სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღმერთივით იყო მისი მუსიკა..." - როგორ ეხმაურებიან გია ყანჩელის გარდაცვალებას "ფეისბუქზე"
"ღმერთივით იყო მისი მუსიკა..." - როგორ ეხმაურებიან გია ყანჩელის გარდაცვალებას "ფეისბუქზე"

84 წლის ასაკ­ში კომ­პო­ზი­ტო­რი გია ყან­ჩე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. გია ყან­ჩე­ლი ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ავად­მყო­ფობ­და. ის თბი­ლის­ში, ის­რა­ე­ლი-სა­ქარ­თვე­ლოს კარ­დი­ო­ლო­გი­ი­სა და ან­გი­ო­ლო­გი­ის ცენ­ტრში მკურ­ნა­ლობ­და. გე­ნი­ა­ლუ­რი კომ­პო­ზი­ტო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლებ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ეხ­მა­უ­რე­ბა:

გია ყან­ჩე­ლი სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის მგა­ლო­ბელ­თა გუნ­დის ხელ­მძღვა­ნელ­თან, სვი­მონ ჯან­გუ­ლაშ­ვილ­თან ერ­თად

გოჩა აბუ­ლა­ძე, ბა­რი­ტო­ნი:

"მთე­ლი ჩემი ბავ­შვო­ბა ვუს­მენ­დი მის მუ­სი­კას. ვერ ვხვდე­ბო­დი და ვერც წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ ამ სი­ლა­მა­ზის შემ­ქმნე­ლი ადა­მი­ა­ნია. ჩემ­თვის ღმერ­თი­ვით იყო მისი მუ­სი­კა. გრძნობ, გიყ­ვარს, ესა­უბ­რე­ბი, გუ­ლით ატა­რებ, მაგ­რამ არ ჩანს არ­სად. მერე გა­ვი­ზარ­დე და ერთ ჩემ­თვის ძა­ლი­ან ბედ­ნი­ერ დღეს, ბერ­ლინ­ში სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით გა­ვი­ცა­ნი ის ღმერ­თკა­ცი, ვისი მუ­სი­კი­თაც ვსაზ­რდო­ობ­დი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. თვა­ლებს ვერ ვუ­ჯე­რებ­დი, როცა ვხე­დავ­დი მის უბ­რა­ლო­ე­ბას, მის თავ­მდაბ­ლო­ბას, ბავ­შვი­ვით სი­კე­თეს... მერე ისე გა­მა­თა­მა­მა მის­მა ადა­მი­ა­ნუ­რო­ბამ ვუმ­ღე­რე კი­დე­ვაც...

შე­უძ­ლე­ბე­ლია სი­ტყვე­ბით გად­მოვ­ცე ის ემო­ცია, თუ რას ვგრძნობ­დი, როცა გია მის­მენ­და... მერე გულ­ში ჩა­მიკ­რა... ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ გა­ვი­ცა­ნი ის უხი­ლა­ვი ღმერ­თკა­ცი, რო­მე­ლიც მთელ ჩემს ცხოვ­რე­ბას ალა­მა­ზებ­და მისი ჯა­დოს­ნუ­რი და ღვთი­უ­რი მუ­სი­კით! მად­ლო­ბა მა­ესტრო უკ­ვდა­ვე­ბის­თვის".

ედ­მონდ მი­ნაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი და პრო­დი­უ­სე­რი:

"რო­დე­საც ბა­ტონ გია ყან­ჩელს სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის "შინ­დი­სის გმი­რე­ბის" მუ­სი­კა­ლუ­რად გა­ფორ­მე­ბა ვთხო­ვე, მი­პა­სუ­ხა: - მაჩ­ვე­ნე ფილ­მის შავი მონ­ტა­ჟი, თუ ჩემი თავი და­ვი­ნა­ხე, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უან­გა­როდ ვი­მუ­შა­ვებ და თუ ვერ და­ვი­ნა­ხე სა­კუ­თა­რი თავი, მი­ლი­ო­ნი რომ გა­და­მი­ხა­დო, ვერ გა­ვა­კე­თე­ბო!

მე­ო­რე დღეს­ვე და­ვუ­ტო­ვე ფილ­მი. იმა­ვე ღა­მეს, გვი­ან მი­რე­კავს. მცი­რე პა­უ­ზის შემ­დეგ, მხო­ლოდ ერთ წი­ნა­და­დე­ბას მე­უბ­ნე­ბა: - ხვალ დი­ლით, 11 სა­ათ­ზე გე­ლო­დე­ბი, ჩემ­თან სახ­ლში.

მე­ო­რე დღეს­ვე და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა. სრუ­ლეტ­რა­ჟი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის, "შინ­დი­სის გმი­რე­ბის" პირ­ველ ნა­წილს, ლე­გენ­და­რუ­ლი გია ყან­ჩე­ლის მუ­სი­კა ამ­დიდ­რებს!

მა­ესტრო, დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის, მშვი­დად გა­ნის­ვე­ნეთ!"

ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი:

"დღეს მსოფ­ლი­ომ ლე­გენ­და­რუ­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი, გია ყან­ჩე­ლი და­კარ­გა. მისი მუ­სი­კა კვეთ­და დრო­ი­სა და კულ­ტუ­რის სა­ზღვრებს და ის სა­მუ­და­მოდ გა­აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას. დღეს, რო­გორც არას­დროს, ყვი­თე­ლი ფოთ­ლე­ბი სი­ჩუ­მეს გავს".

ბუკა პეტ­რი­აშ­ვი­ლი, ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი:

"აცხო­ნოს ღმერ­თმა გია ყან­ჩე­ლი! მად­ლო­ბა მას ყვე­ლაფ­რის­თვის!"

ცოტ­ნე ჯა­ი­ა­ნი, მხატ­ვა­რი:

"...ის აქ არ არის... ყან­ჩე­ლი წა­ვი­და... დაგ­ვი­ტო­ვა დიდი ზღვა მუ­სი­კის, სა­დაც ვიქ­ნე­ბით მა­რა­დის... ყან­ჩე­ლი წა­ვი­და ...სი­ცო­ცხლეს ყვე­ლას გვი­ფე­რა­დებ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მოდ­გო­მის ფე­რე­ბით, და სწო­რედ მა­შინ დაგვტო­ვა, როცა ყვით­ლად იმო­სე­ბა ხე­ე­ბი... აქაც გე­ნი­ო­სი აღ­მოჩ­ნდა.. ყვი­თე­ლი ფოთ­ლე­ბი და­უ­ფე­ნენ გზას, რომ იქ, სა­დაც მი­დის მშვი­დო­ბით გა­ნის­ვე­ნოს... და თუ იქ მარ­თლა მი­დის , მა­შინ “ის აქ არის”... ვი­ზი­ა­რებ, ეს ყვე­ლას და­ნაკ­ლი­სია... და რო­გო­რი სიმ­ბო­ლუ­რი იყო გუ­შინ­დე­ლი დღე, ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის და ცოტ­ნე ზედ­გი­ნი­ძის მოს­მე­ნა... აღა­რა­ფერს ვი­ტყვი... მშვი­დო­ბით გა­ნის­ვე­ნე მა­ესტრო, ქედს ვიხ­რი შენს წი­ნა­შე!"

ანი გი­უნ­ტე­რი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

"უბედ­ნი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი და მუ­სი­კო­სი ვარ, რომ მას­თან არა მხო­ლოდ გაც­ნო­ბის, არა­მედ მის წი­ნა­შე დაკ­ვრის ბედ­ნი­ე­რე­ბა მქონ­და... ბონ­ში, ბე­თჰო­ვე­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე, ყან­ჩე­ლის მე­ო­რე სიმ­ფო­ნი­ა­ში სოლო მქონ­და და­საკ­რა­ვი... უსას­რუ­ლოდ გაბ­მუ­ლი ნოტი, რომ­ლის ბგე­რა ღა­მეც მე­სიზ­მრე­ბო­და. დღი­სით კი თა­ვად ეს­წრე­ბო­და რე­პე­ტი­ცი­ებს და უხ­მოდ გვი­ღი­მო­და პარ­ტე­რი­დან... მის ნა­წარ­მო­ებ­ში სი­ჩუ­მეც სხვა­ნა­ი­რად ის­მი­ნე­ბა... პა­უ­ზაც ხომ მუ­სი­კაა... სი­ჩუ­მეც და სიმ­ფო­ნი­ის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი აკო­რე­დე­ბიც "დო­ი­ჩე ვე­ლეს" ჩამ­წერ სტუ­დი­ა­ში დის­კზე ჩა­ი­წე­რა... გია ყან­ჩე­ლის სა­ხე­ლი კი ის­ტო­რი­ა­ში..."

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

"ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა, გია ყან­ჩე­ლი და­გი­რე­კავ­სო, ვაახ, რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. წინა დღით, ჩემი გა­და­ცე­მა უნა­ხავს მარ­ტო­ხე­ლა მა­მებ­ზე. მათ­თან და­კავ­ში­რე­ბა მთხო­ვა და სო­ლი­დუ­რი თან­ხა ჩა­უ­რი­ცხა სამ მა­მას, ამ ამ­ბის სა­ი­დუმ­ლოდ შე­ნახ­ვის სა­ნაც­ვლოდ. შემ­დეგ კი­დევ და­მი­რე­კა ერთ გო­გო­ზე. უკვე ვი­ცო­დით, რომ ესეც ჩვენს შო­რის უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. ალ­ბათ მა­პა­ტი­ებს გე­ნი­ო­სი, მისი სა­ი­დუმ­ლო რომ გავთქვი.

გე­ნი­ო­სი რომ იყო, ჩვენ კი არა მსოფ­ლი­ომ იცის, მაგ­რამ სწო­რი მო­ქა­ლა­ქე რომ იყო, ესაა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

მოვა დრო, ჩემს შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან თავს მო­ვი­წო­ნებ, რომ გია ყან­ჩელს ვიც­ნობ­დი".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ღმერთივით იყო მისი მუსიკა..." - როგორ ეხმაურებიან გია ყანჩელის გარდაცვალებას "ფეისბუქზე"

"ღმერთივით იყო მისი მუსიკა..." - როგორ ეხმაურებიან გია ყანჩელის გარდაცვალებას "ფეისბუქზე"

84 წლის ასაკში კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა. გია ყანჩელი ბოლო პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა. ის თბილისში, ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობდა. გენიალური კომპოზიტორის გარდაცვალებას სოციალური ქსელებში უამრავი ადამიანი ეხმაურება:

გია ყანჩელი სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელთან, სვიმონ ჯანგულაშვილთან ერთად

გოჩა აბულაძე, ბარიტონი:

"მთელი ჩემი ბავშვობა ვუსმენდი მის მუსიკას. ვერ ვხვდებოდი და ვერც წარმომედგინა, რომ ამ სილამაზის შემქმნელი ადამიანია. ჩემთვის ღმერთივით იყო მისი მუსიკა. გრძნობ, გიყვარს, ესაუბრები, გულით ატარებ, მაგრამ არ ჩანს არსად. მერე გავიზარდე და ერთ ჩემთვის ძალიან ბედნიერ დღეს, ბერლინში სრულიად შემთხვევით გავიცანი ის ღმერთკაცი, ვისი მუსიკითაც ვსაზრდოობდი მთელი ცხოვრება. თვალებს ვერ ვუჯერებდი, როცა ვხედავდი მის უბრალოებას, მის თავმდაბლობას, ბავშვივით სიკეთეს... მერე ისე გამათამამა მისმა ადამიანურობამ ვუმღერე კიდევაც...

შეუძლებელია სიტყვებით გადმოვცე ის ემოცია, თუ რას ვგრძნობდი, როცა გია მისმენდა... მერე გულში ჩამიკრა... ბედნიერი ვარ, რომ გავიცანი ის უხილავი ღმერთკაცი, რომელიც მთელ ჩემს ცხოვრებას ალამაზებდა მისი ჯადოსნური და ღვთიური მუსიკით! მადლობა მაესტრო უკვდავებისთვის".

ედმონდ მინაშვილი, მსახიობი და პროდიუსერი:

"როდესაც ბატონ გია ყანჩელს სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის "შინდისის გმირების" მუსიკალურად გაფორმება ვთხოვე, მიპასუხა: - მაჩვენე ფილმის შავი მონტაჟი, თუ ჩემი თავი დავინახე, აბსოლუტურად უანგაროდ ვიმუშავებ და თუ ვერ დავინახე საკუთარი თავი, მილიონი რომ გადამიხადო, ვერ გავაკეთებო!

მეორე დღესვე დავუტოვე ფილმი. იმავე ღამეს, გვიან მირეკავს. მცირე პაუზის შემდეგ, მხოლოდ ერთ წინადადებას მეუბნება: - ხვალ დილით, 11 საათზე გელოდები, ჩემთან სახლში.

მეორე დღესვე დავიწყეთ მუშაობა. სრულეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის, "შინდისის გმირების" პირველ ნაწილს, ლეგენდარული გია ყანჩელის მუსიკა ამდიდრებს!

მაესტრო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, მშვიდად განისვენეთ!"

ამერიკის საელჩოს ოფიციალური გვერდი:

"დღეს მსოფლიომ ლეგენდარული კომპოზიტორი, გია ყანჩელი დაკარგა. მისი მუსიკა კვეთდა დროისა და კულტურის საზღვრებს და ის სამუდამოდ გააგრძელებს ცხოვრებას. დღეს, როგორც არასდროს, ყვითელი ფოთლები სიჩუმეს გავს".

ბუკა პეტრიაშვილი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი:

"აცხონოს ღმერთმა გია ყანჩელი! მადლობა მას ყველაფრისთვის!"

ცოტნე ჯაიანი, მხატვარი:

"...ის აქ არ არის... ყანჩელი წავიდა... დაგვიტოვა დიდი ზღვა მუსიკის, სადაც ვიქნებით მარადის... ყანჩელი წავიდა ...სიცოცხლეს ყველას გვიფერადებდა, განსაკუთრებით შემოდგომის ფერებით, და სწორედ მაშინ დაგვტოვა, როცა ყვითლად იმოსება ხეები... აქაც გენიოსი აღმოჩნდა.. ყვითელი ფოთლები დაუფენენ გზას, რომ იქ, სადაც მიდის მშვიდობით განისვენოს... და თუ იქ მართლა მიდის , მაშინ “ის აქ არის”... ვიზიარებ, ეს ყველას დანაკლისია... და როგორი სიმბოლური იყო გუშინდელი დღე, ნიკოლოზ რაჭველის და ცოტნე ზედგინიძის მოსმენა... აღარაფერს ვიტყვი... მშვიდობით განისვენე მაესტრო, ქედს ვიხრი შენს წინაშე!"

ანი გიუნტერი, ტელეწამყვანი:

"უბედნიერესი ადამიანი და მუსიკოსი ვარ, რომ მასთან არა მხოლოდ გაცნობის, არამედ მის წინაშე დაკვრის ბედნიერება მქონდა... ბონში, ბეთჰოვენის ფესტივალზე, ყანჩელის მეორე სიმფონიაში სოლო მქონდა დასაკრავი... უსასრულოდ გაბმული ნოტი, რომლის ბგერა ღამეც მესიზმრებოდა. დღისით კი თავად ესწრებოდა რეპეტიციებს და უხმოდ გვიღიმოდა პარტერიდან... მის ნაწარმოებში სიჩუმეც სხვანაირად ისმინება... პაუზაც ხომ მუსიკაა... სიჩუმეც და სიმფონიის ყველაზე ძლიერი აკორედებიც "დოიჩე ველეს" ჩამწერ სტუდიაში დისკზე ჩაიწერა... გია ყანჩელის სახელი კი ისტორიაში..."

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:

"ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, გია ყანჩელი დაგირეკავსო, ვაახ, როგორი ბედნიერი ვიყავი. წინა დღით, ჩემი გადაცემა უნახავს მარტოხელა მამებზე. მათთან დაკავშირება მთხოვა და სოლიდური თანხა ჩაურიცხა სამ მამას, ამ ამბის საიდუმლოდ შენახვის სანაცვლოდ. შემდეგ კიდევ დამირეკა ერთ გოგოზე. უკვე ვიცოდით, რომ ესეც ჩვენს შორის უნდა დარჩენილიყო. ალბათ მაპატიებს გენიოსი, მისი საიდუმლო რომ გავთქვი.

გენიოსი რომ იყო, ჩვენ კი არა მსოფლიომ იცის, მაგრამ სწორი მოქალაქე რომ იყო, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი.

მოვა დრო, ჩემს შვილიშვილებთან თავს მოვიწონებ, რომ გია ყანჩელს ვიცნობდი".

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს