Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გია დანელიას უთქვამს: შენი დრო რომ მოვა და იქ მოხვდები, მარცხნივ წადი, დაგელოდებიო" - რა გაანდო გია ყანჩელმა გია ბაღაშვილს
"გია დანელიას უთქვამს: შენი დრო რომ მოვა და იქ მოხვდები, მარცხნივ წადი, დაგელოდებიო" - რა გაანდო გია ყანჩელმა გია ბაღაშვილს

მსოფ­ლიო უდი­დეს მუ­სი­კოსს ემ­შვი­დო­ბე­ბა - 84 წლის ასაკ­ში ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი გია ყან­ჩე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. იგი ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ავად­მყო­ფობ­და და თბი­ლის­ში, ის­რა­ე­ლი-სა­ქარ­თვე­ლოს კარ­დი­ო­ლო­გი­ი­სა და ან­გი­ო­ლო­გი­ის ცენ­ტრში მკურ­ნა­ლობ­და.

ლე­გენ­და­რულ მუ­სი­კოს­თან უკა­ნას­კნელ შეხ­ვედ­რას ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გია ბა­ღაშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს:

- გია ყან­ჩე­ლი გე­ნი­ა­ლუ­რი კომ­პო­ზი­ტო­რი იყო, ეს მის სი­ცო­ცხლე­ში­ვე ვი­ცო­დით. ამას­თან, სა­ო­ცა­რი პი­როვ­ნე­ბა გახ­ლდათ, მარ­თლაც პლა­ნე­ტა­რუ­ლი მას­შტა­ბის. ამას უმალ იგ­რძნობ­დი, პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის­თა­ნა­ვე...

ბო­ლოს შარ­შან ზა­ფხულ­ში, 8 ივ­ნისს ვნა­ხე... თბი­ლის­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მან­ქა­ნით მოვ­დი­ო­დი და ყიფ­ში­ძის ქუ­ჩის ჩა­სახ­ვევ­თან და­ვი­ნა­ხე - ხელ­ჯოხზე დაყ­რდნო­ბი­ლი, მან­ქა­ნას ელო­და... გად­მო­ვე­დი, გა­და­ვეხ­ვი­ეთ ერ­თმა­ნეთს, ვუ­თხა­რი, დაბ­რძან­დით, მე გა­გიყ­ვანთ-მეთ­ქი. სი­ხა­რუ­ლით დამ­თან­ხმდა - აქვე მივ­დი­ვარ, შინ, ვა­კე­შიო. გზა­ში ერ­თმა­ნე­თი მო­ვი­კი­თხეთ, დე­ტა­ლუ­რად გა­მომ­კი­თხა სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ. შე­მა­ქო, ჰარ­ვარ­დში ჩემი მე­გო­ბა­რი და­ეს­წრო შენს ლექ­ცი­ას და გა­მა­ხა­რა, მის­მა მო­ნა­თხრობ­მაო...

ან­ტვერ­პენ­ში რო­დის აპი­რებ ლექ­ცი­ე­ბით ჩა­მოს­ვლა­სო, მკი­თხა და ისიც და­ა­მა­ტა, უცხო­ეთ­ში გი­ორ­გი ბა­ღაშ­ვი­ლი ხარ თუ გია ბა­ღაშ­ვი­ლიო? - ოფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო­ებ­ში გი­ორ­გი ვარ, თუმ­ცა - გიას სა­ხე­ლით უფრო ხში­რად მიხ­სე­ნი­ე­ბენ, თა­ნაც გიას იო­ლად იმახ­სოვ­რე­ბენ თქვე­ნი და ბა­ტო­ნი გია და­ნე­ლი­ას წყა­ლო­ბით-მეთ­ქი - მი­ვუ­გე. ჰოდა ძა­ლი­ა­ნაც კარ­გი, კი­დევ ერთი გია დაგ­ვე­მა­ტეო. ასე ხუმ­რო­ბა-ხუმ­რო­ბით მი­ვე­დით მრგვალ ბა­ღამ­დე...

გია ვერ არის ჯან­მრთე­ლა­დო, ბა­ტონ გია და­ნე­ლი­ა­ზე ბრძა­ნა. გუ­შინ და­მი­რე­კა და ასე­თი რამ მი­თხრაო: შენ ჩემ­ზე 5 წლით უმ­ცრო­სი ხარ, ამი­ტომ მე უფრო ადრე წა­ვალ იმ­ქვეყ­ნა­დო. გახ­სოვ­დეს, შენი დრო რომ მოვა და იქ მოხ­ვდე­ბი, მარ­ჯვნივ არ გა­უხ­ვიო, მარ­ცხნივ წადი, იქ მე და­გე­ლო­დე­ბიო... მარ­თლაც ასე მოხ­და, 2019 წლის 4 აპ­რილს გარ­და­იც­ვა­ლა გია და­ნე­ლია, ხოლო 2019 წლის 2 ოქ­ტომ­ბერს - გია ყან­ჩე­ლი.

ჩა­მოვ­სვი ბა­ტო­ნი გია სახ­ლთან, ერ­თმა­ნეთს თბი­ლად და­ვემ­შვი­დო­ბეთ. უცებ მოტ­რი­ალ­და, კი­ნა­ღამ და­მა­ვი­წყდა, ჩემი კრე­ბუ­ლი მინ­და გა­ჩუ­ქოო. ამო­ი­ღო ჯი­ბი­დან კა­ლა­მი, წა­მი­წე­რა სა­მახ­სოვ­როდ შიდა ყდა­ზე და გად­მომ­ცა "შე­მოდ­გო­მის ფრაგ­მენ­ტე­ბი" ვო­კა­ლი­სა და ფორ­ტე­პი­ა­ნოს­თვის, გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის მი­ხედ­ვით. დღეს ეს კრე­ბუ­ლი ჩემ­თვის რე­ლიქ­ვი­აა, ხოლო ბა­ტო­ნი გია ჩემი სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი.

გია ყან­ჩე­ლის უნი­კა­ლუ­რი ხელ­წე­რა, მუ­სი­კის, რო­გორც დრო­ში გან­ფე­ნი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის დრა­მა­ტურ­გი­ის ფი­ლიგ­რა­ნუ­ლი ფლო­ბა, უმ­დიდ­რე­სი ჰარ­მო­ნი­უ­ლი ენა, არ­ნა­ხუ­ლი მას­შტა­ბის ემო­ცი­უ­რი აფექ­ტუ­რო­ბა, მუ­სი­კა­ლუ­რი ქსო­ვი­ლის აგე­ბის თვითმყო­ფა­დი სტი­ლი, სიმ­ფო­ნი­უ­რი აზ­როვ­ნე­ბის ნო­ვა­ტო­რუ­ლი პრინ­ცი­პე­ბი, გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლია.

კი­დევ არა­ერ­თი სა­უ­კუ­ნე ია­მა­ყებს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი გია ყან­ჩე­ლის შე­მოქ­მე­დე­ბით, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია, მხო­ლოდ ჩვენ არ გვე­კუთ­ვნის. ის ზო­გადსა­კა­ცობ­რიო მნიშ­ვნე­ლო­ბის მოვ­ლე­ნაა და მსოფ­ლიო კულ­ტუ­რის დიდი მო­ნა­პო­ვა­რი!

ავტორი:

"გია დანელიას უთქვამს: შენი დრო რომ მოვა და იქ მოხვდები, მარცხნივ წადი, დაგელოდებიო" - რა გაანდო გია ყანჩელმა გია ბაღაშვილს

"გია დანელიას უთქვამს: შენი დრო რომ მოვა და იქ მოხვდები, მარცხნივ წადი, დაგელოდებიო" - რა გაანდო გია ყანჩელმა გია ბაღაშვილს

მსოფლიო უდიდეს მუსიკოსს ემშვიდობება - 84 წლის ასაკში ცნობილი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა. იგი ბოლო პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა და თბილისში, ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობდა.

ლეგენდარულ მუსიკოსთან უკანასკნელ შეხვედრას ჩვენთან საუბარში გია ბაღაშვილი იხსენებს:

- გია ყანჩელი გენიალური კომპოზიტორი იყო, ეს მის სიცოცხლეშივე ვიცოდით. ამასთან, საოცარი პიროვნება გახლდათ, მართლაც პლანეტარული მასშტაბის. ამას უმალ იგრძნობდი, პირველი შეხვედრისთანავე...

ბოლოს შარშან ზაფხულში, 8 ივნისს ვნახე... თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მანქანით მოვდიოდი და ყიფშიძის ქუჩის ჩასახვევთან დავინახე - ხელჯოხზე დაყრდნობილი, მანქანას ელოდა... გადმოვედი, გადავეხვიეთ ერთმანეთს, ვუთხარი, დაბრძანდით, მე გაგიყვანთ-მეთქი. სიხარულით დამთანხმდა - აქვე მივდივარ, შინ, ვაკეშიო. გზაში ერთმანეთი მოვიკითხეთ, დეტალურად გამომკითხა სამომავლო გეგმების შესახებ. შემაქო, ჰარვარდში ჩემი მეგობარი დაესწრო შენს ლექციას და გამახარა, მისმა მონათხრობმაო...

ანტვერპენში როდის აპირებ ლექციებით ჩამოსვლასო, მკითხა და ისიც დაამატა, უცხოეთში გიორგი ბაღაშვილი ხარ თუ გია ბაღაშვილიო? - ოფიციალური წყაროებში გიორგი ვარ, თუმცა - გიას სახელით უფრო ხშირად მიხსენიებენ, თანაც გიას იოლად იმახსოვრებენ თქვენი და ბატონი გია დანელიას წყალობით-მეთქი - მივუგე. ჰოდა ძალიანაც კარგი, კიდევ ერთი გია დაგვემატეო. ასე ხუმრობა-ხუმრობით მივედით მრგვალ ბაღამდე...

გია ვერ არის ჯანმრთელადო, ბატონ გია დანელიაზე ბრძანა. გუშინ დამირეკა და ასეთი რამ მითხრაო: შენ ჩემზე 5 წლით უმცროსი ხარ, ამიტომ მე უფრო ადრე წავალ იმქვეყნადო. გახსოვდეს, შენი დრო რომ მოვა და იქ მოხვდები, მარჯვნივ არ გაუხვიო, მარცხნივ წადი, იქ მე დაგელოდებიო... მართლაც ასე მოხდა, 2019 წლის 4 აპრილს გარდაიცვალა გია დანელია, ხოლო 2019 წლის 2 ოქტომბერს - გია ყანჩელი.

ჩამოვსვი ბატონი გია სახლთან, ერთმანეთს თბილად დავემშვიდობეთ. უცებ მოტრიალდა, კინაღამ დამავიწყდა, ჩემი კრებული მინდა გაჩუქოო. ამოიღო ჯიბიდან კალამი, წამიწერა სამახსოვროდ შიდა ყდაზე და გადმომცა "შემოდგომის ფრაგმენტები" ვოკალისა და ფორტეპიანოსთვის, გალაკტიონ ტაბიძის მიხედვით. დღეს ეს კრებული ჩემთვის რელიქვიაა, ხოლო ბატონი გია ჩემი სულიერი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.

გია ყანჩელის უნიკალური ხელწერა, მუსიკის, როგორც დროში განფენილი ხელოვნების დრამატურგიის ფილიგრანული ფლობა, უმდიდრესი ჰარმონიული ენა, არნახული მასშტაბის ემოციური აფექტურობა, მუსიკალური ქსოვილის აგების თვითმყოფადი სტილი, სიმფონიური აზროვნების ნოვატორული პრინციპები, განუმეორებელია.

კიდევ არაერთი საუკუნე იამაყებს ქართველი ხალხი გია ყანჩელის შემოქმედებით, რომელიც დიდი ხანია, მხოლოდ ჩვენ არ გვეკუთვნის. ის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მოვლენაა და მსოფლიო კულტურის დიდი მონაპოვარი!

აფხაზეთში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა

„იმედის“ ეთერში მოგებების ფოიერვერკი იწყება - მოიგე 700 000 და 200 000 ლარი!

ხვალიდან საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს -  ამინდის პროგნოზი