სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ათასობით მოქალაქე ითხოვს თავშესაფარს და თითქმის ყველა ეს განაცხადი უსაფუძვლოა - გერმანიის პრეზიდენტი მიგრანტებზე
საქართველოს ათასობით მოქალაქე ითხოვს თავშესაფარს და თითქმის ყველა ეს განაცხადი უსაფუძვლოა - გერმანიის პრეზიდენტი მიგრანტებზე

ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ით ევ­რო­კავ­შირ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის მეტი ურ­თი­ერ­თო­ბი­სათ­ვის ფარ­თოდ გა­ი­ღო კარი, მაგ­რამ ხან­გრძლივ პერ­სპექ­ტი­ვა­ში ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ მა­შინ, თუ ახალ­მი­ღე­ბუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ბო­რო­ტად არ იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ფრანკ-ვალ­ტერ შტა­ინ­მა­ი­ერ­მა „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში ქარ­თველ არა­ლე­გალ მიგ­რან­ტებ­ზე ბოლო პე­რი­ოდ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში შექ­მნილ აჟი­ო­ტაჟ­ზე დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და. შტა­ინ­მა­ი­ე­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ არ­სე­ბობს ლე­გა­ლუ­რი გზე­ბი იმის­თვის, რომ ქარ­თვე­ლე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში სას­წავ­ლებ­ლად, სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ის და­სა­უფ­ლებ­ლად და სა­მუ­შა­ოდ ჩა­ვიდ­ნენ.

„ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პას­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ის­ტო­რი­ა­ში. ამით ევ­რო­კავ­შირ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის მეტი ურ­თი­ერ­თო­ბი­სათ­ვის ფარ­თოდ გა­ი­ღო კარი, მაგ­რამ ხან­გრძლივ პერ­სპექ­ტი­ვა­ში ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ მა­შინ, თუ ახალ­მი­ღე­ბუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ბო­რო­ტად არ იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ყო­ველ წელს სა­ქარ­თვე­ლოს ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქეს შე­აქვს გა­ნა­ცხა­დი გერ­მა­ნი­ა­ში თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნით და თით­ქმის ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში ჩვე­ნი უწყე­ბე­ბი და სა­სა­მარ­თლო­ე­ბი იღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, რომ ეს გა­ნა­ცხა­დე­ბი უსა­ფუძ­ვლოა. გერ­მა­ნუ­ლი უწყე­ბე­ბი ამ სა­კი­თხებ­ში მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ ქარ­თულ უწყე­ბებ­თან. მკა­ფი­ოდ მინ­და გან­ვა­ცხა­დო, რომ არ­სე­ბობს ასე­ვე ლე­გა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­მოს­ვლი­სა და ჩვენ­თან სწავ­ლის, პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბი­სა თუ მუ­შა­ო­ბი­სათ­ვის. ამი­სათ­ვის სხვა სა­ბუ­თებ­თან ერ­თად სა­ჭი­როა ენის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა და გარ­კვე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის დო­ნის და­დას­ტუ­რე­ბა. იმე­დია, მო­მა­ვალ­ში უფრო მეტი ქარ­თვე­ლი ჩა­მო­ვა გერ­მა­ნი­ა­ში, ის­წავ­ლის და იმუ­შა­ვებს და შემ­დეგ თა­ვის ცოდ­ნა­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ისევ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ი­ყე­ნებს. ამით ორი­ვე ქვე­ყა­ნა ნა­ხავს სარ­გე­ბელს“, - გა­ნა­ცხა­და გერ­მა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტმა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტად მყოფ­მა გერ­მა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ხაზი გა­უს­ვა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია ჰქონ­დეს გერ­მა­ნი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რის იმე­დი.

ფრანკ-ვალ­ტერ შტა­ინ­მა­ი­ე­რის გან­ცხა­დე­ბით, 22-წლი­ა­ნი წყვე­ტის შემ­დეგ, გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს პირ­ვე­ლად ჩა­მო­ვი­და.

„სა­ქარ­თვე­ლოს არ ჰყავს ხელ­საყ­რე­ლი სა­მე­ზობ­ლო, არ არის მარ­ტი­ვი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა, მე ხვალ თა­ვად მი­ვემ­გზავ­რე­ბი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვრის­კენ. ეს არის პრე­ზი­დენ­ტის რან­გში ჩემი პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი, მაგ­რამ მე რო­გორც სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, არა­ერ­თხელ ვსტუმ­რობ­დი სა­ქარ­თვე­ლოს. თუ სწო­რად ჩავ­ხე­დე ის­ტო­რი­ას, 22 წლის წინ შედ­გა სა­ქარ­თვე­ლო­ში გერ­მა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტის ვი­ზი­ტი. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გზა, ეს არის ურ­ყე­ვი ნება ქარ­თვე­ლი ხალ­ხის, შექ­მნას დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ხელ­მწი­ფო. გერ­მა­ნია არამ­ხო­ლოდ თვალს ადევ­ნებ­და ამას, არა­მედ იყო აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი და ერთ-ერთი მთა­ვა­რი პარტნი­ო­რი სა­ქარ­თვე­ლო­სი ამ გზა­ზე. ის, რაც ჩვენ­მა ორმა ქვე­ყა­ნამ გან­ვლო უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ინ­ტენ­სი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მხრივ, ეს არის მარ­თლაც სა­მა­გა­ლი­თო. ჩვენ ასე­ვე გვაქვს ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა თბი­ლის­სა და ბერ­ლინ­ში, თუ გერ­მა­ნი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ქა­ლა­ქებ­ში. ასე­ვე, ჩვენ ვი­სა­უბ­რეთ იმა­ზე, რომ დიდი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა 2017-2018 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო-გერ­მა­ნი­ის მე­გობ­რო­ბის წელ­მა. ძა­ლი­ან ბევ­რი ავ­ტო­რი წარ­მო­ჩინ­და ფრან­კფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბის კონ­ტექ­სტში. დღეს­დღე­ო­ბით გერ­მა­ნულ გა­ზეთ­სა თუ ჟურ­ნალ­ში ბევ­რი იწე­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, კულ­ტუ­რა­ზე, სვა­ნეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე, კა­ხეთ­ში რთველ­ში დას­წრე­ბა­ზე. სწო­რედ, ის შე­დე­გი დგე­ბა - სა­ქარ­თვე­ლო გერ­მა­ნე­ლი ტუ­რის­ტე­ბის­თვის არის მიმ­ზიდ­ვე­ლი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გა­იზ­რდე­ბა მო­მა­ვალ წელს ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში,“ - გა­ნა­ცხა­და ფრანკ-ვალ­ტერ შტა­ინ­მა­ი­ერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მო­ხა­რუ­ლია ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის გერ­მა­ნი­ა­ში ვი­ზი­ტი­თაც.

„ სა­ქარ­თვე­ლო არის და რჩე­ბა ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ველ ად­გი­ლად და ქვეყ­ნად გერ­მა­ნე­ლი და არა მხო­ლოდ გერ­მა­ნე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის. ჩვენ ბუ­ნებ­რი­ვია დუ­ა­ლუ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა გაგ­ვაჩ­ნია და მზად ვართ გერ­მა­ნუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­გი­ზი­ა­როთ ნე­ბის­მი­ერ ფორ­მატ­ში. სა­ქარ­თვე­ლომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის, შემ­დგომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა შიდა რე­ფორ­მე­ბი, ის ორი­ენ­ტუ­რე­ბუ­ლია ევ­რო­პა­ზეც. მერ­წმუ­ნეთ, გერ­მა­ნია ყო­ველ­თვის და­უ­ჭერს მხარს სა­ქარ­თვე­ლოს შემ­დგო­მი რე­ფორ­მე­ბის პრო­ცეს­ში,“ - გა­ნა­ცხა­და ფრანკ-ვალ­ტერ შტა­ინ­მა­ი­ერ­მა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

საქართველოს ათასობით მოქალაქე ითხოვს თავშესაფარს და თითქმის ყველა ეს განაცხადი უსაფუძვლოა - გერმანიის პრეზიდენტი მიგრანტებზე

საქართველოს ათასობით მოქალაქე ითხოვს თავშესაფარს და თითქმის ყველა ეს განაცხადი უსაფუძვლოა - გერმანიის პრეზიდენტი მიგრანტებზე

ვიზალიბერალიზაციით ევროკავშირსა და საქართველოს შორის მეტი ურთიერთობისათვის ფართოდ გაიღო კარი, მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ ახალმიღებული თავისუფლება ბოროტად არ იქნება გამოყენებული, - ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ქართველ არალეგალ მიგრანტებზე ბოლო პერიოდში, გერმანიაში შექმნილ აჟიოტაჟზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. შტაინმაიერი აღნიშნავს, რომ არსებობს ლეგალური გზები იმისთვის, რომ ქართველები გერმანიაში სასწავლებლად, სხვადასხვა პროფესიის დასაუფლებლად და სამუშაოდ ჩავიდნენ.

„ვიზალიბერალიზაცია არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ევროპასთან დამოკიდებულების ისტორიაში. ამით ევროკავშირსა და საქართველოს შორის მეტი ურთიერთობისათვის ფართოდ გაიღო კარი, მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ ახალმიღებული თავისუფლება ბოროტად არ იქნება გამოყენებული. ყოველ წელს საქართველოს ათასობით მოქალაქეს შეაქვს განაცხადი გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნით და თითქმის ყველა შემთხვევაში ჩვენი უწყებები და სასამართლოები იღებენ გადაწყვეტილებებს, რომ ეს განაცხადები უსაფუძვლოა. გერმანული უწყებები ამ საკითხებში მჭიდროდ თანამშრომლობენ ქართულ უწყებებთან. მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ არსებობს ასევე ლეგალური შესაძლებლობები გერმანიაში ჩამოსვლისა და ჩვენთან სწავლის, პროფესიის დაუფლებისა თუ მუშაობისათვის. ამისათვის სხვა საბუთებთან ერთად საჭიროა ენის გამოცდის ჩაბარება და გარკვეული განათლების დონის დადასტურება. იმედია, მომავალში უფრო მეტი ქართველი ჩამოვა გერმანიაში, ისწავლის და იმუშავებს და შემდეგ თავის ცოდნასა და შესაძლებლობებს ისევ საქართველოში გამოიყენებს. ამით ორივე ქვეყანა ნახავს სარგებელს“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

საქართველოში ვიზიტად მყოფმა გერმანიის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს გერმანიის პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, 22-წლიანი წყვეტის შემდეგ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოში დღეს პირველად ჩამოვიდა.

„საქართველოს არ ჰყავს ხელსაყრელი სამეზობლო, არ არის მარტივი გეოგრაფიული მდებარეობა, მე ხვალ თავად მივემგზავრები ადმინისტრაციული საზღვრისკენ. ეს არის პრეზიდენტის რანგში ჩემი პირველი ვიზიტი, მაგრამ მე როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, არაერთხელ ვსტუმრობდი საქართველოს. თუ სწორად ჩავხედე ისტორიას, 22 წლის წინ შედგა საქართველოში გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტი. დამოუკიდებლობის გზა, ეს არის ურყევი ნება ქართველი ხალხის, შექმნას დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფო. გერმანია არამხოლოდ თვალს ადევნებდა ამას, არამედ იყო აქტიური მხარდამჭერი და ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი საქართველოსი ამ გზაზე. ის, რაც ჩვენმა ორმა ქვეყანამ განვლო უკანასკნელი წლების განმავლობაში, ინტენსიური თანამშრომლობის მხრივ, ეს არის მართლაც სამაგალითო. ჩვენ ასევე გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობა თბილისსა და ბერლინში, თუ გერმანიასა და საქართველოს სხვა ქალაქებში. ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ დიდი წარმატებით ჩაიარა 2017-2018 წლებში საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელმა. ძალიან ბევრი ავტორი წარმოჩინდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კონტექსტში. დღესდღეობით გერმანულ გაზეთსა თუ ჟურნალში ბევრი იწერება საქართველოზე, ქართულ ლიტერატურაზე, კულტურაზე, სვანეთში მოგზაურობის შემოთავაზებაზე, კახეთში რთველში დასწრებაზე. სწორედ, ის შედეგი დგება - საქართველო გერმანელი ტურისტებისთვის არის მიმზიდველი და დარწმუნებული ვარ, გაიზრდება მომავალ წელს ტურისტების რაოდენობა საქართველოში,“ - განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

მისივე თქმით, მოხარულია ქართველი სტუდენტების გერმანიაში ვიზიტითაც.

„ საქართველო არის და რჩება ძალიან მიმზიდველ ადგილად და ქვეყნად გერმანელი და არა მხოლოდ გერმანელი ინვესტორებისთვის. ჩვენ ბუნებრივია დუალური პროფესიული განათლების გამოცდილება გაგვაჩნია და მზად ვართ გერმანული გამოცდილება გაგიზიაროთ ნებისმიერ ფორმატში. საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების, შემდგომ განახორციელა შიდა რეფორმები, ის ორიენტურებულია ევროპაზეც. მერწმუნეთ, გერმანია ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს შემდგომი რეფორმების პროცესში,“ - განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები