პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტაქსს ველოდი 50 წუთი და ბავშვივით ვტიროდი..." - რა პრობლემები შეუქმნა თბილისს "თეთრი ტაქსების რევოლუციამ"
"ტაქსს ველოდი 50 წუთი და ბავშვივით ვტიროდი..." - რა პრობლემები შეუქმნა თბილისს "თეთრი ტაქსების რევოლუციამ"

თბი­ლის­ში მგზავ­რთა ტრან­სპორ­ტი­რე­ბა ისე­დაც მწვა­ვე პრობ­ლე­მაა, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბით გამ­წვავ­და პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრი­დან, რაც ტაქ­სებ­ზე ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ამოქ­მედ­და.

ცვლი­ლე­ბებ­მა, რო­გორც გა­მო­ძა­ხე­ბის, ისე თეთ­რის ტაქ­სე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის ფასი მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­ზარ­და. მა­გა­ლი­თად, თუ დიდი დიღ­მი­დან ჟვა­ნი­ას მო­ედ­ნამ­დე მგზავ­რო­ბა 5 ლარი ღირ­და, ახლა 8 ან 9 ლა­რის გა­დახ­და მო­გი­წევთ. ამ ფონ­ზე გა­ი­ზარ­და ავ­ტო­ბუ­სებ­სა და სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სებ­ში მგზავ­რთა რა­ო­დე­ნო­ბა მა­შინ, როცა აღ­ნიშ­ნუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ისე­დაც გა­და­ჭე­დი­ლი იყო.

პრობ­ლე­მა თბი­ლი­სის ყვე­ლა უბ­ნის მა­ცხოვ­რებ­ლებს აქვთ, თუმ­ცა ის გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვეა დიდ დი­ღომ­ში, სა­დაც არც მეტ­როა და არც საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის სხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი. გარ­თუ­ლე­ბუ­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის მძი­მე შე­დეგ­ზე წერს ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი გო­გო­ნა, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა.

რო­გორც ის ამ­ბობს, ტრან­სპორ­ტი­რე­ბის პრობ­ლე­მის გამო დრო­უ­ლად ვერ მი­ვი­და შე­უძ­ლოდ მყოფ დე­დას­თან და ქალი ახლა რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია:

"ახლა რე­ა­ნი­მა­ცი­ის კა­რებ­თან ვზი­ვარ თო­დუ­ა­ში და ექი­მის 3-სა­ა­თი­ა­ნი დას­კვნის მო­ლო­დი­ნის შემ­დეგ, გა­დავ­წყვი­ტე ამ პოს­ტის და­წე­რა. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­გი­ხა­დო შენ, "ბა­ტო­ნო" მერო! მად­ლო­ბა კახა კა­ლა­ძე, მად­ლო­ბა შენი ტაქ­სე­ბის ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის­თვის!

მად­ლო­ბა, რომ ზრუ­ნავ ქა­ლა­ქის იერ­სა­ხე­ზე და "ეს­თე­ტი­კურ სი­ლა­მა­ზე­ზე". მად­ლო­ბა, რომ მოს­პე "ფე­რა­დი" ტაქ­სის­ტე­ბის პარ­პა­ში. მად­ლო­ბა!!! დღეს მო­უ­ლოდ­ნე­ლად დე­დამ და­მი­რე­კა - შე­უძ­ლოთ ვარო და გთხოვ, გა­მო­დიო.

გი­ჟი­ვით გავ­ვარ­დი ქუ­ჩა­ში (დე­დას გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი აქვს), გა­მოვ­ვარ­დი პეტ­რი­წის ქუ­ჩა­ზე, დავ­დე­ქი ტაქ­სის გა­სა­ჩე­რებ­ლად სა­ბურ­თა­ლოს ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ვერც ერთი შენი ტაქ­სი ვერ ვნა­ხე დიდ დი­ღომ­ში! ვი­დე­ქი ასე, ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ვტი­რო­დი სა­სო­წარ­კვე­თი­ლი! რო­გორც იქნა, 20 წუ­თის მერე გა­მოჩ­ნდა და გა­მი­ჩე­რა თეთრმა ტაქსმა - პა­სუ­ხი იყო: სა­ბურ­თა­ლო­ზე არ მივ­დი­ვა­რო. გა­ვა­ტა­რე. გა­მი­ჩე­რა მე­ო­რემ - სხვა­გან მივ­დი­ვა­რო...

ასე ვი­დე­ქი და­ახ­ლო­ე­ბით 50 წუთი და უსუ­სუ­რი ბავ­შვი­ვით ვტი­რო­დი! ბო­ლოს ვი­ღაც ღვთის­ნი­ერ­მა "არა­ლე­გა­ლურ­მა" გა­მი­ჩე­რა. გზად ეტყო­ბა შე­მა­ტყო ტე­ლე­ფო­ნის სა­უბ­რით, რომ მაგ­რად ვნერ­ვი­უ­ლობ მეჩ­ქა­რე­ბა, წინ სა­ცო­ბია და მგზავ­რო­ბის ფუ­ლიც (!) კი არ გა­და­მახ­დე­ვი­ნა! მი­უ­ხე­და­ვად ჩემი და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნი­სა!

პ.ს. ცხოვ­რე­ბა ბუ­მე­რან­გია, ბა­ტო­ნო მერო და ეს ბუ­მე­რან­გი აუ­ცი­ლებ­ლად შე­მო­გიტ­რი­ალ­დე­ბა!“ - წერს დიდი დიღ­მის ფე­ის­ბუქჯ­გუფ­ში უბ­ნის ერთ-ერთი მა­ცხოვ­რე­ბე­ლი.

AMBEBI.GE პოს­ტის ავ­ტორს და­უ­კავ­შირ­და, მისი თქმით, შემ­თხვე­ვა გუ­შინ პი­კის სა­ათ­ში მოხ­და, როცა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით სარ­გებ­ლო­ბა.

"და­ახ­ლო­ე­ბით 18:30 წუთ­ზე მი­ვე­დი დე­დას­თან. უფ­რო­სი და მყავს, შშმ პი­რია და ფი­ზი­კუ­რად ვერ გა­მო­ი­ძა­ხებ­და სას­წრა­ფოს, ვერც დედა მი­ა­ტო­ვებ­და მას და ვერ წა­ვი­დო­და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. დიდ დი­ღომს ძა­ლი­ან უჭირს ტრან­სპორ­ტში. პი­კის სა­ა­თებ­ში ვერ ახ­ვალ, ახლა ეს ტაქ­სის პრობ­ლე­მაც დაგ­ვე­მა­ტა“ - გვიხ­სნის ახალ­გაზ­რდა ქალი.

AMBEBI.GE ტრან­სპორ­ტის გა­ჩე­რე­ბა­ზე დიდი დიღ­მის რამ­დე­ნი­მე მა­ცხოვ­რე­ბელ­საც ესა­უბ­რა. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ გა­უ­საძ­ლი­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა და მე­რი­ას სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

და­ვი­თი, 47 წლის: "40 წუ­თია გა­ჩე­რე­ბა­ზე ვდგა­ვარ, ვერ ავე­დი ვერც ერთ ავ­ტო­ბუს­ში, ასე რამ­დენ ხანს უნდა გაგ­რძელ­დეს?! ყო­ველ­დღე, დღის თით­ქმის ნე­ბის­მი­ერ მო­ნაკ­ვეთ­ში ასე­თი მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა, თუ გა­გი­მარ­თლებს და რო­გორ­მე ახ­ვალ, მერე იქ იგუ­დე­ბი, კი არის კონ­დი­ცი­ო­ნე­რი ამ ახალ ავ­ტო­ბუს­ში, მაგ­რამ როცა ამ­დე­ნი ხალ­ხი მგზავ­რობს, არა­ფე­რი აღარ შვე­ლის, მო­რი­გე­ო­ბით ვსუნ­თქავთ. მერე ერთი სა­ა­თი სა­ცობ­ში ვდგა­ვართ, ის, რაც თბი­ლი­სის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში ხდე­ბა, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რია!"

თა­მა­რი, 19 წლის: "სტუ­დენ­ტი ვარ და მაღ­ლივ­ში დავ­დი­ვარ ყო­ველ­დღე. სამი ხაზი მუ­შა­ობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, მაგ­რამ არ არის საკ­მა­რი­სი. 21 ნო­მერ ავ­ტო­ბუს­ში ვა­ხერ­ხებ ხოლ­მე ას­ვლას, მაგ­რამ სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი ვარ გზა­ში, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, ორი სა­ა­თიც დამ­ჭირ­ვე­ბია. ცალ ფეხ­ზე რომ დგა­ხარ ორი სა­ა­თი, წარ­მო­გი­დე­ნი­ათ?! ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მივ­დი­ვარ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დაღ­ლი­ლი და ძა­ლა­გა­მო­ლე­უ­ლი, მერე აღარც სწავ­ლის და არაფ­რის თავი არ მაქვს".

თა­თია 36 წლის: "რა უნდა გი­თხრათ, ამას ცხოვ­რე­ბა არ ჰქვია, რა ვქნათ, არ ვი­მუ­შა­ოთ?! არ წა­ვი­დეთ სამ­სა­ხუ­რებ­ში?! აღარ ვიცი რო­გორ მო­ვიქ­ცე, ადრე ხან­და­ხან მა­ინც ვა­ხერ­ხებ­დი სამ­სა­ხურ­ში ტაქ­სით მის­ვლას, კან­დე­ლაკ­ზეა ჩემი ოფი­სი და გა­გა­რი­ნამ­დე ხუთ ლა­რად გავ­დი­ო­დი, ახლა ჯერ ეს ტაქ­სი იშ­ვი­ა­თი გახ­და და მერე მე­ო­რე, ორ­მაგს ითხოვს. ამ­ხე­ლა ფული ტაქ­სი­ში რო­გორ გა­და­ვი­ხა­დო, როცა ხელ­ფა­სი 700 ლარი მაქვს?! დახ­მა­რე­ბას ვი­თხოვთ, თუ სწრა­ფად არ მოგ­ვარ­დე­ბა, მე­რია საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს მი­ი­ღებს!"

ლაშა, 27 წლის: "მან­ქა­ნას ვი­ყი­დი და მეც ჩავ­დგე­ბი ამ ჩემი მან­ქა­ნით სა­ცობ­ში, მა­ინც მთელ ცხოვ­რე­ბას სა­ცობ­ში ვა­ტა­რებ და თან გა­ჭყლე­ტი­ლი ამ ავ­ტო­ბუს­ში, კომ­ფორ­ტუ­ლად მა­ინც ვიქ­ნე­ბი. შე­უძ­ლე­ბე­ლია ასე გაგ­რძე­ლე­ბა".

თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე ყო­ველ­თვის აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მო­წეს­რი­გე­ბა მე­რი­ის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა. ამა­ზე დე­და­ქა­ლა­ქის პირ­ველ­მა პირ­მა ერთ-ერთი ბოლო ვი­დე­ო­მი­მარ­თვი­სა­საც ისა­უბ­რა:

"ვმუ­შა­ობთ იმა­ზე, რომ ზო­გა­დად, ტრან­სპორ­ტის თემა ქა­ლაქ­ში იყოს მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, ასე­ვე ძა­ლი­ან დიდი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბა მეტ­როს, მეტ­როს ვა­გო­ნე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, გა­ნახ­ლე­ბას, მეტ­როს მო­დერ­ნი­ზე­ბას, ეს არის ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი, რი­თაც ჩვენ გვინ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის თემა მო­ვაგ­ვა­როთ.

რა თქმა უნდა, რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­პორტზე, ვსა­უბ­რობთ ავ­ტო­ბუ­სებ­ზე, გვერდს ვერ ავუვ­ლით, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის სა­კითხს, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­დაჰ­ყავს ქა­ლაქ­ში. მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის დიდ რა­ო­დე­ნო­ბას, ისე­ვე, რო­გორც ყვი­თელ ავ­ტო­ბუ­სებს, ფაქ­ტობ­რი­ვად რე­სურ­სი ამო­წუ­რუ­ლი აქვთ და სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს ასე­ვე ამ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ რე­სურ­სი ამო­წუ­რუ­ლი აქვთ.

შე­სა­ბა­მი­სად, კომ­პა­ნი­ას და­ვა­ვალ­დე­ბუ­ლებთ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ა­ნაც­ვლონ ისი­ნი. კომ­პა­ნი­ას­თან რამ­დენ­ჯერ­მე გვქონ­და უკვე კო­მუ­ნი­კა­ცია და ისი­ნი წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი არ არი­ან. არის რამ­დე­ნი­მე შე­თა­ვა­ზე­ბა, ერთი ეს არის „ფორ­დის“ ახა­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის შე­მოყ­ვა­ნა და მე­ო­რე, სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბის და­წყე­ბა, რა­საც ჩვენ მი­ვე­სალ­მე­ბით, ეს იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რად ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი, შიგ­ნი­თაც საკ­მა­ოდ კომ­ფორ­ტუ­ლი, აღ­ჭურ­ვი­ლი კონ­დი­ცი­რე­ბის სის­ტე­მით, გათ­ბო­ბით, იქ­ნე­ბა 17 და­საჯ­დო­მი ად­გი­ლი და მგო­ნია, რომ ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა და თუ ეს კომ­პა­ნია მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის აქ წარ­მო­ე­ბას მო­ა­ხერ­ხებს, ნამ­დვი­ლად მი­სა­სალ­მე­ბე­ლი იქ­ნე­ბა" - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვი­დე­ო­ჩარ­თვა­ში.

ტაქ­სე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­და­ხედ­ვის­კენ მე­რი­ას ექ­სპერ­ტე­ბიც მო­უ­წო­დე­ბენ, "სა­ქარ­თვე­ლოს ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის" თავ­მჯდო­მა­რე და­ვით მეს­ხიშ­ვილ­ი ამ­ბობს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ტაქ­სე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ის გა­და­ხედ­ვა, რად­გან ტაქ­სით მომ­სა­ხუ­რე­ბა გაძ­ვი­რე­ბუ­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, დატ­ვირ­თუ­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი, რო­მე­ლიც მგზავ­რთნა­კა­დის გაზ­რდის­თვის მზად არ არის:

"ვე­უბ­ნე­ბო­დით თბი­ლი­სის მე­რი­ას, რომ ტაქ­სე­ბის რე­ფორ­მამ არ უნდა და­ას­წროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას. მოხ­და ისე, რომ ერთ დროს ია­ფი­ა­ნი ტაქ­სი გახ­და ძვი­რი, შე­სა­ბა­მი­სად, მგზავ­რთა ნა­კა­დი გა­ი­ზარ­და ავ­ტო­ბუ­სე­ბის და მეტ­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით და ეს ორი უკვე მზად არაა გაზ­რდი­ლი მგზავ­რთნა­კა­დის მი­სა­ღე­ბად.

მე ვფიქ­რობ, რომ ეს არის მორ­გე­ბუ­ლი გარ­კვე­ულ მსხვილ ბიზ­ნეს­ზე. რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნია შე­იძ­ლე­ბა ფიქ­რობ­დეს თეთ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­მოყ­ვა­ნას, ეს არ არის ფაქ­ტე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა გაჩ­ნდა მო­თხოვ­ნა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვენ უნდა ვე­ლო­დოთ მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის შე­მოს­ვლას" - გა­ნა­ცხა­და მეს­ხიშ­ვილ­მა.

ავ­ტო­რი: ხა­ტია ვარ­დო­სა­ნი­ძე

ავტორი:

"ტაქსს ველოდი 50 წუთი და ბავშვივით ვტიროდი..." - რა პრობლემები შეუქმნა თბილისს "თეთრი ტაქსების რევოლუციამ"

"ტაქსს ველოდი 50 წუთი და ბავშვივით ვტიროდი..." - რა პრობლემები შეუქმნა თბილისს "თეთრი ტაქსების რევოლუციამ"

თბილისში მგზავრთა ტრანსპორტირება ისედაც მწვავე პრობლემაა, თუმცა განსაკუთრებით გამწვავდა პირველი ოქტომბრიდან, რაც ტაქსებზე ახალი რეგულაციები ამოქმედდა.

ცვლილებებმა, როგორც გამოძახების, ისე თეთრის ტაქსების მომსახურების ფასი მომენტალურად გაზარდა. მაგალითად, თუ დიდი დიღმიდან ჟვანიას მოედნამდე მგზავრობა 5 ლარი ღირდა, ახლა 8 ან 9 ლარის გადახდა მოგიწევთ. ამ ფონზე გაიზარდა ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში მგზავრთა რაოდენობა მაშინ, როცა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები ისედაც გადაჭედილი იყო.

პრობლემა თბილისის ყველა უბნის მაცხოვრებლებს აქვთ, თუმცა ის განსაკუთრებით მწვავეა დიდ დიღომში, სადაც არც მეტროა და არც საკმარისი რაოდენობის სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გართულებული გადაადგილების მძიმე შედეგზე წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი გოგონა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

როგორც ის ამბობს, ტრანსპორტირების პრობლემის გამო დროულად ვერ მივიდა შეუძლოდ მყოფ დედასთან და ქალი ახლა რეანიმაციულ განყოფილებაშია:

"ახლა რეანიმაციის კარებთან ვზივარ თოდუაში და ექიმის 3-საათიანი დასკვნის მოლოდინის შემდეგ, გადავწყვიტე ამ პოსტის დაწერა. მადლობა მინდა გადაგიხადო შენ, "ბატონო" მერო! მადლობა კახა კალაძე, მადლობა შენი ტაქსების ახალი რეგულაციებისთვის!

მადლობა, რომ ზრუნავ ქალაქის იერსახეზე და "ესთეტიკურ სილამაზეზე". მადლობა, რომ მოსპე "ფერადი" ტაქსისტების პარპაში. მადლობა!!! დღეს მოულოდნელად დედამ დამირეკა - შეუძლოთ ვარო და გთხოვ, გამოდიო.

გიჟივით გავვარდი ქუჩაში (დედას გულის პრობლემები აქვს), გამოვვარდი პეტრიწის ქუჩაზე, დავდექი ტაქსის გასაჩერებლად საბურთალოს ქუჩის მიმართულებით. ვერც ერთი შენი ტაქსი ვერ ვნახე დიდ დიღომში! ვიდექი ასე, ცხოვრებაში პირველად ვტიროდი სასოწარკვეთილი! როგორც იქნა, 20 წუთის მერე გამოჩნდა და გამიჩერა თეთრმა ტაქსმა - პასუხი იყო: საბურთალოზე არ მივდივარო. გავატარე. გამიჩერა მეორემ - სხვაგან მივდივარო...

ასე ვიდექი დაახლოებით 50 წუთი და უსუსური ბავშვივით ვტიროდი! ბოლოს ვიღაც ღვთისნიერმა "არალეგალურმა" გამიჩერა. გზად ეტყობა შემატყო ტელეფონის საუბრით, რომ მაგრად ვნერვიულობ მეჩქარება, წინ საცობია და მგზავრობის ფულიც (!) კი არ გადამახდევინა! მიუხედავად ჩემი დაჟინებული თხოვნისა!

პ.ს. ცხოვრება ბუმერანგია, ბატონო მერო და ეს ბუმერანგი აუცილებლად შემოგიტრიალდება!“ - წერს დიდი დიღმის ფეისბუქჯგუფში უბნის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

AMBEBI.GE პოსტის ავტორს დაუკავშირდა, მისი თქმით, შემთხვევა გუშინ პიკის საათში მოხდა, როცა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა.

"დაახლოებით 18:30 წუთზე მივედი დედასთან. უფროსი და მყავს, შშმ პირია და ფიზიკურად ვერ გამოიძახებდა სასწრაფოს, ვერც დედა მიატოვებდა მას და ვერ წავიდოდა საავადმყოფოში. დიდ დიღომს ძალიან უჭირს ტრანსპორტში. პიკის საათებში ვერ ახვალ, ახლა ეს ტაქსის პრობლემაც დაგვემატა“ - გვიხსნის ახალგაზრდა ქალი.

AMBEBI.GE ტრანსპორტის გაჩერებაზე დიდი დიღმის რამდენიმე მაცხოვრებელსაც ესაუბრა. ისინი ამბობენ, რომ გაუსაძლისი მდგომარეობაა და მერიას სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

დავითი, 47 წლის: "40 წუთია გაჩერებაზე ვდგავარ, ვერ ავედი ვერც ერთ ავტობუსში, ასე რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს?! ყოველდღე, დღის თითქმის ნებისმიერ მონაკვეთში ასეთი მძიმე სიტუაციაა, თუ გაგიმართლებს და როგორმე ახვალ, მერე იქ იგუდები, კი არის კონდიციონერი ამ ახალ ავტობუსში, მაგრამ როცა ამდენი ხალხი მგზავრობს, არაფერი აღარ შველის, მორიგეობით ვსუნთქავთ. მერე ერთი საათი საცობში ვდგავართ, ის, რაც თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხდება, არაადამიანურია!"

თამარი, 19 წლის: "სტუდენტი ვარ და მაღლივში დავდივარ ყოველდღე. სამი ხაზი მუშაობს ამ მიმართულებით, მაგრამ არ არის საკმარისი. 21 ნომერ ავტობუსში ვახერხებ ხოლმე ასვლას, მაგრამ საათნახევარი ვარ გზაში, ყოფილა შემთხვევა, ორი საათიც დამჭირვებია. ცალ ფეხზე რომ დგახარ ორი საათი, წარმოგიდენიათ?! ისეთ მდგომარეობაში მივდივარ უნივერსიტეტში დაღლილი და ძალაგამოლეული, მერე აღარც სწავლის და არაფრის თავი არ მაქვს".

თათია 36 წლის: "რა უნდა გითხრათ, ამას ცხოვრება არ ჰქვია, რა ვქნათ, არ ვიმუშაოთ?! არ წავიდეთ სამსახურებში?! აღარ ვიცი როგორ მოვიქცე, ადრე ხანდახან მაინც ვახერხებდი სამსახურში ტაქსით მისვლას, კანდელაკზეა ჩემი ოფისი და გაგარინამდე ხუთ ლარად გავდიოდი, ახლა ჯერ ეს ტაქსი იშვიათი გახდა და მერე მეორე, ორმაგს ითხოვს. ამხელა ფული ტაქსიში როგორ გადავიხადო, როცა ხელფასი 700 ლარი მაქვს?! დახმარებას ვითხოვთ, თუ სწრაფად არ მოგვარდება, მერია საპროტესტო აქციებს მიიღებს!"

ლაშა, 27 წლის: "მანქანას ვიყიდი და მეც ჩავდგები ამ ჩემი მანქანით საცობში, მაინც მთელ ცხოვრებას საცობში ვატარებ და თან გაჭყლეტილი ამ ავტობუსში, კომფორტულად მაინც ვიქნები. შეუძლებელია ასე გაგრძელება".

თბილისის მერი კახა კალაძე ყოველთვის აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება მერიის მთავარი ამოცანაა. ამაზე დედაქალაქის პირველმა პირმა ერთ-ერთი ბოლო ვიდეომიმართვისასაც ისაუბრა:

"ვმუშაობთ იმაზე, რომ ზოგადად, ტრანსპორტის თემა ქალაქში იყოს მოწესრიგებული, ასევე ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა მეტროს, მეტროს ვაგონების რეაბილიტაციას, განახლებას, მეტროს მოდერნიზებას, ეს არის ის მნიშვნელოვანი საკითხები, რითაც ჩვენ გვინდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის თემა მოვაგვაროთ.

რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობთ საზოგადოებრივ ტრანპორტზე, ვსაუბრობთ ავტობუსებზე, გვერდს ვერ ავუვლით, მიკროავტობუსების საკითხს, რომლებსაც ძალიან ბევრი ადამიანი გადაჰყავს ქალაქში. მიკროავტობუსების დიდ რაოდენობას, ისევე, როგორც ყვითელ ავტობუსებს, ფაქტობრივად რესურსი ამოწურული აქვთ და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, პრობლემას წარმოადგენს ასევე ამ მიკროავტობუსებით გადაადგილება. შეიძლება ვთქვათ, რომ რესურსი ამოწურული აქვთ.

შესაბამისად, კომპანიას დავავალდებულებთ, რომ აუცილებლად ჩაანაცვლონ ისინი. კომპანიასთან რამდენჯერმე გვქონდა უკვე კომუნიკაცია და ისინი წინააღმდეგები არ არიან. არის რამდენიმე შეთავაზება, ერთი ეს არის „ფორდის“ ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა და მეორე, საქართველოში წარმოების დაწყება, რასაც ჩვენ მივესალმებით, ეს იქნება ყველანაირად ადაპტირებული, შიგნითაც საკმაოდ კომფორტული, აღჭურვილი კონდიცირების სისტემით, გათბობით, იქნება 17 დასაჯდომი ადგილი და მგონია, რომ ძალიან კომფორტული იქნება და თუ ეს კომპანია მიკროავტობუსების აქ წარმოებას მოახერხებს, ნამდვილად მისასალმებელი იქნება" - აღნიშნა კალაძემ რამდენიმე დღის წინ ვიდეოჩართვაში.

ტაქსების რეგულაციების გადახედვისკენ მერიას ექსპერტებიც მოუწოდებენ, "საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ამბობს, რომ აუცილებელია ტაქსების რეგულაციის გადახედვა, რადგან ტაქსით მომსახურება გაძვირებულია, შესაბამისად, დატვირთულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მგზავრთნაკადის გაზრდისთვის მზად არ არის:

"ვეუბნებოდით თბილისის მერიას, რომ ტაქსების რეფორმამ არ უნდა დაასწროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას. მოხდა ისე, რომ ერთ დროს იაფიანი ტაქსი გახდა ძვირი, შესაბამისად, მგზავრთა ნაკადი გაიზარდა ავტობუსების და მეტროს მიმართულებით და ეს ორი უკვე მზად არაა გაზრდილი მგზავრთნაკადის მისაღებად.

მე ვფიქრობ, რომ ეს არის მორგებული გარკვეულ მსხვილ ბიზნესზე. რამდენიმე კომპანია შეიძლება ფიქრობდეს თეთრი ავტომობილების შემოყვანას, ეს არ არის ფაქტებით დადასტურებული, თუმცა გაჩნდა მოთხოვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ მსხვილი კომპანიების შემოსვლას" - განაცხადა მესხიშვილმა.

ავტორი: ხატია ვარდოსანიძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ