საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატი დააკავეს
თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატი დააკავეს

თემ­ქა­ზე მოკ­ლუ­ლი 20 წლის ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლის ლადო გრი­გა­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი ნა­ი­რა ოტი­აშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მის­მა უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა, ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ად­ვო­კა­ტის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ონი­სე მარ­გი­ან­მა და­უ­დას­ტუ­რა.

ონი­სე მარ­გი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ად­ვო­კა­ტი ნა­ი­რა ოტი­აშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე არის და­კა­ვე­ბუ­ლი. მი­სი­ვე თქმით, გან­ჩი­ნე­ბა­ში არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბი. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ამ­ბობს, რომ და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ გან­ჩი­ნე­ბა აბ­სურ­დუ­ლია და მის­თვის უც­ნო­ბია, რა საქ­მეს უკავ­შირ­დე­ბა ბრალ­დე­ბა.

"ძა­ლი­ან ბუნ­დო­ვა­ნია, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­ურ­კვე­ვე­ლია - მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ბრა­ლი ხვალ წა­რედ­გი­ნე­ბა და ხვალ უფრო ვრცე­ლი ინ­ფორ­მა­ცია მექ­ნე­ბა. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბი, მხო­ლოდ და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ გან­ჩი­ნე­ბა გვაქვს, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბი არ არის გან­მარ­ტე­ბუ­ლი. სა­უ­ბა­რია 373-ე მუხ­ლზე, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს ცრუ დას­მე­ნას, ან­გა­რე­ბით, ან პი­რა­დი მო­ტი­ვით. გან­ჩი­ნე­ბა­ში კონ­კრე­ტუ­ლად ვინ, რაში და­ას­მი­ნა, მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის. არა­და, აუ­ცი­ლებ­ლად, ვა­რა­უ­დის დო­ნე­ზე მა­ინც უნდა იყოს მი­თი­თე­ბუ­ლი. ამა­ვე დროს არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი, რა იგუ­ლის­ხმე­ბა ან­გა­რე­ბა­სა და პი­რად მო­ტივ­ში", - აცხა­დებს ონი­სე მარ­გი­ა­ნი.

უფ­ლე­ბა­დამ­ცველ ონი­სე მარ­გი­ა­ნის თქმით, სა­სა­მარ­თლოს ნა­ი­რა ოტი­აშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით ძვე­ლი თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­მარ­თა.

„გან­ჩი­ნე­ბა­ში უბ­რა­ლოდ სტან­დარ­ტუ­ლი მსჯე­ლო­ბაა, სა­სა­მარ­თლო ეთან­ხმე­ბაო ბრალ­დე­ბის შუ­ამ­დგო­ლო­ბა­სო, რომ არ­სე­ბობს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დი, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი მოწ­მე­ებ­ზე ზე­წო­ლას მო­ახ­დენ­სო. რა საქ­მეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში მო­ახ­დენს ზე­წო­ლას, რო­მელ მოწ­მე­ებ­ზე გან­მარ­ტე­ბუ­ლი არ არის. ან ჩა­ი­დენს ახალ და­ნა­შა­ულ­სო, ის ძვე­ლი რო­მე­ლია ბრა­ლი რომ უნდა წა­რედ­გი­ნოს? რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ცრუ დას­მე­ნა?-ეს არ არის არ­სად, ერთი სი­ტყვი­თაც აღ­ნიშ­ნუ­ლი“, - აცხა­დებს ონი­სე მარ­გი­ა­ნი.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის თქმით, ად­ვო­კატ ნა­ი­რა ოტი­აშ­ვი­ლის ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად, სა­ვა­რა­უ­დოდ, 2 ოქ­ტომ­ბერს წა­რედ­გი­ნე­ბა. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, თა­ვად ნა­ი­რა ოტი­აშ­ვი­ლის­თვი­საც გა­უ­გე­ბა­რია საქ­მის არსი და თა­ვა­დაც სვამს შე­კი­თხვებს, „თუ ვინ და რაში და­ას­მი­ნა“.

ამას­თან, რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის მა­მამ, მა­მუ­კა ნაც­ვლიშ­ვილ­მა მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი ლადო გრი­გა­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, ნა­ი­რა ოტი­აშ­ვი­ლი­სა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის, ალექ­სან­დრე გე­ჯა­ძი­სა და გია გო­გი­ას წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნა. რო­გორც მა­შინ ნაც­ვლიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ად­ვო­კატს მოკ­ლუ­ლი შვი­ლის მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბუ­ლი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო, და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერ­ტებს კი, გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის­თვის უჩივ­ლა.

ცნო­ბის­თვის, 2018 წლის 22 თე­ბერ­ვალს, ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მოკ­ლეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლადო გრი­გა­ლაშ­ვილ­მა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი სახ­ლი­დან გა­იყ­ვა­ნა და და­ნით 33 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. თა­ვი­სა და კის­რის არე­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბით ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ლადო გრი­გა­ლაშ­ვილს უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატი დააკავეს

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატი დააკავეს

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" მისმა უფლებადამცველმა, ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ონისე მარგიანმა დაუდასტურა.

ონისე მარგიანის განცხადებით, ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი სასამართლოს განჩინების საფუძველზე არის დაკავებული. მისივე თქმით, განჩინებაში არ არის მითითებული სავარაუდო დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები. უფლებადამცველი ამბობს, რომ დაკავების შესახებ განჩინება აბსურდულია და მისთვის უცნობია, რა საქმეს უკავშირდება ბრალდება.

"ძალიან ბუნდოვანია, აბსოლუტურად გაურკვეველია - მოსამართლის განჩინებით არის დაკავებული. ბრალი ხვალ წარედგინება და ხვალ უფრო ვრცელი ინფორმაცია მექნება. დღეის მდგომარეობი, მხოლოდ დაკავების შესახებ განჩინება გვაქვს, სადაც სავარაუდო დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები არ არის განმარტებული. საუბარია 373-ე მუხლზე, რომელიც გულისხმობს ცრუ დასმენას, ანგარებით, ან პირადი მოტივით. განჩინებაში კონკრეტულად ვინ, რაში დაასმინა, მითითებული არ არის. არადა, აუცილებლად, ვარაუდის დონეზე მაინც უნდა იყოს მითითებული. ამავე დროს არ არის მითითებული, რა იგულისხმება ანგარებასა და პირად მოტივში", - აცხადებს ონისე მარგიანი.

უფლებადამცველ ონისე მარგიანის თქმით, სასამართლოს ნაირა ოტიაშვილის დაკავების შუამდგომლობით ძველი თბილისის პროკურატურამ მიმართა.

„განჩინებაში უბრალოდ სტანდარტული მსჯელობაა, სასამართლო ეთანხმებაო ბრალდების შუამდგოლობასო, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მოწმეებზე ზეწოლას მოახდენსო. რა საქმესთან მიმართებაში მოახდენს ზეწოლას, რომელ მოწმეებზე განმარტებული არ არის. ან ჩაიდენს ახალ დანაშაულსო, ის ძველი რომელია ბრალი რომ უნდა წარედგინოს? რაში გამოიხატება ცრუ დასმენა?-ეს არ არის არსად, ერთი სიტყვითაც აღნიშნული“, - აცხადებს ონისე მარგიანი.

უფლებადამცველის თქმით, ადვოკატ ნაირა ოტიაშვილის ბრალი ოფიციალურად, სავარაუდოდ, 2 ოქტომბერს წარედგინება. მისივე განცხადებით, თავად ნაირა ოტიაშვილისთვისაც გაუგებარია საქმის არსი და თავადაც სვამს შეკითხვებს, „თუ ვინ და რაში დაასმინა“.

ამასთან, რამდენიმე თვის წინ, ანა ნაცვლიშვილის მამამ, მამუკა ნაცვლიშვილმა მისი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატის, ნაირა ოტიაშვილისა და დამოუკიდებელი ექსპერტების, ალექსანდრე გეჯაძისა და გია გოგიას წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. როგორც მაშინ ნაცვლიშვილმა განაცხადა, ადვოკატს მოკლული შვილის მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, დამოუკიდებელ ექსპერტებს კი, გაყალბებული ექსპერტიზისთვის უჩივლა.

ცნობისთვის, 2018 წლის 22 თებერვალს, ანა ნაცვლიშვილი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, ლადო გრიგალაშვილმა შეყვარებული სახლიდან გაიყვანა და დანით 33 ჭრილობა მიაყენა. თავისა და კისრის არეში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობებით ანა ნაცვლიშვილი ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულ საქმეზე ლადო გრიგალაშვილს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.

„ცხოვრებაში არ გვინახავს" - პაატა ბურჭულაძის ვაჟი უარყოფს, რომ გარდაცვლილი გოგონა მის კომპანიაში მუშაობდა

გამკაცრებული ზომები თუშეთის გზაზე - პოლიცია ყველა მძღოლს ალკოტესტზე შეამოწმებს

"მაღალი ბიჭი ეკითხებოდა მეორეს, "ის ხომ გადააგდეო" - "შაქარაშვილებმა, რომ გაიგონ, მაგრად დაგვარტყამენ" - რას ჰყვება ჩვენებაში საქმის ახალი მოწმე