სოციალურ ქსელში გავრცელებული მთიული, ქვეშეთელი ბავშვების ფოტო, რომლის ავტორიც ფოტოგრაფი გიორგი ნადირაშვილია, ინტერნეტჰიტი გახდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პატარები თითქოს და-ძმანი იყვნენ, მაგრამ როგორც mshoblebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, ისინი მხოლოდ თანასოფლელები და თანასკოლელები - ბექა ბუჩუკური და მარიამ ნარიმანიძე არიან.
მარიამის დედის ანა ნარიმანიძის ნაამბობიდან ირკვევა, რომ პატარები ფილმისთვის სკოლიდან შეარჩიეს.
- გუშინწინ დამირეკა სკოლის დირექტორმა და მითხრა, რომ მარიამი ფილმისთვის მოეწონათ. გუშინ გადაღებაზე ჰყავდათ და იქ გადაუღეს ბექასთან ერთად ფოტო. ძალიან გახარებული და გაბრწყინებული იყო...წაიკითხეთ სრულად
ძალიან გთხოვთ მომწერეთ ამ ბავშვების რეკვიზიტები...ერთერთ ღონისძიებაზე მინდა მოწვევა