მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა
კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა

84 წლის ასაკ­ში კომ­პო­ზი­ტო­რი გია ყან­ჩე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. გია ყან­ჩე­ლი ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ავად­მყო­ფობ­და. ის თბი­ლის­ში, ის­რა­ე­ლი-სა­ქარ­თვე­ლოს კარ­დი­ო­ლო­გი­ი­სა და ან­გი­ო­ლო­გი­ის ცენ­ტრში მკურ­ნა­ლობ­და.

გია ყან­ჩელ­მა 1963 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის ვანო სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კონ­სერ­ვა­ტო­რია, 1972 წლი­დან მუ­შა­ობ­და შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­ურ თე­ატ­რში მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წი­ლის გამ­გედ, 1979 წელს იგი სა­ქარ­თვე­ლოს კომ­პო­ზი­ტორ­თა კავ­ში­რის მდივ­ნად აირ­ჩი­ეს.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მისი სიმ­ფო­ნი­უ­რი თხზუ­ლე­ბე­ბი. 1977 წელს შექ­მნილ­მა სიმ­ფო­ნი­ამ „ინ მე­მო­რია მი­ქე­ლან­გე­ლო“ მას სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა მო­უ­ტა­ნა.

მას ეკუთ­ვნის რო­ბერტ სტუ­რუ­ას სა­უ­კე­თე­სო სპექ­ტაკ­ლე­ბი­სათ­ვის შექ­მნი­ლი მუ­სი­კა „კავ­კა­სი­უ­რი ცარ­ცის წრე“, „რი­ჩარდ III“, „ჰამ­ლე­ტი“, „ქალი-გვე­ლი“, „მე­თორ­მე­ტე ღამე“.

გია ყან­ჩე­ლის შე­მოქ­მე­დე­ბით მემ­კვიდ­რე­ო­ბას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა: ოპე­რა „და არს მუ­სი­კა“ (1983წ.), 6 სიმ­ფო­ნია, კონ­ცერ­ტი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი­სათ­ვის (1962 წ.); ლარ­გო და ალ­ლეგ­რო სი­მე­ბი­ა­ნი ორ­კესტრის, ფორ­ტე­პი­ა­ნო­სა და ლი­ტავ­რე­ბი­სათ­ვის (1963 წ.); „სევ­და ნა­თე­ლი“ - ბი­ჭუ­ნა­თა გუნ­დის, ორი სო­ლის­ტი­სა და დიდი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი­სათ­ვის (1985 წ.); მუ­სი­კა სპექ­ტაკ­ლე­ბის­თვის: „ხა­ნუ­მა“, „კავ­კა­სი­უ­რი ცარ­ცის წრე“, „რი­ჩარდ III“; (შოთა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის დად­გმე­ბი). მუ­სი­კა კი­ნო­ფილ­მე­ბის­თვის: „არ და­ი­დარ­დო“, „ქვევ­რი“, „არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა“, „მი­მი­ნო“, „შე­რე­კი­ლე­ბი“, „რამ­დე­ნი­მე ინ­ტერ­ვიუ პი­რად სა­კი­თხებ­ზე“, „როცა აყ­ვავ­და ნუში“ და სხვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა

კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა

84 წლის ასაკში კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა. გია ყანჩელი ბოლო პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა. ის თბილისში, ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობდა.

გია ყანჩელმა 1963 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია, 1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ, 1979 წელს იგი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივნად აირჩიეს.

განსაკუთრებულად აღსანიშნავია მისი სიმფონიური თხზულებები. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

მას ეკუთვნის რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისათვის შექმნილი მუსიკა „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“.

გია ყანჩელის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება: ოპერა „და არს მუსიკა“ (1983წ.), 6 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962 წ.); ლარგო და ალლეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963 წ.); „სევდა ნათელი“ - ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985 წ.); მუსიკა სპექტაკლებისთვის: „ხანუმა“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“; (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები). მუსიკა კინოფილმებისთვის: „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „მიმინო“, „შერეკილები“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „როცა აყვავდა ნუში“ და სხვა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ