პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის მერილ სტრიპის ქართველი ორეული - "დედას უთხრეს: შენი შვილი ჰოლივუდის ვარსკვლავს ჰგავსო"
ვინ არის მერილ სტრიპის ქართველი ორეული - "დედას უთხრეს: შენი შვილი ჰოლივუდის ვარსკვლავს ჰგავსო"

ქარ­თვე­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი შოკ­ში ჩა­აგ­დო ცოტა ხნის წინ "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა ფო­ტომ, რო­მელ­ზეც 3-გზის "ოს­კა­რო­სა­ნი" მსა­ხი­ო­ბის - მე­რილ სტრი­პის ქარ­თვე­ლი ორე­უ­ლია აღ­ბეჭ­დი­ლი.

თა­მარ ჭან­ტუ­რი­ას მსგავ­სე­ბა ლე­გენ­და­რულ მსა­ხი­ობ­თან იმ­დე­ნად დი­დია, რომ მათი გარ­ჩე­ვა ერთი შე­ხედ­ვით ნამ­დვი­ლად გა­გი­ჭირ­დე­ბათ.

სტრი­პის ქარ­თვე­ლი ორე­უ­ლი, სი­ლა­მა­ზის ხაზ­მა - "ბი­უ­თი ენდ ბოქსმა" აღ­მო­ა­ჩი­ნა. დი­ზა­ი­ნერ თე­ო­ნა თა­ვარ­თქი­ლა­ძის ბრენდმა თა­მარ ჭან­ტუ­რია ოქ­ტომ­ბრის თვის სა­ხედ აირ­ჩია.

AMBEBI.GE თა­მარ ჭან­ტუ­რი­ას და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც გაგ­ვიმ­ხი­ლა, რომ მსოფ­ლი­ოს კერპ ვარ­სკვლავს 15 წლის ასა­კი­დან ამ­სგავ­სე­ბენ:

"მე ვარ თა­მარ ჭან­ტუ­რია, 47 წლის. თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია და­ვამ­თავ­რე, დი­ზა­ი­ნის მო­დე­ლი­რე­ბის ფა­კულ­ტე­ტი. თუმ­ცა, პრო­ფი­ლი შე­ვიც­ვა­ლე და რამ­დე­ნი­მე წელი მა­ღა­ზი­ებს ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი - ინ­ტე­რი­ერ­სა და ექ­სტე­რი­ერ­ზე ვმუ­შა­ობ­დი.

მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხურ­ში 9 წელი ვი­მუ­შა­ვე და სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, 4 წე­ლია მაქვს ჩემი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სტუ­დია, კერ­ძო დაკ­ვე­თებ­ზე ვმუ­შა­ობ. მყავს ორი შვი­ლი - 28 და 9 წლის ასა­კის.

- ამ პრო­ექ­ტში რო­გორ მოხ­ვდით?

- 1 წე­ლია რაც Beauty and the Box-ის გა­მომ­წე­რი ვარ. მე და თე­ო­ნა თა­ვარ­თქი­ლა­ძე აკა­დე­მი­ი­დან ვიც­ნობთ ერ­თმა­ნეთს, ჯგუ­ფე­ლე­ბი ვი­ყა­ვით. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, ჩემი სა­მე­გობ­რო მე­რილ სტრიპს მე­ძა­ხის. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, ქუ­ჩა­ში გა­ვუ­ჩე­რე­ბი­ვარ ხალ­ხს და ძა­ლი­ან მეც­ნო­ბიო. ვხვდე­ბი, ამ დროს ვი­საც მამ­სგავ­სე­ბენ. თე­ო­ნამ შე­მომ­თა­ვა­ზა პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მარ­თლა სას­წა­უ­ლი ფო­ტო­სე­სია შედ­გა.

- პირ­ვე­ლად რა ასაკ­ში მი­გამ­სგავ­სეს ლე­გენ­და­რულ მსა­ხი­ობს?

- და­ახ­ლო­ე­ბით 15 წლის ვიქ­ნე­ბო­დი, რო­დე­საც მე და დედა სა­მოგ­ზა­უ­როდ წა­ვე­დით გე­მით ვოლ­გის­პი­რეთ­ში. რუ­სე­თის ჯგუფ­ში იყო ერთი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­მაც სა­ღა­მოს ვახ­შმის დროს დე­დას უთხრა, სა­ხელს ვერ ვიხ­სნებ და შენი შვი­ლი ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავს ჰგავ­სო. მე­ო­რე დღეს მო­ვი­და და გვი­თხრა - გა­მახ­სენ­და, მე­რილს სტრიპს ჰგავ­სო. მა­ნამ­დე დე­დაც მამ­სგავ­სებ­და თურ­მე, მაგ­რამ არ უთ­ქვამს.

- მე­უღ­ლეს თუ მი­უმ­სგავ­სე­ბი­ხართ?

- რა თქმა უნდა, პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, მე­ო­რედ რომ მო­ვი­და ჩემ­თან სტუმ­რად მო­მი­ტა­ნა კა­სე­ტა, რო­მელ­შიც ის ფილ­მი იყო ჩა­წე­რი­ლი, ახალ­გაზ­რდა მე­რილ სტრი­პი და რო­ბერტ დე ნირო რომ თა­მა­შობ­დნენ.

ვგიჟ­დე­ბი მე­რილ სტრიპ­ზე, უნი­ჭი­ე­რე­სი ქა­ლია, მაგ­რამ მის­თვის არა­სო­დეს მი­მი­ბა­ძავს და არც მისი სტი­ლი ამი­ღია. გა­მორ­ჩე­უ­ლია ჩემ­თვის ფილ­მი „აფ­რი­კე­ლი“. მარ­თლა არ მინ­და, ხმა­მა­ღალ ნათ­ქვა­მად გა­მო­მი­ვი­დეს, მაგ­რამ ახა­ლი ნაც­ნო­ბე­ბი, სა­უბ­რის ბო­ლოს ასე ამ­თავ­რე­ბენ - "რო­გორ გავ­ხართ მე­რილ სტრიპს".

- თქვე­ნი შვი­ლე­ბი რო­გორ უყუ­რე­ბენ ამ ფაქტს?

- უფ­რო­სი ყო­ველ­თვის აღ­ნიშ­ნავ­და, დედა, რო­გორ გავ­ხა­რო. უმ­ცრო­სი ელე­ნე ჯერ პა­ტა­რაა, მაგ­რამ ფო­ტო­სე­სი­ა­ზე გა­მომ­ყვა და მა­კი­ა­ჟი რომ გა­მი­კე­თეს გა­და­ი­რია.

- მშობ­ლე­ბი­დან ვის გავ­ხართ?

- უფრო მა­მას, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლია... მაგ­რამ ასაკ­ში რომ შევ­დი­ვარ, უფრო დე­დის იერი მაქვს. არა­სო­დეს მომ­ბეზ­რე­ბია ის მო­მენ­ტი, რა­ტომ მამ­სგავ­სე­ბენ-მეთ­ქი, პი­რი­ქით, მი­ხა­რია, სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვიც­ნობ­დი მე­რილ სტრიპს! ახლა მე­უბ­ნე­ბი­ან, გა­ვუგ­ზავ­ნოთ ფო­ტო­ე­ბი და მივ­წე­როთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს ქალი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ჰგავს.

- მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე თუ გი­ოც­ნე­ბი­ათ?

- არა, მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე არა­სო­დეს მი­ოც­ნე­ბია, მაგ­რამ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ამ პრო­ექ­ტში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ჩემი თავი კი­დევ სხვა კუ­თხით და­ვი­ნა­ხე. გა­მა­ბედ­ნი­ე­რა, გა­მა­ხა­ლი­სა, სხვა ძალა და სტი­მუ­ლი მომ­ცა და სხვა შუქი შე­მო­ი­ტა­ნა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში.

ავტორი:

ვინ არის მერილ სტრიპის ქართველი ორეული - "დედას უთხრეს: შენი შვილი ჰოლივუდის ვარსკვლავს ჰგავსო"

ვინ არის მერილ სტრიპის ქართველი ორეული - "დედას უთხრეს: შენი შვილი ჰოლივუდის ვარსკვლავს ჰგავსო"

ქართველი ინტერნეტმომხმარებლები შოკში ჩააგდო ცოტა ხნის წინ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულმა ფოტომ, რომელზეც 3-გზის "ოსკაროსანი" მსახიობის - მერილ სტრიპის ქართველი ორეულია აღბეჭდილი.

თამარ ჭანტურიას მსგავსება ლეგენდარულ მსახიობთან იმდენად დიდია, რომ მათი გარჩევა ერთი შეხედვით ნამდვილად გაგიჭირდებათ.

სტრიპის ქართველი ორეული, სილამაზის ხაზმა - "ბიუთი ენდ ბოქსმა" აღმოაჩინა. დიზაინერ თეონა თავართქილაძის ბრენდმა თამარ ჭანტურია ოქტომბრის თვის სახედ აირჩია.

AMBEBI.GE თამარ ჭანტურიას დაუკავშირდა, რომელმაც გაგვიმხილა, რომ მსოფლიოს კერპ ვარსკვლავს 15 წლის ასაკიდან ამსგავსებენ:

"მე ვარ თამარ ჭანტურია, 47 წლის. თბილისის სამხატვრო აკადემია დავამთავრე, დიზაინის მოდელირების ფაკულტეტი. თუმცა, პროფილი შევიცვალე და რამდენიმე წელი მაღაზიებს ვემსახურებოდი - ინტერიერსა და ექსტერიერზე ვმუშაობდი.

მერიის არქიტექტურის სამსახურში 9 წელი ვიმუშავე და საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ, 4 წელია მაქვს ჩემი არქიტექტურული სტუდია, კერძო დაკვეთებზე ვმუშაობ. მყავს ორი შვილი - 28 და 9 წლის ასაკის.

- ამ პროექტში როგორ მოხვდით?

- 1 წელია რაც Beauty and the Box-ის გამომწერი ვარ. მე და თეონა თავართქილაძე აკადემიიდან ვიცნობთ ერთმანეთს, ჯგუფელები ვიყავით. მთელი ცხოვრება, ჩემი სამეგობრო მერილ სტრიპს მეძახის. ყოფილა შემთხვევა, ქუჩაში გავუჩერებივარ ხალხს და ძალიან მეცნობიო. ვხვდები, ამ დროს ვისაც მამსგავსებენ. თეონამ შემომთავაზა პროექტში მონაწილეობა და მართლა სასწაული ფოტოსესია შედგა.

- პირველად რა ასაკში მიგამსგავსეს ლეგენდარულ მსახიობს?

- დაახლოებით 15 წლის ვიქნებოდი, როდესაც მე და დედა სამოგზაუროდ წავედით გემით ვოლგისპირეთში. რუსეთის ჯგუფში იყო ერთი ქალბატონი, რომელმაც საღამოს ვახშმის დროს დედას უთხრა, სახელს ვერ ვიხსნებ და შენი შვილი ჰოლივუდის ვარსკვლავს ჰგავსო. მეორე დღეს მოვიდა და გვითხრა - გამახსენდა, მერილს სტრიპს ჰგავსო. მანამდე დედაც მამსგავსებდა თურმე, მაგრამ არ უთქვამს.

- მეუღლეს თუ მიუმსგავსებიხართ?

- რა თქმა უნდა, პირველი შეხვედრის შემდეგ, მეორედ რომ მოვიდა ჩემთან სტუმრად მომიტანა კასეტა, რომელშიც ის ფილმი იყო ჩაწერილი, ახალგაზრდა მერილ სტრიპი და რობერტ დე ნირო რომ თამაშობდნენ.

ვგიჟდები მერილ სტრიპზე, უნიჭიერესი ქალია, მაგრამ მისთვის არასოდეს მიმიბაძავს და არც მისი სტილი ამიღია. გამორჩეულია ჩემთვის ფილმი „აფრიკელი“. მართლა არ მინდა, ხმამაღალ ნათქვამად გამომივიდეს, მაგრამ ახალი ნაცნობები, საუბრის ბოლოს ასე ამთავრებენ - "როგორ გავხართ მერილ სტრიპს".

- თქვენი შვილები როგორ უყურებენ ამ ფაქტს?

- უფროსი ყოველთვის აღნიშნავდა, დედა, როგორ გავხარო. უმცროსი ელენე ჯერ პატარაა, მაგრამ ფოტოსესიაზე გამომყვა და მაკიაჟი რომ გამიკეთეს გადაირია.

- მშობლებიდან ვის გავხართ?

- უფრო მამას, რომელიც გარდაცვლილია... მაგრამ ასაკში რომ შევდივარ, უფრო დედის იერი მაქვს. არასოდეს მომბეზრებია ის მომენტი, რატომ მამსგავსებენ-მეთქი, პირიქით, მიხარია, სიამოვნებით გავიცნობდი მერილ სტრიპს! ახლა მეუბნებიან, გავუგზავნოთ ფოტოები და მივწეროთ, რომ საქართველოში ცხოვრობს ქალი, რომელიც ძალიან ჰგავს.

- მსახიობობაზე თუ გიოცნებიათ?

- არა, მსახიობობაზე არასოდეს მიოცნებია, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტში მივიღე მონაწილეობა. ჩემი თავი კიდევ სხვა კუთხით დავინახე. გამაბედნიერა, გამახალისა, სხვა ძალა და სტიმული მომცა და სხვა შუქი შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ