Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შინდისის" შემოქმედებითი ჯგუფი უჩა გუგუჩიას პასუხობს: "პრემიერას სამი გმირი დაესწრო, ერთი ვერ მოვიდა... სხვებზე ინფორმაცია არ გვქონია"
"შინდისის" შემოქმედებითი ჯგუფი უჩა გუგუჩიას პასუხობს: "პრემიერას სამი გმირი დაესწრო, ერთი ვერ მოვიდა... სხვებზე ინფორმაცია არ გვქონია"

მას შემ­დეგ რაც კი­ნო­თე­ატ­რებ­ში მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი "შინ­დი­სის გმი­რე­ბი" გა­ვი­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უჩა გუ­გუ­ჩი­ას გან­ცხა­დე­ბა გავ­რცელ­და, რო­მელ­მაც ფილ­მის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გუნ­დი უყუ­რა­დღე­ბო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. მისი თქმით, შინ­დი­სის ბრძო­ლის ცო­ცხა­ლი გმი­რია და ამის მი­უ­ხე­და­ვად ფილ­მის პრე­მი­ე­რა­ზე არ და­პა­ტი­ჟეს.

"ძა­ლი­ან გთხოვთ შინ­დის­ზე ნუ­რა­ფერს მკი­თხავთ და მაგ ფილმზე არა­ფე­რი ვიცი, მე არ მი­ყუ­რე­ბია და რა­ტომ­ღაც არც პრე­მი­ე­რა­ზე მი­ვუწ­ვე­ვი­ვარ არა­ვის. სა­მა­გი­ე­როდ, ისი­ნი მი­იწ­ვი­ეს და პირ­ველ რი­გებ­ში ის­ხდნენ, ვინც მა­შინ, როცა შინ­დის­ში ბა­გა­ბუ­გი მი­დი­ო­და და ბოლო მას­რის გას­რო­ლამ­დე ვიბ­რძო­დი ჩემს გმირ ძმებ­თან ერ­თად, წი­თელ ხიდ­თან იდ­გნენ, ზოგი კი სად.... ეგ არა­ფე­რია, არ მწყე­ნია, მე მა­ინც არა­სო­დეს და ვე­რა­სო­დეს ვუ­ყუ­რებ მაგ ფილ­მს, უბ­რა­ლოდ, გა­მი­ხარ­დე­ბო­და, ვინ­მეს გავ­ხსე­ნე­ბო­დი... თუმ­ცა, მოვა დრო და მე შე­ვახ­სე­ნებ ბა­რე­ორს ჩემს თავს და დე­დებ­საც მო­უხ­სე­ნი­ებ "ლოპ ნა ლოპ" და არა ზურგს უკან. მე კი მად­ლო­ბას ვუხ­დი მსა­ხი­ო­ბებს და გა­დამ­ღებ ჯგუფს. და­ნარ­ჩენს შევხდე­ბი "ლოპ ნა ლოპ".

ზურ­გუ­ლი არა­ფე­რი ვიცი მე. იმე­დია, ნორ­მა­ლუ­რი გა­მო­ვი­დო­და რამე. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ასე მინ­და. მე­ტყვი­ან ალ­ბათ მე­გობ­რე­ბი, ვინც უყუ­რებს. მე არ მინ­და, რეკ­ლა­მა­საც ვერ ვუ­ყუ­რე ბო­ლომ­დე... მო­ვა­რი­დებ თავს. იბეჭ­დე­ბა წიგ­ნი და სრულ ვერ­სი­ას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­გებს ყვე­ლა ფაქ­ტე­ბით და არ­გუ­მენ­ტე­ბით. დად­გე­ბა ეს დღე მა­ნამ­დე ვიზა თუ არ გა­მიხ­სნა მი­ქე­ლამ, ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა მა­ნამ­დე... იმე­დია, დრო­ზე ადრე არ გა­მიშ­ვე­ბენ გაღ­მა მა­რილ­ზე, თუმ­ცა ვი­ყა­ვი უკვე მან­დაც, უკვე იქა­უ­რი ვარ ამათ ხე­ლი­დან, თუმ­ცა არ დავ­რჩი, მკი­დია მი­ქე­ლა და მისი დამ­ქა­შე­ბი, მე მა­ინც მოვ­ბრუნ­დი, მე უკვე მკვდა­რი ვარ, კაი ხნის მკვდა­რი, მე თქვენ დე­დე­ბი... ახლა არ მცხე­ლა, არ მინ­და ამ ეტაპ­ზე თქვე­ნი და­ნახ­ვაც კი, მტრე­ბო ჩემო მო­მა­რი­დეთ თავი, ძა­ლი­ან გთხოვთ... არ მინ­და არა­ფე­რი, თქვენ იყა­ვით გმი­რე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი, ოღონ­დაც ახლა არა ნამ­დვი­ლად, მაგ­რად მინ­და სი­ცო­ცხლე, ისე, რო­გორც არას­დროს" - წერს უჩა გუ­გუ­ჩია.

უჩა გუ­გუ­ჩი­ას "შინ­დი­სის” შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუფ­მა გან­ცხა­დე­ბით უპა­სუ­ხა. მათ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხუ­თი­ვე გმი­რი, რო­მე­ლიც შინ­დი­სის მო­სახ­ლე­ო­ბამ გა­და­არ­ჩი­ნა, გა­და­ღე­ბუ­ლია დო­კუ­მენ­ტურ ფილმში. რო­გორც შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი გან­მარ­ტავს, მათ­გან სამი პრე­მი­ე­რა­საც ეს­წრე­ბო­და, ერთი გა­სულ წელს გარ­და­იც­ვა­ლა, ერთი კი - სა­პა­ტიო მი­ზე­ზის გამო ფილ­მის პრე­მი­ე­რა­ზე ვერ მი­ვი­და. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სხვა გმი­რებ­ზე შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფს ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქო­ნია.

"შინ­დი­სი" 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომში რე­ა­ლუ­რად გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ასახვს. ფილ­მი ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია გმი­რუ­ლად და­ღუ­პულ ჯა­რის­კა­ცებ­ზე, შინ­დი­სე­ლებ­სა და მათ მიერ გა­დარ­ჩე­ნილ, ალ­ყა­ში მოხ­ვედ­რილ მებ­რძო­ლებ­ზე. სცე­ნა­რი ეყ­რდნო­ბა გარ­დაც­ვლი­ლი გმი­რე­ბის ოჯა­ხე­ბის მიერ მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, სო­ფელ შინ­დი­სის მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გად­მოყ­ვა­ნი­ლი დაჭ­რი­ლე­ბის ნა­ამ­ბობს. "შინ­დისს" ორი სრუმ­ლეტ­რა­ჟი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი უძღვო­და წინ.

სწო­რედ ეს დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლა და­ე­დო სა­ფუძ­ვლად მხატ­ვრუ­ლი ფილ­მის სცე­ნარს. ყვე­ლა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ჩარ­თუ­ლი მხა­რე მოწ­ვე­უ­ლი იყო ფილ­მის პრე­მი­ე­რა­ზე, მათ შო­რის მო­სახ­ლე­ო­ბის მიერ გა­დარ­ჩე­ნი­ლი, ალ­ყა­ში მოქ­ცე­უ­ლი, ხუთი მებ­რძო­ლი­დან სამი პრე­მი­ე­რას და­ეს­წრო, ერთი სა­პა­ტიო მი­ზე­ზის გამო ვერ მო­ვი­და, ერთი მებ­რძო­ლი კი გა­სულ წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

ხუთი მძი­მედ დაჭ­რი­ლი მე­ო­მა­რი, რო­მე­ლიც სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბამ სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლი­სა და რის­კის ფა­სად გა­და­არ­ჩი­ნა, ყვე­ლა­ნი გა­და­ღე­ბუ­ლი გვყავს დი­კუ­მენ­ტურ ფილ­მებ­ში, მათი და სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის მო­ნა­თხრო­ბის მი­ხედ­ვით, ასე­ვე გარ­დაც­ვლი­ლი გმი­რე­ბის ოჯა­ხე­ბის ნა­ამ­ბო­ბით, არც ჩვენ და არც მათ სხვა სამ­ხედ­რო­ებ­ზე, მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ვი­თა­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გვქო­ნია...

"შინ­დი­სის" პრე­მი­ე­რა სო­ხუ­მის და­ცე­მის დღეს, 27 სექ­ტემ­ბერს გა­ი­მარ­თა. ფილ­მი ეძღვნე­ბა "შინ­დი­სის გმი­რებ­სა" და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის თავ­გან­წი­რულ ყვე­ლა მე­ო­მარს. მი­ი­ღეთ ჩვე­ნი პა­ტი­ვის­ცე­მა, ყვე­ლა მებ­რძოლს, ვინც სამ­შობ­ლოს და­სა­ცა­ვად იბ­რძო­და, ჩვენ უდი­დეს პა­ტივს ვცემთ და მად­ლი­ე­რი ვართ მათი ფას­და­უ­დე­ბე­ლი ამა­გის გამო! "შინ­დი­სი" თი­თო­უ­ლი თქვენ­გა­ნი­სად­მი მად­ლი­ე­რე­ბი­სა და პა­ტი­ვის­ცე­მის სიმ­ბო­ლო და ქარ­თვე­ლი ჯა­რი­კა­ცე­ბის გმი­რო­ბი­სა და თავ­გან­წირ­ვის ძეგლია.

14 ოქ­ტომ­ბერს, 19:00 სა­ათ­ზე კი, ამი­რან­ში, ვე­ტე­რან­თა კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა "შინ­დი­სის" სპე­ცი­ა­ლუ­რი ჩვე­ნე­ბა, სხვა­დას­ხვა სა­ო­მარ მოქმდე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე და დაჭ­რი­ლი მებ­რძო­ლე­ბის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად ჩვე­ნე­ბას და­ეს­წრე­ბა შინ­დის­ში გა­დარ­ჩე­ნი­ლი ყვე­ლა მებ­რძო­ლი..." - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

"შინდისის" შემოქმედებითი ჯგუფი უჩა გუგუჩიას პასუხობს: "პრემიერას სამი გმირი დაესწრო, ერთი ვერ მოვიდა... სხვებზე ინფორმაცია არ გვქონია"

"შინდისის" შემოქმედებითი ჯგუფი უჩა გუგუჩიას პასუხობს: "პრემიერას სამი გმირი დაესწრო, ერთი ვერ მოვიდა... სხვებზე ინფორმაცია არ გვქონია"

მას შემდეგ რაც კინოთეატრებში მხატვრული ფილმი "შინდისის გმირები" გავიდა, სოციალურ ქსელში უჩა გუგუჩიას განცხადება გავრცელდა, რომელმაც ფილმის შემოქმედებითი გუნდი უყურადღებობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, შინდისის ბრძოლის ცოცხალი გმირია და ამის მიუხედავად ფილმის პრემიერაზე არ დაპატიჟეს.

"ძალიან გთხოვთ შინდისზე ნურაფერს მკითხავთ და მაგ ფილმზე არაფერი ვიცი, მე არ მიყურებია და რატომღაც არც პრემიერაზე მივუწვევივარ არავის. სამაგიეროდ, ისინი მიიწვიეს და პირველ რიგებში ისხდნენ, ვინც მაშინ, როცა შინდისში ბაგაბუგი მიდიოდა და ბოლო მასრის გასროლამდე ვიბრძოდი ჩემს გმირ ძმებთან ერთად, წითელ ხიდთან იდგნენ, ზოგი კი სად.... ეგ არაფერია, არ მწყენია, მე მაინც არასოდეს და ვერასოდეს ვუყურებ მაგ ფილმს, უბრალოდ, გამიხარდებოდა, ვინმეს გავხსენებოდი... თუმცა, მოვა დრო და მე შევახსენებ ბარეორს ჩემს თავს და დედებსაც მოუხსენიებ "ლოპ ნა ლოპ" და არა ზურგს უკან. მე კი მადლობას ვუხდი მსახიობებს და გადამღებ ჯგუფს. დანარჩენს შევხდები "ლოპ ნა ლოპ".

ზურგული არაფერი ვიცი მე. იმედია, ნორმალური გამოვიდოდა რამე. ყოველ შემთხვევაში, ასე მინდა. მეტყვიან ალბათ მეგობრები, ვინც უყურებს. მე არ მინდა, რეკლამასაც ვერ ვუყურე ბოლომდე... მოვარიდებ თავს. იბეჭდება წიგნი და სრულ ვერსიას აუცილებლად გაიგებს ყველა ფაქტებით და არგუმენტებით. დადგება ეს დღე მანამდე ვიზა თუ არ გამიხსნა მიქელამ, ვნახოთ, რა იქნება მანამდე... იმედია, დროზე ადრე არ გამიშვებენ გაღმა მარილზე, თუმცა ვიყავი უკვე მანდაც, უკვე იქაური ვარ ამათ ხელიდან, თუმცა არ დავრჩი, მკიდია მიქელა და მისი დამქაშები, მე მაინც მოვბრუნდი, მე უკვე მკვდარი ვარ, კაი ხნის მკვდარი, მე თქვენ დედები... ახლა არ მცხელა, არ მინდა ამ ეტაპზე თქვენი დანახვაც კი, მტრებო ჩემო მომარიდეთ თავი, ძალიან გთხოვთ... არ მინდა არაფერი, თქვენ იყავით გმირები და ყველაფერი, ოღონდაც ახლა არა ნამდვილად, მაგრად მინდა სიცოცხლე, ისე, როგორც არასდროს" - წერს უჩა გუგუჩია.

უჩა გუგუჩიას "შინდისის” შემოქმედებითი ჯგუფმა განცხადებით უპასუხა. მათ ინფორმაციით, ხუთივე გმირი, რომელიც შინდისის მოსახლეობამ გადაარჩინა, გადაღებულია დოკუმენტურ ფილმში. როგორც შემოქმედებითი ჯგუფი განმარტავს, მათგან სამი პრემიერასაც ესწრებოდა, ერთი გასულ წელს გარდაიცვალა, ერთი კი - საპატიო მიზეზის გამო ფილმის პრემიერაზე ვერ მივიდა. როგორც ამბობენ, სხვა გმირებზე შემოქმედებით ჯგუფს ინფორმაცია არ ჰქონია.

"შინდისი" 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რეალურად განვითარებულ მოვლენებს ასახვს. ფილმი ფოკუსირებულია გმირულად დაღუპულ ჯარისკაცებზე, შინდისელებსა და მათ მიერ გადარჩენილ, ალყაში მოხვედრილ მებრძოლებზე. სცენარი ეყრდნობა გარდაცვლილი გმირების ოჯახების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, სოფელ შინდისის მოსახლეობისა და საპატრიარქოს მიერ გადმოყვანილი დაჭრილების ნაამბობს. "შინდისს" ორი სრუმლეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი უძღვოდა წინ.

სწორედ ეს დოკუმენტური მასალა დაედო საფუძვლად მხატვრული ფილმის სცენარს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ჩართული მხარე მოწვეული იყო ფილმის პრემიერაზე, მათ შორის მოსახლეობის მიერ გადარჩენილი, ალყაში მოქცეული, ხუთი მებრძოლიდან სამი პრემიერას დაესწრო, ერთი საპატიო მიზეზის გამო ვერ მოვიდა, ერთი მებრძოლი კი გასულ წელს გარდაიცვალა.

ხუთი მძიმედ დაჭრილი მეომარი, რომელიც სოფლის მოსახლეობამ საკუთარი სიცოცხლისა და რისკის ფასად გადაარჩინა, ყველანი გადაღებული გვყავს დიკუმენტურ ფილმებში, მათი და სოფლის მოსახლეობის მონათხრობის მიხედვით, ასევე გარდაცვლილი გმირების ოჯახების ნაამბობით, არც ჩვენ და არც მათ სხვა სამხედროებზე, მრავალი წლის განმავლობაში არავითარი ინფორმაცია არ გვქონია...

"შინდისის" პრემიერა სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს გაიმართა. ფილმი ეძღვნება "შინდისის გმირებსა" და საქართველოსთვის თავგანწირულ ყველა მეომარს. მიიღეთ ჩვენი პატივისცემა, ყველა მებრძოლს, ვინც სამშობლოს დასაცავად იბრძოდა, ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ და მადლიერი ვართ მათი ფასდაუდებელი ამაგის გამო! "შინდისი" თითოული თქვენგანისადმი მადლიერებისა და პატივისცემის სიმბოლო და ქართველი ჯარიკაცების გმირობისა და თავგანწირვის ძეგლია.

14 ოქტომბერს, 19:00 საათზე კი, ამირანში, ვეტერანთა კვირეულის ფარგლებში გაიმართება "შინდისის" სპეციალური ჩვენება, სხვადასხვა საომარ მოქმდებაში მონაწილე და დაჭრილი მებრძოლებისთვის. შესაბამისად ჩვენებას დაესწრება შინდისში გადარჩენილი ყველა მებრძოლი..." - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ჩიქოვანმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველ პირებთან ერთად ე.წ. ტრესტის ისტორიული შენობის საკითხი განიხილა

თბილისის რომელ ქუჩებზეა შეზღუდლი ავტოტრანსპორტის მოძრაობა - რას აცხადებს შსს?

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 337 ახალი შემთხვევაა - ბოლო დღე-ღამეში 10 ადამიანი გარდაიცვალა