პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
56 წლის მამაკაცი ეკა ჩხეიძეს მუქარით აიძულებდა მასზე დაქორწინებას - ბრალდებული დააკავეს
56 წლის მამაკაცი ეკა ჩხეიძეს მუქარით აიძულებდა მასზე დაქორწინებას - ბრალდებული დააკავეს

მსა­ხი­ობ ეკა ჩხე­ი­ძის მი­მართ ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბის ბრალ­დე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 56 წლის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს. მის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში დღეს იმ­სჯე­ლეს.

რო­გორც სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რემ სა­კუ­თარ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა­ში გა­ნა­ცხა­და, და­კა­ვე­ბუ­ლი 2 წე­ლია, რაც მსა­ხი­ობ ეკა ჩხე­ი­ძეს იც­ნობს და მას პე­რი­ო­დუ­ლად სტუმ­რობ­და სახ­ლთან, სამ­სა­ხურ­თან და სთხოვ­და ქორ­წი­ნე­ბას, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი, მას ემუქ­რე­ბო­და, რომ თავს მო­იკ­ლავ­და.

პრო­კუ­რორ ანა მეტ­რე­ვე­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბულ­მა 28 სექ­ტემ­ბერს, დღის სა­ა­თებ­ში, ეკა ჩხე­ი­ძის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის სა­დარ­ბა­ზო­ში პნევ­მა­ტუ­რი ია­რა­ღი­დან გა­ის­რო­ლა, რის შემ­დე­გაც ჩხე­ი­ძემ 112-ში და­რე­კა, ვი­ნა­ი­დან ბრალ­დე­ბუ­ლი მას თვით­მკვლე­ლო­ბით ემუქ­რე­ბო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ბრალ­დე­ბულს, მან სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ თავს დამ­ნა­შა­ვედ სცნობ­და, და­ნარ­ჩენ­ზე კი არ ისა­უბ­რებ­და. სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბას, დაც­ვა კი, 2 000 ლა­რის შე­ფარ­დე­ბას ითხოვ­და.

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 3 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­ე­ფარ­და პა­ტიმ­რო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით.

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 150-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს.

წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 31 ოქ­ტომ­ბერს, 11 სა­ათ­ზე და­ი­ნიშ­ნა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

56 წლის მამაკაცი ეკა ჩხეიძეს მუქარით აიძულებდა მასზე დაქორწინებას - ბრალდებული დააკავეს

56 წლის მამაკაცი ეკა ჩხეიძეს მუქარით აიძულებდა მასზე დაქორწინებას - ბრალდებული დააკავეს

მსახიობ ეკა ჩხეიძის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით სამართალდამცავებმა 56 წლის მამაკაცი დააკავეს. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს იმსჯელეს.

როგორც სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ საკუთარ შუამდგომლობაში განაცხადა, დაკავებული 2 წელია, რაც მსახიობ ეკა ჩხეიძეს იცნობს და მას პერიოდულად სტუმრობდა სახლთან, სამსახურთან და სთხოვდა ქორწინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მას ემუქრებოდა, რომ თავს მოიკლავდა.

პროკურორ ანა მეტრეველის განცხადებით, ბრალდებულმა 28 სექტემბერს, დღის საათებში, ეკა ჩხეიძის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში პნევმატური იარაღიდან გაისროლა, რის შემდეგაც ჩხეიძემ 112-ში დარეკა, ვინაიდან ბრალდებული მას თვითმკვლელობით ემუქრებოდა.

რაც შეეხება თავად ბრალდებულს, მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ სცნობდა, დანარჩენზე კი არ ისაუბრებდა. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას, დაცვა კი, 2 000 ლარის შეფარდებას ითხოვდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა პატიმრობის უზრუნველყოფით.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ქორწინების იძულებას გულისხმობს.

წინასასამართლო სხდომა 31 ოქტომბერს, 11 საათზე დაინიშნა.

"გამორიცხულია, რომ შევიბა სამაჯური... არ დავემორჩილები" - პროკურატურა ნიკა მელიასთვის 100 000-ლარიან გირაოს და საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვას ითხოვს

"აგენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციებით გაიხსნა დანაშაული" - რა იციან ავჭალაში მოკლულის ოჯახმა და ადვოკატმა მაღაზიის მეპატრონეზე, რომელსაც პოლიცია ეძებს?

ინციდენტი ციხეში - გიორგი რურუას ერთ-ერთმა ბრალდებულმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა