პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი, ისევე როგორც ბევრი ქართველის ოცნებაა, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა" - აპირებს თუ არა თინა კანდელაკი საქართველოს პრეზიდენტობას?
"ჩემი, ისევე როგორც ბევრი ქართველის ოცნებაა, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა" - აპირებს თუ არა თინა კანდელაკი საქართველოს პრეზიდენტობას?

ტე­ლე­წამ­ყვან­მა და ბიზ­ნეს­ლე­დიმ თინა კან­დე­ლაკ­მა Sputnik Грузия-სთან ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა და ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

"ის რომ 2012 წელს ამ­ბობ­დნენ, ჩემი ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის თა­ო­ბა­ზე, სპე­კუ­ლა­ცია იყო და ეს ხდე­ბა რე­გუ­ლა­რუ­ლად. აქ­ტი­უ­რი სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცია არ ნიშ­ნავს იმას, რომ პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლას ვა­პი­რებ.

მე ძა­ლი­ან მკვეთ­რი პო­ზი­ცია მაქვს: ვთვლი, რომ რუ­სე­თი ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რია. ჩემი, ისე­ვე რო­გორც ბევ­რი ქარ­თვე­ლის ოც­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რო­ბენ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, არის ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა რუ­სეთ­თან, თუმ­ცა ამას რო­გორ შევ­ძლებთ არ ვიცი.

ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი რომ მქონ­დეს, რომ ვი­ცო­დე რო­გორ ვუ­ხელ­მძღვა­ნე­ლო, რო­გო­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დავ­დგა და ვიყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი შე­დეგ­ში, ავ­დგე­ბო­დი და ვი­ტყო­დი: იცით, მე მინ­და დავ­ბრუნ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში და ვუ­ხელ­მძღვა­ნე­ლო ამ პრო­ცესს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, არ მაქვს პა­სუ­ხი ამ კი­თხვა­ზე. ვი­მე­დოვ­ნებ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვინ­მე უხელ­მძღვა­ნე­ლებს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის და­ლა­გე­ბის პრო­ცესს, რაც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

აი, პრე­მი­ე­რი მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე იყო, ახლა ახა­ლი პრე­მი­ე­რი ჰყავს სა­ქათ­ვე­ლოს, ბა­ტო­ნი გა­ხა­რია. ეს დიდი გა­მოც­დაა. ყო­ველ ჯერ­ზე პო­ლი­ტი­კა­ში ახალ პრე­მი­ერს ან პრე­ზი­დენტს ხვდე­ბი­ან აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით და აცი­ლე­ბენ სა­მა­რი­სე­ბუ­რი მდუ­მა­რე­ბით, იმი­ტომ რომ ნდო­ბის ხა­რის­ხი უცებ ეცე­მა. ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში კი ეს ფორ­მუ­ლა - სიყ­ვა­რუ­ლი­დან სი­ძულ­ვი­ლამ­დე, კარ­გად მუ­შა­ობს" - ამ­ბობს ინ­ტერ­ვი­უ­ში კან­დე­ლა­კი.

ჟურ­ნა­ლისტ ალექ­სეი სტე­ფა­ნო­ვის კი­თხვა­ზე, რომ შეს­თა­ვა­ზონ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტო­ბა, რამ­დენ ხანს იფიქ­რებ­და, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი პა­სუ­ხობს:

"მა­შინ­ვე ვუ­პა­სუ­ხებ­დი - არა. პირ­ვე­ლი, იმი­ტომ რომ სა­ქარ­თვე­ლო სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კაა. მე­ო­რე - რო­დე­საც, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მო­ვი­და ამ პოსტზე, ამ­ბობ­დნენ რომ, ეს არის გა­მო­ჩე­ნი­ლი ქალი, ევ­რო­პა­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბით. მაგ­რამ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ბევ­რი ქარ­თვე­ლი იზი­ა­რებს ჩემს მო­საზ­რე­ბას - არა­ფე­რი აღ­სა­ნიშ­ნა­ვი მას პრე­ზი­დენ­ტის რან­გში ჯერ არ გა­უ­კე­თე­ბია. მის მი­მართ ბევ­რი შე­კი­თხვა დაგ­როვ­და და სა­უ­ბა­რია იმ­პიჩ­მენტზეც.

ყვე­ლა­ზე ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან: რო­გორ ას­წრებთ ყვე­ლა­ფერს? ვი­სარ­გებ­ლებ შემ­თხვე­ვით და პრე­ზი­დენ­ტო­ბის შე­სა­ხებ დას­მულ კი­თხვა­ზე გი­პა­სუ­ხებთ: იცით რა­ტომ ვას­წრებ? მხო­ლოდ იმას ვა­კე­თებ, რისი გა­კე­თე­ბაც ყვე­ლა­ზე კარ­გად შე­მიძ­ლია.

მე შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნი ვარ, ეს ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სა­ნამ იქ ბო­ლომ­დე არ გა­მო­ვავ­ლენ ჩემს შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, იქამ­დე შე­გიძ­ლი­ათ ჩემ­ზე არ ინერ­ვი­უ­ლოთ - სა­ქარ­თვე­ლო­ში არც პრე­ზი­დენ­ტად და არც პრე­მი­ე­რად მოს­ვლას არ ვა­პი­რებ. ხოლო, როცა ისე მდი­და­რი ვიქ­ნე­ბი, რო­გორც ტრამ­პი, ამის შე­სა­ხებ გა­ი­გებთ და მერე ვი­სა­უბ­როთ", - გან­მარ­ტა თინა კან­დე­ლაკ­მა sputnik-georgia-სთან სა­უბ­რი­სას.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიოგიო
0

კანდელაკი იქნება პრემიერი-ვასაძე პრეზიდენტი-დანარჩენ თანამდებობებს ივანიშვილი-იმათ დაურიგებს ვისაც პუტინი-უბრძანებს -ვისაც არ ესმის არ ჯერა -პრინციპში რასაც ეხლა აკეთებს-ამზადებს ნიადაგს2020-თვის-ყველა ვინც მის ნებას არ დაემორჩილება ან ციხეში ან ემიგრაციაში ან იარლიყით ნაც მოძრაობის მხარ დამჭერია- მომეცით ხმები მოითხოვს გინდათ,რომ იყოთ ამ ჭაობში- მშვიდად წყნარად:-უმასპინძლეთ კანდელაკს-უსმინეთ-გამრეკელის ქადაგებას- როგორ მოკლა დასავლეთმა100წლის წინ ილია.... 

მაია
0

რატომ მოიხსენებთ ქალბატონ თინა კანდელაკს ქართველად, სახელის და გვარის გამო?! :) რუსია ჩვეულებრივად, რუსეთში მიღწეული წარმატების და ქონებისპატრონი .... რატომ სთხოვთ საქართველოს სიყვარულს, ?! რაც უყვარს ყველაფერი აქვს ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ჩემი, ისევე როგორც ბევრი ქართველის ოცნებაა, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა" - აპირებს თუ არა თინა კანდელაკი საქართველოს პრეზიდენტობას?

"ჩემი, ისევე როგორც ბევრი ქართველის ოცნებაა, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა" - აპირებს თუ არა თინა კანდელაკი საქართველოს პრეზიდენტობას?

ტელეწამყვანმა და ბიზნესლედიმ თინა კანდელაკმა Sputnik Грузия-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებსა და ქართულ პოლიტიკაში მოსვლის შესაძლებლობაზე ისაუბრა.

"ის რომ 2012 წელს ამბობდნენ, ჩემი ქართულ პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე, სპეკულაცია იყო და ეს ხდება რეგულარულად. აქტიური სამოქალაქო პოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკაში წასვლას ვაპირებ.

მე ძალიან მკვეთრი პოზიცია მაქვს: ვთვლი, რომ რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ჩემი, ისევე როგორც ბევრი ქართველის ოცნება, რომლებიც ცხოვრობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, არის ურთიერთობის აღდგენა რუსეთთან, თუმცა ამას როგორ შევძლებთ არ ვიცი.

ამ კითხვაზე პასუხი რომ მქონდეს, რომ ვიცოდე როგორ ვუხელმძღვანელო, როგორი ნაბიჯები გადავდგა და ვიყო დარწმუნებული შედეგში, ავდგებოდი და ვიტყოდი: იცით, მე მინდა დავბრუნდე საქართველოში და ვუხელმძღვანელო ამ პროცესს, მაგრამ სამწუხაროდ, არ მაქვს პასუხი ამ კითხვაზე. ვიმედოვნებ, საქართველოში ვინმე უხელმძღვანელებს საგარეო პოლიტიკის დალაგების პროცესს, რაც საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

აი, პრემიერი მამუკა ბახტაძე იყო, ახლა ახალი პრემიერი ჰყავს საქათველოს, ბატონი გახარია. ეს დიდი გამოცდაა. ყოველ ჯერზე პოლიტიკაში ახალ პრემიერს ან პრეზიდენტს ხვდებიან აღფრთოვანებით და აცილებენ სამარისებური მდუმარებით, იმიტომ რომ ნდობის ხარისხი უცებ ეცემა. ქართულ პოლიტიკაში კი ეს ფორმულა - სიყვარულიდან სიძულვილამდე, კარგად მუშაობს" - ამბობს ინტერვიუში კანდელაკი.

ჟურნალისტ ალექსეი სტეფანოვის კითხვაზე, რომ შესთავაზონ საქართველოს პრეზიდენტობა, რამდენ ხანს იფიქრებდა, ტელეწამყვანი პასუხობს:

"მაშინვე ვუპასუხებდი - არა. პირველი, იმიტომ რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა. მეორე - როდესაც, სალომე ზურაბიშვილი მოვიდა ამ პოსტზე, ამბობდნენ რომ, ეს არის გამოჩენილი ქალი, ევროპაში მუშაობის გამოცდილებით. მაგრამ, დარწმუნებული ვარ ბევრი ქართველი იზიარებს ჩემს მოსაზრებას - არაფერი აღსანიშნავი მას პრეზიდენტის რანგში ჯერ არ გაუკეთებია. მის მიმართ ბევრი შეკითხვა დაგროვდა და საუბარია იმპიჩმენტზეც.

ყველაზე ხშირად მეკითხებიან: როგორ ასწრებთ ყველაფერს? ვისარგებლებ შემთხვევით და პრეზიდენტობის შესახებ დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ: იცით რატომ ვასწრებ? მხოლოდ იმას ვაკეთებ, რისი გაკეთებაც ყველაზე კარგად შემიძლია.

მე შემოქმედი ადამიანი ვარ, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. სანამ იქ ბოლომდე არ გამოვავლენ ჩემს შესაძლებლობებს, იქამდე შეგიძლიათ ჩემზე არ ინერვიულოთ - საქართველოში არც პრეზიდენტად და არც პრემიერად მოსვლას არ ვაპირებ. ხოლო, როცა ისე მდიდარი ვიქნები, როგორც ტრამპი, ამის შესახებ გაიგებთ და მერე ვისაუბროთ", - განმარტა თინა კანდელაკმა sputnik-georgia-სთან საუბრისას.