მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი
"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

ცოტა ხნის წინ ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ახა­ლი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი - "შინ­დი­სი" იხი­ლა, რო­მე­ლიც 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომში ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის გმი­რო­ბას ასა­ხავს.

ფილმმა კი­დევ ერთხელ გა­აღ­ვი­ძა ინ­ტე­რე­სი ომის ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ტრა­გი­კუ­ლი ბრძო­ლის ეპი­ზოდ­ზე...

11 აგ­ვის­ტოს, სო­ფელ შინ­დი­სის რკი­ნიგ­ზის სად­გურ­თან გა­მარ­თულ ბრძო­ლა­ში, 22 ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­დან ხუთი გა­დარ­ჩა: ტრის­ტან ჩი­ტი­ძე, მირ­ზა მა­ლა­ზო­ნია, გიგა მურ­ვა­ნი­ძე, ოთარ კალ­მა­ხე­ლი­ძე და თენ­გიზ ცა­ნა­ვა... ოთარ კალ­მა­ხე­ლი­ძე, შარ­შან გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა...

AMBEBI.GE ერთ-ერთ გა­დარ­ჩე­ნილს, თენ­გიზ ცა­ნა­ვას და­უ­კავ­შირ­და.

"მას შემ­დეგ 11 წელი გა­ვი­და და ყო­ველ წუთს მე­ფიქ­რე­ბა იმ კოშ­მარ­ზე... 11 აგ­ვის­ტოს, უკან­და­ხე­ვის ბრძა­ნე­ბის შემ­დეგ, უკან მოვ­დი­ო­დით. სახ­ლში ვბრუნ­დე­ბო­დით, და­რე­კი­ლიც კი გვქონ­და, სა­ღა­მოს სახ­ლში ვიქ­ნე­ბი­თო, მაგ­რამ შინ­დის­თან რუ­სე­ბის ალ­ყა­ში მოვ­ყე­ვით...

რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის მიღ­მა რუ­სე­ბი მდგა­რან და უცებ სრო­ლა აგ­ვი­ტე­ხეს. ჩვენ სა­ინ­ჟინ­რო ბრი­გა­და ვი­ყა­ვით, 22 ბი­ჭი­დან უმე­ტე­სო­ბა ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობ­დით...

- და ყვე­ლამ ერ­თად გა­და­წყვი­ტეთ, რომ ტყვედ არ ჩა­ბა­რე­ბუ­ლი­ყა­ვით...

- ტყვედ ჩა­ბა­რე­ბა­ზე ნამ­დვი­ლად წა­მი­თაც არ გვი­ფიქ­რია. ეს ალ­ბათ ქარ­თვე­ლი კა­ცის მებ­რძოლ­მა სულ­მა, ერის წარ­სულ­მა, ბევ­რმა რა­მემ გა­ნა­პი­რო­ბა. რო­დე­საც ხელ­ში ია­რა­ღი გი­ჭი­რავს, გებ­რძვი­ან და შენს მე­გობ­რებს, თა­ნა­მებ­რძო­ლებს გი­ხო­ცა­ვენ, სა­ნამ შე­გიძ­ლია, უნდა იბ­რძო­ლო! ისე­თი ბი­ჭე­ბი ვი­ყა­ვით იქ, ისე­თი შეკ­რუ­ლე­ბი, გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო ტყვედ ჩა­ბა­რე­ბა...

მერე რა მოხ­და და რო­გორ, თან­მიმ­დევ­რუ­ლად არ მახ­სოვს, მაგ­რამ მახ­სოვს, რომ ტყვი­ე­ბი რომ დაგ­ვიმ­თავ­რდა, ჩვენს და­ღუ­პულ ბი­ჭებს ავარ­თვით და იმას ვის­რო­დი. დაჭ­რი­ლი ვი­ყა­ვი... მე და ოთარ კალ­მა­ხე­ლი­ძე ერ­თად და­ვი­ჭე­რით, ერთი გას­რო­ლის­გან. სის­ხლის­გან ვიც­ლე­ბო­დით, მა­ინც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ვუ­წევ­დით... 80-მდე ჭრი­ლო­ბა მქონ­და სა­ხე­სა და მკლა­ვებ­ში, მკერ­დის ჭრი­ლო­ბე­ბის­გან ჯავ­შან­ჟი­ლეტ­მა და­მიც­ვა, თო­რემ ად­გილ­ზე მოვ­კვდე­ბო­დი...

- ერთ სა­ათ­ზე მეტ­ხანს უწევ­დით წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას, არა?

- დიახ, შე­საძ­ლოა ორიც კი იყო... არ ვიცი, ვერ ვხსნი და არც ვიცი, სხვა­ნა­ი­რად რო­გორ უნდა მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვით... რო­დე­საც უკვე ტყვია დაგ­ვიმ­თავ­რდა, ჩვე­ნი მხრი­დან სრო­ლე­ბი თან­და­თან მი­სუს­ტდა, ბო­ლოს კი სულ მი­ნელ­და, რუ­სე­ბი თან­და­თან ჩვენ­სკენ მო­ი­წევ­დნენ, რუ­სუ­ლი სა­უ­ბა­რი გვეს­მო­და.

შე­ნო­ბის შიგ­ნით სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებ­და... მტვრის და ნან­გრე­ვე­ბის ბუღი იდგა, მაგ­რამ ჩვე­ნი და­ხო­ცი­ლი ბი­ჭე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ამო­ვი­ცა­ნი. ჩვენ­თან ახ­ლოს იყო ალე­კო ონი­ა­ნიც, რო­მელ­საც ზო­ი­ძე ჰყავ­და ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი. ბი­ჭე­ბო, მცი­ვაო, გვი­თხრა...

მერე მახ­სოვს, რომ ალე­კომ "მა­მაო ჩვე­ნოს" თქმა და­ი­წყო და ჩვენც ავ­ყე­ვით... ამ დროს მოგ­ვად­გნენ რუ­სე­ბი, მისი ტყვედ აყ­ვა­ნა უნ­დო­დათ, მაგ­რამ РГД-ს ყუმ­ბა­რა გახ­სნა... მხო­ლოდ იმის დაყ­ვი­რე­ბა მო­ვას­წა­რით: რას შვე­ბი, ბი­ჭოო... ოთა­რი მას­თან უფრო ახ­ლოს იწვა და აფეთ­ქე­ბის წნე­ვის­გან გა­ი­თი­შა... მერე მეც ბევ­რი არა­ფე­რი მახ­სოვს, თუმ­ცა, გა­ვი­გე, რომ ტყვი­ე­ბი "გა­დაგ­ვა­ტა­რეს", ოღონდ შო­რი­დან, შიგ­ნით არ შე­მო­სუ­ლან. გა­დავ­რჩით...

- რო­გორ გა­მო­აღ­წი­ეთ?

- გვი­ან ღამე. რუ­სე­ბის ხმა გვეს­მო­და. შიგ­ნით მა­ინც არ შე­მო­დი­ოდ­ნენ. ჩვენ, სა­ვა­რა­უ­დოდ, მკვდრე­ბი ვე­გო­ნეთ, მაგ­რამ მა­ინც ვერ ბე­დავ­დნენ შე­მოს­ვლას... და­ახ­ლო­ე­ბით, ღა­მის 11 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, ოთა­რის ვუ­თხა­რი: შენ მა­ინც უშ­ვე­ლე თავს, ან მო­სახ­ლე­ო­ბას გა­ა­გე­ბი­ნე, რომ აქ დაჭ­რი­ლე­ბი ვართ, იქ­ნებ დაგ­ვეხ­მა­რონ-მეთ­ქი. ვერ შევ­ძლებ, სის­ხლის­გან ვიც­ლე­ბიო, მი­თხრა...

სხვა გზა არ იყო, ძლივს, ხოხ­ვა-ხოხ­ვით წა­ვე­დი მო­სახ­ლე­ბის­კენ. ამ რკი­ნიგ­ზა­სა და და­სახ­ლე­ბას შო­რის, საკ­მა­ოდ ღრმა თხრი­ლი გა­დის და იქ ჩავ­ცურ­დი. ამ დროს რუ­სე­ბის მძი­მე ტექ­ნი­კის ხმა გა­ვი­გე, ეტყო­ბა, შე­მოვ­ლას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ. შე­მე­შინ­და, არ და­მი­ნა­ხონ-მეთ­ქი, ტან­ჯვით ამოვ­ძვე­რი და გზის მე­ო­რე მხა­რეს გა­დავ­ფორ­თხდი.

ად­ვი­ლად კი ვყვე­ბი, მაგ­რამ შე­ნო­ბი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ, იმ­დენ ხანს მო­მი­წია ფორ­თხვამ, რუ­სე­ბის კო­ლო­ნა რომ და­ვი­ნა­ხე, უკვე თენ­დე­ბო­და, დი­ლის 5-6 სა­ა­თი იყო...

მო­სახ­ლე­ო­ბას ლო­ბიო ჰქონ­და და­თე­სი­ლი და იქ ჩავ­წე­ქი რუ­სე­ბი არც მერე ჩა­სუ­ლან ქვე­მოთ, ანუ სად­გუ­რის შე­ნო­ბამ­დე, ისე, რომ მძი­მე ტექ­ნი­კი­დან არც ჩა­მო­სუ­ლან, ჩვე­ნი მან­ქა­ნე­ბი და­ცხრი­ლეს. თა­ვის წა­მო­წე­ვი­საც კი მე­ში­ნო­და, ვინ­მემ არ შე­მამ­ჩნი­ოს-მეთ­ქი. ეს უკვე 12 აგ­ვის­ტო იყო...

ხე­ლებ­ში, სხე­ულ­ში ძალა გა­მოც­ლი­ლი მქონ­და და მიგ­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ამ დროს ვი­ღა­ცე­ბის ხმა შე­მო­მეს­მა. თვა­ლებ­ში მიბ­ნელ­დე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც შე­ვამ­ჩნიე - ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტან­საც­მე­ლი ეც­ვათ. ძა­ლი­ან სუს­ტად ვი­ყა­ვი. მა­ინც ვკვდე­ბი-მეთ­ქი ვი­ფიქ­რე და და­ვუ­ძა­ხე - ქარ­თვე­ლე­ბი ხართ? შვი­ლო, გე­ძებ­დი­თო, შვე­ბით თქვეს და ჩემ­სკენ გა­მო­იქ­ცნენ.

ეს იყო ჩვე­ნი გა­დამ­რჩე­ნე­ლი ბად­რი, იგი­ვე ახ­მეტ ხუ­ციშ­ვი­ლი და მისი ახ­ლო­ბე­ლი, კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი... ვერ აგიღ­წერთ ემო­ცი­ას, სი­ხა­რულს, რო­გორც ჩემ­სას, ისე მათ­სას...

პირ­ვე­ლი რაც გა­ვა­კე­თე, ახ­მე­ტას ტე­ლე­ფო­ნი­დან სახ­ლში დავ­რე­კე და მე­უღ­ლეს ვუ­თხა­რი - ცო­ცხა­ლი ვარ-მეთ­ქი... ჩემი ტე­ლე­ფო­ნი, იმ ორ­მხრი­ვი სრო­ლის დროს თა­ვად და­ვამ­ტვრიე, არ მინ­დო­და, ჩე­მე­ბი რომ და­მი­რე­კავ­დნენ, ვინ­მე რუსს ეთ­ქვა: აქ ბევ­რი მკვდა­რია, თქვენ რო­მე­ლი გინ­და­თო...

ერთი სი­ტყვით, უკვე გა­თე­ნე­ბუ­ლი იყო და ვერ წა­მიყ­ვან­დნენ. მე­ო­რე დღეს მო­ვიდ­ნენ და წა­მიყ­ვა­ნეს.

ახ­მე­ტამ და მის­მა მე­უღ­ლემ, ცხო­ნე­ბულ­მა ხა­ტი­ამ ჭრი­ლო­ბე­ბი გა­მი­სუფ­თა­ვეს... ახ­ლაც არ ვიცი, შინ­დის­ში ჩემი რო­გორ ახ­ლო­ბე­ლი შე­მო­ვი­და ჩემს წა­საყ­ვა­ნად. სოფ­ლის აფ­თი­ა­ქე­ბი ისე­დაც გა­ტე­ხი­ლი იყო, ზოგი ამათ გა­ა­ღეს და იქი­დან მე­დი­კა­მენ­ტე­ბი წა­მო­ი­ღეს...

- და­ნარ­ჩე­ნი დაჭ­რი­ლე­ბი რო­დის გა­მო­იყ­ვა­ნეს?

- მე მხო­ლოდ ოთარ­ზე მქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ცო­ცხა­ლი იყო და მა­შინ­ვე ვუ­თხა­რი, იქ კი­დევ ერთი ჩემი მე­გო­ბა­რია-მეთ­ქი. ოთარს, ში­ნა­უ­რე­ბი "შტეფ­სე­ლას" ვე­ძახ­დით. ჯარ­ში სულ ტე­ლე­ფონ­ში იყო შემ­ძვრა­ლი, სულ უჯ­დე­ბო­და და სულ ოთა­ხის იმ ად­გი­ლას იჯდა, სა­დაც დე­ნის შე­სა­ერ­თე­ბე­ლი იყო...

რო­გორც კი და­ღამ­დე­ბო­და, მი­დი­ოდ­ნენ მათ სა­ძებ­ნე­ლად. ასე იპო­ვეს, ოთარ კალ­მა­ხე­ლი­ძეც. სამ­ხედ­რო ფორ­მა გა­უხ­დი­ათ, თა­ვი­ან­თი ძვე­ლი ტან­საც­მე­ლი ჩა­უც­მე­ვი­ათ და ისე წა­მო­იყ­ვა­ნეს... ახ­მე­ტას გული არ უთ­მენ­და და მა­ინც იპა­რე­ბო­და იქა­უ­რო­ბის სა­ნა­ხა­ვად - ბი­ჭებს და­საფ­ლა­ვე­ბა სჭირ­დე­ბა­თო. ასე იპო­ვეს კი­დევ სამი: ტრის­ტან ჩი­ტი­ძე, მირ­ზა მა­ლა­ზო­ნია და გიგა მურ­ვა­ნი­ძე. ყვე­ლა­ნი დაც­ლილ, უკვე და­კე­ტილ სახ­ლებ­ში გა­დაგ­ვა­ნა­წი­ლეს.

მე, ოთა­რი და ჩი­ტი­ძე, ერთ სახ­ლში ვი­ყა­ვით, და­ნარ­ჩე­ნი ორი სხვა­გან, მაგ­რამ ყვე­ლას ახ­მე­ტა გვივ­ლი­და. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ჭრი­ლო­ბებს გვი­მუ­შა­ვებ­და, გვაჭ­მევ­და...

- იქი­დან რო­გორ გა­მო­გიყ­ვა­ნეს?

- რო­დე­საც შინ­დის­ში ცხედ­რე­ბის გა­მო­საყ­ვა­ნად სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი შე­მო­ვიდ­ნენ, მა­შინ გა­მოგ­ვიყ­ვა­ნეს. ერთ კო­ლო­ნა­ში ვი­ყა­ვით, ოღონდ, ჩვენ რე­ა­ნო­მო­ბი­ლებ­ში გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს, რო­მე­ლიც სამ­ღვდე­ლო­ე­ბამ შე­მო­იყ­ვა­ნა...

- გა­ნაგ­რძობთ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნას?

- სამ­კურ­ნა­ლო შვე­ბუ­ლე­ბა­ში ვარ. პე­რი­ო­დუ­ლად გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში დავ­დი­ვარ. ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, ტკი­ვი­ლე­ბი უფრო და უფრო მა­წუ­ხებს, ჯერ კი­დევ მაქვს სხე­ულ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი ნაღ­მის ნამ­სხვრე­ვე­ბი, რად­გან ყვე­ლას ამო­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, ისეთ ად­გი­ლებ­შია... თუმ­ცა, მკურ­ნა­ლო­ბას ვაგ­რძე­ლებ.

- ყვე­ლა გა­დარ­ჩე­ნილს ახ­მე­ტას­თან მუდ­მი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ?

- ახ­მე­ტა ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რია, ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის... რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვქონ­დეს?! ოთა­რის და­კარ­გვა, ოჯა­ხის წევ­რის და­კარ­გვა­სა­ვით გა­ნი­ცა­და, ისე­ვე, რო­გორც ჩვენ, და­ნარ­ჩე­ნებ­მა... წუთი არ გავა არ ვი­ფიქ­რო, რო­გორ გა­დავ­რჩით მა­შინ, უფრო სწო­რად, რო­გორ გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა ახ­მე­ტამ...

ძა­ლი­ან მძი­მე იყო ჩემ­თვის იმ ფილ­მის - “შინ­დი­სის” ნახ­ვა. ოჯახ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი მიწ­ვე­უ­ლი, პრე­მი­ე­რა­ზე კი­ნო­თე­ატრ "ამი­რან­ში". ჩემ­თან ერ­თად, სხვა გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი იყ­ვნენ, ოთა­რი ვერ მო­ეს­წრო... ყვე­ლა­ფე­რი გან­გვი­ახ­ლდა... თუმ­ცა, ძა­ლი­ან მოგ­ვე­წო­ნა.

მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი მყავს, ბიჭი სტუ­დენ­ტია, გოგო ჯერ პა­ტა­რაა... ასე გრძელ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა. არის რა­ღაც ყვე­ლა­ფერ­ზე ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში, რომ­ლის­თვი­საც ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა ღირს, ეს სამ­შობ­ლოა. ჩვენ კი, მე და ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა, მგო­ნი, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ მის­თვის..."

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნნ
0
დიდება ცოცხალ და დაღუპულ გმირებს!!!
სიმონი
0
დიდება გმირებს
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

ცოტა ხნის წინ ქართულმა საზოგადოებამ ახალი მხატვრული ფილმი - "შინდისი" იხილა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ქართველი სამხედროებისა და ადგილობრივი მოსახლეობის გმირობას ასახავს.

ფილმმა კიდევ ერთხელ გააღვიძა ინტერესი ომის ამ მნიშვნელოვანი და ტრაგიკული ბრძოლის ეპიზოდზე...

11 აგვისტოს, სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან გამართულ ბრძოლაში, 22 ქართველი სამხედროდან ხუთი გადარჩა: ტრისტან ჩიტიძე, მირზა მალაზონია, გიგა მურვანიძე, ოთარ კალმახელიძე და თენგიზ ცანავა... ოთარ კალმახელიძე, შარშან გულის შეტევით გარდაიცვალა...

AMBEBI.GE ერთ-ერთ გადარჩენილს, თენგიზ ცანავას დაუკავშირდა.

"მას შემდეგ 11 წელი გავიდა და ყოველ წუთს მეფიქრება იმ კოშმარზე... 11 აგვისტოს, უკანდახევის ბრძანების შემდეგ, უკან მოვდიოდით. სახლში ვბრუნდებოდით, დარეკილიც კი გვქონდა, საღამოს სახლში ვიქნებითო, მაგრამ შინდისთან რუსების ალყაში მოვყევით...

რკინიგზის სადგურის მიღმა რუსები მდგარან და უცებ სროლა აგვიტეხეს. ჩვენ საინჟინრო ბრიგადა ვიყავით, 22 ბიჭიდან უმეტესობა ერთმანეთს ვიცნობდით...

- და ყველამ ერთად გადაწყვიტეთ, რომ ტყვედ არ ჩაბარებულიყავით...

- ტყვედ ჩაბარებაზე ნამდვილად წამითაც არ გვიფიქრია. ეს ალბათ ქართველი კაცის მებრძოლმა სულმა, ერის წარსულმა, ბევრმა რამემ განაპირობა. როდესაც ხელში იარაღი გიჭირავს, გებრძვიან და შენს მეგობრებს, თანამებრძოლებს გიხოცავენ, სანამ შეგიძლია, უნდა იბრძოლო! ისეთი ბიჭები ვიყავით იქ, ისეთი შეკრულები, გამორიცხული იყო ტყვედ ჩაბარება...

მერე რა მოხდა და როგორ, თანმიმდევრულად არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ ტყვიები რომ დაგვიმთავრდა, ჩვენს დაღუპულ ბიჭებს ავართვით და იმას ვისროდი. დაჭრილი ვიყავი... მე და ოთარ კალმახელიძე ერთად დავიჭერით, ერთი გასროლისგან. სისხლისგან ვიცლებოდით, მაინც წინააღმდეგობას ვუწევდით... 80-მდე ჭრილობა მქონდა სახესა და მკლავებში, მკერდის ჭრილობებისგან ჯავშანჟილეტმა დამიცვა, თორემ ადგილზე მოვკვდებოდი...

- ერთ საათზე მეტხანს უწევდით წინააღმდეგობას, არა?

- დიახ, შესაძლოა ორიც კი იყო... არ ვიცი, ვერ ვხსნი და არც ვიცი, სხვანაირად როგორ უნდა მოვქცეულიყავით... როდესაც უკვე ტყვია დაგვიმთავრდა, ჩვენი მხრიდან სროლები თანდათან მისუსტდა, ბოლოს კი სულ მინელდა, რუსები თანდათან ჩვენსკენ მოიწევდნენ, რუსული საუბარი გვესმოდა.

შენობის შიგნით საშინელება ტრიალებდა... მტვრის და ნანგრევების ბუღი იდგა, მაგრამ ჩვენი დახოცილი ბიჭებიდან რამდენიმე ამოვიცანი. ჩვენთან ახლოს იყო ალეკო ონიანიც, რომელსაც ზოიძე ჰყავდა ჩახუტებული. ბიჭებო, მცივაო, გვითხრა...

მერე მახსოვს, რომ ალეკომ "მამაო ჩვენოს" თქმა დაიწყო და ჩვენც ავყევით... ამ დროს მოგვადგნენ რუსები, მისი ტყვედ აყვანა უნდოდათ, მაგრამ РГД-ს ყუმბარა გახსნა... მხოლოდ იმის დაყვირება მოვასწარით: რას შვები, ბიჭოო... ოთარი მასთან უფრო ახლოს იწვა და აფეთქების წნევისგან გაითიშა... მერე მეც ბევრი არაფერი მახსოვს, თუმცა, გავიგე, რომ ტყვიები "გადაგვატარეს", ოღონდ შორიდან, შიგნით არ შემოსულან. გადავრჩით...

- როგორ გამოაღწიეთ?

- გვიან ღამე. რუსების ხმა გვესმოდა. შიგნით მაინც არ შემოდიოდნენ. ჩვენ, სავარაუდოდ, მკვდრები ვეგონეთ, მაგრამ მაინც ვერ ბედავდნენ შემოსვლას... დაახლოებით, ღამის 11 საათი იქნებოდა, ოთარის ვუთხარი: შენ მაინც უშველე თავს, ან მოსახლეობას გააგებინე, რომ აქ დაჭრილები ვართ, იქნებ დაგვეხმარონ-მეთქი. ვერ შევძლებ, სისხლისგან ვიცლებიო, მითხრა...

სხვა გზა არ იყო, ძლივს, ხოხვა-ხოხვით წავედი მოსახლებისკენ. ამ რკინიგზასა და დასახლებას შორის, საკმაოდ ღრმა თხრილი გადის და იქ ჩავცურდი. ამ დროს რუსების მძიმე ტექნიკის ხმა გავიგე, ეტყობა, შემოვლას ახორციელებდნენ. შემეშინდა, არ დამინახონ-მეთქი, ტანჯვით ამოვძვერი და გზის მეორე მხარეს გადავფორთხდი.

ადვილად კი ვყვები, მაგრამ შენობიდან გამოსვლის შემდეგ, იმდენ ხანს მომიწია ფორთხვამ, რუსების კოლონა რომ დავინახე, უკვე თენდებოდა, დილის 5-6 საათი იყო...

მოსახლეობას ლობიო ჰქონდა დათესილი და იქ ჩავწექი რუსები არც მერე ჩასულან ქვემოთ, ანუ სადგურის შენობამდე, ისე, რომ მძიმე ტექნიკიდან არც ჩამოსულან, ჩვენი მანქანები დაცხრილეს. თავის წამოწევისაც კი მეშინოდა, ვინმემ არ შემამჩნიოს-მეთქი. ეს უკვე 12 აგვისტო იყო...

ხელებში, სხეულში ძალა გამოცლილი მქონდა და მიგდებული ვიყავი. ამ დროს ვიღაცების ხმა შემომესმა. თვალებში მიბნელდებოდა, მაგრამ მაინც შევამჩნიე - ჩვეულებრივი ტანსაცმელი ეცვათ. ძალიან სუსტად ვიყავი. მაინც ვკვდები-მეთქი ვიფიქრე და დავუძახე - ქართველები ხართ? შვილო, გეძებდითო, შვებით თქვეს და ჩემსკენ გამოიქცნენ.

ეს იყო ჩვენი გადამრჩენელი ბადრი, იგივე ახმეტ ხუციშვილი და მისი ახლობელი, კიდევ ერთი ადგილობრივი... ვერ აგიღწერთ ემოციას, სიხარულს, როგორც ჩემსას, ისე მათსას...

პირველი რაც გავაკეთე, ახმეტას ტელეფონიდან სახლში დავრეკე და მეუღლეს ვუთხარი - ცოცხალი ვარ-მეთქი... ჩემი ტელეფონი, იმ ორმხრივი სროლის დროს თავად დავამტვრიე, არ მინდოდა, ჩემები რომ დამირეკავდნენ, ვინმე რუსს ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო...

ერთი სიტყვით, უკვე გათენებული იყო და ვერ წამიყვანდნენ. მეორე დღეს მოვიდნენ და წამიყვანეს.

ახმეტამ და მისმა მეუღლემ, ცხონებულმა ხატიამ ჭრილობები გამისუფთავეს... ახლაც არ ვიცი, შინდისში ჩემი როგორ ახლობელი შემოვიდა ჩემს წასაყვანად. სოფლის აფთიაქები ისედაც გატეხილი იყო, ზოგი ამათ გააღეს და იქიდან მედიკამენტები წამოიღეს...

- დანარჩენი დაჭრილები როდის გამოიყვანეს?

- მე მხოლოდ ოთარზე მქონდა ინფორმაცია, რომ ცოცხალი იყო და მაშინვე ვუთხარი, იქ კიდევ ერთი ჩემი მეგობარია-მეთქი. ოთარს, შინაურები "შტეფსელას" ვეძახდით. ჯარში სულ ტელეფონში იყო შემძვრალი, სულ უჯდებოდა და სულ ოთახის იმ ადგილას იჯდა, სადაც დენის შესაერთებელი იყო...

როგორც კი დაღამდებოდა, მიდიოდნენ მათ საძებნელად. ასე იპოვეს, ოთარ კალმახელიძეც. სამხედრო ფორმა გაუხდიათ, თავიანთი ძველი ტანსაცმელი ჩაუცმევიათ და ისე წამოიყვანეს... ახმეტას გული არ უთმენდა და მაინც იპარებოდა იქაურობის სანახავად - ბიჭებს დასაფლავება სჭირდებათო. ასე იპოვეს კიდევ სამი: ტრისტან ჩიტიძე, მირზა მალაზონია და გიგა მურვანიძე. ყველანი დაცლილ, უკვე დაკეტილ სახლებში გადაგვანაწილეს.

მე, ოთარი და ჩიტიძე, ერთ სახლში ვიყავით, დანარჩენი ორი სხვაგან, მაგრამ ყველას ახმეტა გვივლიდა. შეძლებისდაგვარად, ჭრილობებს გვიმუშავებდა, გვაჭმევდა...

- იქიდან როგორ გამოგიყვანეს?

- როდესაც შინდისში ცხედრების გამოსაყვანად სასულიერო პირები შემოვიდნენ, მაშინ გამოგვიყვანეს. ერთ კოლონაში ვიყავით, ოღონდ, ჩვენ რეანომობილებში გადაგვიყვანეს, რომელიც სამღვდელოებამ შემოიყვანა...

- განაგრძობთ სამხედრო სამსახურში ყოფნას?

- სამკურნალო შვებულებაში ვარ. პერიოდულად გორის სამხედრო ჰოსპიტალში დავდივარ. ასაკის მატებასთან ერთად, ტკივილები უფრო და უფრო მაწუხებს, ჯერ კიდევ მაქვს სხეულში ჩარჩენილი ნაღმის ნამსხვრევები, რადგან ყველას ამოღება არ შეიძლება, ისეთ ადგილებშია... თუმცა, მკურნალობას ვაგრძელებ.

- ყველა გადარჩენილს ახმეტასთან მუდმივი ურთიერთობა გაქვთ?

- ახმეტა ჩვენი ოჯახის წევრია, ყველა ჩვენგანის... როგორ შეიძლება მასთან ურთიერთობა არ გვქონდეს?! ოთარის დაკარგვა, ოჯახის წევრის დაკარგვასავით განიცადა, ისევე, როგორც ჩვენ, დანარჩენებმა... წუთი არ გავა არ ვიფიქრო, როგორ გადავრჩით მაშინ, უფრო სწორად, როგორ გადაგვარჩინა ახმეტამ...

ძალიან მძიმე იყო ჩემთვის იმ ფილმის - “შინდისის” ნახვა. ოჯახთან ერთად ვიყავი მიწვეული, პრემიერაზე კინოთეატრ "ამირანში". ჩემთან ერთად, სხვა გადარჩენილები იყვნენ, ოთარი ვერ მოესწრო... ყველაფერი განგვიახლდა... თუმცა, ძალიან მოგვეწონა.

მეუღლე და ორი შვილი მყავს, ბიჭი სტუდენტია, გოგო ჯერ პატარაა... ასე გრძელდება ცხოვრება. არის რაღაც ყველაფერზე ძვირფასი ადამიანის ცხოვრებაში, რომლისთვისაც ყველაფრის გაკეთება ღირს, ეს სამშობლოა. ჩვენ კი, მე და ჩემმა მეგობრებმა, მგონი, ყველაფერი გავაკეთეთ მისთვის..."

"მაქსიმუმ ორ კვირაში ავაფრენთ პირველ სუ-25-ს" - ჯუანშერ ბურჭულაძე

რა ახალი იარაღი შეიძინა თავდაცვის სამინისტრომ ქართული არმიისთვის?

საბჭოთა კონტრდაზვერვის ყველაზე დიდი მარცხი: ვინ იყო აშშ-ის საიდუმლო აგენტი, რომელიც კრემლში, ბრეჟნევის გვერდით, წლების განმავლობაში იმყოფებოდა