პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დაბრუნდა ზუგდიდში საცხოვრებლად ზურაბ ანთელავა და ვისი გმირი მოსწონს "ჩცდ"-ში დავით კვირცხალიას - მსახიობების ცხოვრება სერიალში და მის მიღმა
რატომ დაბრუნდა ზუგდიდში საცხოვრებლად ზურაბ ანთელავა და ვისი გმირი მოსწონს "ჩცდ"-ში დავით კვირცხალიას - მსახიობების ცხოვრება სერიალში და მის მიღმა

პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლი "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" მალე ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას" ეთერ­ში დაბ­რუნ­დე­ბა.

მე-16 სე­ზო­ნის დე­ტა­ლებს გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი ჯერ არ გვიმ­ხელს, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ სე­რი­ალს ახა­ლი ხა­ზე­ბი და ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი და­ე­მა­ტე­ბა. შე­საძ­ლოა, კი­დევ უფრო ძველ­მა და ცოტა და­ვი­წყე­ბულ­მა სა­ხე­ებ­მაც შეგ­ვახ­სე­ნონ თავი...

სა­ნამ სე­რი­ა­ლი ეთერ­ში დაბ­რუნ­დე­ბა, AMBEBI.GE ესა­უბ­რა მის ყვე­ლა­ზე გა­მოკ­ვე­თილ სა­ხე­ებს, "მეგ­რუ­ლი კლა­ნის" წევ­რებს: გრი­შა კა­კა­ჩი­ა­სა (და­ვით კვირ­ცხა­ლია) და კვა­ზი მან­ტკა­ვას (ზუ­რაბ ან­თე­ლა­ვა).

რას ფიქ­რო­ბენ მსა­ხი­ო­ბე­ბი თა­ვი­ანთ გმი­რებ­ზე, რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ მე-16 სე­ზონ­ზე სა­კუ­თა­რი თავი სე­რი­ალ­ში და რა ხდე­ბა მათ შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბა­ში სე­რი­ა­ლის მიღ­მა, ამა­ზე თა­ვად მოგ­ვიყ­ვე­ბი­ან:

და­ვით კვირ­ცხა­ლია:

- 5 წელი გა­უხ­და გრი­შა კა­კა­ჩი­ას ამ პრო­ექ­ტში და სულ წარ­მა­ტე­ბის გზა­ზე მა­ვა­ლი პერ­სო­ნა­ჟია. თა­ვი­დან, როცა გა­მოჩ­ნდა, აკ­ლდა­მის ასა­შე­ნებ­ლად ჩა­მო­ვი­და. ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ასეა, თუ პირ­ველ მოქ­მე­დე­ბა­ში კე­დელ­ზე თოფი კი­დია, მან უნდა გა­ის­რო­ლოს...

- ჰოდა, "გა­ის­რო­ლა" კა­კა­ჩი­ამ...

- რა­ღა­ცე­ბი მგო­ნი გა­ა­კე­თა, მაგ­რამ მო­მა­ვალ­ში რა იქ­ნე­ბა, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა ამ პერ­სო­ნა­ჟის ბედი, სამ­წუ­ხა­როდ, ეს ჩემ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი... ჯერ სცე­ნა­რი არ მი­მი­ღია და ვე­რა­ფერს ვი­ტყვი. ერთი რამ კი ცხა­დია, მთე­ლი ეს პე­რი­ო­დია და­სავ­ლეთ­ში ვარ - ხალ­ხის­გან უდი­დეს სით­ბოს და სიყ­ვა­რულს ვგრძნობ, დიდი და პა­ტა­რა გარს მეხ­ვე­ვა. არა იმი­ტომ, რომ „გოლი“ გა­ვი­ტა­ნე, არა, ამ­დე­ნი წე­ლია, თა­ვი­სი­ა­ნად მთვლი­ან.

ჩემი სამ­სა­ხი­ო­ბო მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბის ფონ­ზე ვი­ტყვი, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბაა, ასე­თი სა­მუ­შაო ჩემ­თან თა­ვი­სით რომ მო­ვი­და. ვუ­მად­ლი ავ­ტორს, ქეთი დევ­და­რი­ანს და რე­ჟი­სორს გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვას, რომ­ლებ­მაც ჩემ­ში და­ი­ნა­ხეს რა­ღაც მო­ნა­ცე­მი, რომ ასეთ პერ­სო­ნაჟ­ზე ყვე­ლას ერ­თად გე­ფიქ­რა... მად­ლო­ბე­ლი ვარ გან­გე­ბის, მათი და მა­ყუ­რებ­ლის, რო­მელ­მაც ასე თბი­ლად მი­ი­ღო ეს ნა­მუ­შე­ვა­რი.

- აკ­ლდა­მა ახ­სე­ნეთ და გა­მახ­სენ­და თქვე­ნი სა­ო­ცა­რი მო­ნო­ლო­გი სწო­რედ კა­კა­ჩი­ას აშე­ნე­ბულ აკ­ლდა­მა­ში. მე მა­ინც მგო­ნია, რომ ეს პერ­სო­ნა­ჟი თქვე­ნე­ბუ­რად გარ­დაქ­მე­ნით, სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნეთ და სცე­ნა­რისტსაც აი­ძუ­ლეთ, თქვენ­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა კუ­თხით წა­სუ­ლი­ყო...

- არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი... ამ­დე­ნი წე­ლია, ახალ­გაზ­რდა ნი­ჭი­ე­რი შე­მოქ­მე­დი ქალ­ბა­ტო­ნი ამ ყვე­ლა­ფერს წერს, ფიქ­რობს ჩემს პერ­სო­ნაჟ­ზე, მიგ­ზავ­ნის რა­ღაც სი­ტუ­ა­ცი­ებს, სა­დაც დაბ­რკო­ლე­ბა უნდა გა­დავ­ლა­ხო. რომ არ იბ­რუ­ნებ­დეს ჩემ­გან სა­ჭი­რო მა­სა­ლას, აღარ გა­აგ­რძე­ლებ­და ჩემ­თვის წე­რას და მარ­თა­ლიც იქ­ნე­ბო­და. ალ­ბათ, ჩემ­გა­ნაც მი­დის რა­ღაც იდი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, ისე­თი სა­ინ­ტე­რე­სო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი აქვს აღ­წე­რი­ლი და მო­გო­ნი­ლი, რომ მა­ო­ცებს...

ნა­ხევ­რად სა­მეგ­რე­ლო­ში გა­ვი­ზარ­დე, რა­ღა­ცე­ბი მახ­სოვს, ნა­თე­სა­ვე­ბის, მე­ზობ­ლე­ბის ხა­სი­ა­თე­ბი, სა­უბ­რე­ბი დი­ა­ლო­გე­ბი, ხში­რად ემ­თხვე­ვა ბევ­რი რამ სცე­ნარ­ში

ამი­ტომ სცე­ნარს ყო­ველ­თვის გა­ფა­ცი­ცე­ბით ვკი­თხუ­ლობ - ნე­ტავ, ახა­ლი რა მო­ი­ფიქ­რა-მეთ­ქი?! მერე იწყე­ბა ხორ­ცის შეს­ხმა, ზოგ­ჯერ უკე­თე­სად გა­მო­დის, ზოგ­ჯერ - უა­რე­სად. ჯამ­ში კი მგო­ნი, ჯერ არ მოგ­ვბეზ­რდა ერ­თმა­ნე­თი...

- ბო­ლოს და ბო­ლოს, ვინ არის გრი­შა კა­კა­ჩია?

- გა­და­სა­რე­ვი გვა­რია კა­კა­ჩია, ამ გვა­რის ადა­მი­ანს არა­ერ­თს ვიც­ნობ. ერ­თმა­ნეთ­ზე უკე­თე­სი ხალ­ხია, ცუდი კა­კა­ჩია ჯერ არ შემ­ხვედ­რია... გრი­შა კი ძვე­ლი ყა­ი­დის ადა­მი­ა­ნია, ნოს­ტალ­გი­ით შე­პყრო­ბი­ლი და საბ­ჭო­თა აზ­როვ­ნე­ბის, რო­მელ­საც ახალ დრო­შიც გა­ეხ­სნა ას­პა­რე­ზი ფული აკე­თოს, მაგ­რამ ეს ორი რამ ერ­თმა­ნეთს არ ეთან­ხმე­ბა. საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ასეთ კა­ცებს "მა­ქი­ნა­ტო­რებს" ეძახ­დნენ...

- თა­ვად რო­მე­ლი პერ­სო­ნა­ჟი მოგ­წონთ სე­რი­ალ­ში?

- ჩი­კას პერ­სო­ნა­ჟი. უც­ნა­უ­რი მხა­რე მიჰ­ყავს, რა­ღაც სიმ­ბო­ლო­ე­ბი ცო­ცხლდე­ბა, სა­ინ­ტე­რე­სოა მისი ყუ­რე­ბა. მომ­წონ­და, გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი­სა და ეკა ჩხე­ი­ძის დუ­ე­ტი, ეს იყო რა­ღაც ფან­ტას­ტი­კუ­რი, ოს­ტა­ტო­ბის მა­ღალ ხა­რისხს გვაჩ­ვე­ნებ­დნენ, რო­დე­საც მათი პარტნი­ო­რო­ბით სცე­ნე­ბი თა­მაშ­დე­ბო­და.

ამ დუ­ე­ტის გა­სა­ო­ცა­რი სცე­ნა იყო ლიფ­ტში, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სრულ­ყო­ფი­ლი. ბა­რა­ქა­ლა მსა­ხი­ო­ბებს, მაგ­რამ რე­ჟი­სორ­მაც სე­რი­ო­ზუ­ლად იმუ­შა­ვა. ვიწ­რო, ჩა­კე­ტილ სივ­რცე­ში ამ­დე­ნი ხანი მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ციო ისე, რომ არ და­ღა­ლო, ტო­ნუ­სი შე­ი­ნარ­ჩუ­ნო, იშ­ვი­ა­თია.

გო­ცი­რი­ძე­ე­ბის ოჯა­ხი იქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას, ანი ტყე­ბუ­ჩა­ვა და ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვი­ლი...

- სე­რი­ა­ლის მიღ­მა რა სი­ახ­ლე­ე­ბია თქვენს შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბა­ში?

- ახალ სპექ­ტაკლში არ ვიცი, მი­ვი­ღებ თუ არა მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, თუმ­ცა მაქვს ძვე­ლი რე­პერ­ტუ­ა­რი­დან კარ­გი სპექ­ტაკ­ლი "12 გან­რის­ხე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი", რო­მელ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ. ყვე­ლას გვიყ­ვარს ეგ წარ­მოდ­გე­ნა და ამ ზა­ფხულს გას­ტრო­ლე­ბით რა­ჭა­ში ვი­ყა­ვით (ამ­ბრო­ლა­უ­რი, ონში) - ხალ­ხმა ძა­ლი­ან გა­ი­ხა­რა და გა­ირ­კვა, რომ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი აქამ­დე იქ ასეთ გას­ტროლ­ზე არ ყო­ფი­ლა. ეტყო­ბა, სცე­ნა არ იძ­ლე­ო­და ამის სა­შუ­ა­ლე­ბას.

ჩვენც კმა­ყო­ფი­ლე­ბი წა­მო­ვე­დით, ისი­ნიც ბედ­ნი­ე­რე­ბი დავ­ტო­ვეთ. თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბის­თვის ტა­შის ფასი არა­ფე­რია - ეს ჩვე­ნი ნა­მუ­შევ­რის ყვე­ლა­ზე დიდი შემ­ფა­სე­ბე­ლია.

ზუ­რაბ ან­თე­ლა­ვა:

- ყველ­გან, სა­დაც არ მივ­დი­ვარ: ფოთ­ში, ზუგ­დიდ­ში, გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე ვი­ტყვი, რომ ქუ­ჩა­ში თა­მა­მად ვერ გავ­დი­ვარ, კვა­ზი მატ­კა­ვამ მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა ჩემი ცხოვ­რე­ბა! მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემი დამ­სა­ხუ­რე­ბა არ არის, ვფიქ­რობ, რომ მთა­ვა­რია, რო­გორ და­წერს და რო­გორ შე­მოგ­ვთა­ვა­ზებს სცე­ნა­რის­ტი ქეთი დევ­და­რი­ა­ნი.

მე-15 სე­ზო­ნის სი­უ­ჟე­ტი ისე დამ­თავ­რდა, რომ ია­რა­ღით ხელ­ში ტყე­ში დგას კაცი და გა­და­წყვი­ტეთ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი... ვერ გე­ტყვით, რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. იმ­დე­ნად მრა­ვალ­ხა­ზი­ა­ნია თი­თო­ე­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟის ცხოვ­რე­ბის არსი, ისე­თი ტემ­პო-რიტ­მით მიმ­დი­ნა­რე­ობს, ისე­თი ში­ნა­გა­ნი და გა­რე­გა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი მოქ­მე­დე­ბენ მის სა­ხეც­ვლი­ლე­ბა­ზე, რომ ნამ­დვი­ლად არაფ­რის თქმა შე­მიძ­ლია.

- მო­ლო­დი­ნი გაქვთ, რომ ახალ სე­ზონ­ზეც ჩა­ერ­თვე­ბით „ჩცდ“-ში და თქვე­ნი გმი­რის გზა გაგ­რძელ­დე­ბა?

- ალ­ბათ, მაგ­რამ ხომ ვამ­ბობ, ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ამ პერ­სო­ნა­ჟის რე­ი­ტინგზე. რამ­დე­ნად მო­თხოვ­ნა­დია ამ ხა­ზის გაგ­რძე­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, უფრო მეტი პრობ­ლე­მა­ტუ­რი სა­კი­თხია წარ­მო­სა­ჩე­ნი? ავ­ტორს ხომ ზუს­ტად სა­ზო­გა­დო­ე­ბის პულსზე უდევს ხელი?! ქეთი ყვე­ლა­ფერს ისე წერს, ისე მიჰ­ყავს სი­ტუ­ა­ცია, რომ კარ­გად იცის ამ პულ­სა­ცი­ას რა უხ­დე­ბა, თუნ­დაც ის, კვა­ზის ხა­ზის გაღ­რმა­ვე­ბა სა­ჭი­როა თუ არა.

- სე­რი­ა­ლის მიღ­მა შე­მოქ­მე­დე­ბით სი­ახ­ლე­ებ­ზეც გვე­სა­უბ­რეთ...

- ფო­თის თე­ატ­რში ვი­ყა­ვი მიწ­ვე­უ­ლი სპექ­ტაკლში "ერთხელ სა­ქარ­თვე­ლო­ში", "რწყი­ლი და ჭი­ან­ჭვე­ლას" მი­ხედ­ვით მი­უ­ზიკ­ლი ნიკა სა­ბაშ­ვილ­მა დად­გა. რა­მაზ იო­სე­ლი­ა­ნია ფო­თის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი და მან მიგ­ვიწ­ვია - მე, ვანო იანტბე­ლი­ძე, და ლა­უ­რა რეხ­ვი­აშ­ვი­ლი. სა­მი­ვე ჯგუ­ფე­ლე­ბი ვართ. სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ ახ­ლაც, ამ ასაკ­ში, ერ­თად დავ­დე­ქით სცე­ნა­ზე. სპექ­ტაკ­ლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრე­მი­ე­რა ჯერ თბი­ლის­ში გვქონ­და, შემ­დეგ - გორ­ში. შე­სა­ნიშ­ნა­ვი მი­უ­ზიკ­ლი გა­მო­ვი­და.

სი­ახ­ლე ჩემ­სკენ კი­დევ ის არის, რომ ამ წლის მარ­ტი­დან, სა­ცხოვ­რებ­ლად ზუგ­დიდ­ში გა­და­ვე­დი - ფეს­ვებს და­ვუბ­რუნ­დი. ზუგ­დი­დის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი გავ­ხდი, სპექ­ტაკ­ლებ­ში ჯერ არ მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ბად­რი წე­რე­დი­ა­ნი წა­ვი­და თე­ატ­რი­დან, ვა­კან­სია გა­მო­ცხად­და და კონ­კურ­სში ვმო­ნა­წი­ლე­ობ.

ასე­ვე ზუგ­დი­დის ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ცენ­ტრში კონ­სულ­ტანტ-რე­ჟი­სო­რი ვარ, პა­რა­ლე­ლუ­რად სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლურ თე­ატ­რშიც ვარ, ახლა გას­ტროლ­ზე იტა­ლი­ა­ში მი­დი­ან და ამ კონ­კურ­სის გამო ვერ მივ­ყვე­ბი, ვარ ასე­ვე სო­ხუ­მის მო­ზარდ-მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი...

- ამ­დე­ნი რე­გი­ო­ნის თე­ატრს ასე ახ­ლოს იც­ნობთ, რა სი­ტუ­ა­ცი­აა რე­გი­ო­ნებ­ში თე­ატ­რა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით?

- სა­ხელ­მწი­ფომ თუ არ მი­აქ­ცია თე­ატრს ყუ­რა­დღე­ბა, სხვა­ნა­ი­რად არა­ფე­რი გა­მო­ვა. თე­ატ­რი ერ­თა­დერ­თი ყვე­ლა­ზე კულ­ტუ­რუ­ლი ცენ­ტრია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია თქვას, თუ რა გა­და­არ­ჩენს ქვე­ყა­ნას, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა და ქვეყ­ნის სე­ნის მორ­ჩე­ნა.

თე­ატ­რი იყო, არის და იქ­ნე­ბა ფლაგ­მა­ნი კულ­ტუ­რუ­ლი სი­მაღ­ლე­ე­ბის, მაგ­რამ თუ მას არ მი­ე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, თუ ბი­უ­ჯე­ტი არ გა­უ­ზარ­დეს, მა­ყუ­რებ­ლის მი­სა­ზი­დად ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი არ ჩა­ტარ­და, არა­ფე­რი გა­მო­ვა.

მსა­ხი­ო­ბი უნდა იყოს ბედ­ნი­ე­რი და არა მში­ე­რი, მში­ერ მსა­ხი­ობს მა­ყუ­რე­ბე­ლი არ უნდა უყუ­რებ­დეს და ეს უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ! იმე­დი მაქვს, რომ თე­ატრს ყუ­რა­დღე­ბა მე­ტად მი­ექ­ცე­ვა

- რას უსურ­ვებთ "და­ქა­ლებს" ახა­ლი სე­ზო­ნის წინ?

- სა­ინ­ტე­რე­სო სი­უ­ჟე­ტებს. რო­მელ მსა­ხი­ო­ბებს შეხ­ვდე­ბით, ეს არ ვიცი, ვნა­ხოთ. ყვე­ლას წარ­მა­ტე­ბა მინ­და ვუ­სურ­ვო. პრო­ექ­ტი იმ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი და რე­ი­ტინ­გუ­ლია, რომ უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ეს ყვე­ლა­ფე­რი. ამ პრო­დუქ­ტის და­კარ­გვა არ შე­იძ­ლე­ბა და არც არა­ვინ და­კარ­გავს. მა­ყუ­რე­ბე­ლიც დიდი ინ­ტე­რე­სით ელო­დე­ბა. ავ­ტო­რი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რომ ახალ არხზე სა­ინ­ტე­რე­სოდ დაბ­რუნ­დეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

რატომ დაბრუნდა ზუგდიდში საცხოვრებლად ზურაბ ანთელავა და ვისი გმირი მოსწონს "ჩცდ"-ში დავით კვირცხალიას - მსახიობების ცხოვრება სერიალში და მის მიღმა

რატომ დაბრუნდა ზუგდიდში საცხოვრებლად ზურაბ ანთელავა და ვისი გმირი მოსწონს "ჩცდ"-ში დავით კვირცხალიას - მსახიობების ცხოვრება სერიალში და მის მიღმა

პოპულარული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" მალე ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში დაბრუნდება.

მე-16 სეზონის დეტალებს გადამღები ჯგუფი ჯერ არ გვიმხელს, თუმცა ამბობენ, რომ სერიალს ახალი ხაზები და ახალი პერსონაჟები დაემატება. შესაძლოა, კიდევ უფრო ძველმა და ცოტა დავიწყებულმა სახეებმაც შეგვახსენონ თავი...

სანამ სერიალი ეთერში დაბრუნდება, AMBEBI.GE ესაუბრა მის ყველაზე გამოკვეთილ სახეებს, "მეგრული კლანის" წევრებს: გრიშა კაკაჩიასა (დავით კვირცხალია) და კვაზი მანტკავას (ზურაბ ანთელავა).

რას ფიქრობენ მსახიობები თავიანთ გმირებზე, როგორ წარმოუდგენიათ მე-16 სეზონზე საკუთარი თავი სერიალში და რა ხდება მათ შემოქმედებით ცხოვრებაში სერიალის მიღმა, ამაზე თავად მოგვიყვებიან:

დავით კვირცხალია:

- 5 წელი გაუხდა გრიშა კაკაჩიას ამ პროექტში და სულ წარმატების გზაზე მავალი პერსონაჟია. თავიდან, როცა გამოჩნდა, აკლდამის ასაშენებლად ჩამოვიდა. ხელოვნებაში ასეა, თუ პირველ მოქმედებაში კედელზე თოფი კიდია, მან უნდა გაისროლოს...

- ჰოდა, "გაისროლა" კაკაჩიამ...

- რაღაცები მგონი გააკეთა, მაგრამ მომავალში რა იქნება, როგორ განვითარდება ამ პერსონაჟის ბედი, სამწუხაროდ, ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული... ჯერ სცენარი არ მიმიღია და ვერაფერს ვიტყვი. ერთი რამ კი ცხადია, მთელი ეს პერიოდია დასავლეთში ვარ - ხალხისგან უდიდეს სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ, დიდი და პატარა გარს მეხვევა. არა იმიტომ, რომ „გოლი“ გავიტანე, არა, ამდენი წელია, თავისიანად მთვლიან.

ჩემი სამსახიობო მოკრძალებული მოღვაწეობის ფონზე ვიტყვი, რომ ბედნიერებაა, ასეთი სამუშაო ჩემთან თავისით რომ მოვიდა. ვუმადლი ავტორს, ქეთი დევდარიანს და რეჟისორს გიორგი ლიფონავას, რომლებმაც ჩემში დაინახეს რაღაც მონაცემი, რომ ასეთ პერსონაჟზე ყველას ერთად გეფიქრა... მადლობელი ვარ განგების, მათი და მაყურებლის, რომელმაც ასე თბილად მიიღო ეს ნამუშევარი.

- აკლდამა ახსენეთ და გამახსენდა თქვენი საოცარი მონოლოგი სწორედ კაკაჩიას აშენებულ აკლდამაში. მე მაინც მგონია, რომ ეს პერსონაჟი თქვენებურად გარდაქმენით, სხვა მიმართულებით წაიყვანეთ და სცენარისტსაც აიძულეთ, თქვენთან დაკავშირებით სხვა კუთხით წასულიყო...

- არ არის გამორიცხული... ამდენი წელია, ახალგაზრდა ნიჭიერი შემოქმედი ქალბატონი ამ ყველაფერს წერს, ფიქრობს ჩემს პერსონაჟზე, მიგზავნის რაღაც სიტუაციებს, სადაც დაბრკოლება უნდა გადავლახო. რომ არ იბრუნებდეს ჩემგან საჭირო მასალას, აღარ გააგრძელებდა ჩემთვის წერას და მართალიც იქნებოდა. ალბათ, ჩემგანაც მიდის რაღაც იდივიდუალური, ისეთი საინტერესო სიტუაციები აქვს აღწერილი და მოგონილი, რომ მაოცებს...

ნახევრად სამეგრელოში გავიზარდე, რაღაცები მახსოვს, ნათესავების, მეზობლების ხასიათები, საუბრები დიალოგები, ხშირად ემთხვევა ბევრი რამ სცენარში

ამიტომ სცენარს ყოველთვის გაფაციცებით ვკითხულობ - ნეტავ, ახალი რა მოიფიქრა-მეთქი?! მერე იწყება ხორცის შესხმა, ზოგჯერ უკეთესად გამოდის, ზოგჯერ - უარესად. ჯამში კი მგონი, ჯერ არ მოგვბეზრდა ერთმანეთი...

- ბოლოს და ბოლოს, ვინ არის გრიშა კაკაჩია?

- გადასარევი გვარია კაკაჩია, ამ გვარის ადამიანს არაერთს ვიცნობ. ერთმანეთზე უკეთესი ხალხია, ცუდი კაკაჩია ჯერ არ შემხვედრია... გრიშა კი ძველი ყაიდის ადამიანია, ნოსტალგიით შეპყრობილი და საბჭოთა აზროვნების, რომელსაც ახალ დროშიც გაეხსნა ასპარეზი ფული აკეთოს, მაგრამ ეს ორი რამ ერთმანეთს არ ეთანხმება. საბჭოთა პერიოდში ასეთ კაცებს "მაქინატორებს" ეძახდნენ...

- თავად რომელი პერსონაჟი მოგწონთ სერიალში?

- ჩიკას პერსონაჟი. უცნაური მხარე მიჰყავს, რაღაც სიმბოლოები ცოცხლდება, საინტერესოა მისი ყურება. მომწონდა, გიორგი ბახუტაშვილისა და ეკა ჩხეიძის დუეტი, ეს იყო რაღაც ფანტასტიკური, ოსტატობის მაღალ ხარისხს გვაჩვენებდნენ, როდესაც მათი პარტნიორობით სცენები თამაშდებოდა.

ამ დუეტის გასაოცარი სცენა იყო ლიფტში, აბსოლუტურად სრულყოფილი. ბარაქალა მსახიობებს, მაგრამ რეჟისორმაც სერიოზულად იმუშავა. ვიწრო, ჩაკეტილ სივრცეში ამდენი ხანი მაყურებლის ყურადღება მიიქციო ისე, რომ არ დაღალო, ტონუსი შეინარჩუნო, იშვიათია.

გოცირიძეების ოჯახი იქცევს ყურადღებას, ანი ტყებუჩავა და ლევან ყოჩიაშვილი...

- სერიალის მიღმა რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში?

- ახალ სპექტაკლში არ ვიცი, მივიღებ თუ არა მონაწილეობას, თუმცა მაქვს ძველი რეპერტუარიდან კარგი სპექტაკლი "12 განრისხებული მამაკაცი", რომელშიც ვმონაწილეობ. ყველას გვიყვარს ეგ წარმოდგენა და ამ ზაფხულს გასტროლებით რაჭაში ვიყავით (ამბროლაური, ონში) - ხალხმა ძალიან გაიხარა და გაირკვა, რომ რუსთაველის თეატრი აქამდე იქ ასეთ გასტროლზე არ ყოფილა. ეტყობა, სცენა არ იძლეოდა ამის საშუალებას.

ჩვენც კმაყოფილები წამოვედით, ისინიც ბედნიერები დავტოვეთ. თეატრის მსახიობისთვის ტაშის ფასი არაფერია - ეს ჩვენი ნამუშევრის ყველაზე დიდი შემფასებელია.

ზურაბ ანთელავა:

- ყველგან, სადაც არ მივდივარ: ფოთში, ზუგდიდში, გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ქუჩაში თამამად ვერ გავდივარ, კვაზი მატკავამ მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება! მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი დამსახურება არ არის, ვფიქრობ, რომ მთავარია, როგორ დაწერს და როგორ შემოგვთავაზებს სცენარისტი ქეთი დევდარიანი.

მე-15 სეზონის სიუჟეტი ისე დამთავრდა, რომ იარაღით ხელში ტყეში დგას კაცი და გადაწყვიტეთ, როგორ განვითარდება მოვლენები... ვერ გეტყვით, რა შეიძლება მოხდეს. იმდენად მრავალხაზიანია თითოეული პერსონაჟის ცხოვრების არსი, ისეთი ტემპო-რიტმით მიმდინარეობს, ისეთი შინაგანი და გარეგანი მოვლენები მოქმედებენ მის სახეცვლილებაზე, რომ ნამდვილად არაფრის თქმა შემიძლია.

- მოლოდინი გაქვთ, რომ ახალ სეზონზეც ჩაერთვებით „ჩცდ“-ში და თქვენი გმირის გზა გაგრძელდება?

- ალბათ, მაგრამ ხომ ვამბობ, ყველაფერი დამოკიდებულია ამ პერსონაჟის რეიტინგზე. რამდენად მოთხოვნადია ამ ხაზის გაგრძელება. შეიძლება, უფრო მეტი პრობლემატური საკითხია წარმოსაჩენი? ავტორს ხომ ზუსტად საზოგადოების პულსზე უდევს ხელი?! ქეთი ყველაფერს ისე წერს, ისე მიჰყავს სიტუაცია, რომ კარგად იცის ამ პულსაციას რა უხდება, თუნდაც ის, კვაზის ხაზის გაღრმავება საჭიროა თუ არა.

- სერიალის მიღმა შემოქმედებით სიახლეებზეც გვესაუბრეთ...

- ფოთის თეატრში ვიყავი მიწვეული სპექტაკლში "ერთხელ საქართველოში", "რწყილი და ჭიანჭველას" მიხედვით მიუზიკლი ნიკა საბაშვილმა დადგა. რამაზ იოსელიანია ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მან მიგვიწვია - მე, ვანო იანტბელიძე, და ლაურა რეხვიაშვილი. სამივე ჯგუფელები ვართ. სასიამოვნოა, რომ ახლაც, ამ ასაკში, ერთად დავდექით სცენაზე. სპექტაკლის წარმატებული პრემიერა ჯერ თბილისში გვქონდა, შემდეგ - გორში. შესანიშნავი მიუზიკლი გამოვიდა.

სიახლე ჩემსკენ კიდევ ის არის, რომ ამ წლის მარტიდან, საცხოვრებლად ზუგდიდში გადავედი - ფესვებს დავუბრუნდი. ზუგდიდის თეატრის მსახიობი გავხდი, სპექტაკლებში ჯერ არ მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი წერედიანი წავიდა თეატრიდან, ვაკანსია გამოცხადდა და კონკურსში ვმონაწილეობ.

ასევე ზუგდიდის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში კონსულტანტ-რეჟისორი ვარ, პარალელურად სიღნაღის მუნიციპალურ თეატრშიც ვარ, ახლა გასტროლზე იტალიაში მიდიან და ამ კონკურსის გამო ვერ მივყვები, ვარ ასევე სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა თეატრის მსახიობი...

- ამდენი რეგიონის თეატრს ასე ახლოს იცნობთ, რა სიტუაციაა რეგიონებში თეატრალური მიმართულებით?

- სახელმწიფომ თუ არ მიაქცია თეატრს ყურადღება, სხვანაირად არაფერი გამოვა. თეატრი ერთადერთი ყველაზე კულტურული ცენტრია, რომელსაც შეუძლია თქვას, თუ რა გადაარჩენს ქვეყანას, როგორ შეიძლება მკურნალობა და ქვეყნის სენის მორჩენა.

თეატრი იყო, არის და იქნება ფლაგმანი კულტურული სიმაღლეების, მაგრამ თუ მას არ მიეცა საშუალება, თუ ბიუჯეტი არ გაუზარდეს, მაყურებლის მისაზიდად ღონისძიებები არ ჩატარდა, არაფერი გამოვა.

მსახიობი უნდა იყოს ბედნიერი და არა მშიერი, მშიერ მსახიობს მაყურებელი არ უნდა უყურებდეს და ეს უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ! იმედი მაქვს, რომ თეატრს ყურადღება მეტად მიექცევა

- რას უსურვებთ "დაქალებს" ახალი სეზონის წინ?

- საინტერესო სიუჟეტებს. რომელ მსახიობებს შეხვდებით, ეს არ ვიცი, ვნახოთ. ყველას წარმატება მინდა ვუსურვო. პროექტი იმდენად წარმატებული და რეიტინგულია, რომ უნდა შეინარჩუნოს ეს ყველაფერი. ამ პროდუქტის დაკარგვა არ შეიძლება და არც არავინ დაკარგავს. მაყურებელიც დიდი ინტერესით ელოდება. ავტორი და შემოქმედებითი ჯგუფი ყველაფერს გააკეთებს, რომ ახალ არხზე საინტერესოდ დაბრუნდეს.