ავტორი:

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული რამაზ დევაძე მოკლული პოლიციელის სახელზე ტაძარს აშენებს

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული რამაზ დევაძე მოკლული პოლიციელის სახელზე ტაძარს აშენებს

"მე ყველა მტკიცებულება მქონდა, რომ ჩემს შვილს არ ეკუთვნოდა ის სასჯელი" - ამის შესახებ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული რამაზ დევაძის დედამ ნაზი ბოლქვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რამაზ დევაძის შეწყალების მოთხოვნით ყოფილ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსაც მიმართა, თუმცა გარკვეული გარემოებების გამო მაშინ ეს პროცესი შეჩერდა.

„ყველა მტკიცებულება მივიტანე, ყველა ფურცელი თვითონ მარგველაშვილს ეჭირა ხელში. დადებით პასუხს ველოდებოდი, რომ ჩემს შვილს შეიწყალებდა, მაგრამ შეწყალება აღარ ყოფილა", - აღნიშნა ნაზი ბოლქვაძემ.

მისივე თქმით, თარაშ მუკბანიანის ოჯახთან კომუნიკაცია არ ჰქონია, რადგან ისინი სასამართლოში არ დადიოდნენ. ნაზი ბოლქვაძის თქმით, მის შვილს ბევრი რეკომენდატორი ჰყავდა, რათა ის შეეწყალებინათ.

"ყველას ხელწერილი მაქვს სახლში. კალათბურთის, ფეხბურთის, რაგბის... ყველა მტკიცებულება მაქვს ოჯახში და შეუძლიათ შეამოწმონ", - აღნიშნა რამაზ დევაძის დედამ.

ამასთან, ნაზი ბოლქვაძის განმარტებით, რამაზ დევაძე თბილისში თარაშ მუკბანიანის სახელზე ტაძარს აშენებს.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულთა შორისაა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე, რომელიც ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. რამაზ დევაძეს 2015 წლის 18 სექტემბერს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს