მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეტალები, რომლებიც ავეჯის ხარისხს განსაზღვრავს
დეტალები, რომლებიც ავეჯის ხარისხს განსაზღვრავს

ავე­ჯი სახ­ლის ინ­ტე­რი­ე­რის მთა­ვა­რი ნა­წი­ლია, რომ­ლის შერ­ჩე­ვაც მარ­ტი­ვი საქ­მე ნამ­დვი­ლად არაა. ამ დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თქვე­ნი ბი­უ­ჯე­ტის შე­სა­ბა­მი­სად ხა­რის­ხი­ა­ნი ავე­ჯი იყი­დოთ. ხა­რი­სი­ხა­ნი ავე­ჯის შერ­ჩე­ვას კი ამ თე­მის წი­ნას­წარ შეს­წავ­ლა და რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა სჭირ­დე­ბა.

დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ავე­ჯის საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნია ხელ­მი­საწ­ვდო­მი რო­გორც ფა­სის, ისე დი­ზა­ი­ნის მხრივ. თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა შერ­ჩე­ვის პრო­ცესს კი­დევ უფრო არ­თუ­ლებს. რო­გო­რი უნდა იყოს ხა­რი­სი­ხა­ნი ავე­ჯი და რა სა­კი­თხე­ბი უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში? ამ კი­თხვით ავე­ჯის მა­ღა­ზია „ალუქ­სის“ მე­ნე­ჯერს მივ­მარ­თეთ. თა­ვად „ალუქ­სი“ მომ­ხმა­რე­ბელს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ევ­რო­პუ­ლი ავე­ჯის მრა­ვალ­ფე­რო­ვან დი­ზა­ინ­სა და მუდ­მი­ვად გა­ნახ­ლე­ბად კო­ლექ­ცი­ებს სთა­ვა­ზობს.

მე­ტა­ლის კარ­კა­სი

ავე­ჯის შერ­ჩე­ვი­სას მყიდ­ვე­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი მის დი­ზა­ინს აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას და ამ დროს ავი­წყდე­ბათ, რომ დი­ზა­ინ­ზე არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მისი ხა­რის­ხია. რბი­ლი ავე­ჯის შერ­ჩე­ვი­სას დიდი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ კარ­კასს. ზო­გა­დად, 3 ტი­პის კარ­კა­სი არ­სე­ბობს: მე­ტა­ლის, ხის და დე­ეს­პე. სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტია მე­ტა­ლის კარ­კა­სი. თუმ­ცა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რი. მისი დე­ტა­ლე­ბი უნდა იყოს შე­დუ­ღე­ბუ­ლი და არა ჭან­ჭი­კით და­მაგ­რე­ბუ­ლი.

ზე­და­პი­რი

რბი­ლი ავე­ჯის ზე­და­პირ­საც დიდი ყუ­რა­დღე­ბით უნდა შერ­ჩე­ვა. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ერთი ფე­რის მა­ტე­რი­ას უფრო მე­ტად ეტყო­ბა ჭუ­ჭყი, ვიდ­რე ჭრელ ზე­და­პირს. წი­ნას­წარ გა­არ­კვი­ეთ ის კონ­კრე­ტუ­ლი ზე­და­პი­რი მუ­შავ­დე­ბა თუ არა სვე­ლი წე­სით. სა­სურ­ვე­ლია, რომ მა­ტე­რია კარ­გად იწ­მინ­დე­ბო­დეს სვე­ლი ნაჭ­რით ან ხელ­სა­ხო­ცით. ამ შემ­თხვე­ვა­ში თქვენ რბი­ლი ავე­ჯის მუდ­მივ ქიმ­წმენ­დას აი­რი­დებთ თა­ვი­დან.

რბი­ლის ავე­ჯის შიგ­თავ­სი

რბი­ლი ავე­ჯის სირ­ბი­ლეს მისი შე­მავ­სე­ბე­ლი გან­სა­ზღვრავს. რამ­დე­ნი­მე ტი­პის შე­მავ­სე­ბე­ლი არ­სე­ბობს, რო­მელ­თა­გან ყვე­ლა­ზე სწრა­ფად პო­რო­ლო­ნის შე­მავ­სებ­ლი­ა­ნი ავე­ჯი ფუჭ­დე­ბა. სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტი ლა­ტექ­სია, ასე­ვე საკ­მა­ოდ გამ­ძლეა ჰოლ­კო­ნი. ამ ტი­პის ღრუბ­ლე­ბი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ინარ­ჩუ­ნე­ბენ ფორ­მას და სიმ­კვირ­ვი­თად გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან.

უჯ­რის მე­ქა­ნიზ­მი

უჯ­რის გა­მო­სა­ღე­ბი მე­ქა­ნიზ­მის ორი ძი­რი­თა­დი ტიპი არ­სე­ბობს: ბურ­თუ­ლი­ა­ნი და გორ­გო­ლა­ჭე­ბი­ა­ნი. ბურ­თუ­ლი­ა­ნი მეტ სიმ­ძი­მეს უძ­ლებს და უფრო უსაფრ­თხოა, უჯ­რის გად­მო­ვარ­დნის შან­სი არ არ­სე­ბობს. გორ­გო­ლა­ჭე­ბი­ა­ნი კი ხმა­უ­რი­ა­ნია და უფ­სარ­თხო­ე­ბაც ნაკ­ლე­ბად არის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტორს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ბავ­შვი­ან­მა ოჯა­ხებ­მა უნდა მი­აქ­ცი­ონ.

ავე­ჯის შიდა დე­ტა­ლე­ბი

ავე­ჯის შიდა კედ­ლე­ბი და თა­რო­ე­ბი ისე­თი­ვე მა­სა­ლის და ხა­რის­ხის უნდა იყოს, რო­გორც - გარე. ასე­ვე დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ უკა­ნა კე­დელს. ის სა­ი­მე­დოდ და სრუ­ლად უნდა იყოს და­მაგ­რე­ბუ­ლი გვერ­დებ­ზე. ცალ­კე­ულ ად­გი­ლებ­ზე ჭან­ჭი­კე­ბით და­მაგ­რე­ბუ­ლი ზურ­გი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში დე­ფორ­მა­ცი­ას გა­ნიც­დის.

გა­რან­ტია

ავეჯს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰქონ­დეს გა­რან­ტია. გა­რან­ტი­ის ქონა უკვე ნიშ­ნავს იმას, რომ პრო­დუქ­ცია ხა­რი­სი­ხა­ნია. უხა­რის­ხო ავე­ჯზე გა­რან­ტი­ის სა­ხით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არც მწარ­მო­ე­ბე­ლი აი­ღებს და არც მა­ღა­ზია. სა­სურ­ვე­ლია, თუ ავეჯს თა­ვად მწარ­მო­ებ­ლის­გან ექ­ნე­ბა გა­რან­ტია, თუმ­ცა ასე­ვე მი­სა­ღე­ბია მა­ღა­ზი­ის გა­რან­ტი­აც. ავე­ჯის შემ­თხვე­ვა­ში გა­რან­ტი­ის პე­რი­ო­დი მი­ნი­მუმ 1 წელი უნდა იყოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

დეტალები, რომლებიც ავეჯის ხარისხს განსაზღვრავს

დეტალები, რომლებიც ავეჯის ხარისხს განსაზღვრავს

ავეჯი სახლის ინტერიერის მთავარი ნაწილია, რომლის შერჩევაც მარტივი საქმე ნამდვილად არაა. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ბიუჯეტის შესაბამისად ხარისხიანი ავეჯი იყიდოთ. ხარისიხანი ავეჯის შერჩევას კი ამ თემის წინასწარ შესწავლა და რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის გათვალისწინება სჭირდება.

დღეს საქართველოში ავეჯის საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია ხელმისაწვდომი როგორც ფასის, ისე დიზაინის მხრივ. თუმცა აღნიშნული მრავალფეროვნება შერჩევის პროცესს კიდევ უფრო ართულებს. როგორი უნდა იყოს ხარისიხანი ავეჯი და რა საკითხები უნდა გავითვალისწინოთ შერჩევის პროცესში? ამ კითხვით ავეჯის მაღაზია „ალუქსის“ მენეჯერს მივმართეთ. თავად „ალუქსი“ მომხმარებელს მაღალი ხარისხის ევროპული ავეჯის მრავალფეროვან დიზაინსა და მუდმივად განახლებად კოლექციებს სთავაზობს.

მეტალის კარკასი

ავეჯის შერჩევისას მყიდველების დიდი ნაწილი მის დიზაინს აქცევს ყურადღებას და ამ დროს ავიწყდებათ, რომ დიზაინზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მისი ხარისხია. რბილი ავეჯის შერჩევისას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ კარკასს. ზოგადად, 3 ტიპის კარკასი არსებობს: მეტალის, ხის და დეესპე. საუკეთესო ვარიანტია მეტალის კარკასი. თუმცა გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორი. მისი დეტალები უნდა იყოს შედუღებული და არა ჭანჭიკით დამაგრებული.

ზედაპირი

რბილი ავეჯის ზედაპირსაც დიდი ყურადღებით უნდა შერჩევა. გაითვალისწინეთ, რომ ერთი ფერის მატერიას უფრო მეტად ეტყობა ჭუჭყი, ვიდრე ჭრელ ზედაპირს. წინასწარ გაარკვიეთ ის კონკრეტული ზედაპირი მუშავდება თუ არა სველი წესით. სასურველია, რომ მატერია კარგად იწმინდებოდეს სველი ნაჭრით ან ხელსახოცით. ამ შემთხვევაში თქვენ რბილი ავეჯის მუდმივ ქიმწმენდას აირიდებთ თავიდან.

რბილის ავეჯის შიგთავსი

რბილი ავეჯის სირბილეს მისი შემავსებელი განსაზღვრავს. რამდენიმე ტიპის შემავსებელი არსებობს, რომელთაგან ყველაზე სწრაფად პოროლონის შემავსებლიანი ავეჯი ფუჭდება. საუკეთესო ვარიანტი ლატექსია, ასევე საკმაოდ გამძლეა ჰოლკონი. ამ ტიპის ღრუბლები დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ ფორმას და სიმკვირვითად გამოირჩევიან.

უჯრის მექანიზმი

უჯრის გამოსაღები მექანიზმის ორი ძირითადი ტიპი არსებობს: ბურთულიანი და გორგოლაჭებიანი. ბურთულიანი მეტ სიმძიმეს უძლებს და უფრო უსაფრთხოა, უჯრის გადმოვარდნის შანსი არ არსებობს. გორგოლაჭებიანი კი ხმაურიანია და უფსართხოებაც ნაკლებად არის უზრუნველყოფილი. აღნიშნულ ფაქტორს განსაკუთრებული ყურადღება ბავშვიანმა ოჯახებმა უნდა მიაქციონ.

ავეჯის შიდა დეტალები

ავეჯის შიდა კედლები და თაროები ისეთივე მასალის და ხარისხის უნდა იყოს, როგორც - გარე. ასევე დიდი ყურადღება მიაქციეთ უკანა კედელს. ის საიმედოდ და სრულად უნდა იყოს დამაგრებული გვერდებზე. ცალკეულ ადგილებზე ჭანჭიკებით დამაგრებული ზურგი დროთა განმავლობაში დეფორმაციას განიცდის.

გარანტია

ავეჯს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გარანტია. გარანტიის ქონა უკვე ნიშნავს იმას, რომ პროდუქცია ხარისიხანია. უხარისხო ავეჯზე გარანტიის სახით პასუხისმგებლობას არც მწარმოებელი აიღებს და არც მაღაზია. სასურველია, თუ ავეჯს თავად მწარმოებლისგან ექნება გარანტია, თუმცა ასევე მისაღებია მაღაზიის გარანტიაც. ავეჯის შემთხვევაში გარანტიის პერიოდი მინიმუმ 1 წელი უნდა იყოს.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის