სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯიშკარიანის თხოვნა იყო, რომ იქნებ მორიგებულიყვნენ და არ გახმაურებულიყო ეს ამბავი" - რას ჰყვება თამთა თოდაძის ადვოკატი
"ჯიშკარიანის თხოვნა იყო, რომ იქნებ მორიგებულიყვნენ და არ გახმაურებულიყო ეს ამბავი" - რას ჰყვება თამთა თოდაძის ადვოკატი

ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თამ­თა თო­და­ძის დე­დას­თან ჰქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია ილია ჯიშ­კა­რი­ა­ნის მე­გო­ბარს. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იგი შეხ­ვდა ილია ჯიშ­კა­რი­ანს და მის ოჯა­ხის წევ­რს და მათი თხოვ­ნა იყო, რომ იქ­ნებ მო­რი­გე­ბუ­ლიყ­ვნენ და არ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი­ყო ეს ამ­ბა­ვი, - ამის შე­სა­ხებ თამ­თა თო­და­ძის ად­ვო­კატ­მა თა­მუ­ნა ლუ­კა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს პო­ლი­ცი­ას­თან გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც ამ­ჟა­მად ჩვე­ნე­ბას გა­მომ­ძი­ე­ბელს თამ­თა თო­და­ძის დედა, ხა­თუ­ნა ოქ­რო­პი­რი­ძე აძ­ლევს.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­ტა­ლებ­ზე სწო­რედ თამ­თა თო­და­ძის დედა ისა­უბ­რებს. რო­გორც თამ­თა თო­და­ძის ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, ეს კო­მუ­ნი­კა­ცია 3 დღის წინ, 2 ოქ­ტომ­ბერს შედ­გა.

„გა­მომ­ძი­ე­ბელს ჰქონ­და შე­კი­თხვე­ბი თამ­თას­თან და თამ­თას დე­დას­თან იმ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ილია ჯიშ­კა­რი­ა­ნის ახ­ლობ­ლე­ბის მხრი­დან, მისი თხოვ­ნით, რო­გორც ჩანს, გან­ხორ­ცი­ელ­და კო­მუ­ნი­კა­ცია თამ­თას დე­დას­თან, რომ მომ­ხდა­რი­ყო მო­რი­გე­ბა, რათა მომ­ხდა­რი­ყო ამ ფაქ­ტის უარ­ყო­ფა და არ მომ­ხდა­რი­ყო შემ­დგო­მი წარ­მარ­თვა გა­მო­ძი­ე­ბის. ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მის­ცა თამ­თამ ჩვე­ნე­ბა, რად­გან მას აქვს დე­დის­გან ინ­ფორ­მა­ცია ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ასე­ვე ჩვენს მიერ გა­მო­ძი­ე­ბას მი­ე­წო­და ინ­ფორ­მა­ცია თამ­თას ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვი­ნა­ი­დან მას და­უმ­ძიმ­და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა იმ სა­ღა­მო­დან და ჩავ­რთეთ მას­თან სა­მუ­შა­ოდ ფსი­ქო­ლო­გი,“- გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ პირს, ვი­საც თამ­თა თო­და­ძის დე­დას­თან ჰქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია, მას შემ­დეგ, რაც გა­მო­ძი­ე­ბას ჩვე­ნე­ბას მის­ცემს, თა­ვად ხა­თუ­ნა ოქ­რო­პი­რი­ძე და­ა­სა­ხე­ლებს.

თამ­თა თო­და­ძის ად­ვო­კა­ტის თქმით, მან ასე­ვე, გა­არ­კვია, რომ გა­მო­ძი­ე­ბამ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვი­დეო-კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი ამო­ი­ღო.

„გა­მომ­ძი­ე­ბე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ და­ათ­ვა­ლი­ე­რეს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ვი­დეო-კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც ნამ­დვი­ლად ჩანს, რომ თამ­თა გა­მო­დის შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან. დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა რად­გან ჩა­ტარ­და, შე­სა­ბა­მი­სად, დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქ­მიც საქ­მე­ში დევს,“ - გა­ნა­ცხა­და თა­მუ­ნა ლუ­კა­ვამ.

ლუ­კა­ვას თქმით, საქ­მე­ში არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს, რომ თამ­თას წი­ნა­აღ­მდეგ ნამ­დვი­ლად მოხ­და ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი, მაგ­რამ ილია ჯიშ­კა­რი­ა­ნის მი­მართ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი არ არის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, რაც სა­ჭი­რო იყო იმის­თვის, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრა­ლი კი­დევ უფრო გამ­ყა­რე­ბუ­ლი­ყო. ად­ვო­კა­ტის­ვე თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა დაგ­ვი­ა­ნე­ბით მოხ­და, ოფის­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი მომ­ხდარ ფაქტს ადას­ტუ­რებს.

"ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ში არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს, რომ ნამ­დვი­ლად მოხ­და ეს ფაქ­ტი თამ­თას წი­ნა­აღ­მდეგ, თუმ­ცა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი არ არის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ილია ჯიშ­კა­რი­ა­ნის მი­მართ, რაც სა­ჭი­რო იყო იმის­თვის, რომ კი­დევ უფრო გამ­ყა­რე­ბუ­ლი­ყო მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრა­ლი. მა­გა­ლი­თად, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა მოხ­და ძა­ლი­ან დაგ­ვი­ა­ნე­ბით, მა­შინ რო­დე­საც ფაქ­ტობ­რი­ვად და­ლა­გე­ბუ­ლი იყო ოფი­სი და არ არ­სე­ბობ­და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ინც იქნა ამო­ღე­ბუ­ლი ოფი­სი­დან ნივ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და რომ­ლე­ბიც ადას­ტუ­რებს, რომ რე­ა­ლუ­რად იქ შემ­თხვე­ვას ჰქონ­და ად­გი­ლი. ჩვე­ნი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა და მო­ლო­დი­ნი არის ის, რომ მას აუ­ცი­ლებლდ წა­უ­ყე­ნე­ბენ ბრალს, იმი­ტომ, რომ საქ­მე­ში არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს ფაქტს", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ საკ­რე­ბუ­ლოს თა­ნამ­შრო­მე­ლი თამ­თა თო­და­ძე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტატს, ის­ნის მა­ჟო­რი­ტარს ილია ჯიშ­კა­რი­ანს სექ­სუ­ა­ლურ და ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ჯიშკარიანის თხოვნა იყო, რომ იქნებ მორიგებულიყვნენ და არ გახმაურებულიყო ეს ამბავი" - რას ჰყვება თამთა თოდაძის ადვოკატი

"ჯიშკარიანის თხოვნა იყო, რომ იქნებ მორიგებულიყვნენ და არ გახმაურებულიყო ეს ამბავი" - რას ჰყვება თამთა თოდაძის ადვოკატი

ჩემი ინფორმაციით, თამთა თოდაძის დედასთან ჰქონდა კომუნიკაცია ილია ჯიშკარიანის მეგობარს. მისი ინფორმაციით, იგი შეხვდა ილია ჯიშკარიანს და მის ოჯახის წევრს და მათი თხოვნა იყო, რომ იქნებ მორიგებულიყვნენ და არ გახმაურებულიყო ეს ამბავი, - ამის შესახებ თამთა თოდაძის ადვოკატმა თამუნა ლუკავამ ჟურნალისტებს პოლიციასთან განუცხადა, სადაც ამჟამად ჩვენებას გამომძიებელს თამთა თოდაძის დედა, ხათუნა ოქროპირიძე აძლევს.

ადვოკატის ინფორმაციით, დეტალებზე სწორედ თამთა თოდაძის დედა ისაუბრებს. როგორც თამთა თოდაძის ადვოკატი ამბობს, ეს კომუნიკაცია 3 დღის წინ, 2 ოქტომბერს შედგა.

„გამომძიებელს ჰქონდა შეკითხვები თამთასთან და თამთას დედასთან იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ილია ჯიშკარიანის ახლობლების მხრიდან, მისი თხოვნით, როგორც ჩანს, განხორციელდა კომუნიკაცია თამთას დედასთან, რომ მომხდარიყო მორიგება, რათა მომხდარიყო ამ ფაქტის უარყოფა და არ მომხდარიყო შემდგომი წარმართვა გამოძიების. ამ საკითხთან დაკავშირებით მისცა თამთამ ჩვენება, რადგან მას აქვს დედისგან ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და ასევე ჩვენს მიერ გამოძიებას მიეწოდა ინფორმაცია თამთას ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მას დაუმძიმდა ფსიქოლოგიური მდგომარეობა იმ საღამოდან და ჩავრთეთ მასთან სამუშაოდ ფსიქოლოგი,“- განაცხადა ადვოკატმა.

მისივე ინფორმაციით, იმ პირს, ვისაც თამთა თოდაძის დედასთან ჰქონდა კომუნიკაცია, მას შემდეგ, რაც გამოძიებას ჩვენებას მისცემს, თავად ხათუნა ოქროპირიძე დაასახელებს.

თამთა თოდაძის ადვოკატის თქმით, მან ასევე, გაარკვია, რომ გამოძიებამ შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეო-კამერების ჩანაწერები ამოიღო.

„გამომძიებელის ინფორმაციით, მათ დაათვალიერეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეო-კამერების ჩანაწერები, სადაც ნამდვილად ჩანს, რომ თამთა გამოდის შემთხვევის ადგილიდან. დათვალიერება რადგან ჩატარდა, შესაბამისად, დათვალიერების ოქმიც საქმეში დევს,“ - განაცხადა თამუნა ლუკავამ.

ლუკავას თქმით, საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ თამთას წინააღმდეგ ნამდვილად მოხდა ძალადობის ფაქტი, მაგრამ ილია ჯიშკარიანის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები არ არის ჩატარებული, რაც საჭირო იყო იმისთვის, რომ მის წინააღმდეგ ბრალი კიდევ უფრო გამყარებულიყო. ადვოკატისვე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაგვიანებით მოხდა, ოფისში აღმოჩენილი დაზიანებული ნივთები მომხდარ ფაქტს ადასტურებს.

"ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ ნამდვილად მოხდა ეს ფაქტი თამთას წინააღმდეგ, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები არ არის ჩატარებული ილია ჯიშკარიანის მიმართ, რაც საჭირო იყო იმისთვის, რომ კიდევ უფრო გამყარებულიყო მის წინააღმდეგ ბრალი. მაგალითად, შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოხდა ძალიან დაგვიანებით, მაშინ როდესაც ფაქტობრივად დალაგებული იყო ოფისი და არ არსებობდა მტკიცებულებები, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მაინც იქნა ამოღებული ოფისიდან ნივთები, რომლებიც არის დაზიანებული და რომლებიც ადასტურებს, რომ რეალურად იქ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. ჩვენი მთავარი მოთხოვნა და მოლოდინი არის ის, რომ მას აუცილებლდ წაუყენებენ ბრალს, იმიტომ, რომ საქმეში არის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს ფაქტს", - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე „ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს