პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გაიტაცა შოთა ჭიჭიაშვილმა პეტრე ცისკარიშვილი და მისი საცოლე - უკრაინაში მოკლული ქართველის ინტერვიუ არქივიდან
რატომ გაიტაცა შოთა ჭიჭიაშვილმა პეტრე ცისკარიშვილი და მისი საცოლე - უკრაინაში მოკლული ქართველის ინტერვიუ არქივიდან

უკ­რა­ი­ნა­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე შოთა ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი მოკ­ლეს. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ცე­ცხლი გა­უხ­სნა. კი­ე­ვის რე­გი­ო­ნის პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, შემ­თხვე­ვა 1 ოქ­ტომ­ბერს სო­ფელ ხო­ტი­ა­ნოვ­კა­ში მოხ­და. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა.

ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი წარ­სულ­ში არა­ერ­თხელ იყო ნა­სა­მარ­თლე­ვი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის გამო, მათ შო­რის იყო ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბა. ჭი­ჭი­აშ­ვი­ლის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა ეს­პა­ნე­ლის ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის ან­ტო­ნიო ტრე­მი­ლი­ო­სა და ფრან­ცის­კო როდ­რი­გე­სის, "აგ­რო­ბიზ­ნეს­ბან­კის" თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე პი­ტერ შოუს, დე­პუ­ტატ პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლის გა­ტა­ცე­ბაც. ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბოხ­შიც. რო­გორც მან 2013 წელს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, 2001 წელს მუხ­რო­ვა­ნის ბაზა 7 პირ­თან ერ­თად უსის­ხლოდ და უმ­სხვერ­პლოდ აიღო.

ის 2003 წლის 24 ივ­ნისს მოს­კოვ­ში და­ა­კა­ვეს და ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბის, ბან­დი­ტიზ­მი­სა და სხვა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის გამო 22 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. ამ­ნის­ტი­ი­სა და სას­ჯელ­თა შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პის გა­უქ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე 2013 წელს სა­პა­ტიმ­რო, ორ დღე­ში კი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრე­ბი და­ტო­ვა.

გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა შოთა ჭი­ჭი­აშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვიუ, რო­მე­ლიც 2013 წელს არის ჩა­წე­რი­ლი. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს სრულ ვერ­სი­ას:

- ბა­ტო­ნო შო­თა, თა­ვის დრო­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნო­მერ პირ­ველ ტე­რო­რის­ტად შეგ­რაცხ­ეს. ვინ ხართ სი­ნამ­დვი­ლე­ში?

- სი­ნამ­დვი­ლე­ში ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, რი­გი­თი ქარ­თვე­ლი ვარ, რო­მე­ლიც ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ გარ­კვე­ულ პრო­ცე­სებ­ში ჩა­ე­ბა, რად­გან სხვა გზა არ დარ­ჩა... მა­მით ფშავ­-ხევ­სუ­რი ვარ, დე­დით - ქის­ტი, ასე რომ, სუფ­თა კავ­კა­სი­ე­ლი გახ­ლა­ვართ. ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა რომ და­იწყ­ო, სო­ფელ მა­ტან­ში ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია ამო­დი­ო­და ხოლ­მე. 15 წლის ბი­ჭი ვი­ყა­ვი და ეროვ­ნულ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე ლა­პა­რაკს რომ ვის­მენ­დი, ძარ­ღვებ­ში სის­ხლი მი­დუღ­დე­ბო­და. აფ­ხა­ზე­თი­სა და სა­მა­ჩაბ­ლოს ომის დაწყ­ე­ბი­სას პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მაგ­რამ წას­ვლას ვა­პი­რებ­დი, კო­მი­სა­რი­ატ­ში მი­ვე­დით თა­ნა­ტო­ლე­ბი, მაგ­რამ მა­მამ გა­მა­ჩე­რა და ხათ­რი ვერ გა­ვუ­ტე­ხე. ჩეჩ­ნე­თის ომ­ში აღა­რა­ვის არა­ფე­რი ვკი­თხე და მო­ხა­ლი­სედ წა­ვე­დი იქ, სა­დაც კავ­კა­სი­ის ერ­თი­ა­ნო­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის ბე­დი წყდე­ბო­და. მე­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი... მიგ­ვაჩ­ნდა, რომ შე­ვარ­დნა­ძემ მოს­კო­ვი­დან დახ­ლარ­თუ­ლი გვე­ლუ­რი ინ­ტრი­გე­ბით პუტ­ჩის­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მო­ი­შო­რა ლე­გი­ტი­მუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და თვი­თონ მოგ­ვევ­ლი­ნა ერის "მხსნე­ლად". ვი­ნა­ი­დან მათ­თან სა­ერ­თო ენა ვერ გა­მოვ­ნა­ხე და ზო­გი­ერ­თე­ბი­ვით ფო­ჩი­ა­ნი კამ­ფე­ტე­ბით ვერ მო­მის­ყი­დეს, გა­და­მემ­ტერ­ნენ. მათ­თან რომ მე­თა­ნამ­შრომ­ლა, ყვე­ლა­ფე­რი გამ­წვა­ნე­ბუ­ლი მექ­ნე­ბო­და. რა­საც ჩვენ ვა­კე­თებ­დით, ოფი­ცი­ა­ლურ ენა­ზე კრი­მი­ნა­ლი ჰქვი­ა, ჩვენ­თვის კი ომი იყო სა­ქარ­თვე­ლოს მტრებ­თან. იქი­დან მი­ღე­ბუ­ლი ნა­დავ­ლი სა­კუ­თარ ჯი­ბე­ში კი არა, სა­ერ­თო ფონ­დში მი­დი­ო­და და კავ­კა­სი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა­ში იხარ­ჯე­ბო­და. ამათ­თვის მე ვი­ყა­ვი კრი­მი­ნა­ლი, მაგ­რამ ჩვენ რომ გაგ­ვე­მარ­ჯვა, მა­შინ ეროვ­ნუ­ლი გმი­რი ვიქ­ნე­ბო­დი.

- თქვენს სა­ხელს უამ­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი უკავ­შირ­დე­ბა, მათ შო­რის ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბა... ეს არ ნიშ­ნავს კრი­მი­ნალს?

- ნათ­ქვა­მი­ა, "მგელს მგლო­ბა დას­წა­მეს და ტუ­რამ ქვე­ყა­ნა და­აქ­ცი­ა­ო". არ ვამ­ბობ, რომ ფრთი­ა­ნი ან­გე­ლო­ზი ვარ, მეც უამ­რა­ვი შეც­დო­მა და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა მაქვს, მაგ­რამ ცი­ლის­წა­მე­ბა ძნე­ლი ასა­ტა­ნი­ა. ბევრ უღირს საქ­ცი­ელს მწა­მე­ბენ. ჩემს ლიკ­ვი­და­ცი­ას აპი­რებ­დნენ და მრა­ვალ­ჯერ სცა­დეს ჩე­მი გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა. ამას კონ­კრე­ტუ­ლად კა­ხა თარ­გა­მა­ძე, ის "რკი­ნის კა­ცი", ჯარ­თში რომ ჩა­ა­ბა­რეს, ვახ­ტანგ ქუ­თა­თე­ლა­ძე და სხვე­ბი ცდი­ლობ­დნენ. მათ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა რამ­დენ­ჯერ­მე მო­მიწყ­ვეს თავ­დას­ხმა. ყვე­ლა­ფერს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს იმ­ჟა­მინ­დე­ლი თავ­მჯდო­მა­რე ნუგ­ზარ სა­ჯაია კუ­რი­რებ­და სა­ტა­ნა შე­ვარ­დნა­ძის და­ვა­ლე­ბით.

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თქვენ ქარ­თვე­ლე­ბის, ჩეჩ­ნე­ბი­სა და ქის­ტე­ბის­გან 100-კა­ცი­ა­ნი ბან­და ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეთ, რო­მე­ლიც გა­სა­ტა­ცე­ბელ ადა­მი­ან­თა კან­დი­და­ტუ­რებს არ­ჩევ­და და წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სქე­მით მოქ­მე­დებ­და. თქვენს სა­ხელს უკავ­ში­რებ­დნენ ნარ­კო­ვაჭ­რო­ბა­საც.

- ეს არის კლა­სი­კუ­რი ცი­ლის­წა­მე­ბა და ბინ­ძუ­რი ჭო­რი, თქვენს ენა­ზე - შა­ვი პი­ა­რი. შე­იძ­ლე­ბა ღრმად მორ­წმუ­ნე არ ვარ, მაგ­რამ ღმერ­თი ნამ­დვი­ლად მწამს. მე­ო­რეც, ვარ ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თვე­ლი და კავ­კა­სი­ე­ლი. ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­ყიდ­ვა უღირს საქ­მი­ა­ნო­ბად მი­მაჩ­ნია და სხვი­სი უბე­დუ­რე­ბით გამ­დიდ­რე­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბის აწყ­ო­ბა არც არა­ვის შერ­ჩე­ნი­ა. ვფი­ცავ, ნარ­კო­ტი­კებ­თან არც პირ­და­პი­რი, არც ირი­ბი შე­ხე­ბა არას­დროს მქო­ნი­ა, თუმ­ცა იყო ამის შან­სი და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა. მქონ­და იმის სა­შუ­ა­ლე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თუ­კი მო­ვინ­დო­მებ­დი, ეს­კო­ბა­რი­ვით ვყო­ფი­ლი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამას მარ­ტო ღმერ­თის ში­შით არ გა­ვა­კე­თებ­დი. მე­ო­რეც - ხალ­ხის მრცხვე­ნი­ა, რწმე­ნაც მაქვს და სინ­დი­სიც. ვინც ნარ­კო­ტი­კებს ყიდ­და, მათ ომი გა­მო­ვუცხ­ა­დე. იმათ კი ჩე­მი "გა­სა­ღე­ბა" გა­ნიზ­რა­ხეს, რა­შიც ფუ­ლი გა­და­ი­ხა­დეს. ასე რომ, ნარ­კო­მო­ვაჭ­რე­ებ­თან მტრო­ბის მე­ტი არა­ფე­რი მა­კავ­ში­რებს. არც რო­მე­ლი­მე სპეც­რაზ­მის წევ­რი ვყო­ფილ­ვარ, თუ­კი რა­ი­მე მოწ­მო­ბა მქო­ნი­ა, ყვე­ლა ყალ­ბი იყო და ოპე­რა­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის მჭირ­დე­ბო­და.

მარ­თა­ლი­ა, რომ მქონ­და უშიშ­რო­ე­ბის ოფიც­რის მოწ­მო­ბა, შსს-ს მა­ი­ო­რიც ვი­ყა­ვი და კა­პი­ტა­ნიც, მაგ­რამ ამ "წო­დე­ბებს" მო­წი­ნა­აღ­მდე­გის მო­სატყ­უ­ებ­ლად ვი­ყე­ნებ­დი. გა­ტა­ცე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ამა­ზე პა­სუ­ხიც ვა­გე - ათ წე­ლი­წად­ზე მე­ტი ყვე­ლა­ზე მკაცრ პი­რო­ბებ­ში, სა­მარ­ტოო სა­კან­ში ვი­ჯე­ქი ცხო­ვე­ლი­ვით, მზე არ მი­ნა­ხავს და ჰა­ე­რი არ მი­სუნ­თქი­ა, დღე იყო თუ ღა­მე, ვერ ვი­გებ­დი, ჯან­მრთე­ლო­ბა შე­მერ­ყა და მხო­ლოდ ღმერ­თის წყა­ლო­ბით გა­დავ­რჩი. დრო­ზე მოგ­ვის­წრო ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, თო­რემ იქი­დან ცოცხ­ა­ლი ვერ გა­მო­ვი­დო­დი. გა­რეთ ყოფ­ნი­სას ბევ­რჯერ სცა­დეს ჩე­მი მოკ­ვლა, თავს მეს­ხმოდ­ნენ, ხან მა­ფეთ­ქებ­დნენ, ბო­ლოს ედუ­არდ ამ­ბრო­სი­ჩის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა მომ­წამ­ლეს და ორი­ვე თირ­კმელ­გა­ჩე­რე­ბუ­ლი სა­წოლს მი­ვე­ჯაჭ­ვე, ტვი­ნის შე­შუ­პე­ბა მქონ­და, 6 თვე ცოცხ­ალ­-მკვდა­რი ვეგ­დე, წე­სით და რი­გით, ცოცხ­ა­ლი არ უნ­და დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი.

- გა­ტა­ცე­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი არ და­გის­რუ­ლე­ბი­ათ. რის მი­ხედ­ვით არ­ჩევ­დით "მსხვე­რპლს"?

- სი­მარ­თლე გითხ­რათ, მო­რა­ლუ­რი კა­ნო­ნე­ბი არა­სო­დეს და­მირ­ღვე­ვი­ა. რა­საც ჰქვია კავ­კა­სი­უ­რი ტრა­დი­ცია და შა­რი­ა­თი, ყო­ველ­თვის წმინ­დად ვი­ცავ­დი. ვი­საც ვი­ტა­ცებ­დით, ისი­ნი ან აფე­რის­ტე­ბი იყ­ვნენ, ან ნა­ძი­რა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხალ­ხის გა­სატყ­ა­ვებ­ლად მო­დი­ოდ­ნენ. ისეთ ხალ­ხს ვარ­ჩევ­დით, რომ­ლე­ბიც არც კა­ნონ­თან იყ­ვნენ სუფ­თა და არც კე­თი­ლი ზრახ­ვე­ბი ამოძ­რა­ვებ­დათ. არც ერ­თი მათ­გა­ნი ქარ­თვე­ლი და კავ­კა­სი­ე­ლი არ ყო­ფი­ლა. ამას გა­მო­სას­ყი­დის სა­ნაც­ვლოდ ვა­კე­თებ­დით, თუმ­ცა არა­ვის შე­უ­რაცხ­ვყოფ­დით, არც ვა­წა­მებ­დით. ვა­ტა­რებ­დით სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ას, მი­ღე­ბუ­ლი თან­ხე­ბი კი "კავ­კა­სი­ის ფონ­დში" მი­დი­ო­და.

- 2000 წელს დუ­ი­სი­დან "წი­თე­ლი ჯვრის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­ტა­ცე­ბას­თან რა სა­ერ­თო გქონ­დათ?

- ისი­ნი ჩე­ჩე­ნი სა­ვე­ლე მე­თა­უ­რის, არ­ბი ბა­რა­ე­ვის ჯგუ­ფის ნარ­ჩე­ნებ­მა მო­ი­ტა­ცეს და გა­მო­სას­ყიდს - 2 თუ 3 მი­ლი­ონს ითხ­ოვ­დნენ. ბა­რა­ე­ვის ერ­თ-ერ­თი ძმა, ჩე­მი მე­გო­ბა­რი და თა­ნა­მებ­რძო­ლი, ჩემ­თან ვალ­ში იყო. ჩეჩ­ნე­ბი ამ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, სი­მარ­თლე რომ გითხ­რათ, ცუ­დი თვა­ლით უყუ­რებ­დნენ, მი­სი წევ­რე­ბი ჯა­შუ­შე­ბად მი­აჩ­ნდათ, რომ­ლე­ბიც "წი­თელ ჯვარს" იმი­ტომ იყ­ვნენ ამო­ფა­რე­ბუ­ლი, იმუ­ნი­ტე­ტი და ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის გა­რან­ტია რომ ჰქო­ნო­დათ. მა­თი ახ­სნით, ისი­ნი იყ­ვნენ მზვე­რა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ინ­ფორ­მა­ცი­ას აგ­რო­ვებ­დნენ და ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ მუ­შა­ობ­დნენ. ჩეჩ­ნებ­მა მო­ი­ტა­ცეს ორი მა­მა­კა­ცი და ერ­თი ქა­ლი, რო­მე­ლიც დიდ­გვა­რო­ვა­ნის შვი­ლი აღ­მოჩ­ნდა და ატყ­და ერ­თი ამ­ბა­ვი. ჩეჩ­ნე­ბი გამ­წარ­დნენ, ამ­ბობ­დნენ, მათ დავ­ხო­ცავთ და ძაღ­ლე­ბი­ვით გა­დავ­ყრი­თო, მაგ­რამ მე შე­ვა­ჩე­რე, ვუთხ­ა­რი, ამით სი­ტუ­ა­ცია გამ­წვავ­დე­ბა და შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფლიქ­ტამ­დეც მი­ვი­დეთ, რა­ტომ უნ­და ვე­გო­ნოთ ყვე­ლას ტე­რო­რის­ტე­ბი და მო­ვექ­ცეთ იზო­ლა­ცი­ა­ში, რო­ცა სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის გვერ­დში დგო­მა გვჭირ­დე­ბა-­მეთ­ქი.

ჩეჩ­ნებ­მა მითხ­რეს, ესე­ნი მა­ინც უნ­და მოგ­ვე­შო­რე­ბი­ნა, შენ გჩუქ­ნით და რო­გორც გინ­და, ისე მო­ი­ქე­ცი­ო. შე­ვარ­დნა­ძეს და მის ძა­ლო­ვა­ნებს შე­ვუთ­ვა­ლე, ამ ხალ­ხს თმის ღე­რი არ ჩა­მოუ­ვარ­დე­ბა, გა­მო­სას­ყი­დის გა­რე­შე ჩა­გა­ბა­რებთ, თქვენ კი მე და ჩემს ხალ­ხს - 5 კაცს ძებ­ნა შეგ­ვი­ჩე­რეთ და სა­მარ­თლებ­რი­ვად რაც და­მიმ­ტკიც­დე­ბა, იმა­ზე ვა­გებ პა­სუხს-მეთ­ქი (შო­თა ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი 1997 წლი­დან იძებ­ნე­ბო­და - ნ.ფ.). აკი გითხ­ა­რით, ჩე­მი ლიკ­ვი­და­ცი­ის ბრძა­ნე­ბა იყო გა­ცე­მუ­ლი და რო­გორც ცო­ფი­ან მგელს, ისე დამ­დევ­დნენ. არც მწვა­დი დავ­წვი, არც შამ­ფუ­რი, ჩეჩ­ნე­ბიც ღირ­სე­უ­ლად გა­მო­ვიდ­ნენ ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან და ჩვე­ნი ძებ­ნაც შე­ვა­ჩე­რე­ბი­ნე. გა­ტა­ცე­ბუ­ლე­ბიც მად­ლი­ე­რე­ბი წა­ვიდ­ნენ და შე­ვარ­დნა­ძე­მაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­და­მი­ხა­და მად­ლო­ბა.

- იმა­ვე წელს ეს­პა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი გა­ი­ტა­ცეთ და მა­თი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მხო­ლოდ ეს­პა­ნე­თის მთავ­რო­ბის მი­ერ 2 მლნ დო­ლა­რის გა­დახ­დის შემ­დეგ მო­ხერ­ხდა.

- დი­ახ, ეს­პა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი მე გა­ვი­ტა­ცე და ამის­თვის სას­ჯე­ლიც მო­ვი­ხა­დე. მა­შინ დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას ვი­ყე­ნებ­დი და ვე­რა­ფე­რი მათ­ქმე­ვი­ნეს. მათ­თვის ზედ­მე­ტად ხმა არა­ვის გა­უ­ცი­ა. გა­ვი­ტა­ცე ასი­რი­ე­ლი ხო­შა­ბა­ე­ვი და ებ­რა­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი მა­ნა­შე­რო­ვი. თუმ­ცა ჩე­მი საქ­მე რომ ნა­ხოთ, მას­ში უამ­რა­ვი ფაქ­ტია მოყ­ვა­ნი­ლი, რაც არ ჩა­მი­დე­ნია - მა­გა­ლი­თად, ბან­კის ინ­კა­სა­ტო­რებ­ზე თავ­დას­ხმა, ვი­ღაც ქა­ლის გა­ტა­ცე­ბა. მე­რე ყვე­ლა­ფე­რი, თუ­კი რა­ი­მე მომ­ხდა­რა, მე მო­მა­წე­რეს. აქ­ლე­მი­ვით მტვირ­თავ­დნენ საქ­მე­ე­ბით და ფიქ­რობ­დნენ, აი­ტან­სო. ნამ­დვი­ლი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი მშრა­ლად გა­მო­ვიდ­ნენ და ყვე­ლა­ფე­რი მე ამ­კი­დეს. ვფი­ცავ, ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­თან და კა­ხა თარ­გა­მა­ძეს­თან არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ მქო­ნი­ა. ღმერ­თმა და­მი­ფა­როს, მათ­ზე მე­მუ­შა­ვა ან ინ­ფორ­მა­ცი­ით მო­მე­მა­რა­გე­ბი­ნა ვინ­მე. ჩემ­თვის სა­ხე­ლი და ღირ­სე­ბა იყო ყვე­ლა­ფე­რი. რაც შე­ე­ხე­ბა იმ ინ­გლი­სელს, პი­ტერ შო­უს ("აგ­რო­ბიზ­ნეს­ბან­კის" თავ­მჯდო­მა­რე), რომ­ლის გა­ტა­ცე­ბის დაბ­რა­ლე­ბის მცდე­ლო­ბაც იყო, მას­ზე სა­ერ­თოდ არა­ფე­რი მსმე­ნი­ა, ეს ამ­ბა­ვი რომ მოხ­და, უკ­ვე მოს­კოვ­ში ვი­ყა­ვი.

- ბა­ტო­ნო შო­თა, ვეფ­ხია მარ­გოშ­ვილ­თან რა­ტომ და­გე­ძა­ბათ ურ­თი­ერ­თო­ბა? არ­სე­ბობ­და ეჭ­ვი, რომ მის აფეთ­ქე­ბას­თან გქონ­დათ კავ­ში­რი.

- ადა­მი­ანს მი­პარ­ვით არა­სო­დეს მოვ­კლავ­დი, მო­საკ­ლა­ვი თუ იყო, მი­ვი­დო­დი პი­რის­პირ, თვა­ლებ­ში ჩავ­ხე­დავ­დი და ამას ისე გა­ვა­კე­თებ­დი. იცით, რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში? ვინც დი­დი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტიკს ყი­დის, მარ­გოშ­ვილს ვგუ­ლის­ხმობ, ის ავ­ტო­მა­ტუ­რად შეკ­რუ­ლია ძა­ლო­ვან უწყ­ე­ბებ­თან. ეს ან ოფი­ცი­ა­ლურ დო­ნე­ზე ხდე­ბა და "ბა­რი­გა" მა­თი აგენ­ტი­ა, ან არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად და იმ ფულს ერ­თმა­ნეთ­ში "ტე­ხა­ვენ". ამ ბიზ­ნე­სის უკან უფ­რო უშიშ­რო­ე­ბა იდ­გა, ვი­ნა­ი­დან ია­რაღს და ნარ­კო­ტიკს ის კუ­რი­რებ­და, უმა­გა­თოდ იქ რა მოხ­დე­ბო­და, რო­ცა სა­მი ნარ­კო­მა­ნი­დან ორი მა­თი აგენ­ტი იყო? სა­ხელ­მწი­ფოს და ძა­ლო­ვან უწყ­ე­ბებს, თუ მო­ინ­დო­მებ­დნენ, ორ თვე­ში შე­ეძ­ლოთ აღეკ­ვე­თათ ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბა. მარ­გოშ­ვი­ლის ლიკ­ვი­და­ცია ან რუ­სულ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა მო­ახ­დი­ნეს, ან ქარ­თულ­მა, ან ორი­ვემ ერ­თად. ნარ­კო­ტი­კე­ბის სფე­რო მე არ მე­ხე­ბო­და. ეტყ­ო­ბა, მარ­გოშ­ვი­ლი კონ­ტრო­ლი­დან გა­მო­ვი­და და მო­ი­შო­რეს. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა კი მას მე­რე და­ი­ძა­ბა, რაც მან ჩე­მი ძმად­ნა­ფი­ცის ბი­ძა მო­ი­ტა­ცა, ბო­დი­შიც მო­ი­ხა­და და უკა­ნაც და­ი­ხი­ა. სა­დაც მე ვი­ყა­ვი, იქ მა­თი ად­გი­ლი არ იყო, ჩემ­ზე წინ არ მი­დი­ოდ­ნენ. მათ თა­ვი­ან­თი სეგ­მენ­ტი ჰქონ­დათ, მე - ჩე­მი.

- პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი რა­ტომ­ღა გა­ი­ტა­ცეთ 2001 წელს? იყო მით­ქმა-­მოთ­ქმა, რომ მას პან­კი­სე­ლი ნარ­კო­მო­ვაჭ­რე­ე­ბის ვა­ლი ჰქონ­და.

- პეტ­რე არც ჩე­მი მე­გო­ბა­რია და არც მი­სი ად­ვო­კა­ტი ვარ, მაგ­რამ მი­მაჩ­ნი­ა, რომ მას, რო­გორც მთის კაცს, რა­ღაც ღირ­სე­ბა აქვს. იმ დროს პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბად მო­ი­აზ­რე­ბოდ­ნენ კა­ხა თარ­გა­მა­ძე, ზუ­რაბ ჟვა­ნია და მი­შა სა­ა­კაშ­ვი­ლი. ესე­ნი ედუ­არდ მე­ფის ვე­ზი­რე­ბი იყ­ვნენ, მე­ფის კარ­ზე კი იყო დი­დი ინ­ტრი­გე­ბი - ერ­თმა­ნეთს უცი­ნოდ­ნენ, თან ძირს უთხ­რიდ­ნენ. პეტ­რე ჟვა­ნი­ას მე­გო­ბა­რი იყო. იმ დროს ჩვენ სულ სხვა ოპე­რა­ცი­ა­ზე მივ­დი­ო­დით. ძა­ლო­ვა­ნებ­მა შე­მო­მიგ­დეს კო­ტე ცი­ხის­თა­ვი, ნა­ძი­რა­ლა და ნომ­რი­ა­ნი აგენ­ტი, თე­ლა­ვე­ლი კა­ცი. კა­ხა თარ­გა­მა­ძემ, ნუგ­ზარ სა­ჯა­ი­ამ და მათ­მა "სას­ტავ­მა" კო­ტე ცი­ხის­თა­ვი გა­მო­აქ­ცია ცი­ხი­დან, რის შემ­დე­გაც მე მო­მად­გა სახ­ლში. შე­ვი­ფა­რე, ვას­ვი, ვა­ჭა­მე, ჩა­ვაც­ვი, გვერ­დში და­ვი­ყე­ნე და ყვე­ლას ვუთხ­ა­რი, ეს კა­ცი ჩე­მი სტუ­მა­რია და თუ რა­მე მოხ­და, მის სის­ხლს მე ავი­ღებ­-მეთ­ქი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, რომ ცი­ხის­თა­ვი აგენ­ტი ყო­ფი­ლა. ჩვე­ნი საქ­მის­თვის მან­ქა­ნის მო­ნახ­ვა მას და­ვა­ვა­ლე და მა­ინ­ცდა­მა­ინც პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვილს არ მიგ­ვა­ყე­ნა? კო­ტე პო­ლი­ცი­ე­ლის ფორ­მით იყო და წიგ­ნა­კი ჰქონ­და.

ეს იყო კო­ტე ცი­ხის­თა­ვის, რო­გორც პო­ლი­ცი­ის აგენ­ტის მი­ერ წი­ნას­წარ დად­გმუ­ლი ოპე­რა­ცი­ა. ის თხუ­ნე­ლა იყო, შე­მოგ­ზავ­ნი­ლი, თო­რემ და­ვა­ლე­ბა მას თარ­გა­მა­ძემ და მის­მა ხალ­ხმა მის­ცა. ანუ მათ ჩვენ­და გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად დაგ­ვა­ჯა­ხეს ერ­თ-ერთ ჯგუფს. ჩვენ სხვა საქ­მე­ზე ვი­ყა­ვით წა­სუ­ლე­ბი, მან­ქა­ნა უნ­და "დაგ­ვეთ­რი­ა", უფ­რო სწო­რად, ექ­სპროპ­რი­ა­ცია მოგ­ვეხ­დი­ნა, მე­რე კი სად­მე მიგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა. პეტ­რე ვაჟ­კა­ცი ბი­ჭი აღ­მოჩ­ნდა, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გაგ­ვი­წი­ა, ამი­ტო­მაც მის­მა წაყ­ვა­ნამ მოგ­ვი­წი­ა. უბ­რა­ლოდ, გვინ­დო­და, დრო­ე­ბით, 1-2 დღე იზო­ლა­ცი­ა­ში მოგ­ვექ­ცი­ა, სა­ნამ საქ­მეს გა­ვა­კე­თებ­დით. მას თან ახ­ლდა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, რო­მელ­საც ვუთხ­ა­რი, წა­დი, და­ი­კო, შენ­თან საქ­მე არ გვაქ­ვს-მეთ­ქი. ქალს თურ­მე ძა­ლი­ან ჰყვა­რე­ბია პეტ­რე და გვითხ­რა, სა­დაც ეს, მეც იქო და არ მი­ა­ტო­ვა. ასე­თი თავ­გან­წირ­ვის გა­მო პა­ტი­ვის­ცე­მა გაგ­ვიჩ­ნდა მის მი­მართ. მათ­თვის ზედ­მე­ტი არა­ვის არა­ფე­რი უკად­რე­ბი­ა, პი­რი­ქით, რომ სცი­ო­და, ჩვენს ტან­საც­მელს ვაც­მევ­დით იმ გო­გოს. ამა­სო­ბა­ში ლა­მის მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფო გა­და­ვი­კი­დეთ. ახ­მე­ტამ­დე რომ მო­ვაღ­წი­ეთ, კო­ტე ცი­ხის­თავს ვუთხ­ა­რით, მან­ქა­ნა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. იქ ჯა­რის კორ­დო­ნე­ბი იდ­გა, ჩვენ კი ჩვე­ნი ბი­ლი­კე­ბი გვქონ­და და იმის ავ­ლით ჩუ­მად შე­ვაღ­წევ­დით ხოლ­მე პან­კის­ში. მან­ქა­ნა რომ მი­აგ­დეს, კო­ტემ ხელ­თათ­მა­ნე­ბი არ ჩა­იც­ვა და მან­ქა­ნა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ტო­ვა კვა­ლი, ვი­თომ გა­და­ა­ვიწყ­და. არ მინ­დო­და მას­ში ეჭ­ვი შე­მე­ტა­ნა, ალა­ლად ვუ­ყუ­რებ­დი, 23 წლის ბი­ჭი ვი­ყა­ვი და არც იმ­დე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და. მე­რე ეს ცი­ხის­თა­ვი ჯერ პეტ­რეს და­ე­ტა­კა, გი­ნე­ბა და­უწყ­ო, შემ­დეგ იმ ქალს და­უწყო "ჩა­ლი­ჩი", მა­თი დამ­ცი­რე­ბა და მი­წას­თან გას­წო­რე­ბა უნ­დო­და. მის არა­კა­ცო­ბა­ზე ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი, და­ვე­მუქ­რე, კი­დევ თუ რა­მეს მო­ი­მოქ­მე­დებ, ტვინს გა­გას­ხმე­ვი­ნებ­-მეთ­ქი. მა­შინ და­ვეჭ­ვდი, რომ რა­ღა­ცა­ში იყო საქ­მე.

- რა იყო ძა­ლო­ვა­ნე­ბის მი­ზა­ნი?

- ეს ამ­ხე­ლა კა­ცი რომ ამ­კი­დეს, მივ­ხვდი, მხა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ეჯა­ხე­ბოდ­ნენ, პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტრი­გა იყო, რო­მელ­შიც ჩაგ­ვით­რი­ეს და ბრმა ია­რა­ღად უნ­დო­დათ ჩვე­ნი გა­მო­ყე­ნე­ბა. ამას მა­ლე მივ­ხვდი, ჩვენ არც გა­მო­სას­ყი­დი მოგ­ვითხ­ო­ვი­ა. იმათ ჩე­მი ძმა ჰყავ­დათ და­ჭე­რი­ლი არა­კა­ცუ­რად - ერ­თი ძმა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა მო­წამ­ლეს და მო­მიკ­ლეს, მე­ო­რე ძმა მის და­საფ­ლა­ვე­ბა­ზე მო­დი­ო­და, ვი­თომ კო­რი­დო­რი მის­ცეს და და­ი­ჭი­რეს. რად­გან ასე ვე­რა­გუ­ლად და­ა­კა­ვეს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­ვუ­ყე­ნე, ჩე­მი ძმა გა­მო­უშ­ვით და პეტ­რეს გად­მოგ­ცემთ-მეთ­ქი. გა­უშ­ვეს და მეც გა­ვუშ­ვი. ეს იყო და ეს. პეტ­რეს ნარ­კო­მა­ნო­ბას აბ­რა­ლებ­დნენ, მაგ­რამ ის სპორ­ტსმე­ნი კა­ცი იყო და სი­გა­რეტ­საც კი არ ეწე­ო­და, არც არა­ვის ვა­ლი ჰქო­ნი­ა, ეს იყო ბინ­ძუ­რი პი­ა­რი. მგო­ნი­ა, ღირ­სე­უ­ლი კა­ცი­ცა­ა, ჩემ­თვის ხე­ლი არ და­უ­დი­ა, არც არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბი­ა, მეც ჩე­მი მხრივ, მი­სი ღირ­სე­ბა და­ვი­ცა­ვი. მე მას მტრად არ ვთვლი, ჩვენ ერ­თმა­ნეთ­ში ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ­ვე გა­ვარ­კვი­ეთ.

- 2001 წლის მუხ­რო­ვა­ნის პირ­ველ ამ­ბო­ხე­ბას­თან რა კავ­ში­რი გქონ­დათ?

- მუხ­რო­ვა­ნის ბა­ზა ჩე­მი 7 კა­ცით უსის­ხლოდ და უმ­სხვერ­პლოდ ავი­ღე, მე­თა­უ­რე­ბი და­ვატყ­ვე­ვე, ია­რა­ღის საწყ­ო­ბე­ბი ხელ­ში ჩა­ვიგ­დე და ბა­ზა გია კრი­ა­ლაშ­ვილს და კო­ბა ოთა­ნა­ძეს გა­და­ვე­ცი. ისი­ნი ვაჟ­კა­ცი და პატ­რი­ო­ტი ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ. მათ­თან მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ, რომ ნორ­მა­ლუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა, რა­თა ეროვ­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­­სუ­ლი­ყო სა­თა­ვე­ში. მე იქ არა­ფე­რი მნდო­მი­ა, არც ფუ­ლის გა­მო გა­მი­კე­თე­ბია რა­მე. მე­რე იცით, იქ რა მოხ­და? შე­მო­ვი­და ოთა­ნა­ძი­სა და კრი­ა­ლაშ­ვი­ლის ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბი და შე­ვარ­დნა­ძეს ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­უ­ყე­ნეს, შე­ვარ­დნა­ძე ორი­ვეს მო­ე­ლა­პა­რა­კა, კრი­ა­ლაშ­ვი­ლი სამ­ხედ­რო ატა­შედ გა­უშ­ვა უკ­რა­ი­ნა­ში, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს 10 თუ 20 მი­ლი­ო­ნით გა­უ­ზარ­და ბი­უ­ჯე­ტი, მათ მო­ი­ლა­პა­რა­კეს, ჯო­ხი კი ჭი­ჭი­აშ­ვილ­ზე გა­დატყ­და, მე გა­მო­ვე­დი ქვეყ­ნის მტე­რი.

- ამ­ბო­ბენ, ჟურ­ნა­ლის­ტი გი­ორ­გი სა­ნაია პან­კის­ში გა­და­ღე­ბულ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მამ­ხი­ლე­ბელ ვი­დე­ო­კა­სე­ტას შე­ე­წი­რა­ო. რო­გორ ფიქ­რობთ, მარ­თლა არ­სე­ბობ­და ასე­თი კომ­პრო­მა­ტი?

- რა­მე რომ ყო­ფი­ლი­ყო, მე­ცო­დი­ნე­ბო­და. ნარ­კო­ტი­კე­ბის სფე­რო მძულ­და და ჩა­ხე­დუ­ლი არ ვი­ყა­ვი მას­ში, მაგ­რამ მგო­ნი­ა, ესეც ჭო­რია და არა­ნა­ი­რი კა­სე­ტა არ არ­სე­ბობს. სა­ნა­ი­ას საქ­მე, ღმერ­თმა აცხ­ო­ნოს, უფ­რო მო­მა­ვა­ლი "ნა­ცე­ბის" ამ­ბა­ვი იყო. შე­ვარ­დნა­ძის­თვის ძი­რი რომ გა­მო­ეთხ­ა­რათ და მი­სი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ სი­ძულ­ვი­ლი და­ე­თე­სათ, მა­სებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის­თვის სჭირ­დე­ბო­დათ მი­სი სიკ­ვდი­ლი. მგო­ნი­ა, ამათ თვი­თონ­ვე მოკ­ლეს ეგ სა­ცო­და­ვი და შე­ვარ­დნა­ძეს გა­და­აბ­რა­ლეს.

temur
0

თითქმის სიმართლეა............ 

ავტორი:

რატომ გაიტაცა შოთა ჭიჭიაშვილმა პეტრე ცისკარიშვილი და მისი საცოლე - უკრაინაში მოკლული ქართველის ინტერვიუ არქივიდან

რატომ გაიტაცა შოთა ჭიჭიაშვილმა პეტრე ცისკარიშვილი და მისი საცოლე - უკრაინაში მოკლული ქართველის ინტერვიუ არქივიდან

უკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქე შოთა ჭიჭიაშვილი მოკლეს. უკრაინული მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა. კიევის რეგიონის პოლიციის ცნობით, შემთხვევა 1 ოქტომბერს სოფელ ხოტიანოვკაში მოხდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ჭიჭიაშვილი წარსულში არაერთხელ იყო ნასამართლევი მძიმე დანაშაულების გამო, მათ შორის იყო ადამიანების გატაცება. ჭიჭიაშვილის სახელს უკავშირდება ესპანელის ბიზნესმენების ანტონიო ტრემილიოსა და ფრანცისკო როდრიგესის, "აგრობიზნესბანკის" თანათავმჯდომარე პიტერ შოუს, დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილის გატაცებაც. ჭიჭიაშვილი მონაწილეობდა მუხროვანის ამბოხშიც. როგორც მან 2013 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, 2001 წელს მუხროვანის ბაზა 7 პირთან ერთად უსისხლოდ და უმსხვერპლოდ აიღო.

ის 2003 წლის 24 ივნისს მოსკოვში დააკავეს და ადამიანების გატაცების, ბანდიტიზმისა და სხვა მძიმე დანაშაულების გამო 22 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამნისტიისა და სასჯელთა შეკრებითობის პრინციპის გაუქმების საფუძველზე 2013 წელს საპატიმრო, ორ დღეში კი საქართველოს საზღვრები დატოვა.

გაზეთ "კვირის პალიტრის" არქივში ინახება შოთა ჭიჭიაშვილის ინტერვიუ, რომელიც 2013 წელს არის ჩაწერილი. გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ვერსიას:

- ბატონო შოთა, თავის დროზე საქართველოს ნომერ პირველ ტერორისტად შეგრაცხეს. ვინ ხართ სინამდვილეში?

- სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი, რიგითი ქართველი ვარ, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ გარკვეულ პროცესებში ჩაება, რადგან სხვა გზა არ დარჩა... მამით ფშავ-ხევსური ვარ, დედით - ქისტი, ასე რომ, სუფთა კავკასიელი გახლავართ. ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო, სოფელ მატანში ზვიად გამსახურდია ამოდიოდა ხოლმე. 15 წლის ბიჭი ვიყავი და ეროვნულ დამოუკიდებლობაზე ლაპარაკს რომ ვისმენდი, ძარღვებში სისხლი მიდუღდებოდა. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის დაწყებისას პატარა ვიყავი, მაგრამ წასვლას ვაპირებდი, კომისარიატში მივედით თანატოლები, მაგრამ მამამ გამაჩერა და ხათრი ვერ გავუტეხე. ჩეჩნეთის ომში აღარავის არაფერი ვკითხე და მოხალისედ წავედი იქ, სადაც კავკასიის ერთიანობისა და თავისუფლების ბედი წყდებოდა. მერე საქართველოში დავბრუნდი... მიგვაჩნდა, რომ შევარდნაძემ მოსკოვიდან დახლართული გველური ინტრიგებით პუტჩისტების მეშვეობით მოიშორა ლეგიტიმური ხელისუფლება და თვითონ მოგვევლინა ერის "მხსნელად". ვინაიდან მათთან საერთო ენა ვერ გამოვნახე და ზოგიერთებივით ფოჩიანი კამფეტებით ვერ მომისყიდეს, გადამემტერნენ. მათთან რომ მეთანამშრომლა, ყველაფერი გამწვანებული მექნებოდა. რასაც ჩვენ ვაკეთებდით, ოფიციალურ ენაზე კრიმინალი ჰქვია, ჩვენთვის კი ომი იყო საქართველოს მტრებთან. იქიდან მიღებული ნადავლი საკუთარ ჯიბეში კი არა, საერთო ფონდში მიდიოდა და კავკასიის თავისუფლებისათვის ბრძოლაში იხარჯებოდა. ამათთვის მე ვიყავი კრიმინალი, მაგრამ ჩვენ რომ გაგვემარჯვა, მაშინ ეროვნული გმირი ვიქნებოდი.

- თქვენს სახელს უამრავი დანაშაული უკავშირდება, მათ შორის ადამიანების გატაცება... ეს არ ნიშნავს კრიმინალს?

- ნათქვამია, "მგელს მგლობა დასწამეს და ტურამ ქვეყანა დააქციაო". არ ვამბობ, რომ ფრთიანი ანგელოზი ვარ, მეც უამრავი შეცდომა და ნაკლოვანება მაქვს, მაგრამ ცილისწამება ძნელი ასატანია. ბევრ უღირს საქციელს მწამებენ. ჩემს ლიკვიდაციას აპირებდნენ და მრავალჯერ სცადეს ჩემი განეიტრალება. ამას კონკრეტულად კახა თარგამაძე, ის "რკინის კაცი", ჯართში რომ ჩააბარეს, ვახტანგ ქუთათელაძე და სხვები ცდილობდნენ. მათმა სპეცსამსახურებმა რამდენჯერმე მომიწყვეს თავდასხმა. ყველაფერს უშიშროების საბჭოს იმჟამინდელი თავმჯდომარე ნუგზარ საჯაია კურირებდა სატანა შევარდნაძის დავალებით.

- გავრცელებული ინფორმაციით, თქვენ ქართველების, ჩეჩნებისა და ქისტებისგან 100-კაციანი ბანდა ჩამოაყალიბეთ, რომელიც გასატაცებელ ადამიანთა კანდიდატურებს არჩევდა და წინასწარ შემუშავებული სქემით მოქმედებდა. თქვენს სახელს უკავშირებდნენ ნარკოვაჭრობასაც.

- ეს არის კლასიკური ცილისწამება და ბინძური ჭორი, თქვენს ენაზე - შავი პიარი. შეიძლება ღრმად მორწმუნე არ ვარ, მაგრამ ღმერთი ნამდვილად მწამს. მეორეც, ვარ ტრადიციული ქართველი და კავკასიელი. ნარკოტიკების გაყიდვა უღირს საქმიანობად მიმაჩნია და სხვისი უბედურებით გამდიდრება და კეთილდღეობის აწყობა არც არავის შერჩენია. ვფიცავ, ნარკოტიკებთან არც პირდაპირი, არც ირიბი შეხება არასდროს მქონია, თუმცა იყო ამის შანსი და შემოთავაზება. მქონდა იმის საშუალება და შესაძლებლობა, თუკი მოვინდომებდი, ესკობარივით ვყოფილიყავი საქართველოში. ამას მარტო ღმერთის შიშით არ გავაკეთებდი. მეორეც - ხალხის მრცხვენია, რწმენაც მაქვს და სინდისიც. ვინც ნარკოტიკებს ყიდდა, მათ ომი გამოვუცხადე. იმათ კი ჩემი "გასაღება" განიზრახეს, რაშიც ფული გადაიხადეს. ასე რომ, ნარკომოვაჭრეებთან მტრობის მეტი არაფერი მაკავშირებს. არც რომელიმე სპეცრაზმის წევრი ვყოფილვარ, თუკი რაიმე მოწმობა მქონია, ყველა ყალბი იყო და ოპერაციების განხორციელებისთვის მჭირდებოდა.

მართალია, რომ მქონდა უშიშროების ოფიცრის მოწმობა, შსს-ს მაიორიც ვიყავი და კაპიტანიც, მაგრამ ამ "წოდებებს" მოწინააღმდეგის მოსატყუებლად ვიყენებდი. გატაცებას რაც შეეხება, ამაზე პასუხიც ვაგე - ათ წელიწადზე მეტი ყველაზე მკაცრ პირობებში, სამარტოო საკანში ვიჯექი ცხოველივით, მზე არ მინახავს და ჰაერი არ მისუნთქია, დღე იყო თუ ღამე, ვერ ვიგებდი, ჯანმრთელობა შემერყა და მხოლოდ ღმერთის წყალობით გადავრჩი. დროზე მოგვისწრო ახალმა ხელისუფლებამ, თორემ იქიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდი. გარეთ ყოფნისას ბევრჯერ სცადეს ჩემი მოკვლა, თავს მესხმოდნენ, ხან მაფეთქებდნენ, ბოლოს ედუარდ ამბროსიჩის სპეცსამსახურებმა მომწამლეს და ორივე თირკმელგაჩერებული საწოლს მივეჯაჭვე, ტვინის შეშუპება მქონდა, 6 თვე ცოცხალ-მკვდარი ვეგდე, წესით და რიგით, ცოცხალი არ უნდა დავრჩენილიყავი.

- გატაცებებზე საუბარი არ დაგისრულებიათ. რის მიხედვით არჩევდით "მსხვერპლს"?

- სიმართლე გითხრათ, მორალური კანონები არასოდეს დამირღვევია. რასაც ჰქვია კავკასიური ტრადიცია და შარიათი, ყოველთვის წმინდად ვიცავდი. ვისაც ვიტაცებდით, ისინი ან აფერისტები იყვნენ, ან ნაძირალები, რომლებიც საქართველოში ხალხის გასატყავებლად მოდიოდნენ. ისეთ ხალხს ვარჩევდით, რომლებიც არც კანონთან იყვნენ სუფთა და არც კეთილი ზრახვები ამოძრავებდათ. არც ერთი მათგანი ქართველი და კავკასიელი არ ყოფილა. ამას გამოსასყიდის სანაცვლოდ ვაკეთებდით, თუმცა არავის შეურაცხვყოფდით, არც ვაწამებდით. ვატარებდით სამხედრო ოპერაციას, მიღებული თანხები კი "კავკასიის ფონდში" მიდიოდა.

- 2000 წელს დუისიდან "წითელი ჯვრის" თანამშრომლების გატაცებასთან რა საერთო გქონდათ?

- ისინი ჩეჩენი საველე მეთაურის, არბი ბარაევის ჯგუფის ნარჩენებმა მოიტაცეს და გამოსასყიდს - 2 თუ 3 მილიონს ითხოვდნენ. ბარაევის ერთ-ერთი ძმა, ჩემი მეგობარი და თანამებრძოლი, ჩემთან ვალში იყო. ჩეჩნები ამ საერთაშორისო ორგანიზაციას, სიმართლე რომ გითხრათ, ცუდი თვალით უყურებდნენ, მისი წევრები ჯაშუშებად მიაჩნდათ, რომლებიც "წითელ ჯვარს" იმიტომ იყვნენ ამოფარებული, იმუნიტეტი და ხელშეუხებლობის გარანტია რომ ჰქონოდათ. მათი ახსნით, ისინი იყვნენ მზვერავები, რომლებიც ინფორმაციას აგროვებდნენ და ჩვენს წინააღმდეგ მუშაობდნენ. ჩეჩნებმა მოიტაცეს ორი მამაკაცი და ერთი ქალი, რომელიც დიდგვაროვანის შვილი აღმოჩნდა და ატყდა ერთი ამბავი. ჩეჩნები გამწარდნენ, ამბობდნენ, მათ დავხოცავთ და ძაღლებივით გადავყრითო, მაგრამ მე შევაჩერე, ვუთხარი, ამით სიტუაცია გამწვავდება და შეიძლება საერთაშორისო კონფლიქტამდეც მივიდეთ, რატომ უნდა ვეგონოთ ყველას ტერორისტები და მოვექცეთ იზოლაციაში, როცა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდში დგომა გვჭირდება-მეთქი.

ჩეჩნებმა მითხრეს, ესენი მაინც უნდა მოგვეშორებინა, შენ გჩუქნით და როგორც გინდა, ისე მოიქეციო. შევარდნაძეს და მის ძალოვანებს შევუთვალე, ამ ხალხს თმის ღერი არ ჩამოუვარდება, გამოსასყიდის გარეშე ჩაგაბარებთ, თქვენ კი მე და ჩემს ხალხს - 5 კაცს ძებნა შეგვიჩერეთ და სამართლებრივად რაც დამიმტკიცდება, იმაზე ვაგებ პასუხს-მეთქი (შოთა ჭიჭიაშვილი 1997 წლიდან იძებნებოდა - ნ.ფ.). აკი გითხარით, ჩემი ლიკვიდაციის ბრძანება იყო გაცემული და როგორც ცოფიან მგელს, ისე დამდევდნენ. არც მწვადი დავწვი, არც შამფური, ჩეჩნებიც ღირსეულად გამოვიდნენ ამ სიტუაციიდან და ჩვენი ძებნაც შევაჩერებინე. გატაცებულებიც მადლიერები წავიდნენ და შევარდნაძემაც ოფიციალურად გადამიხადა მადლობა.

- იმავე წელს ესპანელი ბიზნესმენები გაიტაცეთ და მათი გათავისუფლება მხოლოდ ესპანეთის მთავრობის მიერ 2 მლნ დოლარის გადახდის შემდეგ მოხერხდა.

- დიახ, ესპანელი ბიზნესმენები მე გავიტაცე და ამისთვის სასჯელიც მოვიხადე. მაშინ დუმილის უფლებას ვიყენებდი და ვერაფერი მათქმევინეს. მათთვის ზედმეტად ხმა არავის გაუცია. გავიტაცე ასირიელი ხოშაბაევი და ებრაელი ბიზნესმენი მანაშეროვი. თუმცა ჩემი საქმე რომ ნახოთ, მასში უამრავი ფაქტია მოყვანილი, რაც არ ჩამიდენია - მაგალითად, ბანკის ინკასატორებზე თავდასხმა, ვიღაც ქალის გატაცება. მერე ყველაფერი, თუკი რაიმე მომხდარა, მე მომაწერეს. აქლემივით მტვირთავდნენ საქმეებით და ფიქრობდნენ, აიტანსო. ნამდვილი დამნაშავეები მშრალად გამოვიდნენ და ყველაფერი მე ამკიდეს. ვფიცავ, ძალოვან სტრუქტურებთან და კახა თარგამაძესთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია. ღმერთმა დამიფაროს, მათზე მემუშავა ან ინფორმაციით მომემარაგებინა ვინმე. ჩემთვის სახელი და ღირსება იყო ყველაფერი. რაც შეეხება იმ ინგლისელს, პიტერ შოუს ("აგრობიზნესბანკის" თავმჯდომარე), რომლის გატაცების დაბრალების მცდელობაც იყო, მასზე საერთოდ არაფერი მსმენია, ეს ამბავი რომ მოხდა, უკვე მოსკოვში ვიყავი.

- ბატონო შოთა, ვეფხია მარგოშვილთან რატომ დაგეძაბათ ურთიერთობა? არსებობდა ეჭვი, რომ მის აფეთქებასთან გქონდათ კავშირი.

- ადამიანს მიპარვით არასოდეს მოვკლავდი, მოსაკლავი თუ იყო, მივიდოდი პირისპირ, თვალებში ჩავხედავდი და ამას ისე გავაკეთებდი. იცით, რა მოხდა სინამდვილეში? ვინც დიდი ოდენობით ნარკოტიკს ყიდის, მარგოშვილს ვგულისხმობ, ის ავტომატურად შეკრულია ძალოვან უწყებებთან. ეს ან ოფიციალურ დონეზე ხდება და "ბარიგა" მათი აგენტია, ან არაოფიციალურად და იმ ფულს ერთმანეთში "ტეხავენ". ამ ბიზნესის უკან უფრო უშიშროება იდგა, ვინაიდან იარაღს და ნარკოტიკს ის კურირებდა, უმაგათოდ იქ რა მოხდებოდა, როცა სამი ნარკომანიდან ორი მათი აგენტი იყო? სახელმწიფოს და ძალოვან უწყებებს, თუ მოინდომებდნენ, ორ თვეში შეეძლოთ აღეკვეთათ ნარკოტიკებით ვაჭრობა. მარგოშვილის ლიკვიდაცია ან რუსულმა სპეცსამსახურებმა მოახდინეს, ან ქართულმა, ან ორივემ ერთად. ნარკოტიკების სფერო მე არ მეხებოდა. ეტყობა, მარგოშვილი კონტროლიდან გამოვიდა და მოიშორეს. ჩვენი ურთიერთობა კი მას მერე დაიძაბა, რაც მან ჩემი ძმადნაფიცის ბიძა მოიტაცა, ბოდიშიც მოიხადა და უკანაც დაიხია. სადაც მე ვიყავი, იქ მათი ადგილი არ იყო, ჩემზე წინ არ მიდიოდნენ. მათ თავიანთი სეგმენტი ჰქონდათ, მე - ჩემი.

- პეტრე ცისკარიშვილი რატომღა გაიტაცეთ 2001 წელს? იყო მითქმა-მოთქმა, რომ მას პანკისელი ნარკომოვაჭრეების ვალი ჰქონდა.

- პეტრე არც ჩემი მეგობარია და არც მისი ადვოკატი ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მას, როგორც მთის კაცს, რაღაც ღირსება აქვს. იმ დროს პრეზიდენტობის კანდიდატებად მოიაზრებოდნენ კახა თარგამაძე, ზურაბ ჟვანია და მიშა სააკაშვილი. ესენი ედუარდ მეფის ვეზირები იყვნენ, მეფის კარზე კი იყო დიდი ინტრიგები - ერთმანეთს უცინოდნენ, თან ძირს უთხრიდნენ. პეტრე ჟვანიას მეგობარი იყო. იმ დროს ჩვენ სულ სხვა ოპერაციაზე მივდიოდით. ძალოვანებმა შემომიგდეს კოტე ციხისთავი, ნაძირალა და ნომრიანი აგენტი, თელაველი კაცი. კახა თარგამაძემ, ნუგზარ საჯაიამ და მათმა "სასტავმა" კოტე ციხისთავი გამოაქცია ციხიდან, რის შემდეგაც მე მომადგა სახლში. შევიფარე, ვასვი, ვაჭამე, ჩავაცვი, გვერდში დავიყენე და ყველას ვუთხარი, ეს კაცი ჩემი სტუმარია და თუ რამე მოხდა, მის სისხლს მე ავიღებ-მეთქი. მოგვიანებით გავიგე, რომ ციხისთავი აგენტი ყოფილა. ჩვენი საქმისთვის მანქანის მონახვა მას დავავალე და მაინცდამაინც პეტრე ცისკარიშვილს არ მიგვაყენა? კოტე პოლიციელის ფორმით იყო და წიგნაკი ჰქონდა.

ეს იყო კოტე ციხისთავის, როგორც პოლიციის აგენტის მიერ წინასწარ დადგმული ოპერაცია. ის თხუნელა იყო, შემოგზავნილი, თორემ დავალება მას თარგამაძემ და მისმა ხალხმა მისცა. ანუ მათ ჩვენდა გაუცნობიერებლად დაგვაჯახეს ერთ-ერთ ჯგუფს. ჩვენ სხვა საქმეზე ვიყავით წასულები, მანქანა უნდა "დაგვეთრია", უფრო სწორად, ექსპროპრიაცია მოგვეხდინა, მერე კი სადმე მიგვეტოვებინა. პეტრე ვაჟკაცი ბიჭი აღმოჩნდა, წინააღმდეგობა გაგვიწია, ამიტომაც მისმა წაყვანამ მოგვიწია. უბრალოდ, გვინდოდა, დროებით, 1-2 დღე იზოლაციაში მოგვექცია, სანამ საქმეს გავაკეთებდით. მას თან ახლდა შეყვარებული, რომელსაც ვუთხარი, წადი, დაიკო, შენთან საქმე არ გვაქვს-მეთქი. ქალს თურმე ძალიან ჰყვარებია პეტრე და გვითხრა, სადაც ეს, მეც იქო და არ მიატოვა. ასეთი თავგანწირვის გამო პატივისცემა გაგვიჩნდა მის მიმართ. მათთვის ზედმეტი არავის არაფერი უკადრებია, პირიქით, რომ სციოდა, ჩვენს ტანსაცმელს ვაცმევდით იმ გოგოს. ამასობაში ლამის მთელი სახელმწიფო გადავიკიდეთ. ახმეტამდე რომ მოვაღწიეთ, კოტე ციხისთავს ვუთხარით, მანქანა დაეტოვებინა. იქ ჯარის კორდონები იდგა, ჩვენ კი ჩვენი ბილიკები გვქონდა და იმის ავლით ჩუმად შევაღწევდით ხოლმე პანკისში. მანქანა რომ მიაგდეს, კოტემ ხელთათმანები არ ჩაიცვა და მანქანაში სპეციალურად დატოვა კვალი, ვითომ გადაავიწყდა. არ მინდოდა მასში ეჭვი შემეტანა, ალალად ვუყურებდი, 23 წლის ბიჭი ვიყავი და არც იმდენი გამოცდილება მქონდა. მერე ეს ციხისთავი ჯერ პეტრეს დაეტაკა, გინება დაუწყო, შემდეგ იმ ქალს დაუწყო "ჩალიჩი", მათი დამცირება და მიწასთან გასწორება უნდოდა. მის არაკაცობაზე ძალიან გავბრაზდი, დავემუქრე, კიდევ თუ რამეს მოიმოქმედებ, ტვინს გაგასხმევინებ-მეთქი. მაშინ დავეჭვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე.

- რა იყო ძალოვანების მიზანი?

- ეს ამხელა კაცი რომ ამკიდეს, მივხვდი, მხარეები ერთმანეთს ეჯახებოდნენ, პოლიტიკური ინტრიგა იყო, რომელშიც ჩაგვითრიეს და ბრმა იარაღად უნდოდათ ჩვენი გამოყენება. ამას მალე მივხვდი, ჩვენ არც გამოსასყიდი მოგვითხოვია. იმათ ჩემი ძმა ჰყავდათ დაჭერილი არაკაცურად - ერთი ძმა სპეცსამსახურებმა მოწამლეს და მომიკლეს, მეორე ძმა მის დასაფლავებაზე მოდიოდა, ვითომ კორიდორი მისცეს და დაიჭირეს. რადგან ასე ვერაგულად დააკავეს, ხელისუფლებას ულტიმატუმი წავუყენე, ჩემი ძმა გამოუშვით და პეტრეს გადმოგცემთ-მეთქი. გაუშვეს და მეც გავუშვი. ეს იყო და ეს. პეტრეს ნარკომანობას აბრალებდნენ, მაგრამ ის სპორტსმენი კაცი იყო და სიგარეტსაც კი არ ეწეოდა, არც არავის ვალი ჰქონია, ეს იყო ბინძური პიარი. მგონია, ღირსეული კაციცაა, ჩემთვის ხელი არ დაუდია, არც არაფერი დაუშავებია, მეც ჩემი მხრივ, მისი ღირსება დავიცავი. მე მას მტრად არ ვთვლი, ჩვენ ერთმანეთში ყველაფერი მაშინვე გავარკვიეთ.

- 2001 წლის მუხროვანის პირველ ამბოხებასთან რა კავშირი გქონდათ?

- მუხროვანის ბაზა ჩემი 7 კაცით უსისხლოდ და უმსხვერპლოდ ავიღე, მეთაურები დავატყვევე, იარაღის საწყობები ხელში ჩავიგდე და ბაზა გია კრიალაშვილს და კობა ოთანაძეს გადავეცი. ისინი ვაჟკაცი და პატრიოტი ქართველები იყვნენ. მათთან მოვილაპარაკეთ, რომ ნორმალური არჩევნები ჩაგვეტარებინა, რათა ეროვნული ხელისუფლება მოსულიყო სათავეში. მე იქ არაფერი მნდომია, არც ფულის გამო გამიკეთებია რამე. მერე იცით, იქ რა მოხდა? შემოვიდა ოთანაძისა და კრიალაშვილის ბატალიონები და შევარდნაძეს ულტიმატუმი წაუყენეს, შევარდნაძე ორივეს მოელაპარაკა, კრიალაშვილი სამხედრო ატაშედ გაუშვა უკრაინაში, თავდაცვის სამინისტროს 10 თუ 20 მილიონით გაუზარდა ბიუჯეტი, მათ მოილაპარაკეს, ჯოხი კი ჭიჭიაშვილზე გადატყდა, მე გამოვედი ქვეყნის მტერი.

- ამბობენ, ჟურნალისტი გიორგი სანაია პანკისში გადაღებულ მაღალჩინოსნების მამხილებელ ვიდეოკასეტას შეეწირაო. როგორ ფიქრობთ, მართლა არსებობდა ასეთი კომპრომატი?

- რამე რომ ყოფილიყო, მეცოდინებოდა. ნარკოტიკების სფერო მძულდა და ჩახედული არ ვიყავი მასში, მაგრამ მგონია, ესეც ჭორია და არანაირი კასეტა არ არსებობს. სანაიას საქმე, ღმერთმა აცხონოს, უფრო მომავალი "ნაცების" ამბავი იყო. შევარდნაძისთვის ძირი რომ გამოეთხარათ და მისი ხელისუფლების მიმართ სიძულვილი დაეთესათ, მასებზე ზემოქმედებისთვის სჭირდებოდათ მისი სიკვდილი. მგონია, ამათ თვითონვე მოკლეს ეგ საცოდავი და შევარდნაძეს გადააბრალეს.