კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქე მოკლეს
უკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქე მოკლეს

უკ­რა­ი­ნა­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე მოკ­ლეს. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ცე­ცხლი გა­უხ­სნა. კი­ე­ვის რე­გი­ო­ნის პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, შემ­თხვე­ვა 1 ოქ­ტომ­ბერს სო­ფელ ხო­ტი­ა­ნოვ­კა­ში მოხ­და. რო­გორც ცნო­ბი­ლია, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში პო­ლი­ცია ეძებ­და მა­მა­კაცს, რო­მელ­მაც მიმ­დი­ნა­რე წლის 23 სექ­ტემ­ბერს ცე­ცხლი გა­უხ­სნა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს.

„ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც სხვა სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის 22 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ჰქონ­და მის­ჯი­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის, ადა­მი­ან­თა გა­ტა­ცე­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ ფლო­ბის გამო. ჩვენ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ იგი სო­ფელ ხო­ტი­ა­ნო­კა­ში იმა­ლე­ბო­და, მის და­სა­კა­ვებ­ლად სპე­ცო­პე­რა­ცია და­ი­გეგ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან შე­თან­ხმე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და კი­ე­ვის პო­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ან­დრეი კრიშ­ჩენ­კომ.

მი­სი­ვე თქმით, პო­ლი­ცი­ამ მას შეს­თა­ვა­ზა და­ნე­ბე­ბა, თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ ცე­ცხლი გახ­სნა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, სა­პა­სუ­ხოდ კი სპეც­რაზმმა მისი ლიკ­ვი­დი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. და­შა­ვე­ბუ­ლია ორი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

უკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქე მოკლეს

უკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქე მოკლეს

უკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქე მოკლეს. უკრაინული მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა. კიევის რეგიონის პოლიციის ცნობით, შემთხვევა 1 ოქტომბერს სოფელ ხოტიანოვკაში მოხდა. როგორც ცნობილია, სპეცოპერაციის ფარგლებში პოლიცია ეძებდა მამაკაცს, რომელმაც მიმდინარე წლის 23 სექტემბერს ცეცხლი გაუხსნა სამართალდამცველებს.

„ეს არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისთვის 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი დანაშაულებრივი დაჯგუფების, ადამიანთა გატაცებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ფლობის გამო. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ იგი სოფელ ხოტიანოკაში იმალებოდა, მის დასაკავებლად სპეცოპერაცია დაიგეგმა პროკურატურასთან შეთანხმებით“, - განაცხადა კიევის პოლიციის ხელმძღვანელმა ანდრეი კრიშჩენკომ.

მისივე თქმით, პოლიციამ მას შესთავაზა დანებება, თუმცა, საქართველოს მოქალაქემ ცეცხლი გახსნა სამართალდამცველების წინააღმდეგ, საპასუხოდ კი სპეცრაზმმა მისი ლიკვიდირება მოახდინა. დაშავებულია ორი სამართალდამცველი.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე