ავტორი:

"უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ ბავშვს დედა უნდა შევუცვალო" - ინტერვიუ კომპოზიტორთან, რომლის რძალიც გრიპის ვირუსმა იმსხვერპლა

"უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ ბავშვს დედა უნდა შევუცვალო" - ინტერვიუ კომპოზიტორთან, რომლის რძალიც გრიპის ვირუსმა იმსხვერპლა

22 წლის სალომე ქემაშვილის გარდაცვალებამ მთელი საქართველო შეძრა. ახალგაზრდა H1N1 ვირუსს ერთი კვირა ებრძოდა. სამწუხაროდ, მისი გარდარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. სალომე გასული წლის 9 იანვარს დაიღუპა. მას მცირეწლოვანი, წლი-ნახევრის ქალიშვილი, ელენიკო დარჩა, რომელსაც ახლა დედობას ბებია, კომპოზიტორი მანანა იმედაძე უწევს.

- ჩემი ცხოვრების სასწაული იყო სალომე. ერთი ნახვით შემიყვარდა, გავგიჟდი, რომ ვნახე. სალომე იყო ღვთაებრივი, ძალიან განსხვავებული. ამდენი ადამიანი მასევია გარს და მას ვერავის ვერ ვადარებ... საოცრებას გეტყვით... პატარა ბინა ჰქონდა ვორონცოვზე, მარტო ცხოვრობდა სტუდენტი, სანამ ჩვენი რძალი გახდებოდა... რომ გამაცნო ირაკლიმ, ვეხვეწე, ჩვენთან მოიყვანე-მეთქი და სანამ ესენი შეუღლდებოდნენ, არ ვიცი დაიჯერებთ თუ არა, მე და სალომე ვიწექით ერთად, ერთ ოთახში, ერთ საწოლში. ჩვენთან ათენებდა, ჩვენთან აღამებდა. ბავშვების დაოჯახებიდან კარგა ხნის მერე გავაგებინეთ სალომესიანებს, რომ ჩვენთან ცხოვრობდა. ირაკლის ეუბნებოდა თურმე, ჩვენი ამბავი კიდეც რომ არ მომხდარიყო, მე მანანა მაინც დედასავით მეყვარებოდაო... 6-7 თვე ჰქონდათ რომანი და მერე გავიცანით ჩვენ, მაგრამ სანამ ოფიციალურად გავიცნობდით, მწერდა შეტყობინებებს... ამას წინათ ავყევი მის მონაწერებს დალამის გავგიჟდი... ის იყო არამიწიერი, ის არ იყო ამქვეყნიური... ახლა კიდევ უფრო ვაანალიზებ ამას, როცა აღარ არის ჩვენთან.

სიმღერა დავუწერე სალოს. ძალიან მინდოდა ემღერათ ბექა ჩხაიძეს და დათო არჩვაძის კვარტეტს, მაგრამ მერე ეს სიმღერა მოვასმენინე თემურ წიკლაურს და მითხრა, ეს იმდენად შენი ტკივილია, შენ უნდა იმღეროო, შენსავით ვერავინ იმღერებსო... სალოს დაბადების დღე მოდის ნოემბერში და მინდა, რომ ჩემი ბოლო საჩუქარი იყოს მისთვის... მან ელენიკო მაჩუქა, ეგეც ღვთის ნება იყო ალბათ, მშობიარობაზე მე დამასწრო. რამდენი ხანი ვეუბნებოდი, დე, დამანებე თავი, ერთი მუსიკოსი ქალი ვარ, რომელი ექიმი მე მნახე, მშობიარობის დროს მოგეშველო-მეთქი, ისეთი ემოციური ვარ, პირიქით ხელი არ შეგიშალო ჩემი ნერვიულობით-მეთქი. არ დაიშალა, მინდა ჩემთან იყოო და ხელჩაკიდებულები ვიყავით, ისე გააჩინა ელენე. ისე ვაჟკაცურად ეჭირა თავი, ამ ნაზი არსებისგან რომ გაგიკვირდებოდათ - ხმა არ ამოუღია. ალბათ ესეც არ იყო შემთხვევით. ელენიკო რომ დაიბადა, პირველმა შევხედე მე. რაც უფრო გადის დროს, სულ უფრო მეტად ვაკავშირებ ამ ყველაფერს ერთმანეთთან. რატომ ვიყავით ასე მიკრულები ერთმანეთს. იცი, ბევრ რძალ-დედამთილს უყვარა ერთმანეთი, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ყოველგვარ სასიყვარულო ზღვარს ცდებოდა. სახლში ახლაც ვხვდები ზარდახშებში მის ბარათებს... წერს, მიყვარხარ, დე, ჩემი ერთადერთი ხარო...

ჩემი უმცროსი ბიჭი ექიმია, ირაკლის ინგლისური ფილოლოგია აქვს დამთავრებული. რძალ-მაზლი რომ შეიკრიბებოდნენ, ამათი საუბრის მოსმენა იყო ერთი ბედნიერება, თან ეს ექიმები ხომ ერთ ენაზე საუბრობენ და ორი მედიკოსი ვართო, იპრანჭებოდნენ. რეანიმაციაში ერთი კვირა სალომეს ჩემი ვაჟი, სალომეს მაზლი არ მოსცილებია გვერდიდან, მაგის ხელში დალია სული. სალომეს გარდაცვალება იყო მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა...წაიკითხეთ სრულად

"დანისლული გონება", კიდურების დაბუჟება, დეპრესია - რა ჩივილებს ტოვებს კორონავირუსი გამოჯანმრთელებულ პაციენტებში

თემურ წიკლაური გარდაიცვალა

დავით ნარმანიამ კორუფციასთან მებრძოლთა სასერტიფიკატო პროგრამის წარმომადგენლებისათვის საჯარო ლექცია გამართა