სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში გრიპისა და წითელას გააქტიურებას ელოდებიან - როდის დაიწყება ვაქცინაცია
საქართველოში გრიპისა და წითელას გააქტიურებას ელოდებიან - როდის დაიწყება ვაქცინაცია

სა­ქარ­თვე­ლო­ში გრი­პის ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია ოქ­ტომ­ბრის ბო­ლო­დან და­ი­წყე­ბა. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი გრი­პის გავ­რცე­ლე­ბას ნო­ემ­ბრის შუა რი­ცხვე­ბი­დან პროგ­ნო­ზი­რებს. გრი­პის გარ­და, მე­დი­კო­სე­ბი შე­მოდ­გო­მა­ზე წი­თე­ლას გა­აქ­ტი­უ­რე­ბა­საც ელო­დე­ბი­ან.

რო­გორც „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „დღის თემა“ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ისა­უბ­რა, ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში რი­ნო­ვირუ­სია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ირი­ნა კა­ლან­და­ძის თქმით, ვირუსს გრი­პის მსგავ­სი სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს - ცხვი­რი­დან გა­მო­ნა­დე­ნი, შე­საძ­ლე­ბე­ლია მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, ზო­გა­დი სი­სუს­ტე, თუმ­ცა უფრო მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს, ვიდ­რე გრი­პის ვირუ­სი.

რაც შე­ე­ხე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ას, კა­ლან­და­ძის თქმით, მთელ სე­ზონ­ზე რომ ვი­ყოთ და­ცუ­ლი, უმ­ჯო­ბე­სია აცრა ჩა­ტარ­დეს ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს ან ნო­ემ­ბერ­ში, თუმ­ცა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლად არც ზამ­თრის თვე­ებ­ში მი­იჩ­ნე­ვა.

სა­ხელ­მწი­ფოს ვაქ­ცი­ნე­ბი ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს უკვე ექ­ნე­ბა და მა­ღა­ლი რის­კის ჯგუ­ფებ­ში შე­მა­ვა­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფა­სო იმუ­ნი­ზა­ცია და­ი­წყე­ბა, მათ შო­რის - დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბის, ორ­სუ­ლე­ბის, შიდსი­სა და C ჰე­პა­ტი­ტის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის; უფა­სოდ აიც­რე­ბი­ან, ასე­ვე, ბაგა-ბა­ღებ­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბიც. ამის­თვის კი სა­ჭი­როა მათ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან ახ­ლოს მდე­ბა­რე სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას მი­მარ­თონ.

გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა შე­მო­აქვს კერ­ძო სექ­ტორ­საც, რომ­ლი­თაც სარ­გებ­ლო­ბა ფა­სი­ა­ნი იქ­ნე­ბა. გა­სულ წელს აფ­თი­ა­ქებ­სა და კლი­ნი­კებ­ში ვაქ­ცი­ნის შე­ძე­ნა 30-40 ლა­რის ფარ­გლებ­ში იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ირი­ნა კა­ლან­და­ძის თქმით, ბავ­შვე­ბი იც­რე­ბი­ან 6 თვის ასა­კი­დან, ასა­კის ზედა ზღვა­რი კი გან­სა­ზღვრუ­ლი არ არის. სპე­ცი­ა­ლის­ტი ხაზს უს­ვამს, რომ გრი­პის ვირუ­სი საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლია და ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან ერ­თად, ექიმს დრო­უ­ლად უნდა მივ­მარ­თოთ.

„გრი­პის ვირუსს ახა­სი­ა­თებს უე­ცა­რი მა­ღა­ლი სი­ცხით და­წყე­ბა, თან ერ­თვის ხვე­ლა, სი­სუს­ტე, ყე­ლის ტკი­ვი­ლი. თუ 2-3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ ვიგ­რძნობთ უკე­თე­სო­ბას, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მივ­მარ­თოთ ექიმს,“ - ამ­ბობს კა­ლან­და­ძე.

ამას­თან, ელო­დე­ბი­ან წი­თე­ლას შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა­საც. ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში და­ა­ვა­დე­ბის საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ფიქ­სირ­და. სპე­ცი­ა­ლის­ტის გან­მარ­ტე­ბით, თა­ვის დაც­ვის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­აა. წი­თე­ლას აცრა არ შე­იძ­ლე­ბა ორ­სუ­ლე­ბის­თვის, ამი­ტომ კა­ლან­და­ძე ქა­ლებს ურ­ჩევს, ორ­სუ­ლო­ბის და­გეგ­მვამ­დე 1 თვით ადრე ჩა­ი­ტა­რონ იმუ­ნი­ზა­ცია.

სპე­ცი­ა­ლის­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აცრა უფა­სოა და მო­უ­წო­დებს მო­სახ­ლე­ო­ბას, ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ან­მა ჩა­ი­ტა­როს იმუ­ნი­ზა­ცია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

საქართველოში გრიპისა და წითელას გააქტიურებას ელოდებიან - როდის დაიწყება ვაქცინაცია

საქართველოში გრიპისა და წითელას გააქტიურებას ელოდებიან - როდის დაიწყება ვაქცინაცია

საქართველოში გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გრიპის გავრცელებას ნოემბრის შუა რიცხვებიდან პროგნოზირებს. გრიპის გარდა, მედიკოსები შემოდგომაზე წითელას გააქტიურებასაც ელოდებიან.

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ისაუბრა, ამჟამად საქართველოში რინოვირუსია გავრცელებული. ირინა კალანდაძის თქმით, ვირუსს გრიპის მსგავსი სიმპტომები ახასიათებს - ცხვირიდან გამონადენი, შესაძლებელია მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, თუმცა უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე გრიპის ვირუსი.

რაც შეეხება ვაქცინაციას, კალანდაძის თქმით, მთელ სეზონზე რომ ვიყოთ დაცული, უმჯობესია აცრა ჩატარდეს ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბერში, თუმცა დაგვიანებულად არც ზამთრის თვეებში მიიჩნევა.

სახელმწიფოს ვაქცინები ოქტომბრის ბოლოს უკვე ექნება და მაღალი რისკის ჯგუფებში შემავალი მოქალაქეების უფასო იმუნიზაცია დაიწყება, მათ შორის - დიაბეტით დაავადებულების, ორსულების, შიდსისა და C ჰეპატიტის მკურნალობის პროცესში მყოფი ადამიანების, სამედიცინო პერსონალის; უფასოდ აიცრებიან, ასევე, ბაგა-ბაღებში მომუშავე ადამიანებიც. ამისთვის კი საჭიროა მათ საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოაქვს კერძო სექტორსაც, რომლითაც სარგებლობა ფასიანი იქნება. გასულ წელს აფთიაქებსა და კლინიკებში ვაქცინის შეძენა 30-40 ლარის ფარგლებში იყო შესაძლებელი.

ირინა კალანდაძის თქმით, ბავშვები იცრებიან 6 თვის ასაკიდან, ასაკის ზედა ზღვარი კი განსაზღვრული არ არის. სპეციალისტი ხაზს უსვამს, რომ გრიპის ვირუსი საკმაოდ სერიოზულია და ვაქცინაციასთან ერთად, ექიმს დროულად უნდა მივმართოთ.

„გრიპის ვირუსს ახასიათებს უეცარი მაღალი სიცხით დაწყება, თან ერთვის ხველა, სისუსტე, ყელის ტკივილი. თუ 2-3 დღის განმავლობაში ვერ ვიგრძნობთ უკეთესობას, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს,“ - ამბობს კალანდაძე.

ამასთან, ელოდებიან წითელას შემთხვევების მატებასაც. ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში დაავადების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. სპეციალისტის განმარტებით, თავის დაცვის ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა. წითელას აცრა არ შეიძლება ორსულებისთვის, ამიტომ კალანდაძე ქალებს ურჩევს, ორსულობის დაგეგმვამდე 1 თვით ადრე ჩაიტარონ იმუნიზაცია.

სპეციალისტის ინფორმაციით, აცრა უფასოა და მოუწოდებს მოსახლეობას, ნებისმიერი ასაკის ადამიანმა ჩაიტაროს იმუნიზაცია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ