პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ღირს თმის ჩაბარება საქართველოში და რა ნეგატიური გავლენა შეიძლება იქონიოს სხვისი თმისგან გაკეთებულმა პარიკმა
რა ღირს თმის ჩაბარება საქართველოში და რა ნეგატიური გავლენა შეიძლება იქონიოს სხვისი თმისგან გაკეთებულმა პარიკმა

თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში მოძ­რა­ო­ბი­სას, ხში­რად ნა­ხავთ ხე­ებ­ზე, ან შე­ნო­ბებ­ზე გაკ­რულ გან­ცხა­დე­ბებს - "შე­ვის­ყი­დი თმას მა­ღალ ფა­სად". თმას იბა­რებს თბი­ლი­სის თით­ქმის ყვე­ლა სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნიც. მი­ზე­ზი ერ­თია - სი­ლა­მა­ზის ბა­ზარ­ზე ბუ­ნებ­რი­ვი თმის ჩა­ბა­რე­ბა­ზე მო­თხოვ­ნა დი­დია. ეს კი თმის დაგ­რძე­ლე­ბის ტრენდმა და ბუ­ნებ­რი­ვი თმის პა­რი­კე­ბის მო­დამ გა­მო­იწ­ვია.

სხვა­თა­შო­რის, პა­რი­კებს ბევ­რი ცნო­ბი­ლი სა­ხეც ატა­რებს, მათ შო­რის მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლიც.

AMBEBI.GE შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, რა ფასი აქვს ბუ­ნებ­რივ თმას სი­ლა­მა­ზის ინ­დუსტრი­ა­ში.

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, ქალ­ბა­ტო­ნი ინე­ზა, წლე­ბია ბუ­ნებ­რივ თმას იბა­რებს და რო­გორც სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, ფა­სე­ბი მკვეთ­რად შეც­ვლი­ლია:

"ნა­ტუ­რა­ლუ­რი თმის ჩა­ბა­რე­ბის ფა­სე­ბი მერ­ყე­ობს თმის ხა­რის­ხის და სიგ­რძის მი­ხედ­ვით. და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, მე და კლი­ენ­ტი რო­გორ მო­ვი­ლა­პა­რა­კებთ, მაგ­რამ ზო­გა­დად, 1 კი­ლოგ­რა­მი თმის ფასი 50 ლა­რი­დან იწყე­ბა და 350 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. მთა­ვა­რია ხა­რის­ხი, თო­რემ თმა დი­დის იქ­ნე­ბა თუ ბავ­შვის, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა.

ბოლო წლებ­ში, ძა­ლი­ან დი­დია მო­თხოვ­ნა თმის ჩა­ბა­რე­ბა­ზე და ვერ ვი­ტყვი, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ამას მხო­ლოდ გა­ჭირ­ვე­ბის გამო აკე­თე­ბენ. იცი­ან, რომ შე­უძ­ლი­ათ მოჭ­რი­ლი თმა ჩა­ა­ბა­რონ და ამა­ში ფული აი­ღონ და რა­ტომ უნდა გა­და­ყა­რონ?!

ადრე ბევ­რს ერი­დე­ბო­და ჩა­ბა­რე­ბის, რცხვე­ნო­დათ, ძი­რი­თა­დად გა­ჭირ­ვე­ბის გამო აკე­თებ­დნენ, ახლა ასე აღარ არის. თმის ჩა­სა­ბა­რებ­ლად ჩვენ­თან ყვე­ლა ფე­ნის ადა­მი­ა­ნი მო­დის, საკ­მა­ოდ მდიდ­რე­ბიც. ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც თმას იჭ­რი­ან სტი­ლის­ტი იტო­ვებს, ფულს არ უხ­დის კლი­ენტს და ამ თმას თვი­თონ ყი­დის.

- შე­ღე­ბილ თმას თუ იბა­რებთ?

- წლე­ბია ამ ბიზ­ნეს­ში ვარ, ადრე ჭა­ღა­რა და შე­ღე­ბი­ლი თმაც ბარ­დე­ბო­და, მაგ­რამ ახლა აღა­რაა მო­და­ში. შე­იძ­ლე­ბა ვინ­მე იბა­რებ­დეს კი­დეც, მაგ­რამ ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი არ არის. პი­რა­დად მე ვინ მა­ბა­რებს, კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა. ჩა­ბა­რე­ბულ თმას რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ვუ­კე­თებ, უფრო ყო­ველ­დღი­ურ პა­რი­კებ­ზე და ცეკ­ვის ნაწ­ნა­ვებ­ზე ვმუ­შა­ობ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ძა­ლი­ან ბევ­რი ცეკ­ვის სტუ­დი­აა სა­ქარ­თვე­ლო­ში და მო­თხოვ­ნაც დი­დია.

თბი­ლი­სის ერთ-ერთი სა­ლო­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გვე­უბ­ნე­ბა, რომ თმის ჩა­ბა­რე­ბის მსურ­ვე­ლე­ბი ძი­რი­თა­დად "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე წე­რენ:

- "ფე­ის­ბუქ­ზე" გვწე­რენ, მო­დი­ან და ვი­ბა­რებთ. ჩვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი მა­ინც ბავ­შვის თმაა, შე­უ­ღე­ბა­ვი და ხა­რის­ხი­ა­ნი. ფასი 100 ლა­რი­დან იწყე­ბა, გა­აჩ­ნია მო­ცუ­ლო­ბას. ძი­რი­თა­დად 200-300 ლა­რამ­დე ვიხ­დით ხოლ­მე. შემ­დეგ ამ თმას ვა­მუ­შა­ვებთ, კაფ­სუ­ლე­ბის სა­ხით ვა­კე­თებთ და კლი­ენ­ტებს ვემ­სა­ხუ­რე­ბით, ვი­საც დაგ­რძე­ლე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ.

- რა ღირს თმის დაგ­რძე­ლე­ბა?

- 6-7 ლარი ღირს სა­შუ­ა­ლოდ ერთი კაფ­სუ­ლა, აქაც გა­აჩ­ნია სიგ­რძეს და თმის ხა­რისხს. ერთ ადა­მი­ანს 90-100 კაფ­სუ­ლა სჭირ­დე­ბა სა­შუ­ა­ლოდ, უფრო სქე­ლი თმა თუ უნდა - 100-150. დაგ­რძე­ლე­ბუ­ლი თმა ზოგს 3 თვე უძ­ლევს ზოგს 5-6 თვე, გა­აჩ­ნია რა სიხ­ში­რით ეზ­რდე­ბათ. შემ­დეგ მო­დის კლი­ენ­ტი სა­ლონ­ში, ვხსნით და კო­რექ­ცი­ას ვუ­კე­თებთ".

რო­გორც AMBEBI.GE-მ გა­არ­კვია, თმის დაგ­რძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო ფასი 550 ლა­რი­დან იწყე­ბა და 1500 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. ბუ­ნებ­რი­ვი თმის პა­რი­კე­ბის ფა­სე­ბი სიგ­რძის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა და მოკ­ლე თმის სა­შუ­ა­ლო ფასი 250-500 ლა­რია, გრძე­ლი თმის პა­რი­კი 750-1200 ლა­რამ­დე ღირს. მე­ო­რა­დი პა­რი­კე­ბი ბაზ­რო­ბებ­ზე 55 ლა­რა­დაც იყი­დე­ბა.

ადა­მი­ა­ნის თმა რომ დიდი ენერ­გე­ტი­კის მა­ტა­რე­ბე­ლია, ამა­ზე არა­ერ­თი მო­საზ­რე­ბა არ­სე­ბობს. ხში­რად გაგ­ვი­გია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი გა­და­ტა­ნი­ლი უბე­დუ­რე­ბის შემ­დეგ თმა­საც კი იჭ­რი­ან, რომ ცუდი აურა გა­ა­ტა­ნონ. ასე­ვე, თმის შეჭ­რა სა­უ­კე­თე­სო ან­ტი­დეპ­რე­სან­ტია, რო­დე­საც გინ­და ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც შეც­ვა­ლო.

რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა და რა ენერ­გე­ტი­კის მა­ტა­რე­ბე­ლია თმა - ამის შე­სა­ხებ ას­ტრო­ლოგ მი­ხე­ილ ცა­გა­რელს ვკი­თხეთ.

"ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფო­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლია თმა ადა­მი­ა­ნის­თვის. რო­დე­საც სხვის თმას იმაგ­რებ, რა იცი, შე­იძ­ლე­ბა ის ადა­მი­ა­ნი ავად­მყო­ფია, გე­ნე­ტი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, ამ დროს მთე­ლი ეს ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ველი გა­და­დის მე­ო­რე ადა­მი­ან­ზე. შე­იძ­ლე­ბა ლო­თია ან მკვლე­ლი, ჩვენ ხომ არ ვი­ცით ვინ აბა­რებს თმას?!

მა­გი­ა­ში ხში­რად იყე­ნე­ბენ თმას. შე­უ­ლო­ცა­ვენ და ჩა­უ­დე­ბენ ადა­მი­ანს სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას, ჯადო იწყებს მოქ­მე­დე­ბას და მო­აქვს უბე­დუ­რე­ბა. თმით გა­კე­თე­ბუ­ლი ჯადო აბინ­ძუ­რებს ადა­მი­ა­ნის აუ­რას, მოქ­მე­დებს იღ­ბალ­ზე.

სხვი­სი თმის ცოტა ხანს ტა­რე­ბაც კი საკ­მა­რი­სია, რომ ბევ­რი ცუდი მო­გი­ტა­ნოთ. იმ ადა­მი­ა­ნის აუ­რა­სა და ნე­გა­ტივს შე­ი­სის­ხლხორ­ცებთ, ვის თმა­საც ატა­რებთ. მერე უბე­დუ­რე­ბას არა­ვინ და­აბ­რა­ლებს დაგ­რძე­ლე­ბულ თმას, არა­და სი­ნამ­დვი­ლე­ში აქე­დან მო­დის...

თმას­თან იყა­ვით ძა­ლი­ან ფრთხი­ლად!

- კარ­გი აუ­რის მა­ტა­რე­ბე­ლი და ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნის თმა თუ გა­ი­კე­თა სხვამ, ამ შემ­თხვე­ვა­ში რა ხდე­ბა?

- შე­იძ­ლე­ბა მისი ცხოვ­რე­ბა სა­სი­კე­თო­დაც შე­იც­ვა­ლოს, მაგ­რამ თქვენ ხომ არ იცით ეს ვისი თმაა? თუ იცით, რომ იღ­ბლი­ა­ნია, შე­იძ­ლე­ბა კარ­გიც კი იყოს. ამი­ტომ არის ნათ­ქვა­მი - იღ­ბლი­ან ადა­მი­ა­ნებ­თან იყა­ვით ახ­ლოს და იღ­ბლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის ნა­ქო­ნი სა­გა­ნი ატა­რეთ.

დონარა
1

თქვენი სალონი სად არის ტერიტორიულად

ავტორი:

რა ღირს თმის ჩაბარება საქართველოში და რა ნეგატიური გავლენა შეიძლება იქონიოს სხვისი თმისგან გაკეთებულმა პარიკმა

რა ღირს თმის ჩაბარება საქართველოში და რა ნეგატიური გავლენა შეიძლება იქონიოს სხვისი თმისგან გაკეთებულმა პარიკმა

თბილისის ქუჩებში მოძრაობისას, ხშირად ნახავთ ხეებზე, ან შენობებზე გაკრულ განცხადებებს - "შევისყიდი თმას მაღალ ფასად". თმას იბარებს თბილისის თითქმის ყველა სილამაზის სალონიც. მიზეზი ერთია - სილამაზის ბაზარზე ბუნებრივი თმის ჩაბარებაზე მოთხოვნა დიდია. ეს კი თმის დაგრძელების ტრენდმა და ბუნებრივი თმის პარიკების მოდამ გამოიწვია.

სხვათაშორის, პარიკებს ბევრი ცნობილი სახეც ატარებს, მათ შორის მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილიც.

AMBEBI.GE შეეცადა გაერკვია, რა ფასი აქვს ბუნებრივ თმას სილამაზის ინდუსტრიაში.

ჩვენი რესპონდენტი, ქალბატონი ინეზა, წლებია ბუნებრივ თმას იბარებს და როგორც საუბარში აღნიშნა, ფასები მკვეთრად შეცვლილია:

"ნატურალური თმის ჩაბარების ფასები მერყეობს თმის ხარისხის და სიგრძის მიხედვით. დამოკიდებულია იმაზე, მე და კლიენტი როგორ მოვილაპარაკებთ, მაგრამ ზოგადად, 1 კილოგრამი თმის ფასი 50 ლარიდან იწყება და 350 ლარამდე მერყეობს. მთავარია ხარისხი, თორემ თმა დიდის იქნება თუ ბავშვის, არ აქვს მნიშვნელობა.

ბოლო წლებში, ძალიან დიდია მოთხოვნა თმის ჩაბარებაზე და ვერ ვიტყვი, რომ ადამიანები ამას მხოლოდ გაჭირვების გამო აკეთებენ. იციან, რომ შეუძლიათ მოჭრილი თმა ჩააბარონ და ამაში ფული აიღონ და რატომ უნდა გადაყარონ?!

ადრე ბევრს ერიდებოდა ჩაბარების, რცხვენოდათ, ძირითადად გაჭირვების გამო აკეთებდნენ, ახლა ასე აღარ არის. თმის ჩასაბარებლად ჩვენთან ყველა ფენის ადამიანი მოდის, საკმაოდ მდიდრებიც. ხშირია შემთხვევები, როდესაც თმას იჭრიან სტილისტი იტოვებს, ფულს არ უხდის კლიენტს და ამ თმას თვითონ ყიდის.

- შეღებილ თმას თუ იბარებთ?

- წლებია ამ ბიზნესში ვარ, ადრე ჭაღარა და შეღებილი თმაც ბარდებოდა, მაგრამ ახლა აღარაა მოდაში. შეიძლება ვინმე იბარებდეს კიდეც, მაგრამ ისეთი პოპულარული არ არის. პირადად მე ვინ მაბარებს, კონფიდენციალური ინფორმაციაა. ჩაბარებულ თმას რეალიზაციას ვუკეთებ, უფრო ყოველდღიურ პარიკებზე და ცეკვის ნაწნავებზე ვმუშაობ. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ცეკვის სტუდიაა საქართველოში და მოთხოვნაც დიდია.

თბილისის ერთ-ერთი სალონის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ თმის ჩაბარების მსურველები ძირითადად "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერენ:

- "ფეისბუქზე" გვწერენ, მოდიან და ვიბარებთ. ჩვენთვის პრიორიტეტი მაინც ბავშვის თმაა, შეუღებავი და ხარისხიანი. ფასი 100 ლარიდან იწყება, გააჩნია მოცულობას. ძირითადად 200-300 ლარამდე ვიხდით ხოლმე. შემდეგ ამ თმას ვამუშავებთ, კაფსულების სახით ვაკეთებთ და კლიენტებს ვემსახურებით, ვისაც დაგრძელების სურვილი აქვთ.

- რა ღირს თმის დაგრძელება?

- 6-7 ლარი ღირს საშუალოდ ერთი კაფსულა, აქაც გააჩნია სიგრძეს და თმის ხარისხს. ერთ ადამიანს 90-100 კაფსულა სჭირდება საშუალოდ, უფრო სქელი თმა თუ უნდა - 100-150. დაგრძელებული თმა ზოგს 3 თვე უძლევს ზოგს 5-6 თვე, გააჩნია რა სიხშირით ეზრდებათ. შემდეგ მოდის კლიენტი სალონში, ვხსნით და კორექციას ვუკეთებთ".

როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, თმის დაგრძელების საშუალო ფასი 550 ლარიდან იწყება და 1500 ლარამდე მერყეობს. ბუნებრივი თმის პარიკების ფასები სიგრძის მიხედვით განისაზღვრება და მოკლე თმის საშუალო ფასი 250-500 ლარია, გრძელი თმის პარიკი 750-1200 ლარამდე ღირს. მეორადი პარიკები ბაზრობებზე 55 ლარადაც იყიდება.

ადამიანის თმა რომ დიდი ენერგეტიკის მატარებელია, ამაზე არაერთი მოსაზრება არსებობს. ხშირად გაგვიგია, რომ ადამიანები გადატანილი უბედურების შემდეგ თმასაც კი იჭრიან, რომ ცუდი აურა გაატანონ. ასევე, თმის შეჭრა საუკეთესო ანტიდეპრესანტია, როდესაც გინდა ცხოვრებაში რაღაც შეცვალო.

რამდენად უსაფრთხოა და რა ენერგეტიკის მატარებელია თმა - ამის შესახებ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს ვკითხეთ.

"ძალიან მნიშვნელოვანი ინფომაციის მატარებელია თმა ადამიანისთვის. როდესაც სხვის თმას იმაგრებ, რა იცი, შეიძლება ის ადამიანი ავადმყოფია, გენეტიკური პრობლემები აქვს, ამ დროს მთელი ეს ინფორმაციული ველი გადადის მეორე ადამიანზე. შეიძლება ლოთია ან მკვლელი, ჩვენ ხომ არ ვიცით ვინ აბარებს თმას?!

მაგიაში ხშირად იყენებენ თმას. შეულოცავენ და ჩაუდებენ ადამიანს სხვადასხვა ადგილას, ჯადო იწყებს მოქმედებას და მოაქვს უბედურება. თმით გაკეთებული ჯადო აბინძურებს ადამიანის აურას, მოქმედებს იღბალზე.

სხვისი თმის ცოტა ხანს ტარებაც კი საკმარისია, რომ ბევრი ცუდი მოგიტანოთ. იმ ადამიანის აურასა და ნეგატივს შეისისხლხორცებთ, ვის თმასაც ატარებთ. მერე უბედურებას არავინ დააბრალებს დაგრძელებულ თმას, არადა სინამდვილეში აქედან მოდის...

თმასთან იყავით ძალიან ფრთხილად!

- კარგი აურის მატარებელი და ბედნიერი ადამიანის თმა თუ გაიკეთა სხვამ, ამ შემთხვევაში რა ხდება?

- შეიძლება მისი ცხოვრება სასიკეთოდაც შეიცვალოს, მაგრამ თქვენ ხომ არ იცით ეს ვისი თმაა? თუ იცით, რომ იღბლიანია, შეიძლება კარგიც კი იყოს. ამიტომ არის ნათქვამი - იღბლიან ადამიანებთან იყავით ახლოს და იღბლიანი ადამიანის ნაქონი საგანი ატარეთ.