პოლიტიკა
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად გროვდება თქვენი პერსონალური მონაცემები და როგორ უნდა დაიცვათ ის - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პასუხები საჭირო კითხვებზე
სად გროვდება თქვენი პერსონალური მონაცემები და როგორ უნდა დაიცვათ ის - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პასუხები საჭირო კითხვებზე

ყო­ველ­დღი­უ­რად სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცია თუ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­ზე არა­ერთ პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემს აგ­რო­ვებს.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც, რომ მა­ღალ­გან­ვი­თა­რე­ბულ ტექ­ნო­ლო­გი­ურ ეპო­ქა­ში ვცხოვ­რობთ, სა­ი­ტე­ბი, აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი, თუ სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი, ჩვე­ნი­ვე გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი თან­ხმო­ბით, ჩვენს პერ­სო­ნა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას აგ­რო­ვე­ბენ და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მათ არა­ლე­გი­ტი­მუ­რად ხელ­მი­საწ­ვდომს ხდი­ან მე­სა­მე პი­რე­ბი­სათ­ვის.

პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე ენი­ჭე­ბა. ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად იზ­რდე­ბა პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა მო­ცუ­ლო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად იზ­რდე­ბა მათი უკა­ნო­ნოდ გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და გავ­რცე­ლე­ბის რის­კე­ბი. პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის უკა­ნო­ნოდ გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და გავ­რცე­ლე­ბის რის­კე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თი­თო­ე­ულ­მა ვი­ცო­დეთ, რა ით­ვლე­ბა ჩვენს პერ­სო­ნა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ად და ვის უნდა მივ­მარ­თოთ მათი დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში.

სა­ქარ­თვე­ლო­ში პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა­ზე კონ­ტროლს ახორ­ცი­ე­ლებს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რის აპა­რა­ტის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლეს.

  • რა ით­ვლე­ბა პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცე­მე­ბად?
  • რა შემ­თხვე­ვა­შია აკ­რძა­ლუ­ლი მათი და­მუ­შა­ვე­ბა ჩვე­ნი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე?
  • რო­დის უნდა მივ­მარ­თოთ სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურს?
  • რას აკე­თებს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის უკა­ნო­ნო და­მუ­შა­ვე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის?
  • რა სან­ქცი­ე­ბი ეკის­რე­ბათ სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვებს?

ამ კი­თხვე­ბით მივ­მარ­თეთ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის სა­ჯა­რო და კერ­ძო სექ­ტორ­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს აუ­დი­ტორს არ­ჩილ ჯა­ვე­ლი­ძეს და სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის იუ­რისტს ნინო ქუ­რას­ბე­დი­ანს.

არ­ჩილ ჯა­ვე­ლი­ძის თქმით, უწყე­ბა 2013 წლი­დან ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და, რო­გორც პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რის აპა­რა­ტი და ახორ­ცი­ე­ლებ­და პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა­ზე კონ­ტროლს. 2019 წლის 10 მა­ისს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად უწყე­ბა გარ­და­იქ­მნა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რად და გა­ი­ზარ­და მისი ფუნ­ქცია-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბიც.

კერ­ძოდ, სამ­სა­ხურს და­ე­მა­ტა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­თა, მო­ხე­ლე­თა და მათ­თან გა­თა­ნაბ­რე­ბულ პირ­თა მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის ფუნ­ქცია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფუნ­ქცი­ის შეს­რუ­ლე­ბას სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი 2019 წლის 1-ელი ნო­ემ­ბრი­დან შე­უდ­გე­ბა.

რა შემ­თხვე­ვებ­ში შე­უძ­ლი­ათ მო­ქა­ლა­ქებს მი­მარ­თონ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურს?

ნინო ქუ­რას­ბე­დი­ა­ნი გვიხ­სნის, თუ რა გზე­ბით შე­უძ­ლია მო­ქა­ლა­ქეს უწყე­ბას მი­მარ­თოს, მისი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში:

"თუკი მო­ქა­ლა­ქე ჩათ­ვლის, რომ ად­გი­ლი აქვს მისი ან/და სხვა პი­რის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქტს, შე­უძ­ლია მო­მარ­თოს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურს. მო­მარ­თვა შე­საძ­ლე­ბე­ლია რამ­დე­ნი­მე გზით: შე­უძ­ლია წარ­მო­ად­გი­ნოს წე­რი­ლო­ბი­თი გან­ცხა­დე­ბა, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სა­ტე­ლე­ფო­ნო შე­ტყო­ბი­ნე­ბა ან/და მოგ­ვა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­სა (FACEBOOK) და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის ვებ-გვერ­დის (personaldata.ge) მეშ­ვე­ო­ბით.

ასე­ვე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია - inspect2, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ სამ­სა­ხურ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის. სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი მი­ღე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, იკ­ვლევს მას­ში მი­თი­თე­ბულ გა­რე­მო­ე­ბებს, შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი­დან ითხოვს წე­რი­ლო­ბით დო­კუ­მენ­ტებს, აწარ­მო­ებს პირ­თა გა­მო­კი­თხვას, ატა­რებს ად­გილ­ზე შე­მოწ­მე­ბებს და მო­ძი­ე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას - თუ დად­გინ­და კა­ნონ­დარ­ღვე­ვა იყე­ნებს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ზო­მებს.

რა ით­ვლე­ბა პერ­სო­ნა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ად, რომ­ლის გამ­ჟღავ­ნე­ბაც ფი­ზი­კუ­რი პი­რის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე და­უშ­ვე­ბე­ლია?

ნინო ქუ­რას­ბე­დი­ა­ნი: პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არის ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია პი­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა (მა­გა­ლი­თად სა­ხე­ლი, გვა­რი, სა­ი­დენ­თი­ფი­კა­ციო ნო­მე­რი, ფი­ზი­კუ­რი ან ქცე­ვის მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და ასე შემ­დეგ). სენ­სი­ტი­უ­რი ხა­სი­ა­თის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა პი­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, რე­ლი­გი­ურ ან ფი­ლო­სო­ფი­ურ მრწამს, ნა­სა­მარ­თლო­ბას, სქე­სობ­რივ ცხოვ­რე­ბას, პო­ლი­ტი­კურ შე­ხე­დუ­ლე­ბებს - გა­ნე­კუთ­ვნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემს, რო­მელ­თა დაც­ვის მიზ­ნით კა­ნონ­მდე­ბე­ლი აწე­სებს შე­და­რე­ბით მა­ღალ სტან­დარტს, ვი­ნა­ი­დან ამ სა­ხის მო­ნა­ცე­მე­ბის პი­რის თან­ხმო­ბის გა­რე­შე გამ­ჟღავ­ნე­ბამ, შე­საძ­ლე­ბე­ლია მძი­მე შე­დე­გე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს.

რა სან­ქცი­ე­ბი მოქ­მე­დებს პი­რის პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის უკა­ნო­ნო და­მუ­შა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში?

ნინო ქუ­რას­ბე­დი­ა­ნი: სან­ქცი­ის სახე შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც ფუ­ლა­დი ჯა­რი­მა, ისე გაფრ­თხი­ლე­ბა. რო­მე­ლი მათ­გა­ნი უნდა იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, წყდე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით (სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ხა­სი­ა­თი, ინ­ტენ­სი­ვო­ბა, გან­მე­ო­რე­ბი­თო­ბა და ა.შ.). სა­მარ­თალ­დამ­რღვევს ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა მი­ე­ცეს კონ­კრე­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბა ან/და რე­კო­მენ­და­ცია ხარ­ვე­ზე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად.

კა­ნო­ნი ჯა­რი­მის მი­ნი­მა­ლურ ოდე­ნო­ბად ით­ვა­ლის­წი­ნებს 100 ლარს. ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხე­ვა­ში ჯა­რი­მა 10 000 ლა­რიც შე­იძ­ლე­ბა იყოს. სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის მიერ პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბუ­ლია ახა­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სხვა მრა­ვალ ცვლი­ლე­ბას­თან ერ­თად, ფუ­ლა­დი სან­ქცი­ე­ბის გაზ­რდა­საც თვა­ლის­წი­ნებს.

სად გროვ­დე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად თქვე­ნი პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი და სად არ­სე­ბობს მათი არა­კა­ნო­ნი­ე­რი და­მუ­შა­ვე­ბის რის­კე­ბი?

  • თუ იტა­რებთ სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბას, სარ­გებ­ლობთ ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვით, თქვე­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის მო­ნა­ცე­მე­ბი იწყებს თავ­მოყ­რას სხვა­დას­ხვა სივ­რცე­ში, სა­ი­და­ნაც შე­საძ­ლოა მოხ­დეს მათი უკა­ნო­ნოდ გამ­ჟღავ­ნე­ბა;
  • თუ იღებთ გა­ნათ­ლე­ბას ან/და თქვე­ნი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი მიგ­ყავთ სკო­ლა­ში, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში თავს იყ­რის ინ­ფორ­მა­ცია ნიშ­ნე­ბის, ყო­ფაქ­ცე­ვის, ჯან­მრთე­ლო­ბის, ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ხებ, რაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას არა­კა­ნო­ნი­ე­რად;
  • თუ იწყებთ მუ­შა­ო­ბას ან/და წყვეტთ შრო­მით ურ­თი­ერ­თო­ბას, დამ­საქ­მე­ბელს ხელი მი­უწ­ვდე­ბა თქვენს პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცე­მებ­ზე (შე­საძ­ლოა მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის მო­ნა­ცე­მებ­ზეც), რომ­ლე­ბიც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შე­საძ­ლოა გახ­დეს არა­ზუს­ტი და მე­სა­მე პი­რე­ბი­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი;
  • ღია სივ­რცე­ში ან/და და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, სა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს აუ­დიო-ვი­დეო მო­ნი­ტო­რინ­გი, გროვ­დე­ბა თქვე­ნი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის შემ­ცვე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი. ზოგ­ჯერ თქვენ არ ხართ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი აუ­დიო-ვი­დეო გა­და­ღე­ბის შე­სა­ხებ (აუ­დიო-ვი­დეო აპა­რა­ტუ­რას­თან არ არის გან­თავ­სე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ნი­შა­ნი);
  • თუ სარ­გებ­ლობთ მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ან/და სა­ბან­კო სერ­ვი­სით, აღ­ნიშ­ნულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში თავს იყ­რის ინ­ფორ­მა­ცია თქვე­ნი შე­მო­სავ­ლე­ბი­სა და სა­სეს­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ. ეს მო­ნა­ცე­მე­ბი შე­საძ­ლოა ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დეს მე­სა­მე პი­რის­თვის;
  • სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში (მაგ.: სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­ში, სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში) გროვ­დე­ბა პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა თა­ნამ­შრო­მელ­თა მხრი­დან არა­კა­ნო­ნი­ე­რი და არა­სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მიზ­ნით იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

რას აკე­თებს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვით და­მუ­შა­ვე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის?

არ­ჩილ ჯა­ვე­ლი­ძე: სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის პრე­ვენ­ცი­ი­სა და ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი გას­ცემს კონ­სულ­ტა­ცი­ებს, ატა­რებს სა­ჯა­რო ლექ­ცი­ებ­სა და ტრე­ნინ­გებს, ასე­ვე ვებგ­ვერ­დზე ათავ­სებს რე­კო­მენ­და­ცი­ებს რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, ასე­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის, სხვა­დას­ხვა აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მა­ტი­კის შე­სა­ბა­მი­სად.

მა­გა­ლი­თად, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის მიერ მომ­ზად­და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის მიერ პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის შე­სა­ხებ, ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის შე­სა­ხებ, ბაგა-ბა­ღებ­ში, სკო­ლებ­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის შე­სა­ხებ, რე­კო­მენ­და­ცია ინ­ტერ­ნეტ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის და სხვა...

რო­გორ ამოწ­მებს კერ­ძო და სა­ჯა­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი?

არ­ჩილ ჯა­ვე­ლი­ძე: სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი რო­გორც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ისე სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით ახორ­ცი­ე­ლებს სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­მოწ­მე­ბას, მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბის მა­ღა­ლი რის­კე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

მა­გა­ლი­თად, წელს შე­მოწ­მდა სა­ვაჭ­რო ცენ­ტრებ­ში ვი­დე­ო­მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პრო­ცე­სი, სხვა­დას­ხვა ვებ-გვერ­დზე რე­გის­ტრი­რე­ბულ მომ­ხმა­რე­ბელ­თა პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მო­პო­ვე­ბი­სა და შე­ნახ­ვის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა, სას­ტუმ­რო­ე­ბის მიერ მომ­ხმა­რე­ბელ­თა მო­ნა­ცე­მე­ბი­სა და სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა. ასე­ვე, შე­მოწ­მდა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი­სა და სხვა სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მიერ მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა.

არას­რულ­წლო­ვა­ნის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი­სათ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის სა­კი­თხი. ჩა­ტარ­და და ამ­ჟა­მა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის, ბაგა-ბა­ღე­ბის შე­მოწ­მე­ბა.

ასე­ვე იგეგ­მე­ბა პო­ლიკ­ლი­ნი­კებ­ში პე­დი­ატ­რი­უ­ლი კლი­ნი­კებ­ში აღ­რი­ცხვა­ზე მყო­ფი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის შე­მოწ­მე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის შე­მოწ­მე­ბას პე­რი­ო­დუ­ლად ახორ­ცი­ე­ლებს.

გა­მოგ­ვივ­ლე­ნია დარ­ღვე­ვე­ბიც. მა­გა­ლი­თად, გა­მოგ­ვივ­ლე­ნია სკო­ლის სა­პირ­ფა­რე­შო­ებ­ში ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბის ფაქ­ტე­ბი, რაც კა­ნო­ნით არის აკ­რძა­ლუ­ლია. ვი­დე­ო­მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას სკო­ლა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი შემ­თხვე­ვე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მო­ტი­ვით ხსნი­და, თუმ­ცა კა­ნო­ნით ეს და­უშ­ვე­ბე­ლია.

რო­გო­რია სა­ერ­თა­შო­რი­სო მიდ­გო­მე­ბი ამ სა­კი­თხის მი­მართ და ჩვე­ნი რამ­დე­ნად ვუ­წყობთ მას ფეხს?

ნინო ქუ­რას­ბე­დი­ა­ნი: 2018 წლის 25 მა­ისს ძა­ლა­ში შე­ვი­და ევ­რო­კავ­ში­რის მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ზო­გა­დი რე­გუ­ლა­ცია (General Data Protection Regulation), რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პროგ­რე­სი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვე­ბის პი­რო­ბებ­ში მო­ნა­ცემ­თა სუ­ბი­ექ­ტე­ბის უფ­ლე­ბე­ბის სა­თა­ნა­დო დაც­ვას.

აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცია ვრცელ­დე­ბა არა მხო­ლოდ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რე­გის­ტრი­რე­ბულ, არა­მედ იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზეც, რომ­ლე­ბიც არ არი­ან რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ნულ ქვეყ­ნებ­ში, თუმ­ცა ამუ­შა­ვე­ბენ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მო­ქა­ლა­ქე­თა მო­ნა­ცე­მებს.

ევ­რო­კავ­შირ­თან გაღ­რმა­ვე­ბუ­ლი სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რე­გუ­ლა­ცია ვრცელ­დე­ბა ცალ­კე­ულ ქარ­თულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზეც. რე­გუ­ლა­ცია აძ­ლი­ე­რებს მო­ნა­ცემ­თა სუ­ბი­ექ­ტე­ბის უფ­ლე­ბებს და გან­სა­ზღვრავს მო­ნა­ცემ­თა სუ­ბი­ექ­ტის ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, მო­ნა­ცემ­თა დამ­მუ­შა­ვე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს კი აკის­რებს შე­სა­ბა­მის ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს.

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი იქნა ახა­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ჩვენს კა­ნონ­მდებ­ლო­ბას კი­დევ უფრო აახ­ლო­ვებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან. აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნის გან­ხილ­ვა მოხ­დე­ბა სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ა­ზე და ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან დიდი წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი.

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი კვლე­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის ფარ­გლებ­ში, მუდ­მი­ვად ადევ­ნებს თვალს სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კას და ნერ­გავს მას ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ამას­თან პე­რი­ო­დუ­ლად მას­პინ­ძლობს სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტებს და მო­ნა­წი­ლე­ობს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბი­სა და მიდ­გო­მე­ბის იმპლე­მენ­ტა­ცი­ის მიზ­ნით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

სად გროვდება თქვენი პერსონალური მონაცემები და როგორ უნდა დაიცვათ ის - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პასუხები საჭირო კითხვებზე

სად გროვდება თქვენი პერსონალური მონაცემები და როგორ უნდა დაიცვათ ის - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პასუხები საჭირო კითხვებზე

ყოველდღიურად სხვადასხვა ორგანიზაცია თუ დაწესებულება თითოეულ ჩვენგანზე არაერთ პერსონალურ მონაცემს აგროვებს.

იმის გათვალისწინებითაც, რომ მაღალგანვითარებულ ტექნოლოგიურ ეპოქაში ვცხოვრობთ, საიტები, აპლიკაციები, თუ სხვადასხვა სოციალური ქსელები, ჩვენივე გაუცნობიერებელი თანხმობით, ჩვენს პერსონალურ ინფორმაციას აგროვებენ და ხშირ შემთხვევაში, მათ არალეგიტიმურად ხელმისაწვდომს ხდიან მესამე პირებისათვის.

პერსონალური მონაცემები ნებისმიერ ადამიანს დაბადებისთანავე ენიჭება. ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენგან დამოუკიდებლად იზრდება პერსონალურ მონაცემთა მოცულობა, შესაბამისად იზრდება მათი უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების რისკები. პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების რისკების შესამცირებლად, მნიშვნელოვანია თითოეულმა ვიცოდეთ, რა ითვლება ჩვენს პერსონალურ ინფორმაციად და ვის უნდა მივმართოთ მათი დარღვევის შემთხვევაში.

საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის უფლებამონაცვლეს.

  • რა ითვლება პერსონალურ მონაცემებად?
  • რა შემთხვევაშია აკრძალული მათი დამუშავება ჩვენი ნებართვის გარეშე?
  • როდის უნდა მივმართოთ საკუთარი უფლებების დასაცავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს?
  • რას აკეთებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავების პრევენციისთვის?
  • რა სანქციები ეკისრებათ სამართალდამრღვევებს?

ამ კითხვებით მივმართეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროს აუდიტორს არჩილ ჯაველიძეს და სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტს ნინო ქურასბედიანს.

არჩილ ჯაველიძის თქმით, უწყება 2013 წლიდან ფუნქციონირებდა, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი და ახორციელებდა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლს. 2019 წლის 10 მაისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად უწყება გარდაიქმნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურად და გაიზარდა მისი ფუნქცია-მოვალეობებიც.

კერძოდ, სამსახურს დაემატა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა, მოხელეთა და მათთან გათანაბრებულ პირთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ფუნქცია. აღნიშნული ფუნქციის შესრულებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის 1-ელი ნოემბრიდან შეუდგება.

რა შემთხვევებში შეუძლიათ მოქალაქებს მიმართონ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს?

ნინო ქურასბედიანი გვიხსნის, თუ რა გზებით შეუძლია მოქალაქეს უწყებას მიმართოს, მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში:

"თუკი მოქალაქე ჩათვლის, რომ ადგილი აქვს მისი ან/და სხვა პირის პერსონალური მონაცემების დამუშავების წესების დარღვევის ფაქტს, შეუძლია მომართოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. მომართვა შესაძლებელია რამდენიმე გზით: შეუძლია წარმოადგინოს წერილობითი განცხადება, განახორციელოს სატელეფონო შეტყობინება ან/და მოგვაწოდოს ინფორმაცია ელექტრონული ფოსტის, სოციალური ქსელისა (FACEBOOK) და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებ-გვერდის (personaldata.ge) მეშვეობით.

ასევე ფუნქციონირებს მობილური აპლიკაცია - inspect2, რომელიც შეიძლება გამოიყენონ სამსახურთან კომუნიკაციისთვის. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიღებული შეტყობინების საფუძველზე, იკვლევს მასში მითითებულ გარემოებებს, შესაბამისი უწყებებიდან ითხოვს წერილობით დოკუმენტებს, აწარმოებს პირთა გამოკითხვას, ატარებს ადგილზე შემოწმებებს და მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას - თუ დადგინდა კანონდარღვევა იყენებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს.

რა ითვლება პერსონალურ ინფორმაციად, რომლის გამჟღავნებაც ფიზიკური პირის ნებართვის გარეშე დაუშვებელია?

ნინო ქურასბედიანი: პერსონალური ინფორმაცია არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება (მაგალითად სახელი, გვარი, საიდენთიფიკაციო ნომერი, ფიზიკური ან ქცევის მახასიათებელი და ასე შემდეგ). სენსიტიური ხასიათის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება პირის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამს, ნასამართლობას, სქესობრივ ცხოვრებას, პოლიტიკურ შეხედულებებს - განეკუთვნება განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს, რომელთა დაცვის მიზნით კანონმდებელი აწესებს შედარებით მაღალ სტანდარტს, ვინაიდან ამ სახის მონაცემების პირის თანხმობის გარეშე გამჟღავნებამ, შესაძლებელია მძიმე შედეგები გამოიწვიოს.

რა სანქციები მოქმედებს პირის პერსონალური ინფორმაციის უკანონო დამუშავების შემთხვევაში?

ნინო ქურასბედიანი: სანქციის სახე შეიძლება იყოს როგორც ფულადი ჯარიმა, ისე გაფრთხილება. რომელი მათგანი უნდა იქნეს გამოყენებული, წყდება ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით (სამართალდარღვევის ხასიათი, ინტენსივობა, განმეორებითობა და ა.შ.). სამართალდამრღვევს ასევე შეიძლება მიეცეს კონკრეტული დავალება ან/და რეკომენდაცია ხარვეზების გამოსასწორებლად.

კანონი ჯარიმის მინიმალურ ოდენობად ითვალისწინებს 100 ლარს. ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორების შემთხევაში ჯარიმა 10 000 ლარიც შეიძლება იყოს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ პარლამენტში ინიცირებულია ახალი კანონპროექტი, რომელიც სხვა მრავალ ცვლილებასთან ერთად, ფულადი სანქციების გაზრდასაც თვალისწინებს.

სად გროვდება ყოველდღიურად თქვენი პერსონალური მონაცემები და სად არსებობს მათი არაკანონიერი დამუშავების რისკები?

  • თუ იტარებთ სამედიცინო შემოწმებას, სარგებლობთ ჯანმრთელობის დაზღვევით, თქვენი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები იწყებს თავმოყრას სხვადასხვა სივრცეში, საიდანაც შესაძლოა მოხდეს მათი უკანონოდ გამჟღავნება;
  • თუ იღებთ განათლებას ან/და თქვენი არასრულწლოვანი შვილი მიგყავთ სკოლაში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში თავს იყრის ინფორმაცია ნიშნების, ყოფაქცევის, ჯანმრთელობის, ინტერესების შესახებ, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას არაკანონიერად;
  • თუ იწყებთ მუშაობას ან/და წყვეტთ შრომით ურთიერთობას, დამსაქმებელს ხელი მიუწვდება თქვენს პერსონალურ მონაცემებზე (შესაძლოა მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზეც), რომლებიც დროთა განმავლობაში შესაძლოა გახდეს არაზუსტი და მესამე პირებისათვის ხელმისაწვდომი;
  • ღია სივრცეში ან/და დაწესებულებებში, სადაც მიმდინარეობს აუდიო-ვიდეო მონიტორინგი, გროვდება თქვენი გამოსახულების შემცველი ჩანაწერები. ზოგჯერ თქვენ არ ხართ ინფორმირებული აუდიო-ვიდეო გადაღების შესახებ (აუდიო-ვიდეო აპარატურასთან არ არის განთავსებული შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი);
  • თუ სარგებლობთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან/და საბანკო სერვისით, აღნიშნულ დაწესებულებებში თავს იყრის ინფორმაცია თქვენი შემოსავლებისა და სასესხო ვალდებულებების შესახებ. ეს მონაცემები შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს მესამე პირისთვის;
  • სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში (მაგ.: სამართალდამცავ ორგანოებში, სამინისტროებში) გროვდება პერსონალური მონაცემები, რომლებიც შესაძლოა თანამშრომელთა მხრიდან არაკანონიერი და არასამსახურებრივი მიზნით იქნეს გამოყენებული.

რას აკეთებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პერსონალურ მონაცემთა სამართალდარღვევით დამუშავების პრევენციისთვის?

არჩილ ჯაველიძე: სამართალდარღვევის პრევენციისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გასცემს კონსულტაციებს, ატარებს საჯარო ლექციებსა და ტრენინგებს, ასევე ვებგვერდზე ათავსებს რეკომენდაციებს როგორც მოქალაქეების, ასევე ორგანიზაციებისთვის, სხვადასხვა აქტუალური თემატიკის შესაბამისად.

მაგალითად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მომზადდა რეკომენდაციები კომერციული ბანკების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, ჯანდაცვის სფეროში პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, ბაგა-ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, რეკომენდაცია ინტერნეტ მომხმარებლებისთვის და სხვა...

როგორ ამოწმებს კერძო და საჯარო ორგანიზაციებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური?

არჩილ ჯაველიძე: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური როგორც დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, ისე საკუთარი ინიციატივით ახორციელებს საჯარო დაწესებულებებისა და კერძო ორგანიზაციების შემოწმებას, მონაცემთა დამუშავების მაღალი რისკების გათვალისწინებით.

მაგალითად, წელს შემოწმდა სავაჭრო ცენტრებში ვიდეომეთვალყურეობის მიმდინარეობის პროცესი, სხვადასხვა ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და შენახვის კანონიერება, სასტუმროების მიერ მომხმარებელთა მონაცემებისა და სატელეკომუნიკაციო კომპანიების მიერ მონაცემების დამუშავების კანონიერება. ასევე, შემოწმდა სამართალდამცავი ორგანოებისა და სხვა საჯარო დაწესებულებების მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერება.

არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის პრიორიტეტულია არასრულწლოვნების მონაცემების დამუშავების კანონიერების საკითხი. ჩატარდა და ამჟამადაც მიმდინარეობს საჯარო სკოლების, ბაგა-ბაღების შემოწმება.

ასევე იგეგმება პოლიკლინიკებში პედიატრიული კლინიკებში აღრიცხვაზე მყოფი ბენეფიციარების პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შემოწმება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საჯარო სკოლების შემოწმებას პერიოდულად ახორციელებს.

გამოგვივლენია დარღვევებიც. მაგალითად, გამოგვივლენია სკოლის საპირფარეშოებში ვიდეოკამერების დამონტაჟების ფაქტები, რაც კანონით არის აკრძალულია. ვიდეომეთვალყურეობას სკოლა დანაშაულებრივი შემთხვევების პრევენციის მოტივით ხსნიდა, თუმცა კანონით ეს დაუშვებელია.

როგორია საერთაშორისო მიდგომები ამ საკითხის მიმართ და ჩვენი რამდენად ვუწყობთ მას ფეხს?

ნინო ქურასბედიანი: 2018 წლის 25 მაისს ძალაში შევიდა ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (General Data Protection Regulation), რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიური პროგრესისა და თანამედროვე გამოწვევების პირობებში მონაცემთა სუბიექტების უფლებების სათანადო დაცვას.

აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, არამედ იმ ორგანიზაციებზეც, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული აღნიშნულ ქვეყნებში, თუმცა ამუშავებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეთა მონაცემებს.

ევროკავშირთან გაღრმავებული სავაჭრო ურთიერთობების გათვალისწინებით, რეგულაცია ვრცელდება ცალკეულ ქართულ ორგანიზაციებზეც. რეგულაცია აძლიერებს მონაცემთა სუბიექტების უფლებებს და განსაზღვრავს მონაცემთა სუბიექტის ახალ შესაძლებლობებს, მონაცემთა დამმუშავებელ ორგანიზაციებს კი აკისრებს შესაბამის ვალდებულებებს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მომზადებული იქნა ახალი კანონპროექტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, რომელიც ჩვენს კანონმდებლობას კიდევ უფრო აახლოვებს საერთაშორისო სტანდარტებთან. აღნიშნული კანონის განხილვა მოხდება საშემოდგომო სესიაზე და ამ კანონის მიღება ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური კვლევითი საქმიანობის ფარგლებში, მუდმივად ადევნებს თვალს საერთაშორისო პრაქტიკას და ნერგავს მას ყოველდღიურ საქმიანობაში, ამასთან პერიოდულად მასპინძლობს საერთაშორისო ექსპერტებს და მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში საერთაშორისო სტანდარტებისა და მიდგომების იმპლემენტაციის მიზნით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი