ავტორი:

Worakls-ის და ორკესტრის შეხვედრა გულშემატკივრებთან

Worakls-ის და ორკესტრის შეხვედრა გულშემატკივრებთან

3 ოქტომბერს Summer Set ფრანგი არტისტის Worakls და ორკესტრის მსმენელებთან შეხვედრას უმასპინძლებს.

Worakls-ის გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ დაესწრონ Worakls Orchestra Tour რეპეტიციას და პირველებმა მოისმინონ 5 ოქტომბერს დაგეგმილი პერფორმანსის ნაწილი. შეხვედრაზე დასასწრებად საჭირო ინფორმაცია ფესტივალის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული, შეხვედრას მედიის წარმომადგენლები და შერჩეული 30 მელომანი დაესწრება.

Worakls და ფრანგული ორკესტრის სოლისტები უკვე თბილისში არიან, 5 ოქტომბრამდე ისინი ყოველდღე გაივლიან ერთობლივ რეპეტიციებს “თბილისის სიმფონიურ ორკესტრის” სოლისტებთან ერთად.

5 ოქტომბერს Fall Set ფესტივალის ახალ ლოკაციაზე გაიმართება: Warehouse 7/მე-7 პავილიონი 15 000-მდე სტუმარს იტევს და ახალქალაქის ქ. 30/32-ში მდებარეობს (მეტრო ნაძალადევის უკან). ახალ ლოკაციაზე თითქმის დასრულებულია საფესტივალო ქალაქის მშნებლობა, შერჩეულები არიან სტარტაპერები და დამწყები მუსიკოსები.

Worakls საქართველოს 2015 წლიდან ყოველ შემოდგომაზე სტუმრობს, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ის სცენაზე ორსკესტრთან ერთად საკუთარ პირველ სოლო ალბომს ცოცხლად შეასრულებს.

Summer Set საფესტივალო ბრენდად 2012 წელს ჩამოყალიბდა და 4 სეზონურ ღონისძიებას მოიცავს: Winter, Spring, Summer და Fall Set. ფესტივალების სერიამ 70-მდე მასშტაბური ივენთი ჩაატარა და 200-ზე მეტ არტისტს უმასპინძლა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება