პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს განმარტავს, რატომ დააკავეს ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი და მისი დაცვის ქვეშ მყოფი დედა-შვილი
შსს განმარტავს, რატომ დააკავეს ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი და მისი დაცვის ქვეშ მყოფი დედა-შვილი

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, დედა-შვი­ლი და მათი ად­ვო­კა­ტი თბი­ლის­ში, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს.

რო­გორც შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, 1958 წელს და­ბა­დე­ბულ ნ.ო.-ს (ნა­ი­რა ოტი­აშ­ვი­ლი) 1959 წელს და­ბა­დე­ბულ მ.ა.-ს და 1977 წელს და­ბა­დე­ბულ ს.ბ.-ს ბრა­ლი ან­გა­რე­ბით ან სხვა პი­რა­დი მო­ტი­ვით ჩა­დე­ნილ ცრუ დას­მე­ნა­ში ედე­ბათ.

და­ნა­შა­უ­ლი 4-დან 6 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ცრუ დას­მე­ნა გან­ხორ­ცი­ელ­და მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ­ში და­წყე­ბულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, რო­მე­ლიც ნა­თე­სა­ვებს შო­რის ქო­ნებ­რი­ვი და­ვის სა­ფუძ­ველ­ზე წარ­მოქ­მნილ ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას ეხე­ბო­და.

კერ­ძოდ, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა - ს.ბ.-მ და მ.ა.-მ გა­მო­ძი­ე­ბას ცრუ ჩვე­ნე­ბა მის­ცეს და მა­თი­ვე ოჯა­ხის წევ­რი ძა­ლა­დო­ბა­სა და შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი კი და­ა­დას­ტუ­რა მათ­მა ად­ვო­კატ­მა - ნ.ო. (ნა­ი­რა ოტი­აშ­ვი­ლი).

გა­მო­ძი­ე­ბა ან­გა­რე­ბით ან სხვა პი­რა­დი მო­ტი­ვით ჩა­დე­ნილ ცრუ დას­მე­ნის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 373-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ოტი­აშ­ვილს ბრალს ოფი­ცი­ა­ლუ­რად დღეს წა­რუდ­გე­ნენ.

ნა­ი­რა ოტი­აშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რო­გორც თემ­ქა­ზე მოკ­ლუ­ლი 20 წლის ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლის ლადო გრი­გა­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი. ოტი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბი მოკ­ლუ­ლი ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით კრი­ტი­კის სა­გა­ნი გახ­და. მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნას მამა, მა­მუ­კა ნაც­ვლიშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, რომ მისი შვი­ლის მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბუ­ლი არა­ე­თი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო, ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ი­დან ოტი­აშ­ვილს გაფრ­თხი­ლე­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი.

კრი­ტი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ოტი­აშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით მა­შინ ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ასა­თი­ა­ნმაც გა­ა­კე­თა და გა­ნა­ცხა­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტის ნა­ი­რა ოტი­აშ­ვი­ლის მხრი­დან თემ­ქა­ზე მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნას პირა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბის სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია.

მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნას მამა მა­მუ­კა ნაც­ვლიშ­ვი­ლი „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ მზად არის, სა­სა­მარ­თლო­ში ად­ვო­კა­ტის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბაც კი მის­ცეს.

„არა­ვის ცი­ხე­ში ჩას­მას და არა­ვის სიკ­ვდილს ქრის­ტი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი არ ისურ­ვებს, მაგ­რამ ეს ქალი ცი­ხი­დან გა­მო­საშ­ვე­ბი არ არის. სულ მცი­რე, მას სა­ად­ვო­კა­ტო ლი­ცენ­ზია უნდა ჩა­მო­ერ­თვას. მან ჩემ შვილ­ზე ისეთ რა­ღაც ილა­პა­რა­კა, რაც არც კა­ნო­ნით და არც ეთი­კი­თაა გა­მარ­თლე­ბუ­ლი.

„ეს არ არის ისე­თი ადა­მი­ა­ნი, ვის გა­მოც შე­იძ­ლე­ბა გა­მოხ­ვი­დე, გა­ა­მარ­თლო და მხა­რი და­უ­ჭი­რო. ეს შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რმა გა­ა­კე­თოს და მისი ცი­ხე­ში ჩას­მა არ მო­ი­სურ­ვოს. მივ­მარ­თავ ად­ვო­კა­ტებს, რომ­ლე­ბიც მას იცა­ვენ და გულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ, გა­და­ხე­დეთ ნა­ი­რა ოტი­აშ­ვი­ლის საქ­მი­ა­ნო­ბას. თუნ­დაც, ჩემი შვი­ლის საქ­მე­ში მის როლს.

ჩემი შვი­ლის ცხე­და­რი გა­ცი­ე­ბუ­ლიც არ იყო, ჩირ­ქი რომ მოს­ცხო. ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფაქ­ტე­ბიც მაქვს. თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, სა­სა­მარ­თლო­შიც წარვსდგე­ბი ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად“, - გა­ნა­ცხა­და ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

გელა
0

ჩვენს შემთხვევაშიც ამ ქალბატონმა ადვოკატმა ,,გამოიჩინა თავი". 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

შსს განმარტავს, რატომ დააკავეს ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი და მისი დაცვის ქვეშ მყოფი დედა-შვილი

შსს განმარტავს, რატომ დააკავეს ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი და მისი დაცვის ქვეშ მყოფი დედა-შვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, დედა-შვილი და მათი ადვოკატი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 1958 წელს დაბადებულ ნ.ო.-ს (ნაირა ოტიაშვილი) 1959 წელს დაბადებულ მ.ა.-ს და 1977 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ბრალი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში ედებათ.

დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ცრუ დასმენა განხორციელდა მიმდინარე წლის აპრილში დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ნათესავებს შორის ქონებრივი დავის საფუძველზე წარმოქმნილ ოჯახში ძალადობას ეხებოდა.

კერძოდ, ბრალდებულებმა - ს.ბ.-მ და მ.ა.-მ გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცეს და მათივე ოჯახის წევრი ძალადობასა და შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევაში დაადანაშაულეს. აღნიშნული ფაქტი კი დაადასტურა მათმა ადვოკატმა - ნ.ო. (ნაირა ოტიაშვილი).

გამოძიება ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ოტიაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

ნაირა ოტიაშვილი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, როგორც თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი. ოტიაშვილის განცხადებები მოკლული ანა ნაცვლიშვილის მისამართით კრიტიკის საგანი გახდა. მოკლული გოგონას მამა, მამუკა ნაცვლიშვილი ამბობდა, რომ მისი შვილის მისამართით გაკეთებული არაეთიკური განცხადებების გამო, ადვოკატთა ასოციაციიდან ოტიაშვილს გაფრთხილება ჰქონდა მიღებული.

კრიტიკული განცხადება ოტიაშვილის მისამართით მაშინ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმაც გააკეთა და განაცხადა, რომ ბრალდებულის ადვოკატის ნაირა ოტიაშვილის მხრიდან თემქაზე მოკლული გოგონას პირადი ცხოვრების დეტალების საჯაროდ გავრცელება მიუღებელია.

მოკლული გოგონას მამა მამუკა ნაცვლიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ მზად არის, სასამართლოში ადვოკატის წინააღმდეგ ჩვენებაც კი მისცეს.

„არავის ციხეში ჩასმას და არავის სიკვდილს ქრისტიანი ადამიანი არ ისურვებს, მაგრამ ეს ქალი ციხიდან გამოსაშვები არ არის. სულ მცირე, მას საადვოკატო ლიცენზია უნდა ჩამოერთვას. მან ჩემ შვილზე ისეთ რაღაც ილაპარაკა, რაც არც კანონით და არც ეთიკითაა გამართლებული.

„ეს არ არის ისეთი ადამიანი, ვის გამოც შეიძლება გამოხვიდე, გაამართლო და მხარი დაუჭირო. ეს შეიძლება მხოლოდ ოჯახის წევრმა გააკეთოს და მისი ციხეში ჩასმა არ მოისურვოს. მივმართავ ადვოკატებს, რომლებიც მას იცავენ და გულშემატკივრობენ, გადახედეთ ნაირა ოტიაშვილის საქმიანობას. თუნდაც, ჩემი შვილის საქმეში მის როლს.

ჩემი შვილის ცხედარი გაციებულიც არ იყო, ჩირქი რომ მოსცხო. ამის დამადასტურებელი ფაქტებიც მაქვს. თუ საჭირო იქნება, სასამართლოშიც წარვსდგები ჩვენების მისაცემად“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ზუგდიდში ჩვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავეს

დააკავეს ე.წ. კანონიერი ქურდები, რომლებიც "ოკრიბაზე" მძღოლებს ყოველთვიურად თანხას სძალავდნენ - შსს

ვინ არის "კანონიერი ქურდი", რომლის შვილის, "კაწროს" სახელი შაქარაშვილის საქმეს დაუკავშირეს