კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეიდან თბილისში A კატეგორიის ტაქსის მანქანები თეთრი ფერის უნდა იყოს - რეგულაცია ძალაში შევიდა
დღეიდან თბილისში A კატეგორიის ტაქსის მანქანები თეთრი ფერის უნდა იყოს - რეგულაცია ძალაში შევიდა

1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან თბი­ლის­ში ტაქ­სე­ბის რე­ფორ­მი­რე­ბის მე­ო­რე ეტა­პი იწყე­ბა. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის ვიცე-მერ­მა, ირაკ­ლი ხმა­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ტაქ­სე­ბის გარ­კვე­ულ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ უკვე გა­ი­ა­რა კა­ტე­გო­რი­ზა­ცია. მისი თქმით, კა­ტე­გო­რი­ზა­ცი­ა­მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ტაქ­სე­ბის 24% ა - კა­ტე­გო­რი­ა­შია, ხოლო და­ნარ­ჩე­ნის კა­ტე­გო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც ირაკ­ლი ხმა­ლა­ძემ გან­მარ­ტა, ტაქ­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­ფორ­მა ამით არ სრულ­დე­ბა. მი­სი­ვე თქმით, შემ­დგო­მი ეტა­პი იქ­ნე­ბა ის, რო­მე­ლიც სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ტაქ­სის მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„ჩვენ ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი გვყავ­და, და­ახ­ლო­ე­ბით, 26 000 სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­ი­და­ნაც ტაქ­სე­ბი სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტექ­ნი­კურ დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ. ამის შე­დე­გად ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა გა­ი­ა­რა და­ახ­ლო­ე­ბით 70%-მა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ 30% ტექ­ნი­კუ­რად ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს მი­ნი­მა­ლურ სტან­დარ­ტებს. 30% რა­ო­დე­ნო­ბა­ში უკვე, საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კლე­ბაა. დარ­ჩე­ნი­ლი 70%-ის რი­ცხობ­რი­ვი რა­ო­დე­ნო­ბის ნა­ხე­ვარ­ზე ცოტა მეტ­მა გა­ა­კე­თა კა­ტე­გო­რი­ზა­ცია. კა­ტე­გო­რი­ზა­ცი­ა­მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ტაქ­სე­ბის 24% ა - კა­ტე­გო­რი­ა­შია. და­ნარ­ჩე­ნის კა­ტე­გო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხვალ, 1-ელი ოქ­ტომ­ბე­რია, ალ­ბათ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მომ­დევ­ნო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აპი­რე­ბენ ახა­ლი ნე­ბარ­თვე­ბის აღე­ბას. ასე მოხ­და გა­სულ წელ­საც, 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან და­ი­წყო ტაქ­სე­ბის რე­ფორ­მის პირ­ვე­ლი ეტა­პი, თუმ­ცა 10 ოქ­ტომ­ბრამ­დე მოხ­და დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ლი­ცენ­ზი­რე­ბა. 10 ოქ­ტომ­ბრი­დან ნო­ემ­ბრის პირ­ველ რი­ცხვამ­დე მოხ­და კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­ო­დე­ნო­ბის გა­ნე­ბარ­თვი­ა­ნე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ ვი­ტყვი, რომ 1-ელ ოქ­ტომ­ბერს უნდა შე­ფას­დეს, შედ­გა, თუ არა რე­ფორ­მა, თუმ­ცა დღეს რა რა­ო­დე­ნო­ბაც არის ა - კა­ტე­გო­რი­ა­ში, მაძ­ლევს იმის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ რე­ფორ­მა შედ­გა და აუ­ცი­ლებლდა შედ­გე­ბა. ჩვე­ნი რე­ფორ­მა ტაქ­სე­ბის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრით არ სრულ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გუ­შინ ხმა­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ოპო­ზი­ცი­ის კრი­ტი­კას ამ სა­კი­თხზე, ირაკ­ლი ხმა­ლა­ძის თქმით, ოპო­ზი­ცია „რამე აზ­რი­ანს თუ იტყვის", უპა­სუ­ხოდ არ და­ტო­ვებს არც ერთ გან­ცხა­დე­ბას და დას­მულ კი­თხვას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

დღეიდან თბილისში A კატეგორიის ტაქსის მანქანები თეთრი ფერის უნდა იყოს - რეგულაცია ძალაში შევიდა

დღეიდან თბილისში A კატეგორიის ტაქსის მანქანები თეთრი ფერის უნდა იყოს - რეგულაცია ძალაში შევიდა

1-ელი ოქტომბრიდან თბილისში ტაქსების რეფორმირების მეორე ეტაპი იწყება. როგორც ჟურნალისტებს თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განუცხადა, ტაქსების გარკვეულმა რაოდენობამ უკვე გაიარა კატეგორიზაცია. მისი თქმით, კატეგორიზაციამინიჭებული ტაქსების 24% ა - კატეგორიაშია, ხოლო დანარჩენის კატეგორიზაციის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

როგორც ირაკლი ხმალაძემ განმარტა, ტაქსების მიმართულებით რეფორმა ამით არ სრულდება. მისივე თქმით, შემდგომი ეტაპი იქნება ის, რომელიც საბოლოო ჯამში, ტაქსის მომსახურების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

„ჩვენ ლიცენზირებული გვყავდა, დაახლოებით, 26 000 სატრანსპორტო საშუალება, საიდანაც ტაქსები სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას ექვემდებარებიან წელიწადში ორჯერ. ამის შედეგად ტექდათვალიერება გაიარა დაახლოებით 70%-მა, რაც იმას ნიშნავს, რომ 30% ტექნიკურად ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს. 30% რაოდენობაში უკვე, საკმაოდ მნიშვნელოვანი კლებაა. დარჩენილი 70%-ის რიცხობრივი რაოდენობის ნახევარზე ცოტა მეტმა გააკეთა კატეგორიზაცია. კატეგორიზაციამინიჭებული ტაქსების 24% ა - კატეგორიაშია. დანარჩენის კატეგორიზაციის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ ხვალ, 1-ელი ოქტომბერია, ალბათ, ეს ადამიანები მომდევნო დღეების განმავლობაში აპირებენ ახალი ნებართვების აღებას. ასე მოხდა გასულ წელსაც, 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყო ტაქსების რეფორმის პირველი ეტაპი, თუმცა 10 ოქტომბრამდე მოხდა დიდი რაოდენობის ლიცენზირება. 10 ოქტომბრიდან ნოემბრის პირველ რიცხვამდე მოხდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რაოდენობის განებართვიანება. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რომ 1-ელ ოქტომბერს უნდა შეფასდეს, შედგა, თუ არა რეფორმა, თუმცა დღეს რა რაოდენობაც არის ა - კატეგორიაში, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რეფორმა შედგა და აუცილებლდა შედგება. ჩვენი რეფორმა ტაქსების შესახებ პირველი ოქტომბრით არ სრულდება“, - განაცხადა გუშინ ხმალაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას ამ საკითხზე, ირაკლი ხმალაძის თქმით, ოპოზიცია „რამე აზრიანს თუ იტყვის", უპასუხოდ არ დატოვებს არც ერთ განცხადებას და დასმულ კითხვას.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ