პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძაშვილებს 75 წლის განმავლობაში ერთმანეთი გარდაცვლილი ეგონათ - ემოციურმა შეხვედრამ ინტერნეტმომხმარებლები აატირა
ბიძაშვილებს 75 წლის განმავლობაში ერთმანეთი გარდაცვლილი ეგონათ - ემოციურმა შეხვედრამ ინტერნეტმომხმარებლები აატირა

მო­რის სანა 75 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ მისი ბი­ძაშ­ვი­ლი და უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი - სა­ი­მონ მა­ი­რო­ვი­ცი გარ­დაც­ვლი­ლი იყო. თუმ­ცა მათი ცხოვ­რე­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა - ის­რა­ელ­ში 87 წლის სა­ნა­სა და 85 წლის მა­ი­რო­ვი­ცის ცრემ­ლი­ა­ნი და უზო­მოდ ემო­ცი­უ­რი შეხ­ვედ­რა შედ­გა.

ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი 1940 წლამ­დე უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც რუ­მი­ნე­თი ნა­ცის­ტებ­მა და­ი­პყრეს, მათი ოჯა­ხე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ, ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ. გან­შო­რე­ბის შემ­დეგ სა­ნა­სა და მა­ი­რო­ვიცს ერ­თმა­ნე­თი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ეგო­ნათ.

რამ­დე­ნი­მე ათწლე­უ­ლის შემ­დეგ კი სა­ნას ქა­ლიშ­ვილ­მა და ძმიშ­ვილ­მა ნა­თე­სა­ვე­ბი „ფე­ის­ბუ­ქით“ მო­ი­ძი­ეს და სა­ბო­ლო­ოდ, აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ მა­ი­რო­ვი­ცი ცო­ცხა­ლია და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ცხოვ­რობს.

ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს თელ-ავივ­ში შეხ­ვდნენ. ემო­ცი­ე­ბის­გან სა­უ­ბა­რი ორი­ვეს უჭირ­და, შეხ­ვედ­რის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო და ფო­ტო­ე­ბი ოჯა­ხის წევ­რებ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ა­ზი­ა­რეს.

„ბედ­ნი­ე­რი ვარ, ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ კი­დევ რომ შეგ­ხვდი... 75 წელი გა­ვი­და...“ - ამ­ბობს ცრემ­ლი­ა­ნი მა­ი­რო­ვი­ცი.

შეხ­ვედ­რის ვი­დეო და ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ათო­ბით ათას­მა ადა­მი­ან­მა გა­ა­ზი­ა­რა. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბი­ძაშ­ვი­ლე­ბის შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი და იმავდრო­უ­ლად, სევ­დი­ა­ნია და იმედს გა­მოთ­ქვა­მენ, რომ მათ კი­დევ ბევ­რი წელი ექ­ნე­ბათ ერ­თად გა­სა­ტა­რებ­ლად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს
ავტორი:

ბიძაშვილებს 75 წლის განმავლობაში ერთმანეთი გარდაცვლილი ეგონათ - ემოციურმა შეხვედრამ ინტერნეტმომხმარებლები აატირა

ბიძაშვილებს 75 წლის განმავლობაში ერთმანეთი გარდაცვლილი ეგონათ - ემოციურმა შეხვედრამ ინტერნეტმომხმარებლები აატირა

მორის სანა 75 წლის განმავლობაში დარწმუნებული იყო, რომ მისი ბიძაშვილი და უახლოესი მეგობარი - საიმონ მაიროვიცი გარდაცვლილი იყო. თუმცა მათი ცხოვრება რამდენიმე დღის წინ რადიკალურად შეიცვალა - ისრაელში 87 წლის სანასა და 85 წლის მაიროვიცის ცრემლიანი და უზომოდ ემოციური შეხვედრა შედგა.

ბიძაშვილები 1940 წლამდე უახლოესი მეგობრები იყვნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც რუმინეთი ნაცისტებმა დაიპყრეს, მათი ოჯახები იძულებულები გახდნენ, ქვეყნიდან გაქცეულიყვნენ. განშორების შემდეგ სანასა და მაიროვიცს ერთმანეთი მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკში გარდაცვლილი ეგონათ.

რამდენიმე ათწლეულის შემდეგ კი სანას ქალიშვილმა და ძმიშვილმა ნათესავები „ფეისბუქით“ მოიძიეს და საბოლოოდ, აღმოაჩინეს, რომ მაიროვიცი ცოცხალია და დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს.

ბიძაშვილები ერთმანეთს თელ-ავივში შეხვდნენ. ემოციებისგან საუბარი ორივეს უჭირდა, შეხვედრის ამსახველი ვიდეო და ფოტოები ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში გააზიარეს.

„ბედნიერი ვარ, ამდენი წლის შემდეგ კიდევ რომ შეგხვდი... 75 წელი გავიდა...“ - ამბობს ცრემლიანი მაიროვიცი.

შეხვედრის ვიდეო და ფოტოები სოციალურ ქსელებში ათობით ათასმა ადამიანმა გააზიარა. ინტერნეტმომხმარებლები ამბობენ, რომ ბიძაშვილების შეხვედრა ძალიან ბედნიერი და იმავდროულად, სევდიანია და იმედს გამოთქვამენ, რომ მათ კიდევ ბევრი წელი ექნებათ ერთად გასატარებლად.

რატომ "ეძებს" ჯოზეფ გორდონ-ლევიტი საქართველოში გადაღებულ ფოტოებს - ჰოლივუდის ვარსკვლავის მიმართვა

რა მოხდებოდა მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერს რომ გაემარჯვა - მოკავშირეების გეგმა, რომელიც მსოფლიოს სამუდამოდ შეცვლიდა

ნინო შუბლაძე დაქორწინდა - ვინ არის ჟურნალისტის რჩეული შსს-ს ექსმაღალჩინოსანი?