პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სახის რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი კომპლექსის მოწყობა იგეგმება ვაკეში?
რა სახის რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი კომპლექსის მოწყობა იგეგმება ვაკეში?

დღეს, გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბის პრობ­ლე­მა გლო­ბა­ლუ­რია, მისი გა­დაჭ­რის გზე­ბი კი წერ­ტი­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ეფუძ­ნე­ბა ანუ და­მო­კი­დე­ბუ­ლია თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­ზე, თი­თო­ე­უ­ლი კომ­პა­ნი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, სა­ხელ­მწი­ფოს პო­ზი­ცი­ა­ზე გა­რე­მოს დაც­ვას­თან მი­მარ­თე­ბა­ში და ა.შ.

დღეს, გან­სა­კუთ­რე­ბით თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი უბ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დგას, თუმ­ცა ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი მა­ინც გრძელ­დე­ბა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბის ზრდის ხარ­ჯზე, ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფაქ­ტობ­რი­ვად, ად­გი­ლი არ დარ­ჩა, სა­დაც სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი არ გან­ხორ­ცი­ელ­და, მწვა­ნე სივ­რცე­ე­ბი კი არც ისე ბევ­რია.

ამ ეტა­პის­თვის, ვა­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ასათ­ვი­სე­ბელ ად­გი­ლებ­ში კორ­ტე­ბი­სა და ფიტ­ნეს ცენ­ტრ „ოქ­ტო­პუ­სის“ მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი 2 ჰექ­ტა­რი ტე­რი­ტო­რია დარ­ჩა მო­სა­წყო­ბი, რო­მელ­ზეც თბი­ლი­სის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის თა­ნახ­მად, სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. გე­ნე­რა­ლურ­მა გეგ­მამ ეს ტე­რი­ტო­რია სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნად მო­ნიშ­ნა. ასე­თი სივ­რცის არ­სე­ბო­ბა კი ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რის პი­რო­ბებ­ში აუ­ცი­ლებ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს.

გენ­გეგ­მის ერთ-ერთი ავ­ტო­რი მე­რაბ ბოლ­ქვა­ძე გან­მარ­ტავს, რომ მდი­ნა­რე­ე­ბის ხე­ო­ბებ­ში მშე­ნებ­ლო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. მისი თქმით, დღეს, დე­და­ქა­ლა­ქი ეკო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე სწო­რედ ამ სა­კი­თხის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა­მაც და­ა­ყე­ნა.

„ახლა თბი­ლის­ში შექ­მნი­ლი ეკო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბი ნა­წი­ლობ­რივ იმის ბრა­ლი­ცაა, რომ მტკვრი­სა­კენ მი­მა­ვალ ხე­ო­ბებ­ში: ვა­რა­ზის ხევი, წო­წო­რას ხევი, გლ­და­ნის ხევი, მი­ლის ხევი და გუთ­ნის ხევი, ყვე­ლა­ში მშე­ნებ­ლო­ბა გა­ვა­ჩა­ღეთ. ასეთ ხე­ო­ბებს სუფ­თა ნა­კა­დე­ბი შე­მო­აქვთ ქა­ლაქ­ში, შე­სა­ბა­მი­სად თუ შე­ნო­ბე­ბით ჩავ­ხერ­გეთ ნა­კა­დებს ვე­ღარ გა­ა­ტა­რებს. ამი­ტომ ვე­რეს ხე­ო­ბა­ში ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ნიშ­ნუ­ლია რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზონა და იქ მშე­ნებ­ლო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია“, - გან­მარ­ტავს მე­რაბ ბოლ­ქვა­ძე.

4 წლის წინ, 13 ივ­ნი­სის ღა­მემ გვას­წავ­ლა, რომ მდი­ნა­რე­ე­ბის კა­ლა­პოტ­ში სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. სტი­ქი­ის შემ­დეგ, ვე­რეს ხე­ო­ბა­ში ნა­პირ­სა­მაგ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და, ცხა­უ­რე­ბი და წი­ნას­წა­რი გაფრ­თხი­ლე­ბის სის­ტე­მა მო­ე­წყო. ამას­თან, თბი­ლი­სის მე­რი­ის პო­ზი­ცია დღეს მდი­ნა­რის კა­ლა­პოტ­ში სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის.

„მდი­ნა­რის კა­ლა­პოტ­ში მშე­ნებ­ლო­ბის არ­ცერ­თი ახა­ლი ნე­ბარ­თვა არ არის გა­ცე­მუ­ლი, პი­რი­ქით, უკვე გა­ცე­მუ­ლი ნე­ბარ­თვე­ბიც, რო­მე­ლიც სა­შიშ­რო­ე­ბის თუნ­დაც მე­ო­რე ზო­ნა­ში შე­დი­ო­და გა­უქ­მდა და ახ­ლად­გა­ყი­დუ­ლი მი­წე­ბის მო­ნაც­ვლე­ო­ბის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჩვენ ძა­ლი­ან დიდი სიფრ­თხი­ლით ვე­კი­დე­ბით ამ სა­კითხს.ამ ეტაპ­ზე ვე­რეს ხე­ო­ბა­ში,მხო­ლოდ, არ­სე­ბუ­ლი მზი­უ­რის პარ­კის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ხორ­ცი­ელ­დე­ბა“, - გან­მარ­ტა მაია ბი­თა­ძემ.

„მზი­უ­რის პარ­კის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ზო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა აიკ­რძა­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, თბი­ლი­სი ამ ზო­ნა­ში მწვა­ნე სა­ფარ­სა და სუფ­თა ჰა­ერს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს. სწო­რედ ამი­ტომ, კორ­ტე­ბი­სა და ფიტ­ნეს ცენ­ტრის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი და და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სივ­რცის მო­წყო­ბა იგეგ­მე­ბა, რო­მე­ლიც სა­სე­ირ­ნო ბი­ლი­კებს, შად­რე­ვანს, ვე­ლო­ბი­ლი­კებს, ბავ­შვთა გა­სარ­თობ ზო­ნას, სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბაზს, ფიტ­ნეს ცენ­ტრს, სპა­სა და აუზს მო­ი­ცავს. ჩა­მოთ­ვლი­ლი სივ­რცე­ე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ტე­რა­სე­ბად იქ­ნე­ბა გან­ლა­გე­ბუ­ლი.

დღეს, ეს ტე­რი­ტო­რია სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლე­ბა­შია და გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი სივ­რცის მო­წყო­ბა­ზე ნე­ბარ­თვა ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ცე­მუ­ლი არ არის. რო­გორც გე­ნე­რა­ლურ გეგ­მა­ზე მო­მუ­შა­ვე ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მე­რაბ ბოლ­ქვა­ძე აღ­ნიშ­ნავს, ცალ­სა­ხაა, რომ ეს ად­გი­ლი რეკ­რე­ა­ცი­ულ ზო­ნად უნდა დარ­ჩეს. თუმ­ცა რა ტი­პის ობი­ექ­ტე­ბი უნდა გან­ლაგ­დეს, ამას გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის გეგ­მა და­ად­გენს, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის მე­რი­ას უნდა წა­რეგ­დი­ნოს.

„გენ­გეგ­მა ამ ტე­რი­ტო­რი­ას რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნის სა­ხე­ო­ბად მო­ი­აზ­რებს. აქ სა­ცხოვ­რებ­ლი და ზო­გა­დად, სამ­შე­ნებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. მას­ში მხო­ლოდ რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ფუნ­ქცი­ის ობი­ექ­ტე­ბი უნდა იყოს“, - აღ­ნიშ­ნა მე­რაბ ბოლ­ქვა­ძემ.

ვა­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი ყიფ­ში­ძის ქუ­ჩა­ზე ინ­ტენ­სი­უ­რი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით პრობ­ლე­მა­ტუ­რია. ვა­კის პარ­კის ტე­რი­ტო­რია მათ­თვის ერ­თა­დერთ დიდ მწვა­ნე სივ­რცეს წარ­მო­ად­გენს, თუმ­ცა ის რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნაა და გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ კომ­პლექსს არ მო­ი­ცავს,ამი­ტომ კორ­ტე­ბის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია ვა­კის პარ­კის­გან კონ­ცეფ­ცი­ით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

ჯერ­ჯე­რო­ბით, აქ მხო­ლოდ ორი სპორ­ტუ­ლი ობი­ექ­ტი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, თუმ­ცა რო­გორც პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, მათი გეგ­მის­დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ეს ერ­თა­დერ­თი „მწვა­ნე კუნ­ძუ­ლი“ იქ­ნე­ბა ვა­კე­ში, სა­დაც რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი სივ­რცე და გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი კომ­პლექ­სე­ბი ერ­თად მო­იყ­რის თავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

რა სახის რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი კომპლექსის მოწყობა იგეგმება ვაკეში?

რა სახის რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი კომპლექსის მოწყობა იგეგმება ვაკეში?

დღეს, გარემოს დაბინძურების პრობლემა გლობალურია, მისი გადაჭრის გზები კი წერტილოვან გადაწყვეტილებებს ეფუძნება ანუ დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე, თითოეული კომპანიის გადაწყვეტილებაზე, სახელმწიფოს პოზიციაზე გარემოს დაცვასთან მიმართებაში და ა.შ.

დღეს, განსაკუთრებით თბილისის ცენტრალური უბნების მოსახლეობა ჰაერის დაბინძურების პრობლემების წინაშე დგას, თუმცა ურბანიზაციის პროცესი მაინც გრძელდება. წლების განმავლობაში, კოეფიციენტების ზრდის ხარჯზე, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად, ადგილი არ დარჩა, სადაც სამშენებლო სამუშაოები არ განხორციელდა, მწვანე სივრცეები კი არც ისე ბევრია.

ამ ეტაპისთვის, ვაკის ტერიტორიაზე ასათვისებელ ადგილებში კორტებისა და ფიტნეს ცენტრ „ოქტოპუსის“ მიმდებარედ არსებული 2 ჰექტარი ტერიტორია დარჩა მოსაწყობი, რომელზეც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად, სამშენებლო სამუშაოების განხორციელება დაუშვებელია. გენერალურმა გეგმამ ეს ტერიტორია სარეკრეაციო ზონად მონიშნა. ასეთი სივრცის არსებობა კი ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე დაბინძურებული ჰაერის პირობებში აუცილებლობას წარმოადგენს.

გენგეგმის ერთ-ერთი ავტორი მერაბ ბოლქვაძე განმარტავს, რომ მდინარეების ხეობებში მშენებლობა დაუშვებელია. მისი თქმით, დღეს, დედაქალაქი ეკოლოგიური პრობლემების წინაშე სწორედ ამ საკითხის უგულებელყოფამაც დააყენა.

„ახლა თბილისში შექმნილი ეკოლოგიური პირობები ნაწილობრივ იმის ბრალიცაა, რომ მტკვრისაკენ მიმავალ ხეობებში: ვარაზის ხევი, წოწორას ხევი, გლდანის ხევი, მილის ხევი და გუთნის ხევი, ყველაში მშენებლობა გავაჩაღეთ. ასეთ ხეობებს სუფთა ნაკადები შემოაქვთ ქალაქში, შესაბამისად თუ შენობებით ჩავხერგეთ ნაკადებს ვეღარ გაატარებს. ამიტომ ვერეს ხეობაში ამ ტერიტორიაზე მონიშნულია რეკრეაციული ზონა და იქ მშენებლობა დაუშვებელია“, - განმარტავს მერაბ ბოლქვაძე.

4 წლის წინ, 13 ივნისის ღამემ გვასწავლა, რომ მდინარეების კალაპოტში სამშენებლო სამუშაოების ჩატარება არ შეიძლება. სტიქიის შემდეგ, ვერეს ხეობაში ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა, ცხაურები და წინასწარი გაფრთხილების სისტემა მოეწყო. ამასთან, თბილისის მერიის პოზიცია დღეს მდინარის კალაპოტში სამშენებლო სამუშაოების ჩატარებასთან წინააღმდეგობაში მოდის.

„მდინარის კალაპოტში მშენებლობის არცერთი ახალი ნებართვა არ არის გაცემული, პირიქით, უკვე გაცემული ნებართვებიც, რომელიც საშიშროების თუნდაც მეორე ზონაში შედიოდა გაუქმდა და ახლადგაყიდული მიწების მონაცვლეობის პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდებით ამ საკითხს.ამ ეტაპზე ვერეს ხეობაში,მხოლოდ, არსებული მზიურის პარკის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება“, - განმარტა მაია ბითაძემ.

„მზიურის პარკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი ზონების განვითარება აიკრძალა. შესაბამისად, თბილისი ამ ზონაში მწვანე საფარსა და სუფთა ჰაერს შეინარჩუნებს. სწორედ ამიტომ, კორტებისა და ფიტნეს ცენტრის გაგრძელებაზე გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი სივრცის მოწყობა იგეგმება, რომელიც სასეირნო ბილიკებს, შადრევანს, ველობილიკებს, ბავშვთა გასართობ ზონას, სავარჯიშო დარბაზს, ფიტნეს ცენტრს, სპასა და აუზს მოიცავს. ჩამოთვლილი სივრცეების ინფრასტრუქტურა ტერასებად იქნება განლაგებული.

დღეს, ეს ტერიტორია სახელმწიფოს კუთვნილებაშია და გამაჯანსაღებელი სივრცის მოწყობაზე ნებართვა ჯერჯერობით გაცემული არ არის. როგორც გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენელი მერაბ ბოლქვაძე აღნიშნავს, ცალსახაა, რომ ეს ადგილი რეკრეაციულ ზონად უნდა დარჩეს. თუმცა რა ტიპის ობიექტები უნდა განლაგდეს, ამას განაშენიანების რეგულირების გეგმა დაადგენს, რომელიც თბილისის მერიას უნდა წარეგდინოს.

„გენგეგმა ამ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სახეობად მოიაზრებს. აქ საცხოვრებლი და ზოგადად, სამშენებლო მიმართულებით განვითარება არ შეიძლება. მასში მხოლოდ რეკრეაციული ფუნქციის ობიექტები უნდა იყოს“, - აღნიშნა მერაბ ბოლქვაძემ.

ვაკის ტერიტორიაზე, უფრო კონკრეტულად კი ყიფშიძის ქუჩაზე ინტენსიური განაშენიანება ადგილობრივებისთვის განსაკუთრებით პრობლემატურია. ვაკის პარკის ტერიტორია მათთვის ერთადერთ დიდ მწვანე სივრცეს წარმოადგენს, თუმცა ის რეკრეაციული ზონაა და გამაჯანსაღებელ კომპლექსს არ მოიცავს,ამიტომ კორტების მიმდებარედ არსებული ტერიტორია ვაკის პარკისგან კონცეფციით განსხვავებული იქნება.

ჯერჯერობით, აქ მხოლოდ ორი სპორტული ობიექტი ფუნქციონირებს, თუმცა როგორც პროექტის ავტორები აღნიშნავენ, მათი გეგმისდამტკიცების შემთხვევაში, ეს ერთადერთი „მწვანე კუნძული“ იქნება ვაკეში, სადაც რეკრეაციული სივრცე და გამაჯანსაღებელი კომპლექსები ერთად მოიყრის თავს.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის