სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"
"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"

"პუ­ტი­ნის მზა­რე­უ­ლის" გარ­შე­მო სკან­და­ლი გრძელ­დე­ბა. ამე­რი­კამ ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნი­სა და მისი გა­რე­მოც­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ახა­ლი სან­ქცი­ე­ბი და­ა­წე­სა. ამ­ჯე­რად, ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, პრი­გო­ჟი­ნის დღემ­დე უც­ნო­ბი სამი თვითმფრი­ნა­ვი­სა და იახ­ტის (Святой Витамин) შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი. სი­ა­ში, რო­მელ­ზეც ამე­რი­კის სან­ქცი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა, ასე­ვე მოხ­ვდა მისი სხვა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, კერ­ძოდ კი, Beratex, Linburg, Autolex-ის კომ­პა­ნი­ებ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი კუთ­ვნი­ლი M-VITO დაფ­რი­ნავ­და სუ­დან­ში, ეთი­ო­პი­ა­ში, ლი­ბი­ა­ში, არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­ში, სომ­ხეთ­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში. novayagazeta.ru-ს ცნო­ბით, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც "ამ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბას რის­კა­ვენ და "პრო­გო­ჟი­ნის სა­ძა­გელ საქ­მი­ა­ნო­ბას" ხელს უწყო­ბენ, შე­საძ­ლოა, იმ სი­ა­ში შეყ­ვა­ნონ, რომ­ლებ­ზეც სან­ქცი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა".

აღ­ნიშ­ნულ სი­ა­ში უკვე აღ­მოჩ­ნდა პრი­გო­ჟი­ნის "ინ­ტერ­ნეტ-კვლე­ვის სა­ა­გენ­ტო" და მისი 6 თა­ნამ­შრო­მე­ლი. ამე­რი­კის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ შექ­მნილ სი­ა­შია თა­ვად პრი­გო­ჟი­ნი და სა­ა­გენ­ტოს 4 თა­ნამ­შრო­მე­ლი, ჯე­ი­ჰან ნა­სი­მი ოღლი ას­ლა­ნო­ვი, მი­ხა­ილ ბურ­ჩი­კი, ვა­დიმ პოკ­დო­პა­ე­ვი და ვლა­დი­მერ ვენ­კო­ვი. უფრო მე­ტიც, პრი­გო­ჟი­ნი 2016 წლი­დან სპე­ცი­ა­ლურ ოთხე­ულ­ში შე­დის. თუმ­ცა, ამ დრო­ის­თვის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ახ­ლე­ბი არი­ან მისი კომ­პა­ნი­ო­ნე­ბი - იგორ ნეს­ტე­რო­ვი და დე­ნის კუზ­მი­ნი. ორი­ვე მათ­გა­ნი 2016 წლის ამე­რი­კის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვა­ში არი­ან ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი.

"ისი­ნი რო­გორც ამე­რი­კის შიგ­ნით, ასე­ვე მის სა­ზღვრებს გა­რეთ, ქვეყ­ნის პარტნი­ო­რებ­სა და მო­კავ­ში­რე­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, აშშ-ის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ცდი­ლობ­დნენ", - ნათ­ქვა­მია ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მაიკ პომ­პე­ოს გან­ცხა­დე­ბა­ში. მი­სი­ვე თქმით, ახ­ლან­დე­ლი ქმე­დე­ბე­ბი მხო­ლოდ რუსი სუ­ბი­ექ­ტე­ბის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი, "თუმ­ცა, ამე­რი­კა დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცე­სებს თა­ვი­სი ყვე­ლა მო­წი­ნა­აღ­მდე­გის­გან იცავს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, რუ­სე­თის, ირა­ნი­სა და ჩი­ნე­თის­გან, რომ­ლე­ბიც 2020 წლის არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვას შე­ეც­დე­ბი­ან", - ნათ­ქვა­მია ამე­რი­კის ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, გა­სულ წელს ამე­რი­კის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო 13 რუ­სულ კომ­პა­ნი­ა­სა და მო­ქა­ლა­ქეს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და ამე­რი­კის არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვა­ში.

"ვა­შინგტონ­ში მი­აჩ­ნი­ათ, რომ რუ­სე­თი­დან მომ­დი­ნა­რე მას­შტა­ბურ­მა დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ამ და ინ­ტერ­ნეტ-ტრო­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს ით­ვი­სე­ბენ, 126 მლნ ამე­რი­კე­ლის ყუ­რა­დღე­ბის მი­პყრო­ბა შეძ­ლო და ამა­ში "მოს­კო­ვის ხელი" ურე­ვია. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ქმნი­ან ფიქ­ტი­ურ ექა­უნ­თებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ავ­რცე­ლე­ბენ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას, რათა მო­სახ­ლე­ო­ბას დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მი­მართ რწმე­ნა შე­ურ­ყი­ონ. პრო­კუ­რო­რი მი­უ­ლე­რი თა­ვის ან­გა­რიშ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ პრი­გო­ჟი­ნის კომ­პა­ნია ბა­ზი­რე­ბუ­ლია სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში და და­საქ­მე­ბუ­ლი ჰყავს რუ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში თავს ამე­რი­კე­ლე­ბად ასა­ღე­ბენ, ისი­ნი ავ­რცე­ლე­ბენ ექ­სტრე­მის­ტულ გან­ცხა­დე­ბებს რა­სობ­რივ პრობ­ლე­მებ­ზე, სექ­სუ­ა­ლურ იდენ­ტო­ბა­ზე და ა.შ. და აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ამე­რი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მო­სახ­ლე­ო­ბის ურ­თი­ერ­თო­ბის გამ­წვა­ვე­ბას ცდი­ლო­ბენ. კონ­გრეს­ში გან­ხილ­ვა­ზე ამას უწო­დეს "ტრო­ლე­ბის ფაბ­რი­კა", რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე ად­გილ­ზე ან­ტი­ის­ლა­მის­ტუ­რი მი­ტინ­გის ორ­გა­ნი­ზე­ბა შეძ­ლო, რათა კონ­ფლიქ­ტი გამ­წვა­ვე­ბუ­ლი­ყო. მათ ასე­ვე, გახ­სნეს "ფეიქ ექა­უნ­თი" Instagram-ში, სა­ხელ­წო­დე­ბით, "გა­მო­ცო­ცხლდით შა­ვე­ბო", რაც რა­სობ­რი­ვი პრო­ტეს­ტის აგო­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა", - წერს გა­მო­ცე­მა.

ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნი "ინ­ტერ­ნეტ-კვლე­ვის სა­ა­გენ­ტოს­თან" რა­ი­მე­ნა­ირ კავ­შირს უარ­ყოფს და ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც და­წე­რა. თუმ­ცა, უკვე ცნო­ბი­ლია, რომ "პუ­ტი­ნის პი­რა­დი მზა­რე­უ­ლი" მხო­ლოდ "ტრო­ლე­ბის ფაბ­რი­კის" დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი კი არა, კუ­რა­ტო­რიც არის.

novayagazeta.ru-ს ცნო­ბით, 80-იან წლებ­ში პრი­გო­ჟინ­მა თაღ­ლი­თო­ბი­სა და ყა­ჩა­ღო­ბის­თვის ცი­ხე­ში 9 წელი გა­ა­ტა­რა. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ კი, კვე­ბის ბიზ­ნესს მოჰ­კი­და ხელი, ძი­რი­თა­დად, ელი­ტურ რეს­ტორ­ნებ­სა და მა­ღა­ზი­ებს პრო­დუქ­ტით ამა­რა­გებ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, თა­ვი­სი რეს­ტორ­ნე­ბის ქსე­ლიც გახ­სნა.

2001 წელს ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა მის ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ჟაკ ში­რა­კი და­პა­ტი­ჟა. მა­შინ New York Times წერ­და, რომ ფრანგ პრე­ზი­დენტს თა­ვად პრი­გო­ჟინ­მა მო­უმ­ზა­და კერ­ძე­ბი. ამას რუ­სუ­ლი მე­დია ასა­ი­დუმ­ლო­ებ­და, თუმ­ცა, ის და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ობი­ექ­ტივ­ში მოხ­ვდა და ამის შემ­დეგ, მეტ­სა­ხე­ლი "პუ­ტი­ნის შეფ-მზა­რე­უ­ლი უწო­დეს".

2002 წელს, უკვე პუ­ტი­ნის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ­მა პრი­გო­ჟინ­მა, სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში გა­მარ­თულ სა­მიტ­ზე ჯორჯ ბუშს მი­არ­თვა ხი­ზი­ლა­ლა და ტრუ­ფე­ლი. ამე­რი­კუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, მას შემ­დეგ, პრი­გო­ჟინს მოს­კო­ვი­სა და პე­ტერ­ბურ­გის სკო­ლე­ბი­სა და ელი­ტა­რუ­ლი სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბის საკ­ვე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და­ა­ვა­ლეს. ამ კონ­ტრაქ­ტის ფარ­გლებ­ში, მან და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი მი­ი­ღო.

პრი­გო­ჟი­ნი ახლა კუ­ლი­ნა­რი­ულ კერ­ძებს აღარ ამ­ზა­დებს, ის "სა­ერ­თა­შო­რი­სო შეთ­ქმუ­ლე­ბე­ბის შეფ-მზა­რე­უ­ლია" - ის ჩარ­თუ­ლია თით­ქმის ყვე­ლა­ფერ­ში - და­წყე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვი­დან, დამ­თავ­რე­ბუ­ლი პუ­ტი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი გა­მო­ცე­მე­ბის შექ­მნი­თა და სი­რი­ა­ში ბა­შარ ასა­დის რე­ჟი­მის დამ­ცვე­ლად, რუსი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლე­ბის გაგ­ზავ­ნით.

Washington Post-ის ცნო­ბით, კონ­კრე­ტუ­ლად პრი­გო­ჟინ­მა გას­ცა ბრძა­ნე­ბა, რომ მის მიერ და­ქი­რა­ვე­ბულ Вагнер-ის მე­ომ­რებს ამე­რი­კელ სამ­ხედ­რო­ებ­ზე მი­ე­ტა­ნათ იე­რი­ში, რომ­ლე­ბიც 2018 წლის თე­ბერ­ვალ­ში სი­რი­ის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში იყ­ვნენ დის­ლო­ცი­რე­ბულ­ნი. ამე­რი­კუ­ლი წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, მათ ხელთ ჩა­უ­ვარ­დათ ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, რუ­სე­ბი ტე­ლე­ფო­ნით გა­დას­ცემ­დნენ ცნო­ბებს თა­ვი­ან­თი და­ნა­კარ­გის, კონ­კრე­ტუ­ლად, 210 მე­ომ­რის და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ", - წერს გა­მო­ცე­მა.

რო­გორც და­სავ­ლეთ­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, "პუ­ტი­ნის მზა­რე­უ­ლი" მისი სის­ტე­მის მხო­ლოდ ნა­წი­ლია და "ტრო­ლე­ბის ფაბ­რი­კა" მუ­შა­ო­ბას კვლა­ვაც გა­ნაგ­რძობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"

"პუტინის მზარეულის" გარშემო სკანდალი გრძელდება. ამერიკამ ევგენი პრიგოჟინისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ამჯერად, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული, პრიგოჟინის დღემდე უცნობი სამი თვითმფრინავისა და იახტის (Святой Витамин) შესახებ გახდა ცნობილი. სიაში, რომელზეც ამერიკის სანქციები ვრცელდება, ასევე მოხვდა მისი სხვა უძრავი ქონება, კერძოდ კი, Beratex, Linburg, Autolex-ის კომპანიებში რეგისტრირებული უძრავი ქონება.

არსებული ინფორმაციით, მისი კუთვნილი M-VITO დაფრინავდა სუდანში, ეთიოპიაში, ლიბიაში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, სომხეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. novayagazeta.ru-ს ცნობით, ორგანიზაციები, რომლებიც "ამ სატრანსპორტო საშუალებების მომსახურებას რისკავენ და "პროგოჟინის საძაგელ საქმიანობას" ხელს უწყობენ, შესაძლოა, იმ სიაში შეყვანონ, რომლებზეც სანქციები ვრცელდება".

აღნიშნულ სიაში უკვე აღმოჩნდა პრიგოჟინის "ინტერნეტ-კვლევის სააგენტო" და მისი 6 თანამშრომელი. ამერიკის სპეციალური სამსახურის მიერ შექმნილ სიაშია თავად პრიგოჟინი და სააგენტოს 4 თანამშრომელი, ჯეიჰან ნასიმი ოღლი ასლანოვი, მიხაილ ბურჩიკი, ვადიმ პოკდოპაევი და ვლადიმერ ვენკოვი. უფრო მეტიც, პრიგოჟინი 2016 წლიდან სპეციალურ ოთხეულში შედის. თუმცა, ამ დროისთვის ჩამონათვალში ახლები არიან მისი კომპანიონები - იგორ ნესტეროვი და დენის კუზმინი. ორივე მათგანი 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში არიან ეჭვმიტანილი.

"ისინი როგორც ამერიკის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ, ქვეყნის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან მიმართებაში, აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებას ცდილობდნენ", - ნათქვამია ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებაში. მისივე თქმით, ახლანდელი ქმედებები მხოლოდ რუსი სუბიექტებისკენ არის მიმართული, "თუმცა, ამერიკა დემოკრატიულ პროცესებს თავისი ყველა მოწინააღმდეგისგან იცავს, განსაკუთრებით კი, რუსეთის, ირანისა და ჩინეთისგან, რომლებიც 2020 წლის არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან", - ნათქვამია ამერიკის ოფიციალურ განცხადებაში.

გამოცემის ცნობით, გასულ წელს ამერიკის იუსტიციის სამინისტრო 13 რუსულ კომპანიასა და მოქალაქეს ადანაშაულებდა ამერიკის არჩევნებში ჩარევაში.

"ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ რუსეთიდან მომდინარე მასშტაბურმა დეზინფორმაციამ და ინტერნეტ-ტროლებმა, რომლებიც ძირითადად, სოციალურ ქსელებს ითვისებენ, 126 მლნ ამერიკელის ყურადღების მიპყრობა შეძლო და ამაში "მოსკოვის ხელი" ურევია. ორგანიზაციები ქმნიან ფიქტიურ ექაუნთებს სოციალურ ქსელებში და მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რათა მოსახლეობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ რწმენა შეურყიონ. პროკურორი მიულერი თავის ანგარიშში აღნიშნავს, რომ პრიგოჟინის კომპანია ბაზირებულია სანკტ-პეტერბურგში და დასაქმებული ჰყავს რუსები, რომლებიც სოციალურ ქსელებში თავს ამერიკელებად ასაღებენ, ისინი ავრცელებენ ექსტრემისტულ განცხადებებს რასობრივ პრობლემებზე, სექსუალურ იდენტობაზე და ა.შ. და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ამერიკის ხელისუფლებასთან მოსახლეობის ურთიერთობის გამწვავებას ცდილობენ. კონგრესში განხილვაზე ამას უწოდეს "ტროლების ფაბრიკა", რომელმაც რამდენიმე ადგილზე ანტიისლამისტური მიტინგის ორგანიზება შეძლო, რათა კონფლიქტი გამწვავებულიყო. მათ ასევე, გახსნეს "ფეიქ ექაუნთი" Instagram-ში, სახელწოდებით, "გამოცოცხლდით შავებო", რაც რასობრივი პროტესტის აგორებას ემსახურება", - წერს გამოცემა.

ევგენი პრიგოჟინი "ინტერნეტ-კვლევის სააგენტოსთან" რაიმენაირ კავშირს უარყოფს და ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც დაწერა. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ "პუტინის პირადი მზარეული" მხოლოდ "ტროლების ფაბრიკის" დამფინანსებელი კი არა, კურატორიც არის.

novayagazeta.ru-ს ცნობით, 80-იან წლებში პრიგოჟინმა თაღლითობისა და ყაჩაღობისთვის ციხეში 9 წელი გაატარა. გათავისუფლების შემდეგ კი, კვების ბიზნესს მოჰკიდა ხელი, ძირითადად, ელიტურ რესტორნებსა და მაღაზიებს პროდუქტით ამარაგებდა. მოგვიანებით კი, თავისი რესტორნების ქსელიც გახსნა.

2001 წელს ვლადიმერ პუტინმა მის ერთ-ერთ რესტორანში საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი დაპატიჟა. მაშინ New York Times წერდა, რომ ფრანგ პრეზიდენტს თავად პრიგოჟინმა მოუმზადა კერძები. ამას რუსული მედია ასაიდუმლოებდა, თუმცა, ის დასავლური მედიის ობიექტივში მოხვდა და ამის შემდეგ, მეტსახელი "პუტინის შეფ-მზარეული უწოდეს".

2002 წელს, უკვე პუტინის ნდობით აღჭურვილმა პრიგოჟინმა, სანკტ-პეტერბურგში გამართულ სამიტზე ჯორჯ ბუშს მიართვა ხიზილალა და ტრუფელი. ამერიკული მედიის ცნობით, მას შემდეგ, პრიგოჟინს მოსკოვისა და პეტერბურგის სკოლებისა და ელიტარული სამხედრო ნაწილების საკვებით უზრუნველყოფა დაავალეს. ამ კონტრაქტის ფარგლებში, მან დაახლოებით მილიარდი დოლარი მიიღო.

პრიგოჟინი ახლა კულინარიულ კერძებს აღარ ამზადებს, ის "საერთაშორისო შეთქმულებების შეფ-მზარეულია" - ის ჩართულია თითქმის ყველაფერში - დაწყებული არჩევნებში ჩარევიდან, დამთავრებული პუტინის მხარდამჭერი გამოცემების შექმნითა და სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დამცველად, რუსი დაქირავებულების გაგზავნით.

Washington Post-ის ცნობით, კონკრეტულად პრიგოჟინმა გასცა ბრძანება, რომ მის მიერ დაქირავებულ Вагнер-ის მეომრებს ამერიკელ სამხედროებზე მიეტანათ იერიში, რომლებიც 2018 წლის თებერვალში სირიის აღმოსავლეთ ნაწილში იყვნენ დისლოცირებულნი. ამერიკული წყაროების ცნობით, მათ ხელთ ჩაუვარდათ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუსები ტელეფონით გადასცემდნენ ცნობებს თავიანთი დანაკარგის, კონკრეტულად, 210 მეომრის დაღუპვის შესახებ", - წერს გამოცემა.

როგორც დასავლეთში აღნიშნავენ, "პუტინის მზარეული" მისი სისტემის მხოლოდ ნაწილია და "ტროლების ფაბრიკა" მუშაობას კვლავაც განაგრძობს.

კობი ბრაიანტის ავიაკატასტროფის ახალი დეტალები - რას ამბობს პილოტი უკანასკნელ ჩანაწერში

"სიკვდილამდე დედას წერილი მიწერა, აფრიკაში მგზავნიანო..." - "პუტინის მზარეულის" მიერ დახოცილი "უხილავი" მებრძოლები ლიბიაში

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს - "ლიკვიდაციის თაობაზე დავალება რუსეთის ხელისუფლებამ გასცა"