მან­ქა­ნამ და­არ­ტყა. პატ­რონ­მა მას­ზე უარი თქვა, ჩემ­მა ქმარ­მა კი წა­მო­იყ­ვა­ნა და ოპე­რა­ცია გა­ვუ­კე­თეთ... ასე გვყავ­და ორი ძაღ­ლი ერ­თად. რო­დე­საც დერ­ბი 6 წლის ასაკ­ში დავ­კარ­გეთ, მალე დო­ბერ­მა­ნი ჯესი გვა­ჩუ­ქეს. გო­შამ 12 წე­ლი­წადს იცხოვ­რა ჩვენ­თან, ჯე­სიმ კი 13 წელი...

ჯე­სის შემ­დეგ სახ­ლი და­ცა­რი­ელ­და და სა­ო­ცა­რი გან­ცდა იყო, მაგ­რამ ზუს­ტად 2 დღე­ში "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ჟურ­ნა­ლის­ტმა ნა­თია ინა­ურ­მა ერთი თვის მე­ტი­სი ლილუ მა­ჩუ­ქა. ასე­თი ძაღ­ლი პირ­ვე­ლად მყავს. ნა­გა­ზი­სა და, ალ­ბათ, ჰას­კის ნაჯ­ვა­რია. 2 ოქ­ტომ­ბერს 1 წლის ხდე­ბა.

მოკ­ლედ, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ჩვენ­თან ძაღ­ლი არ დარ­ბო­დეს. ძა­ლი­ან მძი­მედ მახ­სენ­დე­ბა ის დღე­ე­ბი, როცა ძაღ­ლი არ გვყავ­და და მისი ხმა არ გვეს­მო­და. რთუ­ლია გან­შო­რე­ბა და სხვა­თა­ შო­რის, მას მერე ვფიქ­რობ­დით, რომ აღარ მოგ­ვეყ­ვა­ნა, თუმ­ცა... ძაღ­ლის მოყ­ვა­ნით შე­გიძ­ლია ოთხფე­ხა მე­გო­ბა­რიც გა­ა­ბედ­ნი­ე­რო - მა­საც ხომ უხა­რია, როცა ადა­მი­ან­თან აქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. ეს სიყ­ვა­რუ­ლია, რო­მელ­საც ფუ­ლით ვერ იყი­დი.

ადა­მი­ა­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ძაღლს ყო­ველ­თვის ეყ­ვა­რე­ბი, თან თვი­თონ არა­ფერს გთხოვს, მთა­ვა­რია, შენ­გან იგ­რძნოს სით­ბო, შენ კი ამ ყვე­ლაფ­რის­გან და­დე­ბი­თად იმუხ­ტე­ბი, ან­ტი­დეპ­რე­სან­ტია.

- ლილუ რო­გო­რი "გო­გოა"?

- ხუ­ლი­გა­ნი... თან უცებ გა­ი­ზარ­და. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, იცო­დე მისი ხა­სი­ა­თი, რას ინა­ხავს ჯიში გე­ნე­ტი­კურ კოდ­ში, რაც მის ქცე­ვას გან­სა­ზღვრავს. ჩვენს დო­ბერ­მანს სა­ო­ცა­რი გე­ნე­ა­ლო­გია ჰქონ­და, მის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად მწვრთნე­ლი ავიყ­ვა­ნეთ. ეს ჯიში გულ­დას­მით გაწ­ვრთნა­სა და ყუ­რა­დღე­ბას სა­ჭი­რო­ებს.

თუმ­ცა, ვერც ერთ ძაღლზე ვერ ვი­ტყვი, რომ არ გვი­ჯე­რებ­და ან რამე არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი გა­უ­კე­თე­ბია. არ არ­სე­ბობს ცუდი ძაღ­ლი, არც ტყუ­ი­ლად არა­ვის უკბენს, თუ რამე არ აწუ­ხებს ან და­ა­ვა­დე­ბა არა აქვს, ან პატ­რონ­მა ცუ­დად არ აღ­ზარ­და.

თუ ძაღ­ლი არ გიყ­ვარს, არ უნდა აიყ­ვა­ნო, მისი მოვ­ლა უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა და ეს უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­რო. შენ გა­რე­შე ძაღ­ლი უსუ­სუ­რი და საბ­რა­ლოა...

- რო­გორ უვ­ლით ლი­ლუს?

- მას მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და მოვ­ლის სრუ­ლი პა­კე­ტი აქვს: გა­სე­ირ­ნე­ბა, ჭამა, ექი­მი სახ­ლში აკი­თხავს, აც­რე­ბი უკეთ­დე­ბა, ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ვართ. შე­საძ­ლოა ჩვენ არ გაგ­ვახ­სენ­დეს სა­ვალ­დე­ბუ­ლო კვლე­ვე­ბი, ექიმ­თან ვი­ზი­ტი და ლი­ლუს­თვის ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია გა­მოგ­ვრჩეს. მას საკ­ვე­ბი არა­სო­დეს აქვს მო­სა­პო­ვე­ბე­ლი. იცის, რომ მის ჯამ­ში სულ არის რა­ღაც.

ლი­ლუს სა­ო­ცა­რი თვა­ლე­ბი აქვს, სულ ვე­ლა­პა­რა­კე­ბით, რად­გა­ნაც ძაღლს ურ­თი­ერ­თო­ბა, კონ­ტაქ­ტი მუდ­მი­ვად სჭირ­დე­ბა. თუ ქუ­ჩი­დან აიყ­ვან, არა­სა­სურ­ველ თვი­სე­ბებ­საც უნდა გა­და­აჩ­ვიო, მოკ­ლედ, გაწ­ვრთნა წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დეივი
1

სად მოიყარეთ თავი ამდენმა ბოღმიანმა ხალხმა? მთლად დაკარგეთ ადამიანობააა. არ გეშველებათ არაფერი არასდროს სანამ ბოღმას არ მოიცილებთ აზრიდან და გონებიდან კომენტარის მწერლებო

ავტორი:

"პალიტრანიუსის" დირექტორის და მისი ოჯახის ოთხფეხა მეგობრების ამბავი - "ეს ის სიყვარულია, რომელსაც ფულით ვერ იყიდი"

"პალიტრანიუსის" დირექტორის და მისი ოჯახის ოთხფეხა მეგობრების ამბავი - "ეს ის სიყვარულია, რომელსაც ფულით ვერ იყიდი"

ცხოველები მშობლებმა შეაყვარეს, ისიც თავიდანვე გულმოდგინედ უვლიდა თავის დობერმანს. შეიძლება ითქვას, ძაღლზე ზრუნვის გარეშე თითქმის არ უცხოვრია, გამოცდილებას კი, მეუღლესთან ერთად, უკვე სხვებსაც უზიარებს. მთავარი ის არის, ძაღლს მათ სახლში ოჯახის წევრის სტატუსი აქვს.

ჩვენი სტუმარია "პალიტრანიუსისა" და "რადიოპალიტრის" დირექტორი ინგა დადიანი, რომელიც შინაურ ცხოველზე, როგორც ოჯახის სრულუფლებიან წევრზე გვესაუბრება:

- ჩვენს ოჯახში ძაღლი სრულუფლებიანი წევრია და ჩვენი ცხოვრების წესს განსაზღვრავს. ჩემი შვილი გათხოვილია და ქმართან ცხოვრობს, შინ მე, ჩემი მეუღლე და მეტისი ლილუ ვართ. ლილუ ჩვენთვის ძაღლზე და საერთოდ, ცხოველზე მეტია.

ბავშვობაში მშობლებმა ძაღლი მომიყვანეს და ამიხსნეს, რომ მე უნდა მეზრუნა მასზე. ასე გაჩნდა ჩემში ცხოველის სიყვარული. ყველა ჯიშის ძაღლი მიყვარს, მაგრამ დობერმანი ჩემი რჩეულია. პირველიც, მიკა, დობერმანი იყო. სხვებიც მყოლია, მაგრამ უპირატესობას ყოველთვის დობერმანს ვანიჭებდი.

პირველი ერთობლივი ძაღლი, რომელიც მე და ჩემს მეუღლეს გვყავდა, დობერმანი დერბი, "გოგო" იყო. პარალელურად მალე ოჯახში გერმანული ნაგაზი გოშა გაჩნდა - მეზობელს ლეკვი ჰყავდა, ერთ დღეს ეზოდან გამოვარდა და მანქანამ დაარტყა. პატრონმა მასზე უარი თქვა, ჩემმა ქმარმა კი წამოიყვანა და ოპერაცია გავუკეთეთ... ასე გვყავდა ორი ძაღლი ერთად. როდესაც დერბი 6 წლის ასაკში დავკარგეთ, მალე დობერმანი ჯესი გვაჩუქეს. გოშამ 12 წელიწადს იცხოვრა ჩვენთან, ჯესიმ კი 13 წელი...

ჯესის შემდეგ სახლი დაცარიელდა და საოცარი განცდა იყო, მაგრამ ზუსტად 2 დღეში "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტმა ნათია ინაურმა ერთი თვის მეტისი ლილუ მაჩუქა. ასეთი ძაღლი პირველად მყავს. ნაგაზისა და, ალბათ, ჰასკის ნაჯვარია. 2 ოქტომბერს 1 წლის ხდება.

მოკლედ, წარმოუდგენელია, ჩვენთან ძაღლი არ დარბოდეს. ძალიან მძიმედ მახსენდება ის დღეები, როცა ძაღლი არ გვყავდა და მისი ხმა არ გვესმოდა. რთულია განშორება და სხვათა შორის, მას მერე ვფიქრობდით, რომ აღარ მოგვეყვანა, თუმცა... ძაღლის მოყვანით შეგიძლია ოთხფეხა მეგობარიც გააბედნიერო - მასაც ხომ უხარია, როცა ადამიანთან აქვს ურთიერთობა. ეს სიყვარულია, რომელსაც ფულით ვერ იყიდი.

ადამიანისგან განსხვავებით, ძაღლს ყოველთვის ეყვარები, თან თვითონ არაფერს გთხოვს, მთავარია, შენგან იგრძნოს სითბო, შენ კი ამ ყველაფრისგან დადებითად იმუხტები, ანტიდეპრესანტია.

- ლილუ როგორი "გოგოა"?

- ხულიგანი... თან უცებ გაიზარდა. მნიშვნელოვანია, იცოდე მისი ხასიათი, რას ინახავს ჯიში გენეტიკურ კოდში, რაც მის ქცევას განსაზღვრავს. ჩვენს დობერმანს საოცარი გენეალოგია ჰქონდა, მისთვის სპეციალურად მწვრთნელი ავიყვანეთ. ეს ჯიში გულდასმით გაწვრთნასა და ყურადღებას საჭიროებს.

თუმცა, ვერც ერთ ძაღლზე ვერ ვიტყვი, რომ არ გვიჯერებდა ან რამე არაპროგნოზირებადი გაუკეთებია. არ არსებობს ცუდი ძაღლი, არც ტყუილად არავის უკბენს, თუ რამე არ აწუხებს ან დაავადება არა აქვს, ან პატრონმა ცუდად არ აღზარდა.

თუ ძაღლი არ გიყვარს, არ უნდა აიყვანო, მისი მოვლა უდიდესი პასუხისმგებლობაა და ეს უნდა გააცნობიერო. შენ გარეშე ძაღლი უსუსური და საბრალოა...

- როგორ უვლით ლილუს?

- მას მომსახურებისა და მოვლის სრული პაკეტი აქვს: გასეირნება, ჭამა, ექიმი სახლში აკითხავს, აცრები უკეთდება, ძალიან მოწესრიგებული ვართ. შესაძლოა ჩვენ არ გაგვახსენდეს სავალდებულო კვლევები, ექიმთან ვიზიტი და ლილუსთვის ეს შეუძლებელია გამოგვრჩეს. მას საკვები არასოდეს აქვს მოსაპოვებელი. იცის, რომ მის ჯამში სულ არის რაღაც.

ლილუს საოცარი თვალები აქვს, სულ ველაპარაკებით, რადგანაც ძაღლს ურთიერთობა, კონტაქტი მუდმივად სჭირდება. თუ ქუჩიდან აიყვან, არასასურველ თვისებებსაც უნდა გადააჩვიო, მოკლედ, გაწვრთნა წაიკითხეთ ვრცლად

"აქ ყველაფერი ჩვენი შრომით არის შექმნილი" - ვის ეკუთვნის ულამაზესი სახლი და ეზო ზუგდიდში, რომელსაც უამრავი ადამიანი სტუმრობს

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 2020 წლის პირველივე საჯარო სხდომაზე 186 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

თბილისში ცოფის ვირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების მეპატრონეებს მიმართავს