კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ
როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ

თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის პრე­ზენ­ტა­ცია ვი­ზუ­ა­ლუ­რი ეფექ­ტის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. თა­ვის მხრივ, ეფექ­ტი­ა­ნი პრე­ზენ­ტა­ცია კი, ხელს უწყობს სა­კი­თხის შეს­წავ­ლას, მსმე­ნელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბას და წარ­მოდ­გე­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ნათ­ლად გა­გე­ბას.

არ­სე­ბობს სტე­რე­ო­ტი­პი, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ჯა­რო გა­მოს­ვლის უნა­რით იბა­დე­ბი­ან, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა კვლე­ვა ამ­ტკი­ცებს, რომ პრე­ზენ­ტა­ცი­ის უნა­რი შე­ძე­ნი­ლია და მას მუდ­მი­ვი პრაქ­ტი­კა და დახ­ვე­წა სჭირ­დე­ბა.

ამას­თან, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იცო­დეთ, რომ პრე­ზენ­ტა­ცი­ის ორი ძი­რი­თა­დი ტიპი არ­სე­ბობს, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და და­მარ­წმუ­ნე­ბე­ლი. ამ უკა­ნას­კნელ­ში კი, ვი­ზუ­ა­ლურ ეფექტს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს .

წარ­მო­გიდ­გენთ 10 რჩე­ვას, რო­მე­ლიც და­გეხ­მა­რე­ბათ, რომ თქვე­ნი პრე­ზენ­ტა­ცია იყოს უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და რაც მთა­ვა­რია, ეფექ­ტი­ა­ნი:

1. სრულ­ფა­სო­ვა­ნი პრე­ზენ­ტა­ცი­ის­თვის სიღ­რმი­სე­უ­ლად და­ა­მუ­შა­ვეთ თემა. შე­გიძ­ლი­ათ, ჩა­ა­ტა­როთ კვლე­ვაც. ამას­თან, მო­ხა­ზეთ ყვე­ლა ის ვი­ზუ­ა­ლუ­რი ელე­მენ­ტი, რო­მელ­საც გა­მოს­ვლი­სას გა­მო­ი­ყე­ნებთ

2. შე­ე­ცა­დეთ, პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ში შე­ი­ტა­ნოთ სა­ხა­ლი­სო ფაქ­ტე­ბი, გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი, ვი­დეო და აშ. რო­მელ­საც აუ­დი­ტო­რი­ას პრო­ექ­ტო­რის, მო­ნი­ტო­რი­სა და პრე­ზენ­ტე­რის გა­მო­ყე­ნე­ბით უჩ­ვე­ნებთ

3. თან იქო­ნი­ეთ პრე­ზენ­ტა­ცი­ის გეგ­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც იხელ­მძღვა­ნე­ლებთ. წი­ნას­წარ იცო­დეთ, რა რის შემ­დეგ იქ­ნე­ბა, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი

4. ნე­ბის­მი­ე­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა, ლეპ­ტო­პი, პრო­ექ­ტო­რი, ეკ­რა­ნი, პრე­ზენ­ტე­რი და სხვა. წი­ნას­წარ შე­ა­მოწ­მეთ მუ­შა­ობს თუ არა გა­მარ­თუ­ლად, რათა ტექ­ნი­კუ­რი შე­ფერ­ხე­ბა, თქვენ­თვის და­მაბ­ნე­ვე­ლი არ აღ­მოჩ­ნდეს

5. მო­ემ­ზა­დეთ სა­კი­თხის ირ­გვლივ გა­ჩე­ნი­ლი ყვე­ლა მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­კი­თხვის­თვის

6. ზე­პი­რად შე­ის­წავ­ლეთ ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­საც წარ­მო­ად­გენთ, რათა ძი­რი­თა­დი კონ­ტაქ­ტი აუ­დი­ტო­რი­ას­თან გქონ­დეთ

7. ეცა­დეთ, თქვე­ნი სა­უ­ბა­რი იყოს უფრო მკა­ფიო და გა­სა­გე­ბი. მსმე­ნე­ლებ­მა ზუ­ტად უნდა გა­ი­გონ, სად მთავ­რდე­ბა ერთი და იწყე­ბა მე­ო­რე წი­ნა­და­დე­ბა. შე­საძ­ლოა, პა­უ­ზის დროს, ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რე მო­იშ­ვე­ლი­ოთ და აუ­დი­ტო­რი­ის ყუ­რა­დღე­ბა ეკ­რან­ზე, კონ­კრე­ტულ სლა­ი­დერ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლოთ, რო­მე­ლიც რა თქმა უნდა, პა­უ­ზამ­დე გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ფრა­ზის შე­სა­ბა­მი­სია

8. მო­ე­რი­დეთ ხშირ გა­და­ად­გი­ლე­ბას, რათა თქვენ­მა მოძ­რა­ო­ბამ მსმე­ნე­ლის ყუ­რა­დღე­ბის გა­ფან­ტვა არ გა­მო­იწ­ვი­ოს

9. თუ პრე­ზენ­ტა­ცია ხან­გრძლი­ვია, უჯო­ბე­სია რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლად გა­ყოთ. შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ გა­მოს­ვლა კი ვი­ზუ­ა­ლუ­რი ეფექ­ტით, მო­ნი­ტორ­ზე ნაჩ­ვე­ნე­ბი ვი­დე­ო­თი ან სლა­ი­დით და­ი­წყოთ. ეს იმის­თვის, რომ აუ­დი­ტო­რი­ის ყუ­რა­დღე­ბა თა­ვი­დან­ვე მი­ი­პყროთ

10. პრე­ზენ­ტა­ცი­ის დას­კვნი­თი ნა­წი­ლი შე­საძ­ლოა იყოს შე­ჯა­მე­ბა, ან თუნ­დაც რი­ტო­რი­კუ­ლი კი­თხვა, რო­მე­ლიც აუ­დი­ტო­რი­ას წარ­დგე­ნილ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე ფიქ­რს გა­აგ­რძე­ლე­ბი­ნებს.

ნინი ქე­თე­ლა­უ­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ

თანამედროვე ეპოქაში ნებისმიერი სახის პრეზენტაცია ვიზუალური ეფექტის გარეშე წარმოუდგენელია. თავის მხრივ, ეფექტიანი პრეზენტაცია კი, ხელს უწყობს საკითხის შესწავლას, მსმენელთა ჩართულობას და წარმოდგენილი ინფორმაციის ნათლად გაგებას.

არსებობს სტერეოტიპი, რომ ადამიანები საჯარო გამოსვლის უნარით იბადებიან, თუმცა სხვადასხვა კვლევა ამტკიცებს, რომ პრეზენტაციის უნარი შეძენილია და მას მუდმივი პრაქტიკა და დახვეწა სჭირდება.

ამასთან, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ პრეზენტაციის ორი ძირითადი ტიპი არსებობს, ინფორმაციული და დამარწმუნებელი. ამ უკანასკნელში კი, ვიზუალურ ეფექტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს .

წარმოგიდგენთ 10 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ, რომ თქვენი პრეზენტაცია იყოს უფრო მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ეფექტიანი:

1. სრულფასოვანი პრეზენტაციისთვის სიღრმისეულად დაამუშავეთ თემა. შეგიძლიათ, ჩაატაროთ კვლევაც. ამასთან, მოხაზეთ ყველა ის ვიზუალური ელემენტი, რომელსაც გამოსვლისას გამოიყენებთ

2. შეეცადეთ, პრეზენტაციაში შეიტანოთ სახალისო ფაქტები, გამონათქვამები, ვიდეო და აშ. რომელსაც აუდიტორიას პროექტორის, მონიტორისა და პრეზენტერის გამოყენებით უჩვენებთ

3. თან იქონიეთ პრეზენტაციის გეგმა, რომლის მიხედვითაც იხელმძღვანელებთ. წინასწარ იცოდეთ, რა რის შემდეგ იქნება, რათა თავიდან აიცილოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევები

4. ნებისმიერი მოწყობილობა, ლეპტოპი, პროექტორი, ეკრანი, პრეზენტერი და სხვა. წინასწარ შეამოწმეთ მუშაობს თუ არა გამართულად, რათა ტექნიკური შეფერხება, თქვენთვის დამაბნეველი არ აღმოჩნდეს

5. მოემზადეთ საკითხის ირგვლივ გაჩენილი ყველა მოულოდნელი შეკითხვისთვის

6. ზეპირად შეისწავლეთ ინფორმაცია, რომელსაც წარმოადგენთ, რათა ძირითადი კონტაქტი აუდიტორიასთან გქონდეთ

7. ეცადეთ, თქვენი საუბარი იყოს უფრო მკაფიო და გასაგები. მსმენელებმა ზუტად უნდა გაიგონ, სად მთავრდება ერთი და იწყება მეორე წინადადება. შესაძლოა, პაუზის დროს, ვიზუალური მხარე მოიშველიოთ და აუდიტორიის ყურადღება ეკრანზე, კონკრეტულ სლაიდერზე გაამახვილოთ, რომელიც რა თქმა უნდა, პაუზამდე გაჟღერებული ფრაზის შესაბამისია

8. მოერიდეთ ხშირ გადაადგილებას, რათა თქვენმა მოძრაობამ მსმენელის ყურადღების გაფანტვა არ გამოიწვიოს

9. თუ პრეზენტაცია ხანგრძლივია, უჯობესია რამდენიმე ნაწილად გაყოთ. შესვენების შემდეგ გამოსვლა კი ვიზუალური ეფექტით, მონიტორზე ნაჩვენები ვიდეოთი ან სლაიდით დაიწყოთ. ეს იმისთვის, რომ აუდიტორიის ყურადღება თავიდანვე მიიპყროთ

10. პრეზენტაციის დასკვნითი ნაწილი შესაძლოა იყოს შეჯამება, ან თუნდაც რიტორიკული კითხვა, რომელიც აუდიტორიას წარდგენილ პრეზენტაციაზე ფიქრს გააგრძელებინებს.

ნინი ქეთელაური

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ დავიცვათ საბანკო ბარათი თანხის თაღლითურად ჩამოჭრისგან - კიბერდანაშაული 100%-ით გაიზარდა