პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რევმატოიდული პრობლემები ბავშვებსა და მოზრდილებში - რჩევები და მკურნალობის გზები
რევმატოიდული პრობლემები ბავშვებსა და მოზრდილებში - რჩევები და მკურნალობის გზები

ბავ­შვთა ასაკ­ში ართრი­ტით მიმ­დი­ნა­რე 40-მდე რევ­მა­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა გვხვდე­ბა. მათ შო­რის სიმ­ძი­მით გა­მო­ირ­ჩე­ვა იუ­ვე­ნი­ლუ­რი რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტი, რომ­ლის დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და არას­წო­რი მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში უნარ­შე­ზღუ­დუ­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მა­ღა­ლია - და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვთა ნა­ხე­ვარ­ზე მეტი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­სა­მე-მე­ო­თხე ჯგუ­ფის ინ­ვა­ლი­დი ხდე­ბა. იუ­ვე­ნი­ლურ რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტის ნიშ­ნე­ბია გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი ართრი­ტი, რო­მე­ლიც 3-6 კვი­რა­ზე მეტ­ხანს გას­ტანს;წვრი­ლი სახ­სრე­ბი სი­მეტ­რი­უ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა; დი­ლით, გაღ­ვი­ძე­ბი­სას ან სახ­სრე­ბის ხან­გრძლი­ვი უძ­რა­ო­ბის შემ­დეგ სახ­სრებ­ში შე­ბო­ჭი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა და ტკი­ვი­ლი; ასე­ვე,მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი.მა­შინ, რო­დე­საც და­ა­ვა­დე­ბა მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს, ავად­მყო­ფი ინ­ტენ­სი­უ­რად იკ­ლებს წო­ნას, იმა­ტებს ოფ­ლი­ა­ნო­ბა, იმა­ტებს ტემ­პე­რა­ტუ­რა, კან­ზე ჩნდე­ბა გა­მო­ნა­ყა­რი, თავს იჩენს ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ნიშ­ნე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში იუ­ვე­ნი­ლუ­რი რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტი­სა და სხვა რევ­მა­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა მა­ღალ დო­ნე­ზე ტარ­დე­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია ბავ­შვთა და მოზ­რდილ­თა რევ­მა­ტო­ლო­გი­ის ცენ­ტრის გახ­სნა მრა­ვალპრო­ფი­ლურ კლი­ნი­კა „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“. ამ თე­მა­ზე დე­ტა­ლუ­რად სა­სა­უბ­როდ ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელს მაკა იო­სე­ლი­ანს ვე­სა­უბ­რეთ.

რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი რევ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა ბავ­შვებ­სა და მოზ­რდი­ლებ­ში?

ბავ­შვებ­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად­ქ­რო­ნი­კუ­ლი პა­თო­ლო­გია -იუ­ვე­ნი­ლუ­რი რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტი გვხვდე­ბა. და­ა­ვა­დე­ბა ბავ­შვთა ასაკ­ში მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტით უნარ­შე­ზღუ­დუ­ლო­ბას იწ­ვევს. თუმ­ცა ბოლო წლე­ბის უახ­ლე­სი თე­რა­პი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის პი­რო­ბებ­ში,უნარ­შე­ზღუ­დუ­ლო­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად ნუ­ლამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დიდი პრობ­ლე­მაა ჰი­პერ­და­იგ­ნოს­ტი­კა და ჩვენ ვცდი­ლობთ, პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის ამ დი­აგ­ნო­ზის მო­შო­რე­ბა­ში და­ვეხ­მა­როთ.პა­ცი­ენ­ტე­ბი ხში­რად მო­დი­ან სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლით, ართრალ­გი­ით, რო­მე­ლიც სა­ბედ­ნი­ე­როდ, რევ­მა­ტუ­ლი პა­თო­ლო­გია არ არის.

რაც შე­ე­ხე­ბა მოზ­რდი­ლებს, ჩვენ­თან ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სტა­ტის­ტი­კა არ არ­სე­ბობს. ევ­რო­პის სტა­ტის­ტი­კის თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ყვე­ლა­ზე ხში­რია რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტი, რო­მე­ლიც მოზ­რდი­ლებ­ში გა­ცი­ლე­ბით უფრო მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს. მე­ო­რე ად­გილ­ზეა ოს­ტე­ო­ართრი­ტი, რო­მე­ლიც აშშ-ს მო­ნა­ცე­მე­ბით, 2020 წლის­თვის ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის 20-30%-ის პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა. ეს ძა­ლი­ან მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია და კი­დევ ერთხელ მი­უ­თი­თებს ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე. სწო­რედ ამი­ტომ არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩვე­ნი ცენ­ტრის შექ­მნა. ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია ამ და­ა­ვა­დე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი უნარ­შე­ზღუ­დუ­ლო­ბა ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში შე­ვამ­ცი­როთ და მი­ნი­მუ­მამ­დე და­ვიყ­ვა­ნოთ.

რა არის რევ­მა­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პირ­ვე­ლი ჩი­ვი­ლე­ბი, რომ­ლის აღ­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე პა­ცი­ენ­ტმა ექიმს უნდა მი­მარ­თოს?

ზო­გა­დად, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ართრი­ტე­ბის დროს რევ­მა­ტო­ლოგ­თან რე­ფე­რა­ლი გა­კეთ­დეს პრობ­ლე­მე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­დან 6 კვი­რის შემ­დეგ. მთე­ლი მსოფ­ლიო შე­თან­ხმდა, რომ ან­თე­ბი­თი ართრი­ტის დროს 6 კვი­რი­დან 3 თვემ­დე შუ­ა­ლედ­ში და­წყე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტუ­რია, ვიდ­რე 3 თვის შემ­დეგ. ეს ნიშ­ნავს, რომ სახ­სრის დე­ფორ­მა­ცია შე­საძ­ლოა მი­ნი­მუ­მამ­დე იყოს დაყ­ვა­ნი­ლი რო­გორც ბავ­შვებ­ში, ისე მოზ­რდი­ლებ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა პირ­ველ ნიშ­ნებს, რო­მელ­საც ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ, ეს არის ტკი­ვი­ლი სახ­სრე­ბის არე­ში, რო­მელ­სა­ცახ­ლავს მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვა ან შე­შუ­პე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა არა რბი­ლი ქსო­ვი­ლის ტკი­ვი­ლი, არა­მედ - სახ­სრის და სახ­სრის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი ქსო­ვი­ლის. სის­ტე­მუ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი გვხვდე­ბა სის­ტე­მუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი: ცხე­ლე­ბა, გა­მო­ნა­ყა­რი, ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ებს და­ზი­ა­ნე­ბა, პირ­ში წყლუ­ლე­ბი. ამ ჩი­ვი­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია მი­მარ­თო­თპე­დი­ატრს ან თე­რა­პევტს, გა­ხან­გრძლი­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი დრო­უ­ლი რე­ფე­რა­ლი უნდა მოხ­დეს რევ­მა­ტო­ლოგ­თან.

რა არის რევ­მა­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მომ­წვე­ვი მთა­ვა­რი მი­ზე­ზე­ბი?

რევ­მა­ტო­ლო­გი­ა­ში სულ 2-3 და­ა­ვა­დე­ბაა, რომ­ლის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზიც ცნო­ბი­ლია. მა­გა­ლი­თად,რევ­მა­ტუ­ლი ცხე­ლე­ბის და რევ­მა­ტიზ­მის დროს ეს არის ა ჯგუ­ფის ბეტა-ჰე­მო­ლი­ზუ­რი სტრეპ­ტო­კო­კი, რე­აქ­ტი­უ­ლი ართრი­ტის დროს - გე­ნი­ტა­ლუ­რი ან ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცია. სხვა შემ­თხვე­ვებ­ში გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი უც­ნო­ბია. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ გვი­წევს არა მი­ზე­ზის, არა­მედ შე­დე­გის მკურ­ნა­ლო­ბა. შე­დე­გის მკურ­ნა­ლო­ბა ყო­ველ­თვის უფრო რთუ­ლია, მაგ­რამ მე­დი­ცი­ნა და მეც­ნი­ე­რე­ბა წინ მი­დის და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­მი­სი­ის მიღ­წე­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა რევ­მა­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცია?

რო­გორც გი­თხა­რით, უმე­ტე­სი რევ­მა­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი უც­ნო­ბია, ამი­ტომ რთუ­ლია პრე­ვენ­ცი­ა­ზე სა­უ­ბა­რიც. ერ­თა­დერ­თი, რაც შე­მიძ­ლია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვურ­ჩიო, არის ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია ისიც, რომ თამ­ბა­ქოს მომ­ხმა­რებ­ლებ­ში რევ­მა­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, მათ შო­რის, სახ­სრის ან­თე­ბით მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ძა­ლი­ან ხში­რია.რევ­მა­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­თან მი­ნი­მუ­მამ­დე უნდა იყოს დაყ­ვა­ნი­ლი ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის მი­ღე­ბა.

მოგ­ვი­ყე­ვით ბავ­შვთა და მოზ­რდილ­თა რევ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრის შე­სა­ხებ, რით არის ის გა­მორ­ჩე­უ­ლი?

ჩვენ ვემ­სა­ხუ­რე­ბით ყვე­ლა ასა­კის პა­ცი­ენტს. გვყავს მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ექი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბენ ბავ­შვებ­სა და მოზ­რდი­ლებ­ში. „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ შე­საძ­ლე­ბე­ლი­ას­ტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბაც. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლია, სა­დაც ბავ­შვებ­საც და მოზ­რდი­ლებ­საც რო­გორც ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი, ისე სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი სრუ­ლი სერ­ვი­სის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ. გვაქვს მა­ღალ დო­ნე­ზე აღ­ჭურ­ვი­ლი ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მე­ლიც სრულ­ყო­ფი­ლი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს. ად­გი­ლობ­რი­ვად შე­საძ­ლე­ბე­ლია კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბაც, რაც რევ­მა­ტო­ლო­გი­ურ პა­ცი­ენ­ტებს ხში­რად სჭირ­დე­ბათ.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვე­ნი ცენ­ტრი ემ­სა­ხუ­რე­ბა პა­ცი­ენ­ტებს სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბით. არ­სე­ბობს პროგ­რა­მა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც 18 წლამ­დე მო­ზარ­დე­ბი ბი­ო­ლო­გი­უ­რი პრე­პა­რა­ტე­ბით სრულ უფა­სო მომ­სა­ხუ­რე­ბას იღე­ბენ. ეს ბი­ო­ლო­გი­უ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი გახ­ლავთ გე­ნუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ით შექ­მნი­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლია. ამ პროგ­რა­მის სა­შუ­ა­ლე­ბით რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტის მარ­თვის პრო­ტო­კო­ლი სრუ­ლად სრულ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში.

ცენ­ტრში დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა რო­გორ ხდე­ბა?

ჩვენ­თან არ­სე­ბუ­ლი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რია სრუ­ლად თა­ნა­მედ­რო­ვე და უახ­ლე­სი აპა­რა­ტუ­რი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი. ჩვენ­თან შე­საძ­ლე­ბე­ლია არა მხო­ლოდ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი, არა­მედ ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბაც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

რევმატოიდული პრობლემები ბავშვებსა და მოზრდილებში - რჩევები და მკურნალობის გზები

რევმატოიდული პრობლემები ბავშვებსა და მოზრდილებში - რჩევები და მკურნალობის გზები

ბავშვთა ასაკში ართრიტით მიმდინარე 40-მდე რევმატული დაავადება გვხვდება. მათ შორის სიმძიმით გამოირჩევა იუვენილური რევმატოიდული ართრიტი, რომლის დაგვიანებული დიაგნოსტიკისა და არასწორი მართვის შემთხვევაში უნარშეზღუდულობის მაჩვენებელი მაღალია - დაავადებულ ბავშვთა ნახევარზე მეტი 10 წლის განმავლობაში მესამე-მეოთხე ჯგუფის ინვალიდი ხდება. იუვენილურ რევმატოიდული ართრიტის ნიშნებია გახანგრძლივებული ართრიტი, რომელიც 3-6 კვირაზე მეტხანს გასტანს;წვრილი სახსრები სიმეტრიული დაზიანება; დილით, გაღვიძებისას ან სახსრების ხანგრძლივი უძრაობის შემდეგ სახსრებში შებოჭილობის შეგრძნება და ტკივილი; ასევე,მხედველობის პრობლემები.მაშინ, როდესაც დაავადება მძიმედ მიმდინარეობს, ავადმყოფი ინტენსიურად იკლებს წონას, იმატებს ოფლიანობა, იმატებს ტემპერატურა, კანზე ჩნდება გამონაყარი, თავს იჩენს შინაგანი ორგანოების დაზიანების ნიშნები.

საქართველოში იუვენილური რევმატოიდული ართრიტისა და სხვა რევმატული დაავადებების მკურნალობა მაღალ დონეზე ტარდება. ამ მიმართულებით განსაკუთრებული წინ გადადგმული ნაბიჯია ბავშვთა და მოზრდილთა რევმატოლოგიის ცენტრის გახსნა მრავალპროფილურ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“. ამ თემაზე დეტალურად სასაუბროდ ცენტრის ხელმძღვანელს მაკა იოსელიანს ვესაუბრეთ.

რომელია ყველაზე გავრცელებული რევმატოლოგიური პრობლემა ბავშვებსა და მოზრდილებში?

ბავშვებში ყველაზე ხშირადქრონიკული პათოლოგია -იუვენილური რევმატოიდული ართრიტი გვხვდება. დაავადება ბავშვთა ასაკში მაღალი პროცენტით უნარშეზღუდულობას იწვევს. თუმცა ბოლო წლების უახლესი თერაპიის გამოყენების პირობებში,უნარშეზღუდულობა პრაქტიკულად ნულამდეა დაყვანილი. ამ მიმართულებით დიდი პრობლემაა ჰიპერდაიგნოსტიკა და ჩვენ ვცდილობთ, პაციენტებისთვის ამ დიაგნოზის მოშორებაში დავეხმაროთ.პაციენტები ხშირად მოდიან სახსრების ტკივილით, ართრალგიით, რომელიც საბედნიეროდ, რევმატული პათოლოგია არ არის.

რაც შეეხება მოზრდილებს, ჩვენთან ამ მიმართულებით სტატისტიკა არ არსებობს. ევროპის სტატისტიკის თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე ხშირია რევმატოიდული ართრიტი, რომელიც მოზრდილებში გაცილებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს. მეორე ადგილზეა ოსტეოართრიტი, რომელიც აშშ-ს მონაცემებით, 2020 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობის 20-30%-ის პრობლემა იქნება. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია და კიდევ ერთხელ მიუთითებს ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ცენტრის შექმნა. ჩვენი მთავარი მიზანია ამ დაავადებებით გამოწვეული უნარშეზღუდულობა ნებისმიერ ასაკში შევამციროთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ.

რა არის რევმატული დაავადებების პირველი ჩივილები, რომლის აღმოჩენისთანავე პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს?

ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ართრიტების დროს რევმატოლოგთან რეფერალი გაკეთდეს პრობლემების აღმოჩენიდან 6 კვირის შემდეგ. მთელი მსოფლიო შეთანხმდა, რომ ანთებითი ართრიტის დროს 6 კვირიდან 3 თვემდე შუალედში დაწყებული მკურნალობა გაცილებით ეფექტურია, ვიდრე 3 თვის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ სახსრის დეფორმაცია შესაძლოა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში.

რაც შეეხება პირველ ნიშნებს, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, ეს არის ტკივილი სახსრების არეში, რომელსაცახლავს მოძრაობის შეზღუდვა ან შეშუპება. ამ შემთხვევაში იგულისხმება არა რბილი ქსოვილის ტკივილი, არამედ - სახსრის და სახსრის გარშემო არსებული ქსოვილის. სისტემური პათოლოგიების შემთხვევაში კი გვხვდება სისტემური გამოვლინებები: ცხელება, გამონაყარი, შინაგანი ორგანოებს დაზიანება, პირში წყლულები. ამ ჩივილების გამოვლენისთანავე აუცილებელია მიმართოთპედიატრს ან თერაპევტს, გახანგრძლივების შემთხვევაში კი დროული რეფერალი უნდა მოხდეს რევმატოლოგთან.

რა არის რევმატული დაავადებების გამომწვევი მთავარი მიზეზები?

რევმატოლოგიაში სულ 2-3 დაავადებაა, რომლის გამომწვევი მიზეზიც ცნობილია. მაგალითად,რევმატული ცხელების და რევმატიზმის დროს ეს არის ა ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, რეაქტიული ართრიტის დროს - გენიტალური ან ნაწლავური ინფექცია. სხვა შემთხვევებში გამომწვევი მიზეზები უცნობია. შესაბამისად, ჩვენ გვიწევს არა მიზეზის, არამედ შედეგის მკურნალობა. შედეგის მკურნალობა ყოველთვის უფრო რთულია, მაგრამ მედიცინა და მეცნიერება წინ მიდის და მნიშვნელოვანი რემისიის მიღწევაა შესაძლებელი.

შესაძლებელია თუ არა რევმატული დაავადებების პრევენცია?

როგორც გითხარით, უმეტესი რევმატული დაავადებების გამომწვევი მიზეზი უცნობია, ამიტომ რთულია პრევენციაზე საუბარიც. ერთადერთი, რაც შემიძლია, რომ საზოგადოებას ვურჩიო, არის ჯანსაღი ცხოვრების წესი. დადასტურებულია ისიც, რომ თამბაქოს მომხმარებლებში რევმატული დაავადებები, მათ შორის, სახსრის ანთებით მიმდინარე დაავადებები, ძალიან ხშირია.რევმატული დაავადების მქონე პაციენტებთან მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი ალკოჰოლური სასმელების მიღება.

მოგვიყევით ბავშვთა და მოზრდილთა რევმატოლოგიური ცენტრის შესახებ, რით არის ის გამორჩეული?

ჩვენ ვემსახურებით ყველა ასაკის პაციენტს. გვყავს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმები, რომლებიც ამბულატორიის მიმართულებით მუშაობენ ბავშვებსა და მოზრდილებში. „ნიუ ჰოსპიტალსში“საჭიროებისამებრ შესაძლებელიასტაციონარული მომსახურების მიღებაც. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ბავშვებსაც და მოზრდილებსაც როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული სრული სერვისის მიღება შეუძლიათ. გვაქვს მაღალ დონეზე აღჭურვილი ლაბორატორია, რომელიც სრულყოფილი კვლევის ჩატარების საშუალებას გვაძლევს. ადგილობრივად შესაძლებელია კარდიოლოგიური კვლევების ჩატარებაც, რაც რევმატოლოგიურ პაციენტებს ხშირად სჭირდებათ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ცენტრი ემსახურება პაციენტებს სახელმწიფო დაფინანსებით. არსებობს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 18 წლამდე მოზარდები ბიოლოგიური პრეპარატებით სრულ უფასო მომსახურებას იღებენ. ეს ბიოლოგიური პრეპარატები გახლავთ გენური ინჟინერიით შექმნილი მედიკამენტები, რომლებიც ძალიან ძვირადღირებულია. ამ პროგრამის საშუალებით რევმატოიდული ართრიტის მართვის პროტოკოლი სრულად სრულდება საქართველოში ისევე, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში.

ცენტრში დიაგნოსტირება როგორ ხდება?

ჩვენთან არსებული სერტიფიცირებული ლაბორატორია სრულად თანამედროვე და უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი. ჩვენთან შესაძლებელია არა მხოლოდ ლაბორატორიული, არამედ ინსტრუმენტული კვლევის ჩატარებაც.

ფარმაცევტულმა კომპანია „არტფარმამ“ სამედიცინო სფეროს „ბიოპრონ 9 პრემიუმი” წარუდგინა

მსოფლიოს წამყვანი ონკო-გინეკოლოგები „ნიუ ჰოსპიტალსის“ პაციენტების მკურნალობის დაგეგმვაში ჩაერთვებიან

ლუდსახარში „არგოს“ 40%-ის მფლობელი „Royal Swinkels Family Brewers“ გახდა