Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია
მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

ბავ­შვო­ბა აფხა­ზეთ­სა და სა­მე­რე­ლო­ში გა­ა­ტა­რა. დედა და დე­ი­დე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ჰყავ­და, რომ­ლე­ბიც მუ­დამ სით­ბო­თი და სიყ­ვა­რუ­ლით სა­უბ­რობ­დნენ თა­ვის მოს­წავ­ლე­ებ­ზე და მა­ნაც ძა­ლი­ან ადრე და­ი­წყო ამ პრო­ფე­სი­ა­ზე ფიქ­რი.

დღეს "ას­წავ­ლე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" პროგ­რა­მით კონ­სულ­ტანტ-მას­წავლბე­ლი და თბი­ლი­სის 26-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ხე­ლოვ­ნე­ბის მას­წავ­ლებ­ლია. პროგ­რა­მით დმა­ნი­სის სო­ფელ მა­შა­ვე­რა­ში მუ­შა­ობს - "ამ გზა­ზე ბავ­შვე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი და­მა­ტა­რებს და სხვა ყვე­ლა­ფე­რი აქ უკვე მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია... მას­წავ­ლებ­ლო­ბა აფხა­ზე­თი­დან და­ვი­წყე, სკო­ლა ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი მქონ­და, სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბის­თვის გაგ­რის რა­ი­ო­ნის დაბა გან­თი­ა­დი­დან შორს, ბზი­ფის დაბა იფ­ნარ­ში დავ­დი­ო­დი. კარ­გად მახ­სოვს აფხა­ზი და სო­მე­ხი კო­ლე­გე­ბის ყუ­რა­დღე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი, მხარს მი­ჭერ­დნენ, როცა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა მსურ­და. მგზავ­რო­ბით დაღ­ლილს შრო­მა­საც მიმ­სუ­ბუ­ქებ­დნენ და შე­ბინ­დე­ბულ­ზე გა­ჩე­რე­ბამ­დე მა­ცი­ლებ­დნენ. ხოლო აფხა­ზი ჭა­ღა­რათ­მი­ა­ნი მძღო­ლი, რო­მე­ლიც დაბა ლე­სე­ლი­ძე-გაგ­რის ავ­ტო­ბუ­სის რე­ი­სით დი­ლის 6 სა­ათ­ზე ჩა­მო­ივ­ლი­და, თან­ხას არ მახ­დე­ვი­ნებ­და: "შენ სწა­ლა გინ­და, დიდ გზა­ზე და­დი­ხარ და მე თან­ხა, რო­გორ უნდა გა­მო­გარ­თვაო? სამ­წუ­ხა­როდ, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ხალ­ხს არ ეკი­თხე­ბი­ან აზრს და ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ ასე­ულ ათა­სო­ბით ადა­მი­ანს, ისე რო­გორც მე, დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სით მოგ­ვი­წია ცხოვ­რე­ბამ", - ამ­ბობს თა­მარ ადა­მია მას­წავ­ლე­ბე­ლი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი­დან. თა­მარ ადა­მია სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლე­ბის ხუ­თე­ულ­შია.

1990 წელს სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტი და­ამ­თავ­რა, ოც­ნე­ბობ­და, შორს აფხა­ზე­თის, მა­ღალმთი­ან სო­ფელ­ში მას­წავ­ლებ­ლად ემუ­შა­ვა...

მაგ­რამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­ში, ბაგა-ბა­ღის ფსი­ქო­ლო­გად და მე­თო­დის­ტად იმ­სა­ხუ­რა. ასე­ვე ჰერ­მან გმა­ი­ნე­რის ბავ­შვთა სოფ­ლის მას­წავ­ლებ­ლად, იტა­ლუ­რი სკო­ლის ფსი­ქო­ლო­გად და ხე­ლოვ­ნე­ბის მას­წავ­ლებ­ლად, მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის ცენ­ტრებ­ში ტრე­ნე­რად, ქარ­თულ-პო­ლო­ნუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მე­დი­ა­ტო­რად-თა­ნა­ტოლ­თა მე­დი­ა­ცი­ა­ში. 2014 წლი­დან "ას­წავ­ლე სა­ქარ­თვე­ლოთვის" პროგ­რა­მა­ში მოხ­ვდა და დიდი ხნის ოც­ნე­ბა აიხ­დი­ნა, გა­ემ­გზავ­რა სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლებ­ლად.

"რა­ჭა­ში ამ­ბრო­ლა­უ­რის სო­ფე­ლი ურა­ვი გა­ვი­ცა­ნი, ქვე­მო ქარ­თლში წალ­კის ხა­რე­ბა და იმე­რა, დმა­ნის­ში სო­ფე­ლი მა­შა­ვე­რა, ად­გი­ლობ­რი­ვი მოს­წავ­ლე­ე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, თემი. იყო "ას­წავ­ლე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" პროგ­რა­მის კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი, ნიშ­ნავს გა­ი­ნა­წი­ლო რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი მძი­მე კლი­მა­ტუ­რი, ეკო­ლო­გი­უ­რი თუ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პრობ­ლე­მე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვებს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა შე­უმ­სუ­ბუ­ქო, აჩუ­ქო ბავ­შვებს ბედ­ნი­ე­რი სა­ა­თე­ბი და სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბა.

სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა დიდი ქა­ლა­ქი­დან ჩა­სუ­ლი ვგრძნობ, რომ მე იქ ვარ, სა­დაც ყვე­ლა­ზე მე­ტად ვჭირ­დე­ბი ბავ­შვებს, სკო­ლას და თემს. მათი მხარ­და­ჭე­რაც არა­ნაკ­ლებ მაძ­ლი­ე­რებს, მა­გა­ლი­თად, ყო­ველ ხუთ­შა­ბათს, კაზ­რეთ­თან, დი­ლის 8 სა­ათ­ზე კაზ­რე­თის ქარ­ხნის ღა­მის ცვლა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ღა­მე­ნა­თე­ვი მა­შა­ვე­რე­ლი მუ­შე­ბით სავ­სე მარ­შუ­ტი მოთ­მი­ნე­ბით მე­ლო­დე­ბა თბი­ლი­სი­დან ჩა­მო­სულ მას­წავ­ლე­ბელს, რომ სოფ­ლის სკო­ლამ­დე მი­მიყ­ვა­ნონ, იქ სხვა ტრან­სპორ­ტი არ მოძ­რა­ობს," - გვიყ­ვე­ბა პე­და­გო­გი, რო­მელ­საც მას­წავ­ლებ­ლო­ბა­ში ფსი­ქო­ლო­გის პრო­ფე­სი­აც ეხ­მა­რე­ბა, ამი­ტომ, რო­გორც ამ­ბობს, მის გაკ­ვე­თილ­ზე ბავ­შვებს მო­სა­წყე­ნად არ სცა­ლი­ათ. "ხე­ლოვ­ნე­ბა ის სფე­როა, რო­მე­ლიც ავი­თა­რებს უამ­რავ უნარს. აქ შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნა, გა­მოც­დი­ლე­ბა, ყვე­ლა სფე­რო­ში დას­ჭირ­დე­ბათ. ამი­ტომ ხე­ლოვ­ნე­ბის კა­ბი­ნეტ­ში, რო­მე­ლიც უფრო სა­ხე­ლოს­ნოს ჰგავს, ბავ­შვებს ახალ-ახალ აქ­ტი­ვო­ბებს ვთა­ვა­ზობ: სა­ინ­ტე­რე­სო სა­ხე­ლოვ­ნე­ბო მას­ტერკლა­სებს, ვი­დე­ო­მა­სა­ლებს, ილუსტრი­რე­ბულ სა­ხე­ლოვ­ნე­ბო წიგ­ნებს, პრაქ­ტი­კუ­ლი მუ­შა­ო­ბის­თვის ფე­რად წინ­საფ­რებს, სამ­კლა­უ­რებს და სა­მუ­შაო პრო­ცე­სი კლა­სი­კუ­რი მე­ლო­დი­ის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს... ვა­ტა­რებ ორ სა­ხე­ლოვ­ნე­ბო საწ­რეო მუ­შა­ო­ბას, გარ­და შე­მოქმდე­ბი­თი პრო­ცე­სი­სა, როცა მუ­შა­ო­ბენ არატ­რა­დი­ცი­უ­ლი სა­მუ­შაო რე­სურ­სე­ბით, მოს­წავ­ლე­ებს უმაღ­ლდე­ბათ ეკოც­ნო­ბი­ე­რე­ბა და წიგ­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი, როცა ზღაპ­რის პერ­სო­ნა­ჟებს ამ­ზა­დე­ბენ. ამი­ტომ კო­ლე­გე­ბი და მშობ­ლე­ბიც სი­ა­მოვ­ნე­ბით ერ­თვე­ბი­ან.

არა­ფე­რი ჯო­ბია სკო­ლის კა­ბი­ნეტ-სა­ხე­ლოს­ნო­ში უც­ნა­უ­რი ეკო­გა­მო­ფე­ნე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას, სა­დაც ნა­ხავთ ზღაპ­რე­ბი­დან გად­მო­სულ პერ­სო­ნა­ჟებს, სკო­ლის დე­რეფ­ნებ­ში გა­მო­ფე­ნილ "პა­პიე მა­შეს" ტექ­ნი­კით დამ­ზა­დე­ბულ სა­თა­მა­შო­ებს, სას­წავ­ლო რე­სურ­სებს, კედ­ლის სამ­შვე­ნი­სებს, პლას­ტი­კა­ტი­თა და პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კე­ბით, ფე­რა­დი ფოთ­ლე­ბით შექ­მნილ ნა­მუ­შევ­რებს. ყვე­ლა­ზე კარგ ნა­მუ­შევ­რებს აუქ­ცი­ონ­ზე ვყი­დით, მას მშობ­ლე­ბი ყი­დუ­ლო­ბენ და ვეხ­მა­რე­ბით სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვებს, შე­მოდ­გო­მა­ზე ერთი ასე­თი გა­მო­ფე­ნაც იგეგ­მე­ბა," - გვი­ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რი.

მისი წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რია პირ­და­პირ ბავ­შვებს უკავ­შირ­დე­ბა, რად­გან ბავ­შვებ­თან ურ­თერ­თო­ბამ ას­წავ­ლა მას­წავ­ლებ­ლო­ბა, ხოლო წიგ­ნე­ბი, რო­მელ­საც ორ ათე­ულ წელ­ზე მე­ტია მათ­თვის წერს, სწო­რედ მათ­თან ფსი­ქო­ლო­გო­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლო­ბის შე­დე­გად შე­იქ­მნა. პე­და­გო­გი­ურ­მა პრაქ­ტი­კამ და­ა­ნა­ხა, არა მხო­ლოდ მისი მოს­წავ­ლე­ე­ბის, არა­მედ ბავ­შვთა ფარ­თო მა­სე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბიც. პე­და­გო­გი­უ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კით 90-იან წლებ­ში შე­იქ­მნა "მხი­ა­რუ­ლი დე­და­ე­ნა", ეს ახა­ლი დამ­ხა­რე წი­ნა­სა­ან­ბა­ნო წიგ­ნია, რო­მე­ლიც ბავ­შვებს ქარ­თულ ან­ბანს თა­მა­შით ას­წავ­ლის, უუმ­ჯო­ბე­სებს ხე­ლის ნა­ტიფ მო­ტო­რი­კა­სა და თვა­ლის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას, მე­ტყვე­ლე­ბას... წიგ­ნი დღემ­დე აქ­ტუ­ა­ლუ­რია, მე­ტიც, ბესტსე­ლე­რია და წელს მეთ­ვრა­მე­ტე­ჯერ გა­მო­ი­ცა; მას მოჰ­ყვა წიგ­ნე­ბი: "ზრდი­ლო­ბის წიგ­ნი", "პირ­ვე­ლი სა­კი­თხა­ვი წიგ­ნი" (სე­რი­ე­ბი) - "შე­მეც­ნე­ბი­თი ზღაპ­რე­ბი", "ცელ­ქი დი­ნო­ზავ­რე­ბი", "ქარ­თუ­ლი მი­თე­ბი და ლე­გენ­დე­ბი" (ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ვერ­სი­ე­ბი), და­წყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის (ჯიპ­რა­ი­დის) პრო­ექ­ტის­თვის და­წე­რი­ლი ზღაპ­რე­ბი და მო­თხრო­ბე­ბი... გრი­ფი­რე­ბუ­ლი სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი.

სულ ბო­ლოს კი თა­მა­რი გვე­უბ­ნე­ბა, რომ ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ მას­წავ­ლებ­ლო­ბა ას­წავ­ლა და ბავ­შვებ­თან მას­წავ­ლებ­ლო­ბით კი ის­წავ­ლა, რო­გორ უნდა წე­როს და იღ­ვა­წოს მათ­თვის. მისი წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლოც ამა­შია.

ავტორი:

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

ბავშვობა აფხაზეთსა და სამერელოში გაატარა. დედა და დეიდები მასწავლებლები ჰყავდა, რომლებიც მუდამ სითბოთი და სიყვარულით საუბრობდნენ თავის მოსწავლეებზე და მანაც ძალიან ადრე დაიწყო ამ პროფესიაზე ფიქრი.

დღეს "ასწავლე საქართველოსთვის" პროგრამით კონსულტანტ-მასწავლბელი და თბილისის 26-ე საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებლია. პროგრამით დმანისის სოფელ მაშავერაში მუშაობს - "ამ გზაზე ბავშვების სიყვარული დამატარებს და სხვა ყველაფერი აქ უკვე მეორეხარისხოვანია... მასწავლებლობა აფხაზეთიდან დავიწყე, სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა, სამუშაო გამოცდილებისთვის გაგრის რაიონის დაბა განთიადიდან შორს, ბზიფის დაბა იფნარში დავდიოდი. კარგად მახსოვს აფხაზი და სომეხი კოლეგების ყურადღება და სიყვარული, მხარს მიჭერდნენ, როცა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება მსურდა. მგზავრობით დაღლილს შრომასაც მიმსუბუქებდნენ და შებინდებულზე გაჩერებამდე მაცილებდნენ. ხოლო აფხაზი ჭაღარათმიანი მძღოლი, რომელიც დაბა ლესელიძე-გაგრის ავტობუსის რეისით დილის 6 საათზე ჩამოივლიდა, თანხას არ მახდევინებდა: "შენ სწალა გინდა, დიდ გზაზე დადიხარ და მე თანხა, როგორ უნდა გამოგართვაო? სამწუხაროდ, პოლიტიკოსები ხალხს არ ეკითხებიან აზრს და ამიტომ საქართველოში მცხოვრებ ასეულ ათასობით ადამიანს, ისე როგორც მე, დევნილის სტატუსით მოგვიწია ცხოვრებამ", - ამბობს თამარ ადამია მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან. თამარ ადამია საქართველოს საუკეთესო მასწავლებლების ხუთეულშია.

1990 წელს სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ინსტიტუტი დაამთავრა, ოცნებობდა, შორს აფხაზეთის, მაღალმთიან სოფელში მასწავლებლად ემუშავა...

მაგრამ წლების განმავლობაში თბილისში, ბაგა-ბაღის ფსიქოლოგად და მეთოდისტად იმსახურა. ასევე ჰერმან გმაინერის ბავშვთა სოფლის მასწავლებლად, იტალური სკოლის ფსიქოლოგად და ხელოვნების მასწავლებლად, მასწავლებელთა გადამზადების ცენტრებში ტრენერად, ქართულ-პოლონური ორგანიზაციის მედიატორად-თანატოლთა მედიაციაში. 2014 წლიდან "ასწავლე საქართველოთვის" პროგრამაში მოხვდა და დიდი ხნის ოცნება აიხდინა, გაემგზავრა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში კონსულტანტ-მასწავლებლად.

"რაჭაში ამბროლაურის სოფელი ურავი გავიცანი, ქვემო ქართლში წალკის ხარება და იმერა, დმანისში სოფელი მაშავერა, ადგილობრივი მოსწავლეები, მასწავლებლები, თემი. იყო "ასწავლე საქართველოსთვის" პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებელი, ნიშნავს გაინაწილო რეგიონში არსებული მძიმე კლიმატური, ეკოლოგიური თუ საყოფაცხოვრებო პრობლემები და ადგილობრივებს ყოველდღიურობა შეუმსუბუქო, აჩუქო ბავშვებს ბედნიერი საათები და სრულფასოვანი განათლება.

სასიამოვნოა, როცა დიდი ქალაქიდან ჩასული ვგრძნობ, რომ მე იქ ვარ, სადაც ყველაზე მეტად ვჭირდები ბავშვებს, სკოლას და თემს. მათი მხარდაჭერაც არანაკლებ მაძლიერებს, მაგალითად, ყოველ ხუთშაბათს, კაზრეთთან, დილის 8 საათზე კაზრეთის ქარხნის ღამის ცვლაში დასაქმებული ღამენათევი მაშავერელი მუშებით სავსე მარშუტი მოთმინებით მელოდება თბილისიდან ჩამოსულ მასწავლებელს, რომ სოფლის სკოლამდე მიმიყვანონ, იქ სხვა ტრანსპორტი არ მოძრაობს," - გვიყვება პედაგოგი, რომელსაც მასწავლებლობაში ფსიქოლოგის პროფესიაც ეხმარება, ამიტომ, როგორც ამბობს, მის გაკვეთილზე ბავშვებს მოსაწყენად არ სცალიათ. "ხელოვნება ის სფეროა, რომელიც ავითარებს უამრავ უნარს. აქ შეძენილი ცოდნა, გამოცდილება, ყველა სფეროში დასჭირდებათ. ამიტომ ხელოვნების კაბინეტში, რომელიც უფრო სახელოსნოს ჰგავს, ბავშვებს ახალ-ახალ აქტივობებს ვთავაზობ: საინტერესო სახელოვნებო მასტერკლასებს, ვიდეომასალებს, ილუსტრირებულ სახელოვნებო წიგნებს, პრაქტიკული მუშაობისთვის ფერად წინსაფრებს, სამკლაურებს და სამუშაო პროცესი კლასიკური მელოდიის ფონზე მიმდინარეობს... ვატარებ ორ სახელოვნებო საწრეო მუშაობას, გარდა შემოქმდებითი პროცესისა, როცა მუშაობენ არატრადიციული სამუშაო რესურსებით, მოსწავლეებს უმაღლდებათ ეკოცნობიერება და წიგნების სიყვარული, როცა ზღაპრის პერსონაჟებს ამზადებენ. ამიტომ კოლეგები და მშობლებიც სიამოვნებით ერთვებიან.

არაფერი ჯობია სკოლის კაბინეტ-სახელოსნოში უცნაური ეკოგამოფენების დათვალიერებას, სადაც ნახავთ ზღაპრებიდან გადმოსულ პერსონაჟებს, სკოლის დერეფნებში გამოფენილ "პაპიე მაშეს" ტექნიკით დამზადებულ სათამაშოებს, სასწავლო რესურსებს, კედლის სამშვენისებს, პლასტიკატითა და პოლიეთილენის პარკებით, ფერადი ფოთლებით შექმნილ ნამუშევრებს. ყველაზე კარგ ნამუშევრებს აუქციონზე ვყიდით, მას მშობლები ყიდულობენ და ვეხმარებით სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს, შემოდგომაზე ერთი ასეთი გამოფენაც იგეგმება," - გვიამბობს ქალბატონი თამარი.

მისი წარმატების ისტორია პირდაპირ ბავშვებს უკავშირდება, რადგან ბავშვებთან ურთერთობამ ასწავლა მასწავლებლობა, ხოლო წიგნები, რომელსაც ორ ათეულ წელზე მეტია მათთვის წერს, სწორედ მათთან ფსიქოლოგობისა და მასწავლებლობის შედეგად შეიქმნა. პედაგოგიურმა პრაქტიკამ დაანახა, არა მხოლოდ მისი მოსწავლეების, არამედ ბავშვთა ფართო მასების საჭიროებებიც. პედაგოგიური და ფსიქოლოგიური პრაქტიკით 90-იან წლებში შეიქმნა "მხიარული დედაენა", ეს ახალი დამხარე წინასაანბანო წიგნია, რომელიც ბავშვებს ქართულ ანბანს თამაშით ასწავლის, უუმჯობესებს ხელის ნატიფ მოტორიკასა და თვალის კოორდინაციას, მეტყველებას... წიგნი დღემდე აქტუალურია, მეტიც, ბესტსელერია და წელს მეთვრამეტეჯერ გამოიცა; მას მოჰყვა წიგნები: "ზრდილობის წიგნი", "პირველი საკითხავი წიგნი" (სერიები) - "შემეცნებითი ზღაპრები", "ცელქი დინოზავრები", "ქართული მითები და ლეგენდები" (ადაპტირებული ვერსიები), დაწყებითი განათლების (ჯიპრაიდის) პროექტისთვის დაწერილი ზღაპრები და მოთხრობები... გრიფირებული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სახელმძღვანელოები.

სულ ბოლოს კი თამარი გვეუბნება, რომ ბავშვებთან ურთიერთობამ მასწავლებლობა ასწავლა და ბავშვებთან მასწავლებლობით კი ისწავლა, როგორ უნდა წეროს და იღვაწოს მათთვის. მისი წარმატების საიდუმლოც ამაშია.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"