კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათ, როგორც მსახიობებმა თვითმკვლელობა ჩაიდინეს" - ვის ვეღარ ვიხილავთ "ჩცდ"-ში და რა სიახლეები გველის სერიალში მე-16 სეზონზე
"მათ, როგორც მსახიობებმა თვითმკვლელობა ჩაიდინეს" - ვის ვეღარ ვიხილავთ "ჩცდ"-ში და რა სიახლეები გველის სერიალში მე-16 სეზონზე

პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრი­დან მა­უ­წყებ­ლო­ბას იწყებს ახა­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლა". რო­გორც მისი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ეთერ­ში ჯერ შე­ძე­ნი­ლი პრო­დუქ­ცია - სე­რი­ა­ლე­ბი, ფილ­მე­ბი გავა. 5 ოქ­ტომ­ბერს არ­ხის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რი და­ი­წყებს მუ­შა­ო­ბას, შვიდ­ში - დი­ლის გა­და­ცე­მა.

25 ოქ­ტომ­ბერს კი "ფორ­მუ­ლას" ეთერ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლი "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მე-16 სე­ზო­ნი და­ი­წყე­ბა, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად ელო­დე­ბა მა­ყუ­რე­ბე­ლი.

"ჩცდ"-ს სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და პრო­დი­უ­სე­რი ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძე ესა­უბ­რე­ბა:

- დიდი იმე­დი გვაქვს, რომ თუ გან­სა­კუთ­რე­ბულ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბებს და პრობ­ლე­მებს არ შევხდე­ბით, "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ეთერ­ში 25 ოქ­ტომ­ბერს, გეგ­მის მი­ხედ­ვით უნდა გა­ვი­დეს... მა­ყუ­რე­ბე­ლი სე­რი­ალს კვლავ პა­რას­კევს, შა­ბათ­სა და კვი­რას იხი­ლავს.

გან­სხვა­ვე­ბით "რუს­თა­ვი 2"-ის ეთე­რის­გან, სა­დაც პრი­ო­რი­ტე­ტი პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტენ­ტი იყო, რის გა­მოც ხში­რად ჩვე­ნი სა­ე­თე­რო დრო მო­ნაც­ვლე­ობ­და და მიბ­მუ­ლი იყო პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგ­ზე, "ფორ­მუ­ლა­ზე" პროგ­რა­მი­რე­ბა მკაც­რად იქ­ნე­ბა გან­სა­ზღვრუ­ლი - რა სა­ა­თიც იქ­ნე­ბა სე­რი­ალ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი, იმ სა­ათ­ზე გავა, დრო აღარ გა­და­ი­ნაც­ვლებს.

- მაგ­რამ მა­ყუ­რე­ბე­ლი იმ­დე­ნად ელო­და სე­რი­ალს, რომ ეთერ­ში მისი დაგ­ვი­ა­ნე­ბით გას­ვლა­საც "იტან­და"...

- კი, მაგ­რამ ბევრში ეს აგ­რე­სი­ა­საც იწ­ვევ­და და ჩვე­ნი მი­სა­მარ­თით არა­ერ­თი უსი­ა­მოვ­ნო შე­ფა­სე­ბაც მოგ­ვის­მე­ნია, რომ და­ნა­პი­რებ სი­ტყვას ვტეხ­დით და სე­რი­ა­ლი იმ დროს ვერ გა­დი­ო­და, რა დრო­საც ვა­ა­ნონ­სებ­დით, რაც, რა თქმა უნდა, ცუ­დია. ახლა ჩვე­ნი მე­დი­ა­პო­ლი­ტი­კა ამ მხრივ პრინ­ცი­პუ­ლი იქ­ნე­ბა და მა­ყუ­რებ­ლის ინ­ტე­რე­სებს მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ.

- სი­ახ­ლე­ე­ბი ყო­ველ­თვის გაქვთ, ამ სე­ზონ­ზე რას უნდა ელო­დოს მა­ყუ­რე­ბე­ლი?

- სი­ახ­ლე­ე­ბი იქ­ნე­ბა რო­გორც ტექ­ნი­კურ ნა­წილ­ში, ისე - ში­ნა­არ­სობ­რივ­ში. და­ე­მა­ტე­ბა ორი ახა­ლი ხაზი, შე­იძ­ლე­ბა, მე­ტიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, რა­ღაც ძველ ხა­ზებ­საც გა­ვიხ­სე­ნებთ, მე­ტად ამოვ­წევთ, რო­მე­ლიც ბოლო დროს მი­ვი­წყე­ბუ­ლი იყო... ამ­ჟა­მად, ახა­ლი ხა­ზე­ბის­თვის მსა­ხი­ო­ბე­ბის კას­ტინ­გი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ეს სა­მუ­შაო პრო­ცე­სია. შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცე­ბი შე­იც­ვა­ლოს...

თი­თო­ე­უ­ლი ახა­ლი სე­ზო­ნი მო­თხოვ­ნის თა­მა­სას მუდ­მი­ვად სწევ­და, შე­სა­ბა­მი­სად ამას ამ­ჯე­რა­დაც და ადეკ­ვა­ტუ­რად უნდა ვუ­პა­სუ­ხოთ. უკე­თე­სე­ბი უნდა გავ­ხდეთ, რომ მა­ყუ­რებ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი ისევ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ...

- სე­რი­ა­ლის სრუ­ლი­ად ახალ არხზე გას­ვლა, ხელს ხომ არ შე­უშ­ლის მის პო­პუ­ლა­რო­ბას? ეს ცვლი­ლე­ბა პრო­დუქტზე ხომ არ იმოქ­მე­დებს?

- ის, რაც ჯერ­ჯე­რო­ბით არ­ხის ყვე­ლა­ზე ორ­გა­ნუ­ლი ნა­წი­ლია, სწო­რედ ეს სე­რი­ა­ლია. "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტივ­მა" წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რაც შექ­მნა, ეს სე­რი­ა­ლია. ამი­ტომ, ახა­ლი არ­ხის­თვის "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ფუნ­და­მენ­ტუ­რი და­საყ­რდე­ნი პრო­ექ­ტია...

ამი­ტომ "ფორ­მუ­ლას" მა­ყუ­რებ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი ზუს­ტად იმა­ვე მიდ­გო­მით უნდა და­ვიმ­სა­ხუ­როთ, რო­გორც „ჩცდ“-ს შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და. ეს სე­რი­ა­ლი ხა­რის­ხი­ა­ნი, უკომ­პრო­მი­სო, სათ­ქმე­ლის პირ­და­პირ მთქმე­ლი, სარ­კე­ში ჩამ­ხე­და­ვი პრო­ქ­ტია და ეს კონ­სტრუქ­ცია ექ­ნე­ბა არხსაც - ჩვე­ნი მე­სი­ჯი ზუს­ტად ესაა, რო­გორც სა­ინ­ფორ­მა­ციო მი­მარ­თუ­ლე­ბით, ისე სხვა პრო­ექ­ტე­ბის კუ­თხით...

- სე­რი­ალს სხვა­დას­ხვა ცნო­ბი­ლი ხაზი აქვს, რომ­ლე­ბიც მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან უყ­ვარს: მეგ­რე­ლე­ბის, კას­პე­ლე­ბის, ვა­კე­ლე­ბის "კლა­ნე­ბი"... მე-16 სე­ზონ­ზე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი?

- მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა ჩვენს სე­რი­ალ­ში მუდ­მი­ვად არის. ეს პრო­დუქ­ტი ხომ რა­ღაც­ნა­ი­რად მი­ნი­მო­დე­ლია იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობთ. შე­სა­ბა­მი­სად, არა­ფე­რი და­აკ­ლდე­ბა, თუ რამე არ მო­ე­მა­ტე­ბა...

ვი­ღა­ცე­ბი ჩვენ­გან წა­ვიდ­ნენ და ის მსა­ხი­ო­ბე­ბი "რუს­თა­ვი 2"-ის "კო­მე­დი შო­უ­ში" უკვე გა­მოჩ­დნენ კი­დეც. მე პრინ­ცი­პუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ, რომ პერ­სო­ნა­ჟე­ბი იქაც და აქაც იყ­ვნენ დუბ­ლი­რე­ბუ­ლი, რად­გა­ნაც ეს სხვა­დას­ხვა რამ არის. მათ პერ­სო­ნა­ჟე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა უნ­დო­დათ, მაგ­რამ ჩემი პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია იყო, რომ არ­ჩე­ვა­ნი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ და მათ დაგვტო­ვეს.

ასე­თია არა მხო­ლოდ ჩემი, პრო­ექ­ტის შემ­ქმნე­ლე­ბის პო­ზი­ცი­აც, რომ სე­რი­ა­ლის პერ­სო­ნა­ჟე­ბის დუბ­ლი­რე­ბა სხვა­დას­ხვა სივ­რცე­ში პერ­სო­ნაჟს აზი­ა­ნებს, პერ­სო­ნაჟს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სამ­ყა­როს ნა­წი­ლია, ჩვენ­თან შექ­მნი­ლი და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი...

- ალ­ბათ აქ მა­სობ­რივ პრო­ექ­ტებ­ზეა ლა­პა­რა­კი, თო­რემ თქვე­ნი მსა­ხი­ო­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში სხვა­დას­ხვა თე­ატ­რში მოღ­ვა­წე­ობს...

- კი, მა­სობ­რივ პრო­ექ­ტებ­ზეა ლა­პა­რა­კი, რად­გა­ნაც თე­ატ­რში ამ პერ­სო­ნა­ჟე­ბის დუბ­ლი­რე­ბა არ ხდე­ბა. სი­ტყვა­ზე, გი­ორ­გი ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა თე­ატ­რში მეფე ლირი რომ ითა­მა­შოს, ეს ჩვენს ზა­ზას არ და­ა­ზი­ა­ნებს, მაგ­რამ ისე­თი მკვეთ­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან - თენ­გოი, ლუნა, - ცხა­დია, სა­ზი­ა­ნოა.

შო­თი­კო ნო­ძა­ძემ (თენ­გოი), ქეთი ხუ­ციშ­ვილ­მა (ლუნა), მე­რაბ დარ­ჩი­ამ (ზურა ნი­ჟა­რა­ზე) ჩემი აზ­რით, რო­გორც მსა­ხი­ო­ბებ­მა თვით­მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნეს, მაგ­რამ მათი გა­და­სა­წყვე­ტია, თა­ვის საქ­მის თვი­თონ იცი­ან, წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ ყვე­ლას!

- ცუ­დია, რომ "ჩცდ"-მ ეს მკვეთ­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბი და­კარ­გა...

- კი, მაგ­რამ თუ კარ­გად და­ვაკ­ვირ­დე­ბით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რე­ი­ტინ­გის პიკ­ში მყო­ფი პერ­სო­ნა­ჟე­ბი სე­რი­ა­ლი­დან ამოგ­ვი­ღია, მაგ­რამ პრო­დუქტს არა­ფე­რი და­უ­კარ­გავს... "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" უფრო დიდი მოვ­ლე­ნაა, ვიდ­რე მისი რო­მე­ლი­მე პერ­სო­ნა­ჟი.

- ჭო­რის სა­ხით გა­ვი­გეთ, რომ თით­ქოს მსა­ხი­ო­ბი ანი ტყე­ბუ­ჩა­ვაც ტო­ვებს სე­რი­ალს. რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­არ­თლეს?

- ანი ტყე­ბუ­ჩა­ვა (ნინა) და ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვი­ლი (დათო), ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი არი­ან. ჩვე­ნი სე­რი­ა­ლის და­საყ­რდე­ნი ღერ­ძი. ასე რომ, არც ერთი არ­სად არ მი­დის...

მოკ­ლედ, რო­გორც ვთქვი, ამ­ჟა­მად ახალ მსა­ხი­ო­ბებს ვე­ძებთ, კას­ტინ­გე­ბის ეტა­პია, ჯერ­ჯე­რო­ბით რა­ღა­ცე­ბი მკვა­ხეა და უნდა დამ­წიფ­დეს, ტექ­ნი­კუ­რი სამ­ზა­დი­სი გვაქვს. სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბე­ბი 7 ოქ­ტომ­ბერს და­ი­წყე­ბა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"მათ, როგორც მსახიობებმა თვითმკვლელობა ჩაიდინეს" - ვის ვეღარ ვიხილავთ "ჩცდ"-ში და რა სიახლეები გველის სერიალში მე-16 სეზონზე

"მათ, როგორც მსახიობებმა თვითმკვლელობა ჩაიდინეს" - ვის ვეღარ ვიხილავთ "ჩცდ"-ში და რა სიახლეები გველის სერიალში მე-16 სეზონზე

პირველი ოქტომბრიდან მაუწყებლობას იწყებს ახალი ტელეკომპანია "ფორმულა". როგორც მისი ხელმძღვანელები ამბობენ, ეთერში ჯერ შეძენილი პროდუქცია - სერიალები, ფილმები გავა. 5 ოქტომბერს არხის საინფორმაციო სამსახური დაიწყებს მუშაობას, შვიდში - დილის გადაცემა.

25 ოქტომბერს კი "ფორმულას" ეთერში პოპულარული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალების" მე-16 სეზონი დაიწყება, რომელსაც ყველაზე მეტად ელოდება მაყურებელი.

"ჩცდ"-ს სიახლეების შესახებ AMBEBI.GE-ს "ფორმულა კრეატივის" დამფუძნებელი და პროდიუსერი ირაკლი საღინაძე ესაუბრება:

- დიდი იმედი გვაქვს, რომ თუ განსაკუთრებულ წინააღმდეგობებს და პრობლემებს არ შევხდებით, "ჩემი ცოლის დაქალები" ეთერში 25 ოქტომბერს, გეგმის მიხედვით უნდა გავიდეს... მაყურებელი სერიალს კვლავ პარასკევს, შაბათსა და კვირას იხილავს.

განსხვავებით "რუსთავი 2"-ის ეთერისგან, სადაც პრიორიტეტი პოლიტიკური კონტენტი იყო, რის გამოც ხშირად ჩვენი საეთერო დრო მონაცვლეობდა და მიბმული იყო პოლიტიკურ დღის წესრიგზე, "ფორმულაზე" პროგრამირება მკაცრად იქნება განსაზღვრული - რა საათიც იქნება სერიალზე მითითებული, იმ საათზე გავა, დრო აღარ გადაინაცვლებს.

- მაგრამ მაყურებელი იმდენად ელოდა სერიალს, რომ ეთერში მისი დაგვიანებით გასვლასაც "იტანდა"...

- კი, მაგრამ ბევრში ეს აგრესიასაც იწვევდა და ჩვენი მისამართით არაერთი უსიამოვნო შეფასებაც მოგვისმენია, რომ დანაპირებ სიტყვას ვტეხდით და სერიალი იმ დროს ვერ გადიოდა, რა დროსაც ვაანონსებდით, რაც, რა თქმა უნდა, ცუდია. ახლა ჩვენი მედიაპოლიტიკა ამ მხრივ პრინციპული იქნება და მაყურებლის ინტერესებს მაქსიმალურად გავითვალისწინებთ.

- სიახლეები ყოველთვის გაქვთ, ამ სეზონზე რას უნდა ელოდოს მაყურებელი?

- სიახლეები იქნება როგორც ტექნიკურ ნაწილში, ისე - შინაარსობრივში. დაემატება ორი ახალი ხაზი, შეიძლება, მეტიც, სავარაუდოდ, რაღაც ძველ ხაზებსაც გავიხსენებთ, მეტად ამოვწევთ, რომელიც ბოლო დროს მივიწყებული იყო... ამჟამად, ახალი ხაზებისთვის მსახიობების კასტინგი მიმდინარეობს, ეს სამუშაო პროცესია. შეიძლება რაღაცები შეიცვალოს...

თითოეული ახალი სეზონი მოთხოვნის თამასას მუდმივად სწევდა, შესაბამისად ამას ამჯერადაც და ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ. უკეთესები უნდა გავხდეთ, რომ მაყურებლის სიყვარული ისევ შევინარჩუნოთ...

- სერიალის სრულიად ახალ არხზე გასვლა, ხელს ხომ არ შეუშლის მის პოპულარობას? ეს ცვლილება პროდუქტზე ხომ არ იმოქმედებს?

- ის, რაც ჯერჯერობით არხის ყველაზე ორგანული ნაწილია, სწორედ ეს სერიალია. "ფორმულა კრეატივმა" წლების განმავლობაში რაც შექმნა, ეს სერიალია. ამიტომ, ახალი არხისთვის "ჩემი ცოლის დაქალები" ფუნდამენტური დასაყრდენი პროექტია...

ამიტომ "ფორმულას" მაყურებლის სიყვარული ზუსტად იმავე მიდგომით უნდა დავიმსახუროთ, როგორც „ჩცდ“-ს შემთხვევაში მოხდა. ეს სერიალი ხარისხიანი, უკომპრომისო, სათქმელის პირდაპირ მთქმელი, სარკეში ჩამხედავი პროქტია და ეს კონსტრუქცია ექნება არხსაც - ჩვენი მესიჯი ზუსტად ესაა, როგორც საინფორმაციო მიმართულებით, ისე სხვა პროექტების კუთხით...

- სერიალს სხვადასხვა ცნობილი ხაზი აქვს, რომლებიც მაყურებელს ძალიან უყვარს: მეგრელების, კასპელების, ვაკელების "კლანები"... მე-16 სეზონზე შენარჩუნებული იქნება თითოეული მათგანი?

- მრავალფეროვნება ჩვენს სერიალში მუდმივად არის. ეს პროდუქტი ხომ რაღაცნაირად მინიმოდელია იმ საზოგადოების, რომელშიც ვცხოვრობთ. შესაბამისად, არაფერი დააკლდება, თუ რამე არ მოემატება...

ვიღაცები ჩვენგან წავიდნენ და ის მსახიობები "რუსთავი 2"-ის "კომედი შოუში" უკვე გამოჩდნენ კიდეც. მე პრინციპული წინააღმდეგი ვარ, რომ პერსონაჟები იქაც და აქაც იყვნენ დუბლირებული, რადგანაც ეს სხვადასხვა რამ არის. მათ პერსონაჟების შენარჩუნება უნდოდათ, მაგრამ ჩემი პრინციპული პოზიცია იყო, რომ არჩევანი გაეკეთებინათ და მათ დაგვტოვეს.

ასეთია არა მხოლოდ ჩემი, პროექტის შემქმნელების პოზიციაც, რომ სერიალის პერსონაჟების დუბლირება სხვადასხვა სივრცეში პერსონაჟს აზიანებს, პერსონაჟს, რომელიც ჩვენი სამყაროს ნაწილია, ჩვენთან შექმნილი და ჩამოყალიბებული...

- ალბათ აქ მასობრივ პროექტებზეა ლაპარაკი, თორემ თქვენი მსახიობების უმეტესობა პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა თეატრში მოღვაწეობს...

- კი, მასობრივ პროექტებზეა ლაპარაკი, რადგანაც თეატრში ამ პერსონაჟების დუბლირება არ ხდება. სიტყვაზე, გიორგი ბოჭორიშვილმა თეატრში მეფე ლირი რომ ითამაშოს, ეს ჩვენს ზაზას არ დააზიანებს, მაგრამ ისეთი მკვეთრი პერსონაჟები, როგორებიც არიან - თენგოი, ლუნა, - ცხადია, საზიანოა.

შოთიკო ნოძაძემ (თენგოი), ქეთი ხუციშვილმა (ლუნა), მერაბ დარჩიამ (ზურა ნიჟარაზე) ჩემი აზრით, როგორც მსახიობებმა თვითმკვლელობა ჩაიდინეს, მაგრამ მათი გადასაწყვეტია, თავის საქმის თვითონ იციან, წარმატებას ვუსურვებ ყველას!

- ცუდია, რომ "ჩცდ"-მ ეს მკვეთრი პერსონაჟები დაკარგა...

- კი, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, წლების განმავლობაში, რეიტინგის პიკში მყოფი პერსონაჟები სერიალიდან ამოგვიღია, მაგრამ პროდუქტს არაფერი დაუკარგავს... "ჩემი ცოლის დაქალები" უფრო დიდი მოვლენაა, ვიდრე მისი რომელიმე პერსონაჟი.

- ჭორის სახით გავიგეთ, რომ თითქოს მსახიობი ანი ტყებუჩავაც ტოვებს სერიალს. რამდენად შეესაბამება სიართლეს?

- ანი ტყებუჩავა (ნინა) და ლევან ყოჩიაშვილი (დათო), ხელშეუხებელი პერსონაჟები არიან. ჩვენი სერიალის დასაყრდენი ღერძი. ასე რომ, არც ერთი არსად არ მიდის...

მოკლედ, როგორც ვთქვი, ამჟამად ახალ მსახიობებს ვეძებთ, კასტინგების ეტაპია, ჯერჯერობით რაღაცები მკვახეა და უნდა დამწიფდეს, ტექნიკური სამზადისი გვაქვს. სერიალის გადაღებები 7 ოქტომბერს დაიწყება...

"ვთამაშობ გოგოს, რომლის საქციელი ჩემთვის მიუღებელია" - ვინ არის ნიცა "ჩცდ"-დან, რომლის გმირიც საზოგადოებაში განხილვის თემა გახდა

ცნობილი რუსი მსახიობი, რომელმაც საქართველოდან ორი ძაღლი "იშვილა" და მათ ქართული სახელები დაარქვა

თაკო ჩხეიძემ საქმიანი ქალებისთვის ტანსაცმლის ბრენდი შექმნა - "რაც მე მაცვია, ისეთი კოლექცია შევქმენი"