Faceამბები
პოლიტიკა
საზოგადოება

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო
კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

ამე­რი­კელ­მა კაც­მა ყო­ფი­ლი ცო­ლის საყ­ვა­რელს უჩივ­ლა და ოჯა­ხის დან­გრე­ვა­ში დას­დო ბრა­ლი. „დე­ი­ლი მე­ი­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ჩი­ვან­მა კომ­პენ­სა­ცი­ად 750 000 დო­ლა­რი მი­ი­ღო.

მო­სა­მარ­თლემ საქ­მე ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნე­ლი კე­ვინ ჰო­ვარ­დის სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყვი­ტა და მას­ში მო­ნა­წი­ლე მე­ო­რე მა­მა­კა­ცი ჰო­ვარ­დის­თვის ცო­ლის წარ­თმე­ვა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო. შე­სა­ბა­მი­სი კა­ნო­ნი აშშ-ს რამ­დე­ნი­მე შტატ­ში მოქ­მე­დებს.

„ის ჩემი ცო­ლის კო­ლე­გა იყო. რამ­დენ­ჯერ­მე ივახ­შმა ჩვენს სახ­ლში, ერ­თად ვა­ტა­რებ­დით დროს... მე­გო­ნა, მე­გო­ბა­რი იყო,“ - გა­ნა­ცხა­და ჰო­ვარ­დმა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­დე­საც ცოლ­მა გან­ქორ­წი­ნე­ბა სთხო­ვა, ჰო­ვარდს ეჭ­ვე­ბი გა­უჩ­ნდა და პი­რა­დი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი და­ი­ქი­რა­ვა. მა­მა­კა­ცი ამ­ბობს, რომ ეს ფუ­ლის­თვის არ გა­უ­კე­თე­ბია, რად­გან მის­თვის ოჯა­ხუ­რი სიწ­მინ­დე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

საქ­მე რომ მო­ე­გო, მომ­ჩი­ვანს უნდა წა­რედ­გი­ნა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ წყვი­ლი ცო­ლის „მე­გობ­რის“ გა­მო­ჩე­ნამ­დე ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­და.

ჰო­ვარ­დის თქმით, სწო­რედ მე­სა­მე პი­რის გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ წა­ვი­და მათი ქორ­წი­ნე­ბა და­სას­რუ­ლის­კენ.

კა­ნო­ნი ძა­ლი­ან ძვე­ლია და სა­თა­ვეს ჯერ კი­დევ იმ პე­რი­ო­დი­დან იღებს, რო­დე­საც ქალი პი­რად სა­კუთ­რე­ბად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. შტა­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბამ კა­ნო­ნი გა­ა­უქ­მა, თუმ­ცა ის ჯერ კი­დევ არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი ჰა­ვა­ი­ში, მი­სი­სი­პი­ში, ნიუ-მექ­სი­კო­ში, სამ­ხრეთ და­კო­ტა­ში, იუ­ტა­სა და ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

ამერიკელმა კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს უჩივლა და ოჯახის დანგრევაში დასდო ბრალი. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, მომჩივანმა კომპენსაციად 750 000 დოლარი მიიღო.

მოსამართლემ საქმე ჩრდილოეთ კაროლინელი კევინ ჰოვარდის სასარგებლოდ გადაწყვიტა და მასში მონაწილე მეორე მამაკაცი ჰოვარდისთვის ცოლის წართმევაში დამნაშავედ ცნო. შესაბამისი კანონი აშშ-ს რამდენიმე შტატში მოქმედებს.

„ის ჩემი ცოლის კოლეგა იყო. რამდენჯერმე ივახშმა ჩვენს სახლში, ერთად ვატარებდით დროს... მეგონა, მეგობარი იყო,“ - განაცხადა ჰოვარდმა.

მოგვიანებით, როდესაც ცოლმა განქორწინება სთხოვა, ჰოვარდს ეჭვები გაუჩნდა და პირადი გამომძიებელი დაიქირავა. მამაკაცი ამბობს, რომ ეს ფულისთვის არ გაუკეთებია, რადგან მისთვის ოჯახური სიწმინდე ძალიან მნიშვნელოვანია.

საქმე რომ მოეგო, მომჩივანს უნდა წარედგინა მტკიცებულებები, რომ წყვილი ცოლის „მეგობრის“ გამოჩენამდე ბედნიერად ცხოვრობდა.

ჰოვარდის თქმით, სწორედ მესამე პირის გამოჩენის შემდეგ წავიდა მათი ქორწინება დასასრულისკენ.

კანონი ძალიან ძველია და სათავეს ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან იღებს, როდესაც ქალი პირად საკუთრებად განიხილებოდა. შტატების უმეტესობამ კანონი გააუქმა, თუმცა ის ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ჰავაიში, მისისიპიში, ნიუ-მექსიკოში, სამხრეთ დაკოტაში, იუტასა და ჩრდილოეთ კაროლინაში.

აშშ-ის პირველი "მეორე ჯენტლმენი“ და "ოცნების კაცი" - ვინ არის კამალა ჰარისის რომანტიკოსი ქმარი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტმა ბრმა პაემანზე გაიცნო

"მელოტა ისვენებს" - რა პოსტი გამოაქვეყნა "ფეისბუქში" სალომე ზურაბიშვილმა და რა არის მელოტა, რომლის გამოც პრეზიდენტი სოცქსელების დღის გმირია

სკანდალური ვიდეოჩანაწერი, ნარკოტიკები და პრობლემები პოლიციასთან - ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბაიდენების ერთადერთი ქალიშვილი