პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარჯვენა ხელს და ფეხს ვერ ვგრძნობ, სულ წოლა მიწევს" - როგორია დეკანოზ მამალაძის მდგომარეობა და აპირებს თუ არა პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნას
"მარჯვენა ხელს და ფეხს ვერ ვგრძნობ, სულ წოლა მიწევს" - როგორია დეკანოზ მამალაძის მდგომარეობა და აპირებს თუ არა პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნას

არც იმე­დი მაქვს და არც სურ­ვი­ლი, ამ სი­ბინ­ძუ­რე­ში გახ­ვე­ულ ადა­მი­ა­ნებს წყა­ლო­ბა ვთხო­ვო. და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლიც კი ისევ ის ამა­ყი, უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი და მღვდე­ლი ვარ, - ამის შე­სა­ხებ ე.წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მე­ზე მსა­ჯავ­რდე­ბულ­მა დე­კა­ნოზ­მა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "სა­ღა­მოს ნი­უს­რუმს" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნუ­ცხა­და.

გლ­და­ნის პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში მა­მა­ლა­ძე სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­უბ­რობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ხელ-ფეხს კვლავ ვერ ამოძ­რა­ვებს.

"მარ­ჯვე­ნა ხელს და ფეხს ვერ ვგრძნობ. სულ წოლა მი­წევს. ეტლს, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ ვი­ყე­ნებ. პერ­სო­ნა­ლი კარ­გი ხალ­ხია, უბ­რა­ლოდ, თა­ვა­დაც შე­ზღუდ­ვე­ბი აქვთ. ზო­გა­დად არ არის კარ­გი პი­რო­ბე­ბი, ჩემ­ნა­ი­რი ავად­მყო­ფი აქ არ უნდა იწ­ვეს, მაგ­რამ ამას ეს პერ­სო­ნა­ლი ვერ მო­აგ­ვა­რებს, სა­ხელ­მწი­ფომ მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოს ასეთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს", - აცხა­დებს მა­მა­ლა­ძე.

ის ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ მძი­მე და­ნა­შა­უ­ლებ­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი პი­რე­ბის შე­წყა­ლე­ბას, ვი­ნა­ი­დან დე­კა­ნო­ზის ოჯახ­მა რო­გორც ამ­ჟა­მინ­დელ, ასე­ვე წინა პრე­ზი­დენ­ტსაც შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა.

"თქვენ გგო­ნი­ათ მქონ­და შე­წყა­ლე­ბის იმე­დი? არა, რა თქმა უნდა. ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სურ­ვი­ლი იყო, რომ მი­ე­მარ­თათ, მე არ მინ­დო­და. არც იმე­დი მაქვს და არც სურ­ვი­ლი ამ სი­ბინ­ძუ­რე­ში გახ­ვე­ულ ადა­მი­ა­ნებს წყა­ლო­ბა ვთხო­ვო. წყა­ლო­ბას უფა­ლი მო­მა­ნი­ჭებს, როცა დრო იქ­ნე­ბა. შე­წყა­ლე­ბულ პა­ტიმ­რებს რაც შე­ე­ხე­ბა, მის სინ­დის­ზე იყოს ვინ და რა­ტომ შე­ი­წყა­ლა. პა­ტიმ­რის შე­წყა­ლე­ბა ზო­გა­დად სათ­ნო საქ­მეა, თუმ­ცა ამას ან­გა­რე­ბა არ უნდა ახ­ლდეს თან", - გა­ნა­ცხა­და მა­მა­ლა­ძემ.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, პრე­ზი­დენ­ტის­თვის შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თვას მო­მა­ვალ­ში არ აპი­რებს.

"კვლა­ვაც ვი­ტყვი, რომ მე მის­თვის არ მი­მი­მარ­თავს და არ ვთვლი, რომ ვინ­მემ მო­წყა­ლე­ბა უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს ჩემს მი­მართ. ასე­თი და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლიც კი ისევ ის ამა­ყი უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი და მღვდე­ლი ვარ", - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნოზ­მა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ე.წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მე­ზე გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს სა­მი­ვე ის­ტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო და მას თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 9 წლით გა­ნუ­სა­ზღვრა. დე­კა­ნო­ზის საქ­მე სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­შია გაგ­ზავ­ნი­ლი.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"მარჯვენა ხელს და ფეხს ვერ ვგრძნობ, სულ წოლა მიწევს" - როგორია დეკანოზ მამალაძის მდგომარეობა და აპირებს თუ არა პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნას

"მარჯვენა ხელს და ფეხს ვერ ვგრძნობ, სულ წოლა მიწევს" - როგორია დეკანოზ მამალაძის მდგომარეობა და აპირებს თუ არა პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნას

არც იმედი მაქვს და არც სურვილი, ამ სიბინძურეში გახვეულ ადამიანებს წყალობა ვთხოვო. დაუძლურებულიც კი ისევ ის ამაყი, უდანაშაულო ადამიანი და მღვდელი ვარ, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსაჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "საღამოს ნიუსრუმს" ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.

გლდანის პენიტენციური დაწესებულებიდან მიცემულ ინტერვიუში მამალაძე საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ხელ-ფეხს კვლავ ვერ ამოძრავებს.

"მარჯვენა ხელს და ფეხს ვერ ვგრძნობ. სულ წოლა მიწევს. ეტლს, სამწუხაროდ, ვერ ვიყენებ. პერსონალი კარგი ხალხია, უბრალოდ, თავადაც შეზღუდვები აქვთ. ზოგადად არ არის კარგი პირობები, ჩემნაირი ავადმყოფი აქ არ უნდა იწვეს, მაგრამ ამას ეს პერსონალი ვერ მოაგვარებს, სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ასეთ დაწესებულებებს", - აცხადებს მამალაძე.

ის ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული პირების შეწყალებას, ვინაიდან დეკანოზის ოჯახმა როგორც ამჟამინდელ, ასევე წინა პრეზიდენტსაც შეწყალების თხოვნით მიმართა.

"თქვენ გგონიათ მქონდა შეწყალების იმედი? არა, რა თქმა უნდა. ჩემი ოჯახის წევრების სურვილი იყო, რომ მიემართათ, მე არ მინდოდა. არც იმედი მაქვს და არც სურვილი ამ სიბინძურეში გახვეულ ადამიანებს წყალობა ვთხოვო. წყალობას უფალი მომანიჭებს, როცა დრო იქნება. შეწყალებულ პატიმრებს რაც შეეხება, მის სინდისზე იყოს ვინ და რატომ შეიწყალა. პატიმრის შეწყალება ზოგადად სათნო საქმეა, თუმცა ამას ანგარება არ უნდა ახლდეს თან", - განაცხადა მამალაძემ.

როგორც ის განმარტავს, პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვას მომავალში არ აპირებს.

"კვლავაც ვიტყვი, რომ მე მისთვის არ მიმიმართავს და არ ვთვლი, რომ ვინმემ მოწყალება უნდა გამოიყენოს ჩემს მიმართ. ასეთი დაუძლურებულიც კი ისევ ის ამაყი უდანაშაულო ადამიანი და მღვდელი ვარ", - განაცხადა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ.

ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე გიორგი მამალაძე საქართველოს სამივე ისტანციის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 9 წლით განუსაზღვრა. დეკანოზის საქმე სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი.

"პრეზიდენტს თავად პატრიარქმა სთხოვა, გიორგი მამალაძე არ შეეწყალებინა" - როგორ აფასებენ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას დეკანოზის ოჯახის წევრები

თელავის სასამართლომ წნორში, დეიდის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი პატიმრობაში დატოვა

ოზურგეთის სოფელ მელექედურში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს