ავტორი:

ეგვიპტის აკლდამებში ნაპოვნ ნახატებში ატრიის მომზადებაა აღწერილი - საოცარი ფაქტები იტალიური პასტისა და მისი მომზადების შესახებ

ეგვიპტის აკლდამებში ნაპოვნ ნახატებში ატრიის მომზადებაა აღწერილი - საოცარი ფაქტები იტალიური პასტისა და მისი მომზადების შესახებ

მუზეუმების, ისტორიული შენობა-ნაგებობების, ლიტერატურისა და მუსიკის გარდა, სახელმწიფოს ისტორიულ იდენტობას სამზარეულოც განსაზღვრავს. უფრო სწორად, ტურისტები ამ ჩამონათვალს ხშირად, ეროვნული სამზარეულოთი იწყებენ-ხოლმე.

ქართველებს ბევრი დავა და კამათი მოგვისმენია ხინკლისა და საცივის წარმოშობასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ მარტო არ ვართ. აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ტრადიციული იტალიური პასტის წარმოშობასთან დაკავშირებითაც, თუმცა პირველი, რაც აპენინის ნახევარკუნძულზე სტუმრობისას გვახსენდება, პიცისა და პასტის გასინჯვაა.

საინტერესოა, საიდან მოდის იტალიელებისა და არამხოლოდ მათი საყვარელი პასტის „ფესვები“?

„პასტა“იტალიური სიტყვაა და „ცომს“ ნიშნავს. „პასტა“ ეწოდება არა მარტო მოსახარშად გამზადებულ მშრალ ნაწარმს, არამედ მზა კერძსაც, რომელიც მრავალფეროვანი სოუსებით მზადდება. „პასტას“ აგრეთვე ახალმოზელილი ცომის ატრიასაც უწოდებენ.

ატრია, რომელიც ყველას გვიყვარს ძირითადად, აზიურ სამზარეულოშია წარმოდგენილი. პასტის წარმოშობის ერთ-ერთი ვერსიაც სწორედ ჩინეთისა და საუდის არაბეთის ისტორიულ წარსულს უკავშირდება. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში მათ პასტის მომზადება უკვე იცოდნენ. ჩინური ატრიის ისტორია 4000 წელს ითვლის, მაგრამ ატრიის კვალს არა მარტო ჩინეთში, არამედ ეგვიპტეშიც მივყავართ. ეგვიპტის აკლდამებში ნაპოვნია ნახატები, სადაც აღწერილია ატრიის მომზადება. სავარაუდოა, რომ რომაელებმა სწორედ ეტრუსკული ქალაქების დაპყრობის შემდეგ ისწავლეს პასტის წინაპრის მომზადება. სპაგეტის მსგავსი ნახატები გვხვდება ეგვიპტურ სამარხებშიც, ბერძნულ მითოლოგიასა და ჩინურ კულინარიულ აღწერებში.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს, პასტა იტალიური სამზარეულოს სავიზიტო ბარათია, ისტორიული წყაროების მიხედვით, ევროპაში მისი გავრცელების თარიღად მე-13 საუკუნეა მიჩნეული. წყაროების მიხედვით, ცნობილმა მოგზაურმა მარკო პოლომ, დიდი ხნის მოგზაურობის შემდეგ ვენეციაში ‘ჩინეთიდან სუვენირების სახით ჩაიტანა ცომის თხელი მილები, რომელიც ბრინჯის ფქვილისგან იყო მომზადებული. იტალიელები კი ამას შემდეგნაირად განმარტავენ - „მარკო პოლომ თავის თანამედროვეებს აუხსნა, რომ თურმე ჩინელებიც მიირთმევენ ატრიასა და მაკარონს“.

პასტა, გნებავთ ატრია მხოლოდ აზიასა და იტალიაში კი არ უყვარდათ, არამედ მას ძველი რომის უდიდეს პოეტებიც მიირთმევდნენ. ციცერონსა და ჰორაციუსს თავიანთ ჩანაწერებში მოხსენიებული აქვთ ზღვის მარილიან წყალში მოხარშული ფქვილითა და წყლით მომზადებული კერძები. ამასთან, იმპერატორ ტიბერიუსის მეფობის დროს, ძველ რომაულ კულინარიულ წიგნში (ძვ. წ. I ს.) აღწერილია კერძი, რომელიც გავს თანამედროვე თევზის ლაზანიას.

XII საუკუნეში სიცილიაში პასტა სახალხო კერძი გახლდათ, თუმცა სხვადსხვა სოციალური ფენა მას განსხვავებულად ამზადებდა. XIII საუკუნეში პასტას უკვე მზეზე აშრობდნენ, რაც მისი 2-3 წლის განმავლობაში შენახვის საშუალებას იძლეოდა.

პასტის მომზადების ისტორიულმა გამოცდილებამ დღემდე მისი 300-ზე მეტი სახეობა მოიტანა. იტალიელების საყვარელ კერძს მუზეუმიც კი შეუქმნეს. რომში მდებარე მუზეუმში პასტის უზარმაზარი რაოდენობის ნაირსახეობაა წარმოდგენილი.

ჩვენ ამ ნაწარმს ძალიან ხშირად მაკარონს ვუწოდებთ, მაგრამ პასტასა და მაკარონს შორის სხვაობა ნამდვილად არსებობს. საკუთრივ, სიტყვა „მაკარონი“ პასტის მხოლოდ გარკვეულ სახეობას წარმოადგენს – ცომის გამომშრალ მილაკებს – წვრილსა და მსხვილს, მოკლესა და გრძელს.

პასტის მოყვარულებმა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის მხოლოდ ხორბლის მყარი ჯიშებისაგან მიღებული ფქვილითა და წყლით მზადდება, ყველანაირი დანამატის გარეშე. ასეთი პასტა მოყვითალო-ქარვისფერია. პასტის და ზოგადად მაკარონის კალორიულობას ძირითადად ნახშირწყლების ენერგია შეადგენს, მაგრამ ამ ნახშირწყლების 70% სასარგებლოა, რაც იტალიურ პასტას დიეტური პროდუქტების კატეგორიას მიაკუთვნებს.

აღსანიშნავია, რომ პასტა მხოლოდ უფროსებისთვის არ არის განკუთვნილი. მას იტალიელი მშობლები 6 თვიდან აძლევენ პატარებს და ახლა უკვე არამხოლოდ იტალიელები. იმის გამო, რომ პასტას არაერთი დადებითი თვისება აქვს, საბავშვო პასტა-პასტინა, არაჩვეულებრივი საკვებია ბავშვის რაციონში მყარი საკვების დაწყებისათვის, რადგანაც ნახშირწყლებით მდიდარი და ამასთან ჯანმრთელი პროდუქტია.

როგორ უნდა იყოს დამზადებული საბავშვო პასტა და რატომ არის მისი რაციონში შეტანა სასარგებლო?

საბავშვო პასტა დამზადებული ხორბლის მყარი, მთლიანი მარცვლისგან, შეიცავს არარაფინირებულ ნახშირწყლებს, რომელიც ნაკლებად დამუშავებულია და ადვილად მოინელება, მდიდარია უჯრედისით, შეიცავს B ჯგუფის ვიტამინების ნაკრებს, თუთიას, სპილენძს, მაგნიუმს, კალციუმს, ფოსფორს და კალორია 100 გრამზე მხოლოდ 350 კკალ ენერგიას. ამასთან არ არის მძიმე კუჭისთვის და ბავშვსაც კარგად ანაყრებს, სხვადასხვა ფორმები კი სიამოვნებას ანიჭებს ბავშვებს კვების დროს. რაფინირებული ნახშირწყლები (მაგ. თეთრი ფქვილი, თეთრი პური, კარტოფილის ჩიფსი და ა.შ.) კი შედარებით ძნელი მოსანალებელია.

ბავშვების უმეტესობა მყარი საკვების მიღებას იწყებენ 6 თვიდან და შესაბამისად, შეიძლება მათ რაციონში პასტაც ამ პერიოდში შევიტანოთ.

პასტის სასარგებლო თვისებებისა და მასზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, საბავშვო საკვების მწარმოებელი კომპანიები პატარებისთვის სპეციალურ პასტას აწარმოებენ. მათი მოხმარება კი დღითი დღე პოპულარული ხდება. პირველ პასტებს-პასტინები პატარა ცნობისმოყვარეებისათვის სხვადსხვა ფორმით მზადდება, რაც კვების პროცესს სახალისოს ხდის. პასტინები ხელს უწყობს ბავშვის ჯანმრთელ ზრდას, თანდათან ახალი გემოების აღმოჩენას და მოზრდილების საკვებთან შეჩვევას.

პასტა მხოლოდ იტალიელი ბავშვების არჩევანი არ არის. პედიატრის რეკომენდაციით, პასტა გარკვეულწილად, პურის შემცვლელადაც კი შეიძლება გამოვიყენოთ. დასაწყისისთვის უმჯობესია, ბავშვს უგლუტენო და მცირე რაოდენობით მივცეთ. საბავშვო პასტა შეგვიძლია მოვამზადოთ ავოკადოთი, ისპანახით, სხვადასხვა ბოსტნეულით, ყველით, ხორცით, თევზით, პომიდვრის სოუსით, რათა ბავშვის რაციონი უფრო მრავალფეროვანი გახდეს. თუ პატარას გლუტენის აუტანლობა აქვს, მისთვის ალტერნატივად ბრინჯის სავუძველზე დამზადებული პასტის მიცემა შეიძლება.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი