კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცქიტიშვილის პასუხი ხაზარაძეს - "მისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს... თუ საჭირო გახდა, ანაკლიის პორტსაც ავაშენებ"
ცქიტიშვილის პასუხი ხაზარაძეს - "მისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს... თუ საჭირო გახდა, ანაკლიის პორტსაც ავაშენებ"

"დიახ, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის­გან გან­სხვა­ვე­ბით, კარ­გად ვა­ცხობ ხა­ჭა­პურს, ვა­შე­ნებ გზებს და თუ სა­ჭი­რო გახ­და, ანაკ­ლი­ის პორ­ტსაც ძა­ლი­ან კარ­გად ავა­შე­ნებ" - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრასფრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი მაია ცქი­ტიშ­ვი­ლი, მოძ­რა­ო­ბა "ლე­ლოს" დამ­ფუძ­ნებ­ლის, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბას.

ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა, ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნებს მო­უ­წო­და, მსგავ­სი ტი­პის გან­ცხა­დე­ბებს არას­დროს შე­უ­შინ­დნენ და ყო­ველ­თვის აკე­თონ ის საქ­მე, რაც უყ­ვართ.

"რაც შე­ე­ხე­ბა ხა­ჭა­პურს და კუ­ლი­ნა­რი­ას, დიახ, გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის­გან გან­სხვა­ვე­ბით, კარ­გად ვა­ცხობ ხა­ჭა­პურს, კარ­გად ვა­კე­თებ ჩემს საქ­მეს, ვა­შე­ნებ გზებს და თუ სა­ჭი­რო გახ­და, ძა­ლი­ან კარ­გად ავა­შე­ნებ პორ­ტს. მე მინ­და მო­ვუ­წო­დო ყვე­ლა გო­გო­ნას, ყვე­ლა ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტონს, რომ არ შე­უ­შინ­დნენ ასე­თი ტი­პის გან­ცხა­დე­ბებს. ასეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და გა­ა­კე­თონ ის საქ­მე, რო­მე­ლიც მათ უყ­ვართ. მი­ხე­დონ თა­ვის ოჯახს და რა თქმა უნდა, ქვე­ყა­ნას", - გან­ცხა­და ცქი­ტიშ­ვილ­მა.

კი­თხვას, ასა­ხავს თუ არა ეს გან­ცხა­დე­ბა ხა­ზა­რა­ძის მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბას, ცქი­ტიშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ "კარ­გი კი­თხვაა და მე მგო­ნი, ამ კი­თხვა­ში არის პა­სუ­ხიც".

"მაია ცქი­ტიშ­ვი­ლი შე­იძ­ლე­ბა კარ­გად აცხობს ხა­ჭა­პურს, მაგ­რამ წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს, რა არის სა­ერ­თოდ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა", - ამის შე­სა­ხებ ხა­ზა­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს მოძ­რა­ო­ბის კი­დევ 12 წევ­რის წარ­დგე­ნის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

კი­თხვა­ზე, ვის გუ­ლის­ხმობ­და შე­სა­ვალ სი­ტყვა­ში მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, როცა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­სა და მათ მიერ საქ­მის კე­თე­ბა­ზე სა­უბ­რობ­და, ხა­ზა­რა­ძემ უპა­სუ­ხა, რომ ნე­ბის­მი­ერს.

„თუნ­დაც მაია ცქი­ტიშ­ვილს, რო­მელ­საც წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს, რა არის სა­ერ­თოდ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. შე­იძ­ლე­ბა კარ­გად აცხობს ხა­ჭა­პურს, მაგ­რამ მე არ ვიცი, რა გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და მას წინა ცხოვ­რე­ბა­ში, როცა ამ მი­ლი­არ­დებს აბა­რე­ბენ.

შე­იძ­ლე­ბა ეს იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი იქი­დან, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ჰგო­ნია, რომ მაია ცქი­ტიშ­ვი­ლის ხელ­ში თან­ხა არ და­ი­კარ­გე­ბა კო­რუფ­ცი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, მაგ­რამ მას ვურ­ჩევ, ჩა­ი­ხე­დოს, რო­გორ მი­დის ტენ­დერე­ბი, ჰკი­თხოს კერ­ძო კომ­პა­ნი­ებს, თუ რა­ნა­ი­რი ტი­პის კო­რუფ­ცი­აა გა­სუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სის­ტე­მა­ში. ამას ყვე­ლა­ფერს ჩვენ პა­სუხს მოვ­თხოვთ, ყვე­ლას აბ­სო­ლუ­ტუ­რად", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ცქიტიშვილის პასუხი ხაზარაძეს - "მისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს... თუ საჭირო გახდა, ანაკლიის პორტსაც ავაშენებ"

ცქიტიშვილის პასუხი ხაზარაძეს - "მისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს... თუ საჭირო გახდა, ანაკლიის პორტსაც ავაშენებ"

"დიახ, მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს, ვაშენებ გზებს და თუ საჭირო გახდა, ანაკლიის პორტსაც ძალიან კარგად ავაშენებ" - ასე გამოეხმაურა რეგიონული განვითარებისა და ინფრასფრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ახალგაზრდა გოგონებს მოუწოდა, მსგავსი ტიპის განცხადებებს არასდროს შეუშინდნენ და ყოველთვის აკეთონ ის საქმე, რაც უყვართ.

"რაც შეეხება ხაჭაპურს და კულინარიას, დიახ, გაგიკვირდებათ და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს, კარგად ვაკეთებ ჩემს საქმეს, ვაშენებ გზებს და თუ საჭირო გახდა, ძალიან კარგად ავაშენებ პორტს. მე მინდა მოვუწოდო ყველა გოგონას, ყველა ახალგაზრდა ქალბატონს, რომ არ შეუშინდნენ ასეთი ტიპის განცხადებებს. ასეთ დამოკიდებულებას და გააკეთონ ის საქმე, რომელიც მათ უყვართ. მიხედონ თავის ოჯახს და რა თქმა უნდა, ქვეყანას", - განცხადა ცქიტიშვილმა.

კითხვას, ასახავს თუ არა ეს განცხადება ხაზარაძის მსოფლმხედველობას, ცქიტიშვილმა უპასუხა, რომ "კარგი კითხვაა და მე მგონი, ამ კითხვაში არის პასუხიც".

"მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის საერთოდ ინფრასტრუქტურა", - ამის შესახებ ხაზარაძემ ჟურნალისტებს მოძრაობის კიდევ 12 წევრის წარდგენის შემდეგ განუცხადა.

კითხვაზე, ვის გულისხმობდა შესავალ სიტყვაში მამუკა ხაზარაძე, როცა თანამდებობის პირებსა და მათ მიერ საქმის კეთებაზე საუბრობდა, ხაზარაძემ უპასუხა, რომ ნებისმიერს.

„თუნდაც მაია ცქიტიშვილს, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა არის საერთოდ ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ მე არ ვიცი, რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა ამ მილიარდებს აბარებენ.

შეიძლება ეს იყო გამოწვეული იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ მაია ცქიტიშვილის ხელში თანხა არ დაიკარგება კორუფციული თვალსაზრისით, მაგრამ მას ვურჩევ, ჩაიხედოს, როგორ მიდის ტენდერები, ჰკითხოს კერძო კომპანიებს, თუ რანაირი ტიპის კორუფციაა გასული ინფრასტრუქტურის სისტემაში. ამას ყველაფერს ჩვენ პასუხს მოვთხოვთ, ყველას აბსოლუტურად", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"ფაქტი, რომელიც მოხდა უკიდურესად საგანგაშოა... იმ კვირაში დიდი ბრძოლები გველის" - პრემიერი

"გასაოცარია, მაგრამ ერთ ქვეყანაში მსხვერპლი არ არის - ეს საქართველოა" - რას წერს Fox News საქართველოზე

LIVE: "360 გრადუსი" - თაკო ჩარკვიანი; ლადო კახაძე