პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორი დღის წინ ვინახულე, მითხრა: მე ნელ-ნელა ვტოვებ ამ ქვეყანასო..." - როგორ ქმნიდა გია ყანჩელი გენიალურ მუსიკას და რას იხსენებენ მასზე მეგობრები
"ორი დღის წინ ვინახულე, მითხრა: მე ნელ-ნელა ვტოვებ ამ ქვეყანასო..." - როგორ ქმნიდა გია ყანჩელი გენიალურ მუსიკას და რას იხსენებენ მასზე მეგობრები

"მე ვი­ყა­ვი შემ­ქმნე­ლი და თვი­თონ ვი­ყა­ვი ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბის კრი­ტი­კო­სი" - ამ­ბობ­და გია ყან­ჩე­ლი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში... ალ­ბათ, ამი­ტო­მაც იყო ამ დი­დე­ბუ­ლი შე­მოქ­მე­დის მუ­სი­კა ასე­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი და გახ­და არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს, მსოფ­ლი­ოს კუთ­ვნი­ლე­ბა, ყვე­ლას გულ­სა და ყურს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იპყრობ­და და იპყრობს...

გია ყან­ჩე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ უამ­რავ ადა­მი­ანს დას­წყვი­ტა გული. AMBEBI.GE მისი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მეს და­უ­კავ­შირ­და, თუმ­ცა კომ­პო­ზი­ტორ­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი ბევ­რმა არ ისურ­ვა. ინ­ტერ­ვი­უ­ზე დაგ­ვთან­ხმდა რე­ჟი­სო­რი ელ­დარ შენ­გე­ლა­ია, რომ­ლის ფილ­მე­ბი გია ყან­ჩე­ლის მუ­სი­კის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია...

ლე­გენ­და­რულ კომ­პო­ზი­ტორ­ზე ჩვენ­თან ასე­ვე ისა­უბ­რა პრო­დი­უ­სერ­მა და რე­ჟი­სორ­მა თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძემ, რო­მე­ლიც გია ყან­ჩე­ლი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ფილ­მის - "სევ­დის ან­გე­ლო­ზე­ბის" ავ­ტო­რია...

თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძე, სცე­ნა­რის­ტი, რე­ჟი­სო­რი, ავ­ტო­რი ფილ­მი­სა "სევ­დის ან­გე­ლო­ზე­ბი":

"ჩემ­თვის გია ყან­ჩელ­ზე სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან მძი­მეა... უკი­დუ­რე­სი სი­მარ­ტო­ვის გან­ცდა მე­უფ­ლე­ბა... უდი­დე­სი მუ­სი­კო­სი და ადა­მი­ა­ნი ხომ გახ­ლდათ, მაგ­რამ ცალ­კე სიმ­ფო­ნია იყო მისი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი წას­ვლა ამ ქვეყ­ნი­დან! ის ემ­ზა­დე­ბო­და და ცნო­ბი­ე­რად მი­დი­ო­და... ის მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რია, რო­მე­ლიც თით­ქმის ყო­ველ­დღე ჟღერს ცნო­ბილ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზებ­ში.

წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ამას მი­აღ­წიო უდი­დეს ტა­ლან­ტთან ერ­თად, უდი­დე­სი პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბის გა­რე­შე, რი­თაც გია ყან­ჩე­ლი ნამ­დვი­ლად გა­მო­ირ­ჩე­ო­და

გია ყან­ჩე­ლი ჩემ­თვის უპირ­ვე­ლე­სად დიდი პი­როვ­ნე­ბაა, ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა სა­ზო­მი, მისი მუ­სი­კა კი სწო­რედ ამ პი­როვ­ნუ­ლო­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა. მან სიმ­ფო­ნი­ურ მუ­სი­კა­ში სა­კუ­თა­რი სტი­ლი და ხელ­წე­რა შექ­მნა, რაც დღეს მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის სას­წავ­ლებ­ლებ­ში ის­წავ­ლე­ბა...

თა­ვის მო­ნა­თხრობს, მუ­სი­კას, ხედ­ვას, პო­ზი­ცი­ას ყო­ველ­დღი­უ­რად გვი­ტო­ვებ­და, ბოლო წლე­ბი ამის­თვის მუდ­მი­ვად ემ­ზა­დე­ბო­და. დრო და ყოფა მის გარ­შე­მო მრა­ვალ­ნა­ი­რად შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ის ყო­ველ­თვის პრინ­ცი­პუ­ლი იყო თა­ვის ხედ­ვებ­ში, ყო­ველ­თვის აღელ­ვებ­და ქვეყ­ნის ბედი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბელ­გი­ა­ში ცხოვ­რობ­და, სულ ამ­ბობ­და, ან­ტვერ­პენ­ში შე­მოქ­მე­დე­ბით მივ­ლი­ნე­ბა­ში ვარო. იქ მუ­შა­ობ­და და ქმნი­და ნა­წარ­მო­ე­ბებს...

ჩვენ­თვის იყო ზურ­გი, მამა, მყა­რი კე­დე­ლი... მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის დროს, ყო­ველ­თვის გა­მახ­სენ­დე­ბა და ვი­ფიქ­რებ, ის რო­გორ შე­ა­ფა­სებ­და...

- 2016 წელს თქვენ მის შე­სა­ხებ გა­და­ი­ღეთ დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი...

- 2015-ში მისი სა­ი­უ­ბი­ლეო წელი იყო, ბერ­ლი­ნის კონ­ცერ­ტჰა­უ­ზი­დან და­ი­წყო და კონ­ცერ­ტე­ბი გა­ი­მარ­თა არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში. ტურ­ნეს პა­რა­ლე­ლუ­რად, ვი­ღებ­დი ფილ­მს, რო­მელ­საც მისი ერთ-ერთი ნა­წარ­მო­ე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბა - "სევ­დის ან­გე­ლო­ზე­ბი" და­ვარ­ქვი.

მას ჰყავ­და თა­ვი­სი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უყ­ვარ­და, რო­მელ­თა აზრი ყო­ველ­თვის აინ­ტე­რე­სებ­და და ვფიქ­რობ, სწო­რედ ისი­ნი იყ­ვნენ და არი­ან მისი სევ­დის ან­გე­ლო­ზე­ბი... მათ­თან ერ­თად გან­ვლო მთე­ლი თა­ვი­სი სი­ცო­ცხლე.

ბოლო წლებ­ში მისი შე­მოქ­მე­დე­ბა იყო სა­ო­ცა­რი მად­ლი­ე­რე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა. შექ­მნა პრო­ექ­ტი - "წე­რი­ლე­ბი მე­გობ­რებს" 25 პი­ე­სა, რო­მე­ლიც უძ­ვირ­ფა­სეს ადა­მი­ა­ნებს და შე­მოქ­მე­დე­ბით პარტნი­ო­რებს მი­უ­ძღვნა... კი­დევ რაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და, არ გა­მო­ე­პა­რე­ბო­და არც ერთი უსა­მარ­თლო მოვ­ლე­ნა, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბო­და, სათ­ქმელს აუ­ცი­ლებ­ლად ყო­ველ­თვის ხმა­მაღ­ლა ამ­ბობ­და! გარ­და ამი­სა, სა­ო­ცარ თა­ნად­გო­მას უწევ­და ყო­ველ ახალ­გაზ­რდას, ყო­ველ ნი­ჭი­ერ ადა­მი­ანს.

- მას­თან ბოლო შეხ­ვედ­რა რომ გა­იხ­სე­ნოთ...

- ბო­ლოს 2-3 დღის წინ მო­ვი­ნა­ხუ­ლე, მი­თხრა: თე­ო­ნა, მე ნელ-ნელა ვტო­ვებ ამ ქვე­ყა­ნა­სო... ცნო­ბი­ლია, რომ პა­უ­ზე­ბით სა­უბ­რობ­და და არა­სო­დეს იტყო­და არც ერთ ზედ­მეტ სი­ტყვას, მისი ყო­ვე­ლი წი­ნა­და­დე­ბა ნა­ფიქ­რი და გა­აზ­რე­ბუ­ლი გახ­ლდათ და ასე­თი­ვე აღ­მოჩ­ნდა მისი წას­ვლაც - გა­აზ­რე­ბუ­ლი და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი.

თუ დაკ­ვირ­ვე­ბით მო­ვუს­მენთ მის ნა­წარ­მო­ე­ბებს, ეს ამ­ბე­ბის თხრო­ბაა, მან შეძ­ლო პრო­ზა შე­ექ­მნა მუ­სი­კა­ში... მის­თვი­საც უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლი იყო თი­თო­ე­უ­ლი ნი­ჭი­ე­რი ქარ­თვე­ლის აღ­მო­ჩე­ნა და გუ­შინ ცოტ­ნე ზედ­გი­ნი­ძეს ოპე­რის თე­ატ­რში წარ­მა­ტე­ბუ­ლი დე­ბი­უ­ტი აცა­ლა და გაფ­რინ­და... და­ე­ლო­და 10 წლის ვუნ­დერ­კინ­დის სას­ცე­ნო ნათ­ლო­ბას და წა­ვი­და... რო­დე­საც სულ პირ­ვე­ლად ცოტ­ნე მო­ის­მი­ნა, უთ­ქვამს - ამის­თვის მზად არ ვი­ყა­ვი, ასე­თე­ბი სა­უ­კუ­ნე­ში ერთხელ ან კი­დევ უფრო იშ­ვი­ა­თად იბა­დე­ბი­ა­ნო..."

ელ­დარ შენ­გე­ლა­ია, რე­ჟი­სო­რი:

"ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბი­დან გია ყან­ჩე­ლის წას­ვლა უდი­დე­სი და­ნაკ­ლი­სია ჩვე­ნი კულ­ტუ­რის­თვის და სა­ერ­თოდ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. უდი­დე­სი კომ­პო­ზი­ტო­რი იყო, მისი მუ­სი­კა ჟღერ­და ევ­რო­პის, ამე­რი­კის უდი­დეს სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზებ­ში. ის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი გახ­ლდათ და ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი...

ჩვენ მჭიდ­რო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა გვა­კავ­ში­რებ­და, მას ეკუთ­ვნის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მუ­სი­კა ჩემი ყვე­ლა ფილ­მის­თვის: "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა", "შე­რე­კი­ლე­ბი", "სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვა­ლი", "ცის­ფე­რი მთე­ბი"...

"არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნის" შემ­დეგ, რო­დე­საც მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე "შე­რე­კი­ლებ­ზე", თვი­თონ შე­მომ­თა­ვა­ზა, რომ ჯან­სუღ კა­ხი­ძეს­თან ერ­თად ემუ­შა­ვა მას­ზე და "სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვალ­ზე".

მუდ­მი­ვად მის სახ­ლში ვმუ­შა­ობ­დით, შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ცეს­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­ჩუ­მე უყ­ვარ­და, იჯდა რო­ი­ალ­თან და ოთა­ხის კარი აუ­ცი­ლებ­ლად და­კე­ტი­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, იქ შეს­ვლა არა­ვის შე­ეძ­ლო! მაგ­რამ რო­დე­საც კარს გა­ა­ღებ­და, იქ უკვე მისი ოჯა­ხი წევ­რებს, მის შე­სა­ნიშ­ნავ მე­უღ­ლეს, შვი­ლიშ­ვი­ლებს შე­ეძ­ლოთ შეს­ვლა...

გარ­და ჩემი ფილ­მე­ბი­სა, გიას არა­ერთ ცნო­ბილ ფილმზე უმუ­შა­ვია და ყველ­გან შე­სა­ნიშ­ნა­ვი კი­ნო­მუ­სი­კა შექ­მნა. გი­ორ­გი და­ნე­ლი­ას­თან შექ­მნი­ლი აქვს მუ­სი­კა ფილ­მე­ბის­თვის - "არ იდარ­დო", "მი­მი­ნო", "ქინ­ძა­ძა", რე­ჟი­სორ გი­ორ­გი კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­თან კი ფილ­მებ­ში - "ციმ­ბი­რე­ლი პაპა", "კავ­კა­სი­ე­ლი ტყვე" იმუ­შა­ვა, ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძის ფილ­მებ­ში - "როცა აყ­ვავ­და ნუში", "რამ­დე­ნი­მე ინ­ტერ­ვიუ პი­რად სა­კი­თხებ­ზე" სწო­რედ ყან­ჩე­ლის სა­ო­ცა­რი მუ­სი­კა ჟღერს.

მას­ვე ეკუთ­ვნის კი­ნო­მუ­სი­კა ორი მცი­რე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მის­თვის - „ქვევ­რი“ (რე­ჟი­სო­რი ირაკ­ლი კვი­რი­კა­ძე) და „რე­კორ­დი“ (რე­ჟი­სო­რი გუ­რამ პა­ტა­რა­ია). ასე­ვე შექ­მნი­ლი აქვს ბრწყინ­ვა­ლე ოპე­რა „და არს მუ­სი­კა“...

უდი­დე­სი ადა­მი­ა­ნი და კომ­პო­ზი­ტო­რი იყო... ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული, რომ გია წა­ვი­და... მუ­დამ მე­მახ­სოვ­რე­ბა რო­გორც დიდი კომ­პო­ზი­ტო­რი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი..."

ფო­ტო­ე­ბი: ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას არ­ქი­ვი­დან; თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძის ფილ­მი­დან - "სევ­დის ან­გე­ლო­ზე­ბი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ორი დღის წინ ვინახულე, მითხრა: მე ნელ-ნელა ვტოვებ ამ ქვეყანასო..." - როგორ ქმნიდა გია ყანჩელი გენიალურ მუსიკას და რას იხსენებენ მასზე მეგობრები

"ორი დღის წინ ვინახულე, მითხრა: მე ნელ-ნელა ვტოვებ ამ ქვეყანასო..." - როგორ ქმნიდა გია ყანჩელი გენიალურ მუსიკას და რას იხსენებენ მასზე მეგობრები

"მე ვიყავი შემქმნელი და თვითონ ვიყავი ჩემი შემოქმედების კრიტიკოსი" - ამბობდა გია ყანჩელი ერთ-ერთ ინტერვიუში... ალბათ, ამიტომაც იყო ამ დიდებული შემოქმედის მუსიკა ასეთი შესანიშნავი და გახდა არა მარტო საქართველოს, მსოფლიოს კუთვნილება, ყველას გულსა და ყურს განსაკუთრებულად იპყრობდა და იპყრობს...

გია ყანჩელის გარდაცვალებამ უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული. AMBEBI.GE მისი უახლოესი მეგობრებიდან რამდენიმეს დაუკავშირდა, თუმცა კომპოზიტორზე წარსულში საუბარი ბევრმა არ ისურვა. ინტერვიუზე დაგვთანხმდა რეჟისორი ელდარ შენგელაია, რომლის ფილმები გია ყანჩელის მუსიკის გარეშე წარმოუდგენელია...

ლეგენდარულ კომპოზიტორზე ჩვენთან ასევე ისაუბრა პროდიუსერმა და რეჟისორმა თეონა ჯორბენაძემ, რომელიც გია ყანჩელისადმი მიძღვნილი ფილმის - "სევდის ანგელოზების" ავტორია...

თეონა ჯორბენაძე, სცენარისტი, რეჟისორი, ავტორი ფილმისა "სევდის ანგელოზები":

"ჩემთვის გია ყანჩელზე საუბარი ძალიან მძიმეა... უკიდურესი სიმარტოვის განცდა მეუფლება... უდიდესი მუსიკოსი და ადამიანი ხომ გახლდათ, მაგრამ ცალკე სიმფონია იყო მისი აბსოლუტურად გაცნობიერებული წასვლა ამ ქვეყნიდან! ის ემზადებოდა და ცნობიერად მიდიოდა... ის მსოფლიო მნიშვნელობის ქართველი ავტორია, რომელიც თითქმის ყოველდღე ჟღერს ცნობილ საკონცერტო დარბაზებში.

წარმოუდგენელია, ამას მიაღწიო უდიდეს ტალანტთან ერთად, უდიდესი პიროვნული თვისებების გარეშე, რითაც გია ყანჩელი ნამდვილად გამოირჩეოდა

გია ყანჩელი ჩემთვის უპირველესად დიდი პიროვნებაა, ღირებულებათა საზომი, მისი მუსიკა კი სწორედ ამ პიროვნულობის გამოხატულებაა. მან სიმფონიურ მუსიკაში საკუთარი სტილი და ხელწერა შექმნა, რაც დღეს მსოფლიო მნიშვნელობის სასწავლებლებში ისწავლება...

თავის მონათხრობს, მუსიკას, ხედვას, პოზიციას ყოველდღიურად გვიტოვებდა, ბოლო წლები ამისთვის მუდმივად ემზადებოდა. დრო და ყოფა მის გარშემო მრავალნაირად შეიცვალა, მაგრამ ის ყოველთვის პრინციპული იყო თავის ხედვებში, ყოველთვის აღელვებდა ქვეყნის ბედი, მიუხედავად იმისა, რომ ბელგიაში ცხოვრობდა, სულ ამბობდა, ანტვერპენში შემოქმედებით მივლინებაში ვარო. იქ მუშაობდა და ქმნიდა ნაწარმოებებს...

ჩვენთვის იყო ზურგი, მამა, მყარი კედელი... მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროს, ყოველთვის გამახსენდება და ვიფიქრებ, ის როგორ შეაფასებდა...

- 2016 წელს თქვენ მის შესახებ გადაიღეთ დოკუმენტური ფილმი...

- 2015-ში მისი საიუბილეო წელი იყო, ბერლინის კონცერტჰაუზიდან დაიწყო და კონცერტები გაიმართა არაერთ ქვეყანაში. ტურნეს პარალელურად, ვიღებდი ფილმს, რომელსაც მისი ერთ-ერთი ნაწარმოების სახელწოდება - "სევდის ანგელოზები" დავარქვი.

მას ჰყავდა თავისი ადამიანები, რომლებიც უყვარდა, რომელთა აზრი ყოველთვის აინტერესებდა და ვფიქრობ, სწორედ ისინი იყვნენ და არიან მისი სევდის ანგელოზები... მათთან ერთად განვლო მთელი თავისი სიცოცხლე.

ბოლო წლებში მისი შემოქმედება იყო საოცარი მადლიერების გამოხატულება. შექმნა პროექტი - "წერილები მეგობრებს" 25 პიესა, რომელიც უძვირფასეს ადამიანებს და შემოქმედებით პარტნიორებს მიუძღვნა... კიდევ რაც განსაკუთრებული ჰქონდა, არ გამოეპარებოდა არც ერთი უსამართლო მოვლენა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა, სათქმელს აუცილებლად ყოველთვის ხმამაღლა ამბობდა! გარდა ამისა, საოცარ თანადგომას უწევდა ყოველ ახალგაზრდას, ყოველ ნიჭიერ ადამიანს.

- მასთან ბოლო შეხვედრა რომ გაიხსენოთ...

- ბოლოს 2-3 დღის წინ მოვინახულე, მითხრა: თეონა, მე ნელ-ნელა ვტოვებ ამ ქვეყანასო... ცნობილია, რომ პაუზებით საუბრობდა და არასოდეს იტყოდა არც ერთ ზედმეტ სიტყვას, მისი ყოველი წინადადება ნაფიქრი და გააზრებული გახლდათ და ასეთივე აღმოჩნდა მისი წასვლაც - გააზრებული და გაცნობიერებული.

თუ დაკვირვებით მოვუსმენთ მის ნაწარმოებებს, ეს ამბების თხრობაა, მან შეძლო პროზა შეექმნა მუსიკაში... მისთვისაც უდიდესი სიხარული იყო თითოეული ნიჭიერი ქართველის აღმოჩენა და გუშინ ცოტნე ზედგინიძეს ოპერის თეატრში წარმატებული დებიუტი აცალა და გაფრინდა... დაელოდა 10 წლის ვუნდერკინდის სასცენო ნათლობას და წავიდა... როდესაც სულ პირველად ცოტნე მოისმინა, უთქვამს - ამისთვის მზად არ ვიყავი, ასეთები საუკუნეში ერთხელ ან კიდევ უფრო იშვიათად იბადებიანო..."

ელდარ შენგელაია, რეჟისორი:

"ჩვენი ცხოვრებიდან გია ყანჩელის წასვლა უდიდესი დანაკლისია ჩვენი კულტურისთვის და საერთოდ საქართველოსთვის. უდიდესი კომპოზიტორი იყო, მისი მუსიკა ჟღერდა ევროპის, ამერიკის უდიდეს საკონცერტო დარბაზებში. ის საქართველოს სახალხო არტისტი გახლდათ და ჩემი უახლოესი მეგობარი...

ჩვენ მჭიდრო შემოქმედებითი ურთიერთობა გვაკავშირებდა, მას ეკუთვნის შესანიშნავი მუსიკა ჩემი ყველა ფილმისთვის: "არაჩვეულებრივი გამოფენა", "შერეკილები", "სამანიშვილის დედინაცვალი", "ცისფერი მთები"...

"არაჩვეულებრივი გამოფენის" შემდეგ, როდესაც მუშაობა დავიწყე "შერეკილებზე", თვითონ შემომთავაზა, რომ ჯანსუღ კახიძესთან ერთად ემუშავა მასზე და "სამანიშვილის დედინაცვალზე".

მუდმივად მის სახლში ვმუშაობდით, შემოქმედებით პროცესში აბსოლუტური სიჩუმე უყვარდა, იჯდა როიალთან და ოთახის კარი აუცილებლად დაკეტილი უნდა ყოფილიყო, იქ შესვლა არავის შეეძლო! მაგრამ როდესაც კარს გააღებდა, იქ უკვე მისი ოჯახი წევრებს, მის შესანიშნავ მეუღლეს, შვილიშვილებს შეეძლოთ შესვლა...

გარდა ჩემი ფილმებისა, გიას არაერთ ცნობილ ფილმზე უმუშავია და ყველგან შესანიშნავი კინომუსიკა შექმნა. გიორგი დანელიასთან შექმნილი აქვს მუსიკა ფილმებისთვის - "არ იდარდო", "მიმინო", "ქინძაძა", რეჟისორ გიორგი კალატოზიშვილთან კი ფილმებში - "ციმბირელი პაპა", "კავკასიელი ტყვე" იმუშავა, ლანა ღოღობერიძის ფილმებში - "როცა აყვავდა ნუში", "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" სწორედ ყანჩელის საოცარი მუსიკა ჟღერს.

მასვე ეკუთვნის კინომუსიკა ორი მცირემეტრაჟიანი ფილმისთვის - „ქვევრი“ (რეჟისორი ირაკლი კვირიკაძე) და „რეკორდი“ (რეჟისორი გურამ პატარაია). ასევე შექმნილი აქვს ბრწყინვალე ოპერა „და არს მუსიკა“...

უდიდესი ადამიანი და კომპოზიტორი იყო... ძალიან მწყდება გული, რომ გია წავიდა... მუდამ მემახსოვრება როგორც დიდი კომპოზიტორი და არაჩვეულებრივად კეთილი ადამიანი..."

ფოტოები: ელდარ შენგელაიას არქივიდან; თეონა ჯორბენაძის ფილმიდან - "სევდის ანგელოზები"

მე-12 კლასელი ქართველი ბიჭი, რომლის ნიჭიც მსოფლიომ აღიარა

მწერები, დარღვეული სანიტარული ნორმები  -  მაღაზიებისა და კაფეების ნაწილში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

“აბაშიძეზე გამაჩერეს და მითხრეს, ყველს ხომ არ გასინჯავთო?...” - gemrieli.ge-ს რედაქტორის ბლოგი