პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა მოგიყვებით იმას, რასაც ვერ მოვესწრები..." - რაზე წუხდა გია ყანჩელი და რას ყვებოდა ცხოვრების ყველაზე ნათელ პერიოდზე
"ახლა მოგიყვებით იმას, რასაც ვერ მოვესწრები..." - რაზე წუხდა გია ყანჩელი და რას ყვებოდა ცხოვრების ყველაზე ნათელ პერიოდზე

84 წლის ასაკ­ში კომ­პო­ზი­ტო­რი გია ყან­ჩე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

გე­ნი­ა­ლუ­რი გია ყან­ჩე­ლის შე­მოქ­მე­დე­ბას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა უკ­ვდა­ვი კი­ნო­მუ­სი­კა: "არ და­ი­დარ­დო", "ქვევ­რი", "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა", "მი­მი­ნო", "შე­რე­კი­ლე­ბი", "როცა აყ­ვავ­და ნუში" და სხვა.

ასე­ვე - ოპე­რა "და არს მუ­სი­კა" (1983წ.), 6 სიმ­ფო­ნია, კონ­ცერ­ტი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი­სათ­ვის (1962 წ.); ლარ­გო და ალ­ლეგ­რო სი­მე­ბი­ა­ნი ორ­კესტრის, ფორ­ტე­პი­ა­ნო­სა და ლი­ტავ­რე­ბი­სათ­ვის (1963 წ.); "სევ­და ნა­თე­ლი" - ბი­ჭუ­ნა­თა გუნ­დის, ორი სო­ლის­ტი­სა და დიდი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი­სათ­ვის (1985 წ.); მუ­სი­კა სპექ­ტაკ­ლე­ბის­თვის: "ხა­ნუ­მა", "კავ­კა­სი­უ­რი ცარ­ცის წრე", "რი­ჩარდ III"; (შოთა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის დად­გმე­ბი)...

ჟურ­ნალ OK!-ის ჟურ­ნა­ლის­ტმა თაკო გვა­ზა­ვამ 2019 წლის მარ­ტში გე­ნი­ა­ლურ კომ­პო­ზი­ტორ­თან ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"მე გა­მო­ვი­ა­რე საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი ცხოვ­რე­ბა. თუ მი­ვაღ­წიე, წელს 84 წელი შე­მის­რულ­დე­ბა... ჯერ მინ­და მო­გიყ­ვეთ იმა­ზე, თუ რას მო­ვეს­წა­რი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევ­რი ჩემი კო­ლე­გა ინატ­რებ­და ასეთ ბედ-იღ­ბალს. მე ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმულ დი­რი­ჟო­რებ­თან, შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან, მო­ვი­ა­რე თით­ქმის მთე­ლი მსოფ­ლიო და მოს­მე­ნი­ლი მაქვს ჩემი მუ­სი­კა სა­უ­კე­თე­სო სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზებ­ში.

რა თქმა უნდა, არ ვა­პი­რებ ამ ყვე­ლაფ­რის ჩა­მოთ­ვლას, რად­გან ეს დიდ დროს წაგ­ვარ­თმევს, მაგ­რამ მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს, რო­გორც ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბა.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ძა­ლი­ან ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან - თუ ასე ბედ­ნი­ე­რი ბრძან­დე­ბით, რა­ტომ წერთ ასეთ ტრა­გი­კულ მუ­სი­კას? მე ვპა­სუ­ხობ: თქვენ გნე­ბავთ, რომ უბე­დუ­რი ვიყო და დავ­წე­რო ხა­ლი­სი­ა­ნი მუ­სი­კა? ტრა­გი­კულ მუ­სი­კას იმი­ტომ ვწერ, რომ მი­უ­ხე­და­ვად ჩემი ასე­თი ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბი­სა, გარ­შე­მო რაც ხდე­ბა, ჩემს სამ­შობ­ლო­ში, მსოფ­ლი­ო­ში, არა­სო­დეს მაძ­ლევ­და უფ­ლე­ბას, და­მე­წე­რა სხვა­ნა­ი­რი მუ­სი­კა. ამი­ტომ ის ძი­რი­თა­დად სევ­დი­ა­ნი და ტრა­გი­კუ­ლია.

მე მო­გი­ყე­ვით, რას მო­ვეს­წა­რი. ახლა კი მო­გიყ­ვე­ბით იმას, რა­საც ვერ მო­ვეს­წრე­ბი.

სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მო­ვეს­წრე­ბი ჩემს ქა­ლაქ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლი, ფი­ლარ­მო­ნი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის და­ფუძ­ნე­ბას, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლებ­მა წი­ნას­წარ იცოდ­ნენ, რო­დის შეს­რულ­დე­ბა მო­ცარ­ტი, ბრამ­სი, ბახი, სტრა­ვინ­სკი და ასე შემ­დეგ.

იგი­ვეს ნატ­რობ­და ჩემ­თან ერ­თად ჯან­სუღ კა­ხი­ძე, მაგ­რამ ამას ვერ მო­ეს­წრო ის და ვერ მო­ვეს­წრე­ბი მეც. ქვე­ყა­ნა და ერი, სა­დაც ეს კლა­სი­კო­სე­ბი ან თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კის ბრწყინ­ვა­ლე წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ სრულ­დე­ბა, არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს მა­ღა­ლი კულ­ტუ­რის მა­ტა­რე­ბელ ერად.

იცით, კი­დევ რას ვერ მო­ვეს­წრე­ბი? რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობ­დნენ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და პარ­ლა­მენ­ტი, სა­დაც სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აზ­რის მქო­ნე პი­როვ­ნე­ბე­ბი არ მი­ა­ყე­ნე­ბენ ერ­თმა­ნეთს შე­უ­რა­ცხყო­ფას, სი­ძულ­ვილს და გესლს. აი, ამას ვერ მო­ვეს­წრე­ბი..."

- ბა­ტო­ნო გია, გა­იხ­სე­ნეთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი პე­რი­ო­დი.

- ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან. მე მყავს შე­უ­და­რე­ბე­ლი, სა­ო­ცა­რი მე­უღ­ლე. ჩვენ 52-ე წე­ლია ერ­თად ვართ და კარ­გად მეს­მის, რა მძი­მე და რთუ­ლი იყო ჩემი გაძ­ლე­ბა. ჩვენ გვყავს ორი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შვი­ლი − ნატო და სან­დრო; სა­ო­ცა­რი რძა­ლი – მა­რი­კა გო­გო­რიშ­ვი­ლი, რომ­ლის მი­მართ ისე­თი­ვე გრძნო­ბე­ბი მაქვს, რო­გო­რიც ჩემი შვი­ლე­ბის მი­მართ. გვყავს ოთხი ერ­თმა­ნეთ­ზე უკე­თე­სი შვი­ლიშ­ვი­ლი.

გია ყან­ჩე­ლი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, ფოტო: day.az

ეს ყვე­ლა­ფე­რი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სი­ხა­რულ­თან, ბედ­ნი­ე­რე­ბას­თან, სიმ­შვი­დეს­თან.

...რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რო­დის ვგრძნობ ბედ­ნი­ე­რე­ბას მუ­სი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეს ხდე­ბა მა­შინ, როცა მთავ­რდე­ბა ჩემი ნა­წარ­მო­ე­ბი − რო­გორც წესი, ძა­ლი­ან ჩუ­მად და ნელა. შემ­დეგ ეს გა­და­დის დარ­ბაზ­ში და სი­ჩუ­მე გრძელ­დე­ბა ხუთი, რვა, ათი წამი... აი, მა­შინ ვარ მე ბედ­ნი­ე­რი, რად­გან ვგრძნობ – შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მუ­სი­კა სწო­რად იქნა აღ­ქმუ­ლი დარ­ბა­ზის მიერ.

ხში­რად მო­მი­ყო­ლია, მაგ­რამ მინ­და თქვენც მო­გიყ­ვეთ ერთი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ: ლე­იფ­ცი­გის გე­ვანდჰა­უ­ზის მთა­ვა­რი დი­რი­ჟო­რი იყო კურტ მა­ზუ­რი, რო­მელ­მაც შე­მიკ­ვე­თა მე-6 სიმ­ფო­ნია და ლე­იფ­ციგ­ში შე­ას­რუ­ლა. ამის შემ­დეგ გა­ვი­და დრო და დად­გა დღე, როცა გერ­მა­ნი­ის დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გერ­მა­ნი­ა­ზე გა­მარ­ჯვე­ბის 40 წლის­თა­ვი უნდა ეზე­ი­მათ.

გერ­მა­ნი­ის იმ­დრო­ინ­დელ­მა მთავ­რო­ბამ კურტ მა­ზურს სთხო­ვა, გა­ე­მარ­თა კონ­ცერ­ტი, სა­დაც აჟ­ღერ­დე­ბო­და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გა­მარ­ჯვე­ბა გერ­მა­ნი­ა­ზე. კურტ მა­ზურ­მა და­უ­რე­კა ჩემს მე­გო­ბარს, ალფ­რედ შნიტ­კეს და სთხო­ვა: ალფ­რედ, მე ვიცი, რომ ბა­ტო­ნი გია ხა­ლი­სი­ან მუ­სი­კას არ წერს და ისიც ვიცი, რომ არ შეხ­ვდე­ბა ამ თა­რიღს ფან­ფა­რე­ბით. და­უ­რე­კე და სთხო­ვე, იქ­ნებ და­წე­როს რამე, რა­საც ამ დღეს შე­ვას­რუ­ლებ.

მა­შინ დავ­წე­რე „სევ­და ნა­თე­ლი“. ეს არის ნა­წარ­მო­ე­ბი, სა­დაც სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად მღე­რის ბი­ჭუ­ნა­თა გუნ­დი და სა­დაც არის ამო­ნა­რი­დე­ბი ოთხი პო­ე­ტის: შექ­სპი­რის, გო­ე­თეს, პუშ­კი­ნის და გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის შე­მოქ­მე­დე­ბი­დან.

მე და ჩემი მე­უღ­ლე წა­ვე­დით პრე­მი­ე­რა­ზე. ნა­წარ­მო­ე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 35 წუთი გრძელ­დე­ბა. დას­რულ­და.

დარ­ბა­ზი ხალ­ხით იყო გა­და­ჭე­დი­ლი, ჩა­მო­ვარ­და სი­ჩუ­მე. კურტ მა­ზუ­რი დგას, ორ­კესტრი ზის, დარ­ბა­ზი გა­რინ­დე­ბუ­ლია და ასე გა­დის 10, 15, 20 წამი...

მე უკვე ვე­კი­თხე­ბი მე­უღ­ლეს: გა­მა­გე­ბი­ნე, რა ხდე­ბა? ეს დიდ­ხანს გრძელ­დე­ბო­და. გარ­კვე­ულ მო­მენ­ტში კურტ მა­ზუ­რი ჩა­მო­ვი­და პულ­ტი­დან, ხელი ჩა­მო­არ­თვა კონ­ცერ­ტმე­ის­ტერს და აი, მა­შინ და­ი­წყო დარ­ბა­ზის რე­აქ­ცია. რომ მოვ­დი­ო­დი, გად­მომ­ცეს მაგ­ნი­ტუ­რი ფირი, სა­დაც ჩა­წე­რი­ლი იყო ეს კონ­ცერ­ტი.

ვი­ნა­ი­დან ხან­და­ხან მულ­ტფილ­მებ­ზე ვმუ­შა­ობ­დი, შინ წამმ­ზო­მი მქონ­და და რო­გორც კი სახ­ლში მო­ვე­დი, გავ­ზო­მე ეს სი­ჩუ­მე, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 40 წამი გრძელ­დე­ბო­და. სწო­რედ ეს იყო ჩემ­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბა. ეს ის შემ­თხვე­ვაა, როცა უხი­ლა­ვი ძა­ფე­ბი იბ­მე­ბა დარ­ბაზ­სა და სცე­ნას შო­რის..."

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად ჟურ­ნალ OK!-ში

ავტორი:

"ახლა მოგიყვებით იმას, რასაც ვერ მოვესწრები..." - რაზე წუხდა გია ყანჩელი და რას ყვებოდა ცხოვრების ყველაზე ნათელ პერიოდზე

"ახლა მოგიყვებით იმას, რასაც ვერ მოვესწრები..." - რაზე წუხდა გია ყანჩელი და რას ყვებოდა ცხოვრების ყველაზე ნათელ პერიოდზე

84 წლის ასაკში კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა.

გენიალური გია ყანჩელის შემოქმედებას განეკუთვნება უკვდავი კინომუსიკა: "არ დაიდარდო", "ქვევრი", "არაჩვეულებრივი გამოფენა", "მიმინო", "შერეკილები", "როცა აყვავდა ნუში" და სხვა.

ასევე - ოპერა "და არს მუსიკა" (1983წ.), 6 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962 წ.); ლარგო და ალლეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963 წ.); "სევდა ნათელი" - ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985 წ.); მუსიკა სპექტაკლებისთვის: "ხანუმა", "კავკასიური ცარცის წრე", "რიჩარდ III"; (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები)...

ჟურნალ OK!-ის ჟურნალისტმა თაკო გვაზავამ 2019 წლის მარტში გენიალურ კომპოზიტორთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"მე გამოვიარე საკმაოდ ხანგრძლივი ცხოვრება. თუ მივაღწიე, წელს 84 წელი შემისრულდება... ჯერ მინდა მოგიყვეთ იმაზე, თუ რას მოვესწარი. დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩემი კოლეგა ინატრებდა ასეთ ბედ-იღბალს. მე ურთიერთობა მქონდა მსოფლიოში სახელგანთქმულ დირიჟორებთან, შემსრულებლებთან, მოვიარე თითქმის მთელი მსოფლიო და მოსმენილი მაქვს ჩემი მუსიკა საუკეთესო საკონცერტო დარბაზებში.

რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ამ ყველაფრის ჩამოთვლას, რადგან ეს დიდ დროს წაგვართმევს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი შეიძლება შეფასდეს, როგორც ბედნიერი ცხოვრება.

ჟურნალისტები ძალიან ხშირად მეკითხებიან - თუ ასე ბედნიერი ბრძანდებით, რატომ წერთ ასეთ ტრაგიკულ მუსიკას? მე ვპასუხობ: თქვენ გნებავთ, რომ უბედური ვიყო და დავწერო ხალისიანი მუსიკა? ტრაგიკულ მუსიკას იმიტომ ვწერ, რომ მიუხედავად ჩემი ასეთი ბედნიერი ცხოვრებისა, გარშემო რაც ხდება, ჩემს სამშობლოში, მსოფლიოში, არასოდეს მაძლევდა უფლებას, დამეწერა სხვანაირი მუსიკა. ამიტომ ის ძირითადად სევდიანი და ტრაგიკულია.

მე მოგიყევით, რას მოვესწარი. ახლა კი მოგიყვებით იმას, რასაც ვერ მოვესწრები.

სამწუხაროდ, ვერ მოვესწრები ჩემს ქალაქში ტრადიციული, ფილარმონიული ცხოვრების დაფუძნებას, ეს იმას ნიშნავს, რომ მუსიკის მოყვარულებმა წინასწარ იცოდნენ, როდის შესრულდება მოცარტი, ბრამსი, ბახი, სტრავინსკი და ასე შემდეგ.

იგივეს ნატრობდა ჩემთან ერთად ჯანსუღ კახიძე, მაგრამ ამას ვერ მოესწრო ის და ვერ მოვესწრები მეც. ქვეყანა და ერი, სადაც ეს კლასიკოსები ან თანამედროვე მუსიკის ბრწყინვალე წარმომადგენლები არ სრულდება, არ შეიძლება ჩაითვალოს მაღალი კულტურის მატარებელ ერად.

იცით, კიდევ რას ვერ მოვესწრები? რომ საქართველოში არსებობდნენ პოლიტიკოსები და პარლამენტი, სადაც საწინააღმდეგო აზრის მქონე პიროვნებები არ მიაყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას, სიძულვილს და გესლს. აი, ამას ვერ მოვესწრები..."

- ბატონო გია, გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების ყველაზე ნათელი პერიოდი.

- ეს დაკავშირებულია პირად ცხოვრებასთან. მე მყავს შეუდარებელი, საოცარი მეუღლე. ჩვენ 52-ე წელია ერთად ვართ და კარგად მესმის, რა მძიმე და რთული იყო ჩემი გაძლება. ჩვენ გვყავს ორი არაჩვეულებრივი შვილი − ნატო და სანდრო; საოცარი რძალი – მარიკა გოგორიშვილი, რომლის მიმართ ისეთივე გრძნობები მაქვს, როგორიც ჩემი შვილების მიმართ. გვყავს ოთხი ერთმანეთზე უკეთესი შვილიშვილი.

გია ყანჩელი მეუღლესთან ერთად, ფოტო: day.az

ეს ყველაფერი დაკავშირებულია სიხარულთან, ბედნიერებასთან, სიმშვიდესთან.

...რაც შეეხება იმას, თუ როდის ვგრძნობ ბედნიერებას მუსიკასთან დაკავშირებით, ეს ხდება მაშინ, როცა მთავრდება ჩემი ნაწარმოები − როგორც წესი, ძალიან ჩუმად და ნელა. შემდეგ ეს გადადის დარბაზში და სიჩუმე გრძელდება ხუთი, რვა, ათი წამი... აი, მაშინ ვარ მე ბედნიერი, რადგან ვგრძნობ – შესრულებული მუსიკა სწორად იქნა აღქმული დარბაზის მიერ.

ხშირად მომიყოლია, მაგრამ მინდა თქვენც მოგიყვეთ ერთი არაჩვეულებრივი შემთხვევის შესახებ: ლეიფციგის გევანდჰაუზის მთავარი დირიჟორი იყო კურტ მაზური, რომელმაც შემიკვეთა მე-6 სიმფონია და ლეიფციგში შეასრულა. ამის შემდეგ გავიდა დრო და დადგა დღე, როცა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში საბჭოთა კავშირის გერმანიაზე გამარჯვების 40 წლისთავი უნდა ეზეიმათ.

გერმანიის იმდროინდელმა მთავრობამ კურტ მაზურს სთხოვა, გაემართა კონცერტი, სადაც აჟღერდებოდა საბჭოთა კავშირის გამარჯვება გერმანიაზე. კურტ მაზურმა დაურეკა ჩემს მეგობარს, ალფრედ შნიტკეს და სთხოვა: ალფრედ, მე ვიცი, რომ ბატონი გია ხალისიან მუსიკას არ წერს და ისიც ვიცი, რომ არ შეხვდება ამ თარიღს ფანფარებით. დაურეკე და სთხოვე, იქნებ დაწეროს რამე, რასაც ამ დღეს შევასრულებ.

მაშინ დავწერე „სევდა ნათელი“. ეს არის ნაწარმოები, სადაც სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მღერის ბიჭუნათა გუნდი და სადაც არის ამონარიდები ოთხი პოეტის: შექსპირის, გოეთეს, პუშკინის და გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებიდან.

მე და ჩემი მეუღლე წავედით პრემიერაზე. ნაწარმოები დაახლოებით 35 წუთი გრძელდება. დასრულდა.

დარბაზი ხალხით იყო გადაჭედილი, ჩამოვარდა სიჩუმე. კურტ მაზური დგას, ორკესტრი ზის, დარბაზი გარინდებულია და ასე გადის 10, 15, 20 წამი...

მე უკვე ვეკითხები მეუღლეს: გამაგებინე, რა ხდება? ეს დიდხანს გრძელდებოდა. გარკვეულ მომენტში კურტ მაზური ჩამოვიდა პულტიდან, ხელი ჩამოართვა კონცერტმეისტერს და აი, მაშინ დაიწყო დარბაზის რეაქცია. რომ მოვდიოდი, გადმომცეს მაგნიტური ფირი, სადაც ჩაწერილი იყო ეს კონცერტი.

ვინაიდან ხანდახან მულტფილმებზე ვმუშაობდი, შინ წამმზომი მქონდა და როგორც კი სახლში მოვედი, გავზომე ეს სიჩუმე, რომელიც დაახლოებით 40 წამი გრძელდებოდა. სწორედ ეს იყო ჩემთვის ბედნიერება. ეს ის შემთხვევაა, როცა უხილავი ძაფები იბმება დარბაზსა და სცენას შორის..."

წაიკითხეთ ვრცლად ჟურნალ OK!-ში

"ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, რომელსაც უზომოდ უყვარს მუსიკა" - პროფესიით იურისტი ლევან ყანდიაშვილი "დიდი სცენის" გამარჯვებული გახდა

ჯონ ტრავოლტამ გარდაცვლილ ცოლს ემოციური ცეკვა მიუძღვნა - "ყველაზე მეტად ეს უყვარდა“

ნინი ბადურაშვილის  პანკ-როკ გარდასახვა, რომლის გამოც გულშემატკივრები აკრიტიკებენ - "ყველაფერი გიხდება, ამის გარდა"