ავტორი:

ევროპული გზა კიბოს დასამარცხებლად საქართველოშიც შემოვიდა

ევროპული გზა კიბოს დასამარცხებლად საქართველოშიც შემოვიდა

კარცენოგენებით გაჯერებული გარემო, სტრესი, გენეტიკური განწყობები, ტრავმები და ა. შ. - ჩამონათვალი უსასრულოა იმის აღსაწერად, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნური დაავადებები.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის, CO-ს დიდი კონცენტრაცია ჩვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება და ორგანიზმში ცვილილებებს უჯრედულ დონეზე ახდენს.

"კვანტოსან"-ის ხელმისაწვდომობას საქართველოში უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების გერმანული ფირმა BauerMed-ი (www.bauermed.eu), რომლის დამფუძნებელი ქალბატონი მაკა ბაუერი, 23 წელია გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. BauerMed-ი საქართველოში მცხოვრებ პაციენტს აკავშირებს გერმანელ ექიმებს ნებისმიერ სამედიცინო სფეროში დიაგნოსტიკისა თუ თერაპიის მიზნით და სრულად უზრუნველყოფს პაციენტთა სამედიცინო მომსახურების გერმანიის წამყვან კლინიკებში. სწორედ ამ მომსახურების ფარგლებში წლების განმავლობაში მიღებულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ გერმანიაში ონკოლოგები ხშირად მიმართავენ კიბოს კომპლიმენტარული თერაპიის გზას, რაც კლასიკური თერაპიის გარდა გულისხმობს ასევე სხვადსხვა ბუნებრივი ნივთიერებების გამოყენებას, რის შედეგადაც უფრო ეფექტური ხდება კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა.

მკითხველთა დიდ ნაწილს სავარაუდოდ, არ გამოეპარებოდა, რომ "კვანტოსანი" სოციალურ ქსელში შემოტანის დღიდანვე, რამდენიმე კვირაა უდიდესი ინტერესითა და პოპულარობით სარგებლობს. ამიტომ AMBEBI.GE-მ BauerMed-ის თანადამფუძნებელს მაკა ბაუერს მიმართა, რათა გერმანული საკვებდანამატის "კვანტოსანის" უნიკალურობის შესახებ დეტალურად შეგვეტყო. მაკა ბაუერმა კომპანია დოქტორ შალვა ნაჭყებიასთან ერთად დააარსა.

"კვანტოსანი" ჩვენს ქვეყანაში ახალი შემოსულია, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მან სოციალური ქსელი დაიპყრო. რაში მდგომარეობს გერმანული საკვებდანამატის განსაკუთრებულობა და როგორია მისი შემცველობა?

პირველ რიგში მადლობას გიხდით ამ მართლაც უნიკალური გერმანული იმუნოპრეპარატით, "კვანტოსანით" დაინტერესებისთვის. იგი შეიცავს სპეციალურ აიურვედულ სამკურნალო მცენარეებს, გლუტათიონს, თხის კოლოსტრიუმს, ვიტამინებსა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ელემენტებს. მისი მიღება რეკომენდირებულია კიბოს დაავადების დროს, კიბოს პრევენციისთვის და ასევე ზოგადად იმუნიტეტის ასამაღლებლად.

მაგალითად, მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გლუტათიონი ანუ პეპტიდი ცენტრალურ როლს თამაშობს სხვადასხვა მეტაბოლურ ნივთიერებათა ცვლის და ამდენად, უჯრედში მიმდინარე ყველა დეტოქსიკაციის პროცესში.

რაც შეეხება თხის კოლოსტრიუმს, ამ უძვირფასეს ნედლეულს ბიოლოგიურ ოქროსაც კი ეძახიან. კოლოსტრიუმი არის გამონაყოფი, რომელიც წინ უსწრებს პირველ რძეს და დედის ორგანიზმში მშობიარობის შემდეგ პირველი 24-28 საათის განმავლობაში წარმოიქმნება. იგი მდიდარია მიკროელემენტებით, იმუნოგლობულინებით, მინერალებით, თავისუფალი ამინომჟავითა და ვიტამინებით.

ქალბატონო მაკა, ლეგიტიმურია დაისვას კითხვა, თუ ეს ნივთიერებები ბუნებაშიც არსებობს, რატომ არის საჭირო მისი მედიკამენტოზური სახით მიღება?

იმიტომ, რომ კვანტოსანი დამზადებულია პატენტირებული კვანტური პუნქტების უახლესი ტექნოლოგიით, რომელიც საკვებდანამატის მაქსიმალურად ათვისებას უზრუნველყოფს. სწორედ ამ პროცესს მოაქვს შედეგი, რადგან ადამიანი ბუნებრივი სახით ვერასოდეს ვერ მიიღებს იმ ოდენობის სამკურნალო მცენარეებს, რა ოდენობითად არის მისი მიღება აუცილებელი, რათა მივიღოთ შესაბამისი შედეგი, მაგ. განადგურდეს კიბოს უჯრედები.

უფრო კონკრეტულად, რა სახის ზემოქმედებას ახდენს კვანტოსანი და სიმსივნის რომელ სტადიაშია მისი მიღება რეკომენდებული?

მისი მიღება რეკომენდებულია ქიმიოთერაპიის შემდეგ, როცა ორგანიზმში იმუნიტეტი დაქვეითებულია, კიბოს პრევენციისთვისაც და ზოგადად იმუნიტეტის გასაძლიერებლად. კვანტოსანის შემადგენელ სამკურნალო მცენარეულ ნივთიერებებს დამატებით მთელი რიგი პოზიტიური ფარმაკოლოგიური თვისებები ახასიათებთ: ანთების საწინააღმდეგო, ანალგეტიკური, ანტიმიკრობული, ლიპიდ დამწევი, წნევის დამწევი, დაბერების საწინააღმდეგო და ა.შ.

რაც შეეხება კონკრეტულ ზემოქმედებას უშუალოდ კიბოს უჯრედზე: დიდი ხანია ცნობილია, რომ კიბოს უჯრედებს აპოპტოზის, ანუ პროგრამირებული სიკვდილის უნარი ნაწილობრივ ან სრულად დაკარგული აქვთ. უფრო მარტივად რომ ავსხნა, კიბოს უჯრედების თვითლიკვიდაცია აღარ ხდება და ისინი უსაზღვროდ მრავლდებიან. სწორედ ამ პროცესში ერევა კვანტოსანი და იგი კიბოს უჯრედისთვის ჩვეულ უსაზღვრო პოლიფერაციას აჩერებს. აიურვედული სამკურნალო მცენარეთა ნივთიერებები, რომელსაც კვანტოსანი შეიცავს, მაგ. ჰუმულონი, ალიინი, ალიცინი, კაპაიცინი, ჯინჯეროლი, კურკუმინი და სხვა, ერევიან უჯრედული რეგულაციის მექანიზმში, ხსნიან მიტოქონდრიის მემბრანებს და იწყება კიბოს უჯრედის თვითლიკვიდაციის პროცესი.

გთხოვთ კვანტოსანის მიღების რეკომენდაციის შესახებ მოგვახსენოთ და ასევე გვაინტერესებს, ექიმის რეცეპტის გარეშე თუ შეიძლება ამ საკვებდანამატის შეძენა და მიღება?

კვანტოსანის მიღება რეკომენდირებულია 3 თვის განმავლობაში სულ მცირე 2 და მეტ თვიანი შესვენებით, გააჩნია კიბოს წინააღმდეგ, პრევენციისთვის თუ იმუნიტეტის ასამაღლებლად ვიღებთ მას. კიბოს დაავადების შემთხვევაში მისი ზემოქმედება მიღებიდან 3-6 თვის შემდეგ იწყება და ინტერნაციონალური სტანდარტების მიხედვით, კლასიკური კიბოს თერაპიის (მაგ. ქიმიოთერაპიის) შემდგომ (და არა პარალელურად) მიიღება, ვინაიდან იგი ამავდროულად არის იმუნიტეტის გამაძლიერებელი ძვირფასი საკვებდანამატი, რომელსაც არანაირი უკუჩვენება არ ახასიათებს.

რაც მთავარია, მისი მიღება ექიმის რეცეპტის გარეშეა შესაძლებელი. უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ მისი მიღების დრო და დოზები, რის შესახებაც რეკომენდაცია გერმანული საკვებდანამატის ანოტაციაში გერმანელი პროდუცენტის მიერაა მითითებული. კვანტოსანი ექვემდებარება გერმანიის ჯანდაცვის სფეროში საკვებდანამატისთვის გათვალისწინებულ მთელ რიგ რეგულაციებს და იგი გერმანიის ბაზარზეც ექიმის დანიშნულების, ანუ რეცეპტის გარეშე იყიდება.

მოიხმარენ თუ არა „კვანტოსანს“ საქართველოში და სად შეგვიძლია მისი შეძენა?

კვანტოსანი საქართველოში ჯერ-ჯერობით დამკვიდრებული არ არის, ჩვენ დავიწყეთ მისი შემოტანა. მისი შეძენა ჩვენს ვებ-გვერდზე www.quantosan.ge-ზე მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციაზე დაკავშირების გზით არის შესაძლებელი. გვაქვს უფასო საკურიერო მომსახურება საქართველოს მასშტაბით.

სად შეიძლება დაინტერესების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის მოძიება კვანტოსანის შესახებ?

ეს ინფორმაცია ჩვენს ვებ-გვერდზეა განთავსებული. ამასთან,„ბაუერ მედის“ სიმსივნესთან ბრძოლის მეთოდების შესახებაც გასცემს ინფორმაციას, რომელიც გერმანიაში კიბოს კომპლიმენტარული თერაპიის სფეროში გავრცელებულ ლიტერატურაზეა დაფუძნებული. ეს ეხება ძირითადად საკვების, სასმელის, ზეთების სწორად შერჩევას, რომ მათ იცოდნენ, თუ რა სახის საკვები მოქმედებს კიბოს უჯრედებზე „სასუქის“ ფუნქციით და სხვა. ამით უფრო ეფექტურად და სწრაფად გახდება შესაძლებელი კიბოს დამარცხება და მისი თავიდან არიდებაც. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

R

ადგილობრივი განვითარების ჯგუფები - ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებული საზოგადოება

“GM PHARMA” შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის ჯილდოს მფლობელი გახდა

განსაკუთრებული სოსისები, რომლებიც მსოფლიომ შეიყვარა