საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პანაშვიდზე ვარსკვლავები და მსოფლიო ლიდერები შეიკრიბნენ - ჟაკ შირაკს დღეს დაკრძალავენ
პანაშვიდზე ვარსკვლავები და მსოფლიო ლიდერები შეიკრიბნენ - ჟაკ შირაკს დღეს დაკრძალავენ

პა­ნაშ­ვიდ­ზე ვარ­სკვლა­ვე­ბი და მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ - ჟაკ ში­რაკს დღეს დაკ­რძა­ლა­ვენ

საფ­რან­გე­თის ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტის, ჟაკ ში­რა­კის ხსოვ­ნას პა­რიზ­ში დღეს სამ­ხედ­რო პა­ტი­ვი მი­ა­გეს - ში­რა­კი 86 წლის ასაკ­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ გარ­და­იც­ვა­ლა.

„დე­ი­ლი მე­ი­ლი“ ავ­რცე­ლებს ფო­ტო­ებს, სა­დაც ჩანს, რო­გორ დგას საფ­რან­გე­თის მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი ში­რა­კის კუ­ბოს­თან. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ეკ­ლე­სი­ა­ში პა­ნაშ­ვი­დი გა­ი­მარ­თა.

ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი ჟაკ ში­რა­კის ქა­ლიშ­ვილს და სი­ძეს ესა­უბ­რე­ბა

სტუმ­რებს შო­რის არი­ან საფ­რან­გე­თის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ნი­კო­ლა სარ­კო­ზი ცოლ­თან, ყო­ფილ ტოპ-მო­დელ­თან კარ­ლა ბრუ­ნის­თან ერ­თად, ასე­ვე - რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი, აშშ-ს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ბილ კლინ­ტო­ნი, უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვიქ­ტორ ორ­ბა­ნი და გერ­მა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტი ფრანკ-ვალ­ტერ შტა­ინ­მა­ი­ე­რი.

ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რებს არც მსა­ხი­ო­ბი სელ­მა ჰა­ი­ე­კი გა­მორ­ჩე­ნი­ათ - ის ქმარ­თან, ცნო­ბილ ფრანგ მი­ლი­არ­დერ­თან ფრან­სუა-ანრი პი­ნოს­თან ერ­თად გა­და­ი­ღეს.

ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის­თვის უკა­ნას­კნე­ლი პა­ტი­ვის მი­სა­გე­ბად მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი რამ­დე­ნი­მე დღე იდ­გნენ რიგ­ში.

ჟაკ ში­რა­კი საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის პოსტს 1995-2007 წლებ­ში იკა­ვებ­და, 1977-დან 1995 წლამ­დე კი პა­რი­ზის მერი იყო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჟაკ ში­რა­კის მმარ­თვე­ლო­ბის ბოლო წლე­ბი კო­რუფ­ცი­ის სკან­და­ლე­ბით იყო ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა, სწო­რედ მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს შე­უ­ერ­თდა საფ­რან­გე­თი ევ­რო­ზო­ნას. ამას­თან, მისი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მა იყო საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დის 7-დან 5 წლამ­დე შემ­ცი­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

პანაშვიდზე ვარსკვლავები და მსოფლიო ლიდერები შეიკრიბნენ - ჟაკ შირაკს დღეს დაკრძალავენ

პანაშვიდზე ვარსკვლავები და მსოფლიო ლიდერები შეიკრიბნენ - ჟაკ შირაკს დღეს დაკრძალავენ

პანაშვიდზე ვარსკვლავები და მსოფლიო ლიდერები შეიკრიბნენ - ჟაკ შირაკს დღეს დაკრძალავენ

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტის, ჟაკ შირაკის ხსოვნას პარიზში დღეს სამხედრო პატივი მიაგეს - შირაკი 86 წლის ასაკში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

„დეილი მეილი“ ავრცელებს ფოტოებს, სადაც ჩანს, როგორ დგას საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შირაკის კუბოსთან. მოგვიანებით კი ეკლესიაში პანაშვიდი გაიმართა.

ემანუელ მაკრონი ჟაკ შირაკის ქალიშვილს და სიძეს ესაუბრება

სტუმრებს შორის არიან საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ცოლთან, ყოფილ ტოპ-მოდელთან კარლა ბრუნისთან ერთად, ასევე - რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი.

ფოტორეპორტიორებს არც მსახიობი სელმა ჰაიეკი გამორჩენიათ - ის ქმართან, ცნობილ ფრანგ მილიარდერთან ფრანსუა-ანრი პინოსთან ერთად გადაიღეს.

ყოფილი პრეზიდენტისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად მოქალაქეები რამდენიმე დღე იდგნენ რიგში.

ჟაკ შირაკი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს 1995-2007 წლებში იკავებდა, 1977-დან 1995 წლამდე კი პარიზის მერი იყო.

აღსანიშნავია, რომ ჟაკ შირაკის მმართველობის ბოლო წლები კორუფციის სკანდალებით იყო ცნობილი, თუმცა, სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს შეუერთდა საფრანგეთი ევროზონას. ამასთან, მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა იყო საპრეზიდენტო ვადის 7-დან 5 წლამდე შემცირება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"