საზოგადოება
პოლიტიკა

21

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი
როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი

იცით თუ არა, რომ ლო­კო­კი­ნის ლორ­წოს რე­გუ­ლა­რულ გა­მო­ყე­ნე­ბას შე­უძ­ლია კანს და­უბ­რუ­ნოს ტო­ნუ­სი, მო­ა­შო­როს პიგმენ­ტუ­რი ლა­ქე­ბი და ნა­ო­ჭე­ბი, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს სის­ხლის ცირ­კუ­ლა­ცია და ფაქ­ტობ­რი­ვად, უკ­ვა­ლოდ გა­აქ­როს ია­რე­ბი?

ლო­კო­კი­ნის ლორ­წო ნა­ტუ­რა­ლუ­რი კომ­პო­ნენ­ტია, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი კრე­მის, ბალ­ზა­მის, გე­ლი­სა და ლო­სი­ო­ნის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის. ეს სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი კა­ნის ასა­კობ­რივ ცვლი­ლე­ბებს ებ­რძვი­ან და მას გა­ცი­ლე­ბით ჯან­საღ იერს ანი­ჭე­ბენ.

ლო­კო­კი­ნის მუ­ცი­ნი - სწო­რედ ასე ჰქვია მო­ლუს­კე­ბის ლორ­წოს, რო­მელ­საც უნი­კა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბი გა­აჩ­ნია. კან­ზე წას­მის შემ­დეგ, ის უხი­ლავ დამ­ცავ აპკს ქმნის, რო­მე­ლიც ერ­თდრო­უ­ლად ტენ­საც ინარ­ჩუ­ნებს და შე­სა­ნიშ­ნა­ვად ატა­რებს ჟანგბადს.

ლო­კო­კი­ნის ლორ­წოს შე­მად­გენ­ლო­ბა

ლო­კო­კი­ნის მუ­ცი­ნის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის აქ­ტი­უ­რი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, ნა­ტუ­რა­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი. მათ მო­ლუს­კის ორ­გა­ნიზ­მის­თვის რე­გე­ნე­რა­ცი­ის ეფექ­ტი გა­აჩ­ნი­ათ.

შე­მად­გენ­ლო­ბა:

  • გლი­კო­ლის მჟა­ვა (უზ­რუნ­ველ­ყოფს კა­ნის გა­ნახ­ლე­ბას და მკვდა­რი უჯრე­დე­ბის მო­შო­რე­ბას).
  • კო­ლა­გე­ნი, ელას­ტი­ნი ( ნა­ო­ჭე­ბის გა­ჩე­ნის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თვის, ანი­ჭებს კანს ელას­ტი­კუ­რო­ბას და სიმ­ტკი­ცეს);
  • ალან­ტო­ი­ნი (აღად­გენს კა­ნის უჯრე­დებს);
  • ან­ტი­ბი­ო­ტი­კი პეპ­ტი­დე­ბი (ანე­ლებს ან­თე­ბით პრო­ცე­სებს, ას­ტი­მუ­ლი­რებს კა­ნის დამ­ცავ ფუნ­ქცი­ებს ბაქ­ტე­რი­ე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან);
  • A, E, C ვი­ტა­მი­ნე­ბი (ატე­ნი­ა­ნებს და ჭი­მავს კანს, შე­ი­ცავს ან­ტი­ოქ­სი­დან­ტურ თვი­სე­ბებს).

ის ფაქ­ტი, რომ ლო­კო­კი­ნის ლორ­წო სა­ხის კა­ნის­თვის ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ლო­კო­კი­ნებს მრა­ვა­ლი წლის მან­ძილ­ზე ამ­რავ­ლებ­დნენ სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში მდე­ბა­რე ფერ­მა­ში დე­ლი­კა­ტე­სე­ბის დამ­ზა­დე­ბის მიზ­ნით. 1980-იან წლებ­ში, ერთ-ერ­თმა ფერ­მერ­მა, სა­ხე­ლად ფერ­ნან­დო ბას­კუ­ნი­ან­მა, შე­ამ­ჩნია, რომ ფერ­მა­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ლო­კო­კი­ნებს აგ­რო­ვებ­დნენ, ხე­ლებ­ზე მშვე­ნი­ე­რი კანი ჰქონ­დათ და ჭრი­ლო­ბე­ბი უკ­ვა­ლოდ უხორ­ცდე­ბო­დათ. ამ ფაქ­ტით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა ფერ­მერ­მა ლო­კო­კი­ნის ლორ­წოს შეს­წავ­ლა და­ი­წყო. კვლე­ვე­ბი 15 წლის მან­ძილ­ზე გრძელ­დე­ბო­და. 1995 წელს კი პირ­ვე­ლი სა­ხის კრე­მი გა­მო­ვი­და ბა­ზარ­ზე, რო­მე­ლიც ლო­კო­კი­ნის ლორ­წოს­გან იყო დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

ლო­კო­კი­ნის ლორ­წო წყლის­გან და რთუ­ლი ცი­ლის­გან - მუ­ცი­ნის­გან შედ­გე­ბა. ლო­კო­კი­ნებს ორ­ნა­ი­რი ლორ­წოს გა­მო­ყო­ფა შე­უძ­ლი­ათ.

რო­გორ მი­ი­ღე­ბა მუ­ცი­ნი?

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ლო­კო­კი­ნე­ბი, რომ­ლე­ბის­გა­ნაც იწარ­მო­ე­ბა მუ­ცი­ნი, არ იტან­ჯე­ბი­ან და არ კვდე­ბი­ან მისი მო­პო­ვე­ბის პრო­ცეს­ში. პლან­ტა­ცი­ა­ში მოგ­რო­ვე­ბულ ლო­კო­კი­ნებ­ში ხდე­ბა სეკ­რე­ცი­ის სტი­მუ­ლი­რე­ბა (ჰა­ე­რის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის მეშ­ვე­ო­ბით, რაც არ აყე­ნებს ზი­ანს მო­ლუს­კებს). გა­მო­ყო­ფი­ლი ლორ­წო წყლის დახ­მა­რე­ბით გროვ­დე­ბა, შემ­დეგ იფილტრე­ბა და იწ­მინ­დე­ბა. ყვე­ლა ამ პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ, ლო­კო­კი­ნე­ბი პლან­ტა­ცი­ა­ში ბრუნ­დე­ბი­ან გა­სამ­რავ­ლებ­ლად. მათ ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პი­რო­ბებ­ში ამ­რავ­ლე­ბენ და კარ­გად კვე­ბა­ვენ.

ლო­კო­კი­ნის კოს­მე­ტი­კა

მო­ლუს­კე­ბის სა­ი­დუმ­ლო შე­მად­გენ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ ლო­კო­კი­ნის ექ­სტრაქ­ტი სა­ხის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში შე­დის. კო­რე­ულ კოს­მე­ტი­კა­ში და­მა­ტე­ბუ­ლი ლო­კო­კი­ნის ლორ­წოს შე­უძ­ლია კა­ნის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა.

  • ხელს უწყობს კა­ნის აღ­დგე­ნას და აქ­რობს ან­თე­ბას.
  • ამ­შვი­დებს კანს და ამ­ცი­რებს ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბის­გან გა­მოწ­ვე­ულ დის­კომ­ფორ­ტს.
  • ატე­ნი­ა­ნებს და კვე­ბავს დერ­მას.
  • ებ­რძვის და­ბე­რე­ბის პრო­ცესს.
  • ავიწ­რო­ებს ფო­რებს.

ლო­კო­კი­ნის კოს­მე­ტი­კა მხო­ლოდ სა­ხე­ზე არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. არ­სე­ბობს ხე­ლე­ბის და ტა­ნის მოვ­ლის პრო­დუქ­ტე­ბიც.

ვის მო­უხ­დე­ბა ლო­კო­კი­ნის მუ­ცი­ნის ექ­სტრაქ­ტზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია და რო­გორ უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ ის სწო­რად?

მუ­ცი­ნის შემ­ცვე­ლო­ბის კოს­მე­ტი­კუ­რი პრო­დუქ­ტე­ბი, პირ­ველ რიგ­ში რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მათ­თვის, ვი­საც აქვს გა­უ­წყლო­ვე­ბა, მშრა­ლი და დამ­ჭკნა­რი კანი. კრე­მე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია 35-40 წლის ასა­კის ქა­ლე­ბის­თვის. კრე­მი მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით, თხელ ფე­ნად უნდა და­ი­ტა­ნოთ სა­ხე­ზე. მას უნი­კა­ლუ­რი ტექ­სტუ­რა აქვს. მო­ე­რი­დეთ მის გა­მო­ყე­ნე­ბას ბა­ზის სა­ხით, მა­კი­ა­ჟის ქვეშ. სა­უ­კე­თე­სოა, თუ მას ღამე, ძი­ლის წინ წა­ის­ვამთ.

სას­წა­უ­ლი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ არა მა­შინ­ვე! ნე­ბის­მი­ერ კა­ნის კრემს აქვს „დაგ­რო­ვე­ბი­თი“ ეფექ­ტი, ის უნდა წა­ის­ვათ რე­გუ­ლა­რუ­ლად და სწო­რად, რო­გორც წესი, შე­დეგს 2 თვე­ში და­ი­ნა­ხავთ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში, ცნო­ბი­ლი კო­რე­უ­ლი ბრენ­დი „მი­ზო­ნი“ PSP-ს სა­აფ­თი­ა­ქო ქსელ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. “მი­ზო­ნის“ ყვე­ლა პრო­დუქ­ტი ჰი­პო­ა­ლერ­გი­უ­ლი, უსაფრ­თხო და ეფექ­ტუ­რია. ის გან­კუთ­ვნი­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კი­სა და ტი­პის კა­ნი­სათ­ვის.

ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი „მი­ზო­ნის“ ლო­კო­კი­ნის ხა­ზია. კოს­მე­ტი­კა, რო­მე­ლიც ლო­კო­კი­ნის მუ­ცი­ნის ექ­სტრაქ­ტზეა დამ­ზა­დე­ბუ­ლი, კანს აა­ხალ­გაზ­რდა­ვებს და ტო­ნუსს მა­ტებს. ლო­კო­კი­ნის მუ­ცი­ნი კანს ჯან­მრთელ და ნა­თელ ფერს ანი­ჭებს და ნა­ო­ჭე­ბის წარ­მოქ­მნას აფერ­ხებს. „მი­ზო­ნის“ ასორ­ტი­მენ­ტი კრე­მებს, ნაჭ­რის ნიღ­ბებს, აკ­ნეს სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბებს, შრა­ტებს, ტო­ნი­კებს, პლას­ტი­რებს, სკრა­ბებს, თვა­ლის ფირ­ფი­ტებს და და­სა­ბან ქა­ფებს აერ­თი­ა­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გველის თუ არა დიდი გაძვირება?
ავტორი:

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი

იცით თუ არა, რომ ლოკოკინის ლორწოს რეგულარულ გამოყენებას შეუძლია კანს დაუბრუნოს ტონუსი, მოაშოროს პიგმენტური ლაქები და ნაოჭები, გააუმჯობესოს სისხლის ცირკულაცია და ფაქტობრივად, უკვალოდ გააქროს იარები?

ლოკოკინის ლორწო ნატურალური კომპონენტია, რომელიც მრავალი კრემის, ბალზამის, გელისა და ლოსიონის შემადგენლობაში შედის. ეს საშუალებები კანის ასაკობრივ ცვლილებებს ებრძვიან და მას გაცილებით ჯანსაღ იერს ანიჭებენ.

ლოკოკინის მუცინი - სწორედ ასე ჰქვია მოლუსკების ლორწოს, რომელსაც უნიკალური თვისებები გააჩნია. კანზე წასმის შემდეგ, ის უხილავ დამცავ აპკს ქმნის, რომელიც ერთდროულად ტენსაც ინარჩუნებს და შესანიშნავად ატარებს ჟანგბადს.

ლოკოკინის ლორწოს შემადგენლობა

ლოკოკინის მუცინის შემადგენლობაში შედის აქტიური ბიოლოგიური ნივთიერებები, ნატურალური წარმოშობის ანტიბიოტიკები. მათ მოლუსკის ორგანიზმისთვის რეგენერაციის ეფექტი გააჩნიათ.

შემადგენლობა:

  • გლიკოლის მჟავა (უზრუნველყოფს კანის განახლებას და მკვდარი უჯრედების მოშორებას).
  • კოლაგენი, ელასტინი ( ნაოჭების გაჩენის თავიდან აცილების პროფილაქტიკისთვის, ანიჭებს კანს ელასტიკურობას და სიმტკიცეს);
  • ალანტოინი (აღადგენს კანის უჯრედებს);
  • ანტიბიოტიკი პეპტიდები (ანელებს ანთებით პროცესებს, ასტიმულირებს კანის დამცავ ფუნქციებს ბაქტერიების ზემოქმედებისგან);
  • A, E, C ვიტამინები (ატენიანებს და ჭიმავს კანს, შეიცავს ანტიოქსიდანტურ თვისებებს).

ის ფაქტი, რომ ლოკოკინის ლორწო სახის კანისთვის ძალიან სასარგებლოა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს. ლოკოკინებს მრავალი წლის მანძილზე ამრავლებდნენ სამხრეთ ამერიკაში მდებარე ფერმაში დელიკატესების დამზადების მიზნით. 1980-იან წლებში, ერთ-ერთმა ფერმერმა, სახელად ფერნანდო ბასკუნიანმა, შეამჩნია, რომ ფერმაში მომუშავე ადამიანებს, რომლებიც ლოკოკინებს აგროვებდნენ, ხელებზე მშვენიერი კანი ჰქონდათ და ჭრილობები უკვალოდ უხორცდებოდათ. ამ ფაქტით დაინტერესებულმა ფერმერმა ლოკოკინის ლორწოს შესწავლა დაიწყო. კვლევები 15 წლის მანძილზე გრძელდებოდა. 1995 წელს კი პირველი სახის კრემი გამოვიდა ბაზარზე, რომელიც ლოკოკინის ლორწოსგან იყო დამზადებული.

ლოკოკინის ლორწო წყლისგან და რთული ცილისგან - მუცინისგან შედგება. ლოკოკინებს ორნაირი ლორწოს გამოყოფა შეუძლიათ.

როგორ მიიღება მუცინი?

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ლოკოკინები, რომლებისგანაც იწარმოება მუცინი, არ იტანჯებიან და არ კვდებიან მისი მოპოვების პროცესში. პლანტაციაში მოგროვებულ ლოკოკინებში ხდება სეკრეციის სტიმულირება (ჰაერის მაღალი ტემპერატურის მეშვეობით, რაც არ აყენებს ზიანს მოლუსკებს). გამოყოფილი ლორწო წყლის დახმარებით გროვდება, შემდეგ იფილტრება და იწმინდება. ყველა ამ პროცედურის შემდეგ, ლოკოკინები პლანტაციაში ბრუნდებიან გასამრავლებლად. მათ ეკოლოგიურად სუფთა პირობებში ამრავლებენ და კარგად კვებავენ.

ლოკოკინის კოსმეტიკა

მოლუსკების საიდუმლო შემადგენლობის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ ლოკოკინის ექსტრაქტი სახის მოვლის საშუალებებში შედის. კორეულ კოსმეტიკაში დამატებული ლოკოკინის ლორწოს შეუძლია კანის მრავალფეროვანი პრობლემების გადაჭრა.

  • ხელს უწყობს კანის აღდგენას და აქრობს ანთებას.
  • ამშვიდებს კანს და ამცირებს ალერგიული რეაქციებისგან გამოწვეულ დისკომფორტს.
  • ატენიანებს და კვებავს დერმას.
  • ებრძვის დაბერების პროცესს.
  • ავიწროებს ფორებს.

ლოკოკინის კოსმეტიკა მხოლოდ სახეზე არ გამოიყენება. არსებობს ხელების და ტანის მოვლის პროდუქტებიც.

ვის მოუხდება ლოკოკინის მუცინის ექსტრაქტზე დამზადებული პროდუქცია და როგორ უნდა გამოიყენოთ ის სწორად?

მუცინის შემცველობის კოსმეტიკური პროდუქტები, პირველ რიგში რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აქვს გაუწყლოვება, მშრალი და დამჭკნარი კანი. კრემები განსაკუთრებით აქტუალურია 35-40 წლის ასაკის ქალებისთვის. კრემი მცირე რაოდენობით, თხელ ფენად უნდა დაიტანოთ სახეზე. მას უნიკალური ტექსტურა აქვს. მოერიდეთ მის გამოყენებას ბაზის სახით, მაკიაჟის ქვეშ. საუკეთესოა, თუ მას ღამე, ძილის წინ წაისვამთ.

სასწაული გარანტირებულია, მაგრამ არა მაშინვე! ნებისმიერ კანის კრემს აქვს „დაგროვებითი“ ეფექტი, ის უნდა წაისვათ რეგულარულად და სწორად, როგორც წესი, შედეგს 2 თვეში დაინახავთ.

საქართველოში, ცნობილი კორეული ბრენდი „მიზონი“ PSP-ს სააფთიაქო ქსელშია წარმოდგენილი. “მიზონის“ ყველა პროდუქტი ჰიპოალერგიული, უსაფრთხო და ეფექტურია. ის განკუთვნილია ნებისმიერი ასაკისა და ტიპის კანისათვის.

ყველაზე მოთხოვნადი „მიზონის“ ლოკოკინის ხაზია. კოსმეტიკა, რომელიც ლოკოკინის მუცინის ექსტრაქტზეა დამზადებული, კანს აახალგაზრდავებს და ტონუსს მატებს. ლოკოკინის მუცინი კანს ჯანმრთელ და ნათელ ფერს ანიჭებს და ნაოჭების წარმოქმნას აფერხებს. „მიზონის“ ასორტიმენტი კრემებს, ნაჭრის ნიღბებს, აკნეს სამკურნალო საშუალებებს, შრატებს, ტონიკებს, პლასტირებს, სკრაბებს, თვალის ფირფიტებს და დასაბან ქაფებს აერთიანებს.

გაეცანი მშენებარე და ახალაშენებული ბინების გეგმარებებსა და ფასებს, ერთ ვებგვერდზე - House.ge

შეიძინე რაც გაგიხარდება, Extra.ge-ზე სააღდგომო ფასდაკლებები დაწყო

რატომ აღარ გვხვდება ფასდაკლებული პროდუქტი სუპერმარკეტების დახლებზე აქციის დროს?