მსოფლიო
საზოგადოება
პოლიტიკა

18

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე, მთვარე მორიელში იქნება 04:19-დან დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს.
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს
"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს

გახ­სოვ­დეს, რომ მოკ­ვდე­ბი. ესაა სა­უ­კე­თე­სო გზა, რი­თაც რა­ი­მეს და­კარ­გვა­ზე ფიქ­რს ვა­ნე­ბებ თავს. შენ უკვე შიშ­ვე­ლი ხარ. არ არ­სე­ბობს მი­ზე­ზი, რის გა­მოც სა­კუ­თარ გულს არ უნდა მის­დიო, - ეს სი­ტყვე­ბი მსოფ­ლი­ოს უდი­დეს ინო­ვა­ტორ­სა და კომ­პა­ნია "ეფ­ლის" თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელს სტივ ჯობსს ეკუთ­ვნის, რო­მე­ლიც 2011 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

მსოფ­ლი­ოს ინო­ვა­ტო­რე­ბი გლო­ბა­ლუ­რი შთა­მა­გო­ნებ­ლე­ბი არი­ან, ჩვენ გარ­შე­მო კი არ­სე­ბო­ბენ ან არ­სე­ბობ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამას ყო­ველ­დღი­უ­რად აკე­თებ­დნენ. აკე­თებ­დნენ გუ­ლით და სჯე­რო­დათ, რომ ეს სწო­რი გზა იყო. თუნ­დაც ჩვენ გვერ­დით აღარ იყ­ვნენ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­ან­თი საქ­მის და იდე­ე­ბის წყა­ლო­ბით არას­დროს უჩი­ნარ­დე­ბი­ან.

ძა­ლი­ან გან­ვიც­დით, როცა ჩვენ გვერ­დით მყო­ფი ენ­თუ­ზი­ას­ტე­ბი და ინო­ვა­ტო­რე­ბი ხე­ლი­დან გა­მოგ­ვეც­ლე­ბი­ან, რად­გან ვგრძნობთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, არ ვუ­ღა­ლა­ტოთ მათ, გა­ვაგ­რძე­ლოთ ის, რი­სიც ასე ძა­ლი­ან სჯე­რო­დათ.

ასე­თია 30 წლის ნინი ჯა­ფა­რი­ძის ის­ტო­რი­აც, რო­მელ­მაც 4 თვის წინ უე­ცა­რი გარ­დაც­ვა­ლე­ბით თა­ნამ­შრომ­ლებს და ნაც­ნო­ბებს თავ­ზა­რი დას­ცა. ნი­ნიმ კომ­პა­ნია "ბიბ­ლუს­ში" გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი, მათ შო­რის იყო "კი­თხვის სა­ა­თი", რომ­ლის ფარ­გლებ­შიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი და წიგ­ნებ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ბავ­შვებს სხვა­დას­ხვა ნა­წარ­მო­ებს უკი­თხავ­დნენ და სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბებ­ში რთავ­დნენ.

მალე პრო­ექ­ტმა დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა. რო­გორც მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ნინი საქ­მე­ში მთელ ენერ­გი­ა­სა და ძა­ლის­ხმე­ვას დებ­და, "ორ­შა­ბა­თო­ბით, გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით გვხვდე­ბო­და ხოლ­მე და გვი­ზი­ა­რებ­და­ღო­ნის­ძი­ე­ბის დე­ტა­ლებს. გან­სა­კუთ­რე­ბით ბედ­ნი­ე­რი იყო, რო­დე­საც ბევ­რი ბავ­შვი მო­დი­ო­და კი­თხვის სა­ათ­ზე", - იხ­სე­ნე­ბენ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს ნინი ბავ­შვს ელო­დე­ბო­და, ამი­ტომ პა­ტა­რე­ბის­თვის ცოდ­ნის მი­ცე­მა­სა და გა­ხა­ლი­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით, ემო­ცი­უ­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

"ნინი იყო კი­თხვის სა­ა­თის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი. ის გეგ­მავ­და, თუ ვინ უნდა ყო­ფი­ლი­ყო სტუ­მა­რი, რო­დის უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, რო­გო­რი სა­ჩუქ­რე­ბი უნდა გა­დაგ­ვე­ცა ბავ­შვე­ბის­თვის. არ­ცერ­თი კი­თხვის სა­ა­თი არ გა­უც­დე­ნია. ძა­ლი­ან დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით ეკი­დე­ბო­და ამ პრო­ექტს. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მის­თვის ეს პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავ­და.

თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ძა­ლი­ან თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ქონ­და. რჩე­ვის სა­კი­თხა­ვად რო­დე­საც მივ­მარ­თავ­დით, ყო­ველ­თვის მზად იყო დაგ­ვხმა­რე­ბო­და", - იხ­სე­ნებს "ბიბ­ლუ­სის" მარ­კე­ტინ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტი თაკო ღა­ჭა­ვა.

სამ­წუ­ხა­როდ, ნინი ჯა­ფა­რი­ძემ სა­კუ­თა­რი შვი­ლის გაც­ნო­ბა ვერ მო­ას­წრო, თუმ­ცა არა­ერ­თი ბავ­შვის ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა უკე­თე­სო­ბის­კენ. მის­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­და­წყვი­ტეს, "კი­თხვის სა­ა­თი" "ნი­ნის კი­თხვის სა­ა­თად" გა­დაქ­ცე­უ­ლი­ყო და ბავ­შვე­ბის­თვის ისე­თი­ვე სი­ხა­რუ­ლი მი­ე­ნი­ჭე­ბი­ნა, რო­გორც იმ დროს, როცა პრო­ექტს ნინი ჯა­ფა­რი­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

შე­დე­გად, წელს პრო­ექ­ტი უკვე მე­ო­რედ, ჭავ­ჭა­ვა­ძის 7-სა და კან­დე­ლა­კის 7-ში მდე­ბა­რე "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ას" ფი­ლი­ა­ლებ­ში შედ­გე­ბა. გა­სულ წელს მას­ში ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ ფო­ტოგ­რა­ფი გოგა ჩა­ნა­დი­რი,მას­წავ­ლე­ბე­ლი ლადო აფხა­ზა­ვა, პო­ე­ტი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ალექ­სან­დრე ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი მაკა ჩი­ჩუა, მომ­ღე­რა­ლი თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე, მამა პეტ­რე კოლ­ხი და სხვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი. ასე­ვე, პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი იყო მწე­რა­ლი, პრო­ზა­ი­კო­სი და ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეც. რო­გორც თა­ვად იხ­სე­ნებს, მას­ზე ნინი ჯა­ფა­რი­ძის ენ­თუ­ზი­აზმმა და სუ­ლის­კვე­თე­ბამ მას­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა.

"მე მგო­ნია, სა­კუთ­რივ კი­თხვის სა­ა­თი არის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვა, მაგ­რამ მას რომ ნი­ნის სა­ხე­ლი და­ერ­ქვა, ესეც ძა­ლი­ან მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, იმი­ტომ რომ ნინი არის ერთ-ერთი იმ ადა­მი­ან­თა­გა­ნი, რო­მე­ლიც ალ­ბათ ყვე­ლა­ზე უფრო ახ­ლოს იყო წიგნ­თან და წიგ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას­თან.

ნინი წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დღის აქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მომ­ზა­დე­ბის პე­რი­ოდ­ში გა­ვი­ცა­ნი და შე­სა­ნიშ­ნა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. მე ის ბრწყინ­ვა­ლე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად და­მა­მახ­სოვ­რდა", - იხ­სე­ნებს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტში თა­ვა­დაც ჩა­ერ­თვე­ბა.

"ნი­ნის კი­თხვის სა­ათ­ზე" დას­წრე­ბა წელ­საც ბევ­რი ბავ­შვის საყ­ვა­რე­ლი საქ­მე გახ­დე­ბა, წელ­საც ბევ­რი მათ­გა­ნი გახ­დე­ბა წიგ­ნის ერ­თგუ­ლი, რაც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო საქ­მეა იმ საქ­მე­ებს შო­რის, რაც შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ან­მა გა­ა­კე­თოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები, როგორ დაუშინეს გიორგი გახარიას კვერცხები თბილისის აეროპორტში
ავტორი:

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს

გახსოვდეს, რომ მოკვდები. ესაა საუკეთესო გზა, რითაც რაიმეს დაკარგვაზე ფიქრს ვანებებ თავს. შენ უკვე შიშველი ხარ. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც საკუთარ გულს არ უნდა მისდიო, - ეს სიტყვები მსოფლიოს უდიდეს ინოვატორსა და კომპანია "ეფლის" თანადამფუძნებელს სტივ ჯობსს ეკუთვნის, რომელიც 2011 წელს გარდაიცვალა.

მსოფლიოს ინოვატორები გლობალური შთამაგონებლები არიან, ჩვენ გარშემო კი არსებობენ ან არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ამას ყოველდღიურად აკეთებდნენ. აკეთებდნენ გულით და სჯეროდათ, რომ ეს სწორი გზა იყო. თუნდაც ჩვენ გვერდით აღარ იყვნენ, ეს ადამიანები თავიანთი საქმის და იდეების წყალობით არასდროს უჩინარდებიან.

ძალიან განვიცდით, როცა ჩვენ გვერდით მყოფი ენთუზიასტები და ინოვატორები ხელიდან გამოგვეცლებიან, რადგან ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, არ ვუღალატოთ მათ, გავაგრძელოთ ის, რისიც ასე ძალიან სჯეროდათ.

ასეთია 30 წლის ნინი ჯაფარიძის ისტორიაც, რომელმაც 4 თვის წინ უეცარი გარდაცვალებით თანამშრომლებს და ნაცნობებს თავზარი დასცა. ნინიმ კომპანია "ბიბლუსში" განახორციელა არაერთი წარმატებული პროექტი, მათ შორის იყო "კითხვის საათი", რომლის ფარგლებშიც საზოგადოებისთვის ცნობილი და წიგნებზე შეყვარებული ადამიანები ბავშვებს სხვადასხვა ნაწარმოებს უკითხავდნენ და სახალისო აქტივობებში რთავდნენ.

მალე პროექტმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. როგორც მისი თანამშრომლები აღნიშნავენ, ნინი საქმეში მთელ ენერგიასა და ძალისხმევას დებდა, "ორშაბათობით, გაბრწყინებული თვალებით გვხვდებოდა ხოლმე და გვიზიარებდაღონისძიების დეტალებს. განსაკუთრებით ბედნიერი იყო, როდესაც ბევრი ბავშვი მოდიოდა კითხვის საათზე", - იხსენებენ თანამშრომლები.

პროექტის მიმდინარეობის დროს ნინი ბავშვს ელოდებოდა, ამიტომ პატარებისთვის ცოდნის მიცემასა და გახალისებასთან დაკავშირებული პროექტი მისთვის განსაკუთრებით, ემოციური უნდა ყოფილიყო.

"ნინი იყო კითხვის საათის ორგანიზატორი. ის გეგმავდა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო სტუმარი, როდის უნდა ჩატარებულიყო, როგორი საჩუქრები უნდა გადაგვეცა ბავშვებისთვის. არცერთი კითხვის საათი არ გაუცდენია. ძალიან დიდი ენთუზიაზმით ეკიდებოდა ამ პროექტს. შემიძლია ვთქვა, რომ მისთვის ეს პროექტი ძალიან ბევრს ნიშნავდა.

თანამშრომლებთან ძალიან თბილი ურთიერთობა ქონდა. რჩევის საკითხავად როდესაც მივმართავდით, ყოველთვის მზად იყო დაგვხმარებოდა", - იხსენებს "ბიბლუსის" მარკეტინგის სპეციალისტი თაკო ღაჭავა.

სამწუხაროდ, ნინი ჯაფარიძემ საკუთარი შვილის გაცნობა ვერ მოასწრო, თუმცა არაერთი ბავშვის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ. მისმა თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, "კითხვის საათი" "ნინის კითხვის საათად" გადაქცეულიყო და ბავშვებისთვის ისეთივე სიხარული მიენიჭებინა, როგორც იმ დროს, როცა პროექტს ნინი ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა.

შედეგად, წელს პროექტი უკვე მეორედ, ჭავჭავაძის 7-სა და კანდელაკის 7-ში მდებარე "ბიბლუსი გალერეას" ფილიალებში შედგება. გასულ წელს მასში ჩართულები იყვნენ ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი,მასწავლებელი ლადო აფხაზავა, პოეტი და ტელეწამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე, მამა პეტრე კოლხი და სხვა საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. ასევე, პროექტში ჩართული იყო მწერალი, პროზაიკოსი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძეც. როგორც თავად იხსენებს, მასზე ნინი ჯაფარიძის ენთუზიაზმმა და სულისკვეთებამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

"მე მგონია, საკუთრივ კითხვის საათი არის შესანიშნავი ინიციატივა, მაგრამ მას რომ ნინის სახელი დაერქვა, ესეც ძალიან მისასალმებელია, იმიტომ რომ ნინი არის ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, რომელიც ალბათ ყველაზე უფრო ახლოს იყო წიგნთან და წიგნის პოპულარიზაციასთან.

ნინი წიგნის ჩუქების დღის აქციასთან დაკავშირებით მომზადების პერიოდში გავიცანი და შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. მე ის ბრწყინვალე პროფესიონალად დამამახსოვრდა", - იხსენებს გიორგი კეკელიძე, რომელიც პროექტში თავადაც ჩაერთვება.

"ნინის კითხვის საათზე" დასწრება წელსაც ბევრი ბავშვის საყვარელი საქმე გახდება, წელსაც ბევრი მათგანი გახდება წიგნის ერთგული, რაც ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო საქმეა იმ საქმეებს შორის, რაც შეიძლება, ადამიანმა გააკეთოს.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ბიბლია განმარტებებით" - პირველი ტომის შეძენა, სპეციალურ ფასად, 6 ოქტომბრის ჩათვლითაა შესაძლებელი