მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ის, რასაც შვილის მიმართ გრძნობენ მშობლები, სიყვარული იშვიათად არის - ფსიქოთერაპევტ ანდრეი მეტელსკის რჩევები ბავშვის სწორ აღზრდაზე
ის, რასაც შვილის მიმართ გრძნობენ მშობლები, სიყვარული იშვიათად არის - ფსიქოთერაპევტ ანდრეი მეტელსკის რჩევები ბავშვის სწორ აღზრდაზე

"რა ცუდი თა­ო­ბა წა­მო­ვი­და", - ბუ­ზღუ­ნებს უფ­რო­სი თა­ო­ბა. თუ ამ გზავ­ნი­ლი­დან გა­მო­ვალთ, იქ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ გარ­შე­მო, სა­დაც არ უნდა გა­ი­ხე­დო, მხო­ლოდ ქა­ლა­ჩუ­ნა მა­მა­კა­ცე­ბი, თა­ვის ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში ჩა­კაფ­სუ­ლე­ბუ­ლი "აი­ტიშ­ნი­კე­ბი", ემან­სი­პი­რე­ბუ­ლი ის­ტე­რი­ჩ­კე­ბი და მდი­დარ "მა­მი­კო­ზე" გა­თხო­ვე­ბის მო­სურ­ნე გო­გო­ნე­ბი გვახ­ვე­ვია. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ალ­კოჰო­ლი­კებ­ზე და ნარ­კო­მა­ნებ­ზე. ნა­ცია ნად­გურ­დე­ბა? რა თქმა უნდა, არა. მაგ­რამ სა­კი­თხი, თუ რო­გორ აღვზარ­დოთ სწო­რად ბავ­შვე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია. უამ­რა­ვი "პროგ­რე­სუ­ლი" მე­თო­დი არ­სე­ბობს. და მშობ­ლე­ბი უკი­დუ­რე­სო­ბებ­ში ვარ­დე­ბი­ან. ერ­თნი თა­ვი­ანთ შვი­ლებს პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბას აძ­ლე­ვენ და შემ­დეგ უკ­ვირთ, რომ სრულ­წლო­ვა­ნე­ბის მიღ­წე­ვის შემ­დეგ ბავ­შვი სა­ერ­თოდ ვერ ადაპ­ტირ­დე­ბა ცხოვ­რე­ბას­თან. მე­ო­რე­ნი, პი­რი­ქით, მთე­ლი ძა­ლით ცდი­ლო­ბენ, რომ ბო­ლომ­დე დატ­ვირ­თონ, მი­აჩ­ნი­ათ, რომ მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა - გახ­სნან ბავ­შვის მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ნი­ჭე­ბი და არ ფიქ­რო­ბენ იმა­ზე, რომ ბავ­შვო­ბას არ­თმე­ვენ მას. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში მშო­ბელს კე­თი­ლი ზრახ­ვე­ბი ამოძ­რა­ვებს, მაგ­რამ იმ­დე­ნად "უყ­ვართ" თა­ვი­ან­თი ბავ­შვე­ბი, რომ ვერ ამ­ჩნე­ვენ, რო­გორ ასა­ხიჩ­რე­ბენ. არ­სე­ბობს კი ოქ­როს შუ­ა­ლე­დი? დღეს ამ რთულ სა­კითხს ფსი­ქო­თე­რა­პევტ ან­დრეი მე­ტელსკის­თან ერ­თად გან­ვი­ხი­ლავთ.

ან­დრეი მე­ტელსკი - ვინ არის იგი? ან­დრეი მე­ტელსკი მშო­ბელ­თა და შვილ­თა პრობ­ლე­მებს უკვე არა ერთი ათწლე­უ­ლია წყვეტს. გა­ნათ­ლე­ბით იგი ექი­მი-პე­დი­ატ­რია, მო­ზარ­დთა ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი, სექ­სო­ლო­გი, გარ­და ამი­სა, გეშ­ტალტ-ტრე­ნე­რი, INTC ცენ­ტრის სერ­თი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ტრე­ნე­რი, თა­ნა­მედ­რო­ვე ნლპ-ს ინ­სტი­ტუ­ტის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. ჩვე­ნი თა­ნა­მო­სა­უბ­რის რე­გა­ლი­ე­ბის ჩა­მოთ­ვლა საკ­მა­ოდ დიდ­ხანს შეგ­ვიძ­ლია, მაგ­რამ სა­ჭი­როა? ან­დრე­ის­თან სა­უ­ბა­რი თა­ვი­დან­ვე რთუ­ლი, არა­კომ­ფორ­ტუ­ლი და ცოტა შე­მა­ში­ნე­ბე­ლიც აღ­მოჩ­ნდა. სცა­დეთ მისი აზ­რე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოც­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ისი­ნი გა­ი­ძუ­ლე­ბენ, რომ სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას სულ სხვა კუ­თხით შე­ხე­დოთ.

- და­ვი­წყოთ მთა­ვა­რით. მარ­თლა ვა­სა­ხიჩ­რებთ ჩვენს შვი­ლებს ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლით?

- ამ რთულ თე­მა­ში გა­სარ­კვე­ვად, მოდი ჯერ სა­ბა­ზი­სო ცნე­ბე­ბი გან­ვსა­ზღვროთ. ვში­შობ, მრა­ვა­ლი მშობ­ლის­თვის ძნე­ლი და არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო იქ­ნე­ბა მათი აღ­ქმა. მშობ­ლებს შვი­ლე­ბი არ უყ­ვართ. ის, რაც იგუ­ლის­ხმე­ბა "ბავ­შვე­ბი­სად­მი სიყ­ვა­რულ­ში" ყო­ფით ცხოვ­რე­ბა­სა და ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში, - ეს მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბაა. სიყ­ვა­რუ­ლი - ესაა ერ­თგვა­რი ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც უბ­რა­ლოდ არის, მე შე­მიძ­ლია გან­ვი­ცა­დო იგი, მაგ­რამ ის ვე­რა­ვი­ზე ვერ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, სიყ­ვა­რუ­ლი ვერ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი ვინ­მე­სად­მი ან რა­მე­სად­მი. ამი­ტომ ის, რა­საც მთე­ლი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე გან­ვიც­დით სა­კუ­თა­რი ბავ­შვე­ბის მი­მართ, - მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბაა, ამას­თან, იგი წა­ა­გავს მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბას სასმლი­სად­მი, მან­ქა­ნი­სად­მი, სი­გა­რე­ტი­სად­მი და ა.შ.

მშობ­ლებს არ უყ­ვართ ბავ­შვი, მშობ­ლებს სა­კუ­თა­რი თავი უყ­ვართ ბავ­შვში. ყვე­ლა­ნი ვის­წრაფ­ვით იმის­კენ, რომ ჩვე­ნი შთა­მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი გახ­დეს იმ სფე­რო­ებ­ში, რომ­ლებ­შიც ჩვენ ვერ შევ­დე­ქით. რო­გორ სა­თა­მა­შო­ებს ვჩუქ­ნით ბავ­შვებს? ყვე­ლა­ზე ხში­რად იმათ, რომ­ლი­თაც თა­ვად ვერ ვი­თა­მა­შეთ ბავ­შვო­ბა­ში. სწო­რედ ასე­ვე გვიყ­ვარს სა­კუ­თა­რი თავი რა­ღაც მან­ქა­ნა­ში, ვუ­კე­თებთ სპო­ი­ლე­რებს, ტი­უ­ნინგს და ვტრა­ბა­ხობთ მე­გობ­რებ­თან: "ნახე, რა მა­გა­რი მან­ქა­ნა მყავს!" სწო­რედ ასე­ვე გვიყ­ვარს ცოლი, ან ქმა­რი - არა ეს ადა­მი­ა­ნი ცალ­კე, არა­მედ სა­კუ­თა­რი თავი მას­ში: "ნა­ხეთ, რა გრძელ­ფე­ხე­ბა ქერა ქალი მყავს. ის კი არაა ასე­თი მა­გა­რი, მე ვარ, იმი­ტომ რომ მე ამირ­ჩია". რა თქმა უნდა, უტ­რი­რე­ბას ვუ­კე­თებ, მაგ­რამ…

იმის­თვის, რომ ბავ­შვი შე­ვიყ­ვა­როთ, პირ­ველ რიგ­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის სიყ­ვა­რუ­ლი უნდა ვის­წავ­ლოთ. ეს საკ­მა­ოდ გაც­ვე­თი­ლი ფრა­ზაა, მაგ­რამ ადა­მი­ან­თა უმე­ტე­სო­ბას არ ეს­მის მისი სიღ­რმე. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ისევ მე
0

კარგი ანალიზია... სამწუხაროდ საქართველოში ჯერ ისევ შუა საუკუნეებია და ამას ჯერ ვერ მიხვდება ეგოისტი საზოგადოება!👎

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ის, რასაც შვილის მიმართ გრძნობენ მშობლები, სიყვარული იშვიათად არის - ფსიქოთერაპევტ ანდრეი მეტელსკის რჩევები ბავშვის სწორ აღზრდაზე

ის, რასაც შვილის მიმართ გრძნობენ მშობლები, სიყვარული იშვიათად არის - ფსიქოთერაპევტ ანდრეი მეტელსკის რჩევები ბავშვის სწორ აღზრდაზე

"რა ცუდი თაობა წამოვიდა", - ბუზღუნებს უფროსი თაობა. თუ ამ გზავნილიდან გამოვალთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ გარშემო, სადაც არ უნდა გაიხედო, მხოლოდ ქალაჩუნა მამაკაცები, თავის ვირტუალურ სამყაროში ჩაკაფსულებული "აიტიშნიკები", ემანსიპირებული ისტერიჩკები და მდიდარ "მამიკოზე" გათხოვების მოსურნე გოგონები გვახვევია. აღარაფერს ვამბობ ალკოჰოლიკებზე და ნარკომანებზე. ნაცია ნადგურდება? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ საკითხი, თუ როგორ აღვზარდოთ სწორად ბავშვები, განსაკუთრებით აქტუალურია. უამრავი "პროგრესული" მეთოდი არსებობს. და მშობლები უკიდურესობებში ვარდებიან. ერთნი თავიანთ შვილებს პრაქტიკულად ყველაფრის უფლებას აძლევენ და შემდეგ უკვირთ, რომ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ბავშვი საერთოდ ვერ ადაპტირდება ცხოვრებასთან. მეორენი, პირიქით, მთელი ძალით ცდილობენ, რომ ბოლომდე დატვირთონ, მიაჩნიათ, რომ მთავარი ამოცანაა - გახსნან ბავშვის მრავალრიცხოვანი ნიჭები და არ ფიქრობენ იმაზე, რომ ბავშვობას ართმევენ მას. ორივე შემთხვევაში მშობელს კეთილი ზრახვები ამოძრავებს, მაგრამ იმდენად "უყვართ" თავიანთი ბავშვები, რომ ვერ ამჩნევენ, როგორ ასახიჩრებენ. არსებობს კი ოქროს შუალედი? დღეს ამ რთულ საკითხს ფსიქოთერაპევტ ანდრეი მეტელსკისთან ერთად განვიხილავთ.

ანდრეი მეტელსკი - ვინ არის იგი? ანდრეი მეტელსკი მშობელთა და შვილთა პრობლემებს უკვე არა ერთი ათწლეულია წყვეტს. განათლებით იგი ექიმი-პედიატრია, მოზარდთა ფსიქოთერაპევტი, სექსოლოგი, გარდა ამისა, გეშტალტ-ტრენერი, INTC ცენტრის სერთიფიცირებული ტრენერი, თანამედროვე ნლპ-ს ინსტიტუტის თანადამფუძნებელი. ჩვენი თანამოსაუბრის რეგალიების ჩამოთვლა საკმაოდ დიდხანს შეგვიძლია, მაგრამ საჭიროა? ანდრეისთან საუბარი თავიდანვე რთული, არაკომფორტული და ცოტა შემაშინებელიც აღმოჩნდა. სცადეთ მისი აზრებისა და გამოცდილების საკუთარ თავზე გამოცდა. დარწმუნებული ვარ, ისინი გაიძულებენ, რომ საკუთარ ცხოვრებას სულ სხვა კუთხით შეხედოთ.

- დავიწყოთ მთავარით. მართლა ვასახიჩრებთ ჩვენს შვილებს ჩვენი სიყვარულით?

- ამ რთულ თემაში გასარკვევად, მოდი ჯერ საბაზისო ცნებები განვსაზღვროთ. ვშიშობ, მრავალი მშობლისთვის ძნელი და არასასიამოვნო იქნება მათი აღქმა. მშობლებს შვილები არ უყვართ. ის, რაც იგულისხმება "ბავშვებისადმი სიყვარულში" ყოფით ცხოვრებასა და ფსიქოლოგიაში, - ეს მიჯაჭვულობაა. სიყვარული - ესაა ერთგვარი შინაგანი მდგომარეობა, რომელიც უბრალოდ არის, მე შემიძლია განვიცადო იგი, მაგრამ ის ვერავიზე ვერ იქნება მიმართული. შესაბამისად, სიყვარული ვერ იქნება მიმართული ვინმესადმი ან რამესადმი. ამიტომ ის, რასაც მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე განვიცდით საკუთარი ბავშვების მიმართ, - მიჯაჭვულობაა, ამასთან, იგი წააგავს მიჯაჭვულობას სასმლისადმი, მანქანისადმი, სიგარეტისადმი და ა.შ.

მშობლებს არ უყვართ ბავშვი, მშობლებს საკუთარი თავი უყვართ ბავშვში. ყველანი ვისწრაფვით იმისკენ, რომ ჩვენი შთამომავალი წარმატებული გახდეს იმ სფეროებში, რომლებშიც ჩვენ ვერ შევდექით. როგორ სათამაშოებს ვჩუქნით ბავშვებს? ყველაზე ხშირად იმათ, რომლითაც თავად ვერ ვითამაშეთ ბავშვობაში. სწორედ ასევე გვიყვარს საკუთარი თავი რაღაც მანქანაში, ვუკეთებთ სპოილერებს, ტიუნინგს და ვტრაბახობთ მეგობრებთან: "ნახე, რა მაგარი მანქანა მყავს!" სწორედ ასევე გვიყვარს ცოლი, ან ქმარი - არა ეს ადამიანი ცალკე, არამედ საკუთარი თავი მასში: "ნახეთ, რა გრძელფეხება ქერა ქალი მყავს. ის კი არაა ასეთი მაგარი, მე ვარ, იმიტომ რომ მე ამირჩია". რა თქმა უნდა, უტრირებას ვუკეთებ, მაგრამ…

იმისთვის, რომ ბავშვი შევიყვაროთ, პირველ რიგში საკუთარი თავის სიყვარული უნდა ვისწავლოთ. ეს საკმაოდ გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ ადამიანთა უმეტესობას არ ესმის მისი სიღრმე. წაიკითხეთ სრულად

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა - "ბარიკადი უკანონოდ დევს, ამიტომ უნდა აიღონ"

"ჩემი მეგობრები იცინიან ხოლმე, ნონამ ასფალტი აყარა, ეზო გადათხარა და ბაღი გააშენაო" - გაიცანით თვითნასწავლი მებაღე საბავშვო ბაღიდან (ფოტოები)

რა ხდება სოფელ გუმათში, სადაც რკინის ბარიკადებია აღმართული